რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ადამიანი მოკლეს. "ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მოკლულია ორი ქალი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.
იხილეთ ასევე: