მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოპ 10 წიგნი, რომელსაც Gen  Z დღეს კითხულობს - 13 წლის "ლიბერთინსელი" ანასტასია კვარაცხელია წიგნებსა და კითხვაზე
ტოპ 10 წიგნი, რომელსაც Gen  Z დღეს კითხულობს - 13 წლის "ლიბერთინსელი" ანასტასია კვარაცხელია წიგნებსა და კითხვაზე

უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლას­თვის ცხა­დი გახ­და, რომ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გო­ნი­ე­რე­ბი­თა და საზ­რი­ა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მათ ძა­ლი­ან უყ­ვართ წიგ­ნი და კი­თხვის პრო­ცესს სულ სხვაგ­ვა­რად აღიქ­ვა­მენ. დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ წიგ­ნის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­საც.

სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია არ­სე­ბობს პრო­ექ­ტი „ლი­ბერ­თინ­სი“, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც თი­ნე­ი­ჯე­რი მკი­თხვე­ლე­ბის ჯგუ­ფი მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რებს ორი­გი­ნალ ენა­ზე კი­თხუ­ლობს და მათი ქარ­თუ­ლად თარ­გმნის შე­სა­ხებ რე­კო­მენ­და­ცი­ას გას­ცემს. შერ­ჩე­ულ წიგ­ნე­ბის კი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” გა­მოს­ცემს. ამ პრო­ექ­ტმა და­ამ­კვიდ­რა მო­ზარ­დებ­ში წიგ­ნის კი­თხვის კულ­ტუ­რა, ვი­ნა­ი­დან წლე­ბის წინ არ არ­სე­ბობ­და თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის სა­კი­თხა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რა და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­ვე­ლი იყო.

გა­გაც­ნობთ 13 წლის „ლი­ბერ­თინ­სელ“ ანას­ტა­სია კვა­რა­ცხე­ლი­ას, რო­მე­ლიც წიგ­ნებ­სა და კი­თხვა­ზე სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებს, ასე­ვე გა­გაც­ნობთ 10 წიგნს, რო­მე­ლიც დღეს Gen Z-ის გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს.

ანას­ტა­სია, რო­გორ არ­ჩევთ ლი­ტე­რა­ტუ­რას, რო­მელ­საც კი­თხუ­ლობთ?

ვცდი­ლობ, ვი­კი­თხო ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის: სა­ბავ­შვო, საყ­მაწ­ვი­ლო თუ მო­ზარ­დთა ლი­ტე­რა­ტუ­რა, თა­ნა­მედ­რო­ვე თუ კლა­სი­კა. ვით­ვა­ლის­წი­ნებ მე­გობ­რე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის და უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც. რას წა­ვი­კი­თხავ დიდ­წი­ლად ჩემს გან­წყო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მო­ტი­ვა­ცია და­კარ­გუ­ლი არამ­ხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვკი­თხუ­ლობ. თუ სევ­დი­ა­ნი ან გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბი მეხ­მა­რე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, არის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რო­მელ­თა წა­კი­თხვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ვხე­დავ ზო­გა­დი აზ­როვ­ნე­ბი­სა და ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის და იმ ნა­წარ­მო­ე­ბებ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვეც­ნო­ბი. ჩემი აზ­რით, როცა საქ­მე ხე­ლოვ­ნე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - ლი­ტე­რა­ტუ­რას ეხე­ბა, არ არ­სე­ბობს ჩარ­ჩო­ე­ბი და წე­სე­ბი, მთა­ვა­რია მისი შეც­ნო­ბის პრო­ცე­სი იყოს სა­სი­ა­მოვ­ნო და სარ­გებ­ლი­ა­ნი. კარ­გი წიგ­ნი არც დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გტო­ვებს და არც დიდი დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ. სწო­რედ ასე­თი წიგ­ნე­ბის ძი­ე­ბა­ში ვარ - ბევ­რი ემო­ცი­ით, დიდი ში­ნა­არ­სი­თა და ადა­მი­ა­ნუ­რი ამ­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლის.

რო­მელ ჟანრს ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას და რა­ტომ?

არ მაქვს კონ­კრე­ტუ­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი ჟან­რი. ძი­რი­თა­დად, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლის ლი­ტე­რა­ტუ­რას ვეც­ნო­ბი. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფენ­ტე­ზი. ჩემ­თვის სხვა სამ­ყა­რო­ე­ბის შეც­ნო­ბა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. ფენ­ტე­ზის ჟან­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აქ­ტი­უ­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სი­უ­ჟე­ტი არას­დროს მბეზ­რდე­ბა. თა­ნაც, ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ გა­მო­გო­ნი­ლი სამ­ყა­რო­ე­ბი, ხში­რად ირეკ­ლავს რე­ა­ლურ ან ავ­ტო­რის ში­ნა­გან სამ­ყა­როს. ამ სამ­ყა­რო­ე­ბის სხვა თვა­ლით და­ნახ­ვა კი, ხში­რად, ხე­ლოვ­ნე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია. ასე­ვე, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვკი­თხუ­ლობ სა­ბავ­შვო წიგ­ნებს. მწერ­ლე­ბი ბავ­შვებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზად და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სიბ­რძნეს გა­დას­ცე­მენ ხოლ­მე. ასეთ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში, მარ­ტივ სიმ­შვი­დე­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში, ხში­რად იმა­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ღა­ცე­ბი, რაც ადა­მი­ა­ნებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გაზ­რდი­სას ავი­წყდე­ბათ. ამი­ტომ მჯე­რა, რომ სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რას ბავ­შვებ­ზე მე­ტად უფ­რო­სე­ბი უნდა აქ­ცევ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას.

თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ არის წიგ­ნის კი­თხვა ადა­მი­ა­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

წიგ­ნე­ბის კი­თხვა ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბა შე­ი­მეც­ნოს ხე­ლოვ­ნე­ბა, ეხ­მა­რე­ბა სხვა თვა­ლით შე­ხე­დოს სა­კუ­თარ და სხვე­ბის ცხოვ­რე­ბას, მო­ირ­გოს სხვი­სი კანი, გა­მოს­ცა­დოს სხვი­სი ის­ტო­რია. ასე­ვე, ეხ­მა­რე­ბა შე­უმ­ჩნევ­ლის და­ნახ­ვა­ში, მო­საზ­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და ზო­გა­დად აზ­როვ­ნე­ბა­ში. ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო შე­მოქ­მე­დე­ბი­თად და ემ­პა­თი­უ­რე­ბად გვაქ­ცევს. ადა­მი­ა­ნებს ხში­რად გვიჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, რომ ეს­მო­დეთ ჩვე­ნი და მა­შინ, როცა ვფიქ­რობთ, რომ არა­ვის ეს­მის, არ­სე­ბო­ბენ პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­დი­ან იმა­ვე გზას. თუ გაგ­ვი­მარ­თლებს და მათ შევ­ხვდე­ბით, გვე­ცო­დი­ნე­ბა, რომ მარ­ტო არ ვართ, რომ ვი­ღა­ცას ჩვე­ნი ეს­მის. ჩემი აზ­რით, ეს გრძნო­ბა ორ­მხრი­ვია, მკი­თხვე­ლიც და ავ­ტო­რიც, სა­კუ­თარ რე­ა­ლო­ბას ეძებს და აქარ­გავს წიგნ­ში, ერ­თსა და იმა­ვე ამ­ბავს კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად იგე­ბენ. სწო­რედ სა­კუ­თა­რი თა­ვის მუდ­მი­ვი ძი­ე­ბის გზა­ზე დაგ­ვყვე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რა.

თქვე­ნი აზ­რით, რამ­დე­ნად კარ­გი და ინ­ტენ­სი­უ­რი მკი­თხვე­ლე­ბი არი­ან თქვე­ნი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი?

ვფიქ­რობ, ლი­ტე­რა­ტუ­რის სიყ­ვა­რუ­ლი ბევ­რად უფრო მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ წიგ­ნე­ბის კი­თხვა. დღე­ვან­დელ დრო­ში, როცა ინ­ტერ­ნე­ტი გარ­თო­ბის უამ­რავ გზას გვთა­ვა­ზობს, წიგ­ნე­ბი ერ­თა­დერ­თი ან მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან ერთ-ერთი თავ­შე­საქ­ცე­ვი აღარ არის. ამის­და მი­უ­ხე­და­ვად, ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი კი­თხუ­ლო­ბენ წიგ­ნებს, ეც­ნო­ბი­ან სხვა­დას­ხვა სამ­ყა­როს და ლი­ტე­რა­ტუ­რის მეშ­ვე­ო­ბით ვი­თარ­დე­ბი­ან. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი მკი­თხვე­ლებს ეხ­მა­რე­ბა წიგ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი გა­ავ­რცე­ლონ თა­ნა­ტო­ლებ­ში, და­ა­ინ­ტე­რე­სონ ისი­ნი და მო­უ­წო­დონ კი­თხვის­კენ. ამავდრო­უ­ლად, თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სიმ­რავ­ლე მო­ზარ­დებს ხელს უწყობს კი­თხვის შეყ­ვა­რე­ბა­სა და გა­თა­ვი­სე­ბა­ში.

გაგ­ვი­ზი­ა­რეთ თქვე­ნი რჩე­უ­ლი ტოპ 10 წიგ­ნი, რო­მელ­საც დღეს ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა კი­თხუ­ლობს

„ჩრდი­ლი და ძვა­ლი“ - თა­ნა­მედ­რო­ვე ფენ­ტე­ზის მწერ­ლის, ლი ბარ­დუ­გოს ნა­წარ­მო­ე­ბი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს „ბუქ­ტოკ­ზე“. ასე­ვე არ­სე­ბობს მას­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან კარ­გი სე­რი­ა­ლიც. წიგ­ნი სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტით და პერ­სო­ნა­ჟე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

„მკვლე­ლო­ბე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო კარ­გი გო­გო­ნას­თვის“ - ასე­ვე ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი წიგ­ნი „ბუქ­ტოკ­ზე“, დე­ტექ­ტი­ურ ჟანრ­ში, წიგნ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი 2024 წლის ივ­ლის­ში გა­მო­დის.

„ანე ფრან­კის დღი­უ­რი“ – „ანე ფრან­კის დღი­ურს“ არა მარ­ტო ჩემი თა­ო­ბა, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლიო კი­თხუ­ლობს. ამ წიგნ­მა ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ზე და­მა­ფიქ­რა, ბევ­რი სა­კი­თხი სხვა თვა­ლით და­მა­ნა­ხა. ჩემი აზ­რით, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი უნდა იც­ნობ­დეს ამ ნა­წარ­მო­ებს.

„მარ­გა­ლი­ტე­ბი“ – ეს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი წიგ­ნია. ნა­წარ­მო­ე­ბი მოგ­ვი­თხრობს 90-იანი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ზე. წიგნს კი ისი­ნიც სი­ა­მოვ­ნე­ბით კი­თხუ­ლო­ბენ, ვინც ეს პე­რი­ო­დი გა­მო­ი­ა­რა და ისი­ნიც, ვი­საც არ გა­მო­უვ­ლია.

„პა­ტა­რა ქა­ლე­ბი“ - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „პა­ტა­რა ქა­ლე­ბი“ მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში გა­მო­ი­ცა, ნა­წარ­მო­ე­ბი ჩემი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვი­საც ძა­ლი­ან მრავ­ლისმთქმე­ლი და საყ­ვა­რე­ლია. ჩემ­თვი­საც, ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი წიგ­ნი.

„ეკ­ლე­ბი­სა და ვარ­დე­ბის სა­მე­ფო“ - წიგ­ნი ფენ­ტე­ზის ჟანრ­ში, ასე­ვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი „ბუქ­ტოკ­ზე“ და ქარ­თველ მო­ზარ­დებ­შიც.

„ბო­ლოს ორი­ვე კვდე­ბა“ - ადამ სილ­ვე­რას ამ ცნო­ბილ­მა რო­მან­მა უცხო­ურ “ბუქ­ტოკ­სა“ და ქარ­თველ მო­ზარ­დებ­ში დიდი აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სამ­ყა­როა და­ხა­ტუ­ლი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვია გად­მო­ცე­მუ­ლი.

„წიგ­ნის ქურ­დი“ – წიგ­ნი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა, თა­ნაც სიკ­ვდი­ლის თვალ­თა­ხედ­ვით. ამ წიგნ­მა ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე, ძა­ლი­ან ბევ­რი ემო­ცია აღ­ძრა ჩემ­ში.

„ორი ნა­ბი­ჯი შე­ნამ­დე“ - ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ემო­ცი­უ­რი რო­მა­ნია. წიგნ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ფილ­მიც საკ­მა­ოდ დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს

„სა­გი­ჟე­თი“ - სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჯან­რის თა­ნა­მედ­რო­ვე წიგ­ნი, რო­მე­ლიც, ვფიქ­რობ, ჩემი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ე­წო­ნე­ბათ.

R

ბაკარია
4

ეს თაობა უცხოეთში რას კითხულობს არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან რა ნაკითხებიც არიან გამჭვირვალობის მოწინააღმდეგეებს პასუხებზე და ქცევაზე არ ეტყობათ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ტოპ 10 წიგნი, რომელსაც Gen  Z დღეს კითხულობს - 13 წლის "ლიბერთინსელი" ანასტასია კვარაცხელია წიგნებსა და კითხვაზე

ტოპ 10 წიგნი, რომელსაც Gen  Z დღეს კითხულობს - 13 წლის "ლიბერთინსელი" ანასტასია კვარაცხელია წიგნებსა და კითხვაზე

უკანასკნელ პერიოდში ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ახალგაზრდა თაობა განსაკუთრებული გონიერებითა და საზრიანობით გამოირჩევა. მათ ძალიან უყვართ წიგნი და კითხვის პროცესს სულ სხვაგვარად აღიქვამენ. დიდ ყურადღებას აქცევენ წიგნის შერჩევის პროცესსაც.

საქართველოში უკვე რამდენიმე წელია არსებობს პროექტი „ლიბერთინსი“, რომლის ფარგლებშიც თინეიჯერი მკითხველების ჯგუფი მსოფლიო ბესტსელერებს ორიგინალ ენაზე კითხულობს და მათი ქართულად თარგმნის შესახებ რეკომენდაციას გასცემს. შერჩეულ წიგნების კი გამომცემლობა „პალიტრა L” გამოსცემს. ამ პროექტმა დაამკვიდრა მოზარდებში წიგნის კითხვის კულტურა, ვინაიდან წლების წინ არ არსებობდა თინეიჯერებისთვის საკითხავი ლიტერატურა და გამომცემლობა "პალიტრა L" ამ მიმართულებით პირველი იყო.

გაგაცნობთ 13 წლის „ლიბერთინსელ“ ანასტასია კვარაცხელიას, რომელიც წიგნებსა და კითხვაზე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს, ასევე გაგაცნობთ 10 წიგნს, რომელიც დღეს Gen Z-ის განსაკუთრებით უყვარს.

ანასტასია, როგორ არჩევთ ლიტერატურას, რომელსაც კითხულობთ?

ვცდილობ, ვიკითხო ყველაფერი, მათ შორის: საბავშვო, საყმაწვილო თუ მოზარდთა ლიტერატურა, თანამედროვე თუ კლასიკა. ვითვალისწინებ მეგობრების, მასწავლებლების და უცხო ადამიანების რეკომენდაციებსაც. რას წავიკითხავ დიდწილად ჩემს განწყობაზეა დამოკიდებული. მოტივაცია დაკარგული არამხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ. თუ სევდიანი ან განაწყენებული ვარ, საბავშვო წიგნები მეხმარება. ამასთანავე, არის ნაწარმოებები, რომელთა წაკითხვის აუცილებლობას ვხედავ ზოგადი აზროვნებისა და ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის და იმ ნაწარმოებებსაც სიამოვნებით ვეცნობი. ჩემი აზრით, როცა საქმე ხელოვნებას, განსაკუთრებით კი - ლიტერატურას ეხება, არ არსებობს ჩარჩოები და წესები, მთავარია მისი შეცნობის პროცესი იყოს სასიამოვნო და სარგებლიანი. კარგი წიგნი არც დასრულების შემდეგ გტოვებს და არც დიდი დროის გასვლის შემდეგ. სწორედ ასეთი წიგნების ძიებაში ვარ - ბევრი ემოციით, დიდი შინაარსითა და ადამიანური ამბებით დატვირთულის.

რომელ ჟანრს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?

არ მაქვს კონკრეტული, გამორჩეული ჟანრი. ძირითადად, განსხვავებული სტილის ლიტერატურას ვეცნობი. ამის მიუხედავად, ძალიან მიყვარს ფენტეზი. ჩემთვის სხვა სამყაროების შეცნობა ძალიან სასიამოვნოა. ფენტეზის ჟანრისთვის დამახასიათებელი აქტიური და მრავალფეროვანი სიუჟეტი არასდროს მბეზრდება. თანაც, ადამიანების მიერ გამოგონილი სამყაროები, ხშირად ირეკლავს რეალურ ან ავტორის შინაგან სამყაროს. ამ სამყაროების სხვა თვალით დანახვა კი, ხშირად, ხელოვნების ძირითადი მიზანია. ასევე, დიდი სიამოვნებით ვკითხულობ საბავშვო წიგნებს. მწერლები ბავშვებს განსაკუთრებულად ლამაზად და განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით სიბრძნეს გადასცემენ ხოლმე. ასეთ ნაწარმოებებში, მარტივ სიმშვიდესა და თავისუფლებაში, ხშირად იმალება მნიშვნელოვანი რაღაცები, რაც ადამიანებს მოგვიანებით, გაზრდისას ავიწყდებათ. ამიტომ მჯერა, რომ საბავშვო ლიტერატურას ბავშვებზე მეტად უფროსები უნდა აქცევდნენ ყურადღებას.

თქვენი აზრით, რატომ არის წიგნის კითხვა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი?

წიგნების კითხვა ადამიანს ეხმარება შეიმეცნოს ხელოვნება, ეხმარება სხვა თვალით შეხედოს საკუთარ და სხვების ცხოვრებას, მოირგოს სხვისი კანი, გამოსცადოს სხვისი ისტორია. ასევე, ეხმარება შეუმჩნევლის დანახვაში, მოსაზრების ჩამოყალიბებასა და ზოგადად აზროვნებაში. ლიტერატურასთან ურთიერთობა უფრო შემოქმედებითად და ემპათიურებად გვაქცევს. ადამიანებს ხშირად გვიჩნდება სურვილი, რომ ესმოდეთ ჩვენი და მაშინ, როცა ვფიქრობთ, რომ არავის ესმის, არსებობენ პერსონაჟები, რომლებიც გადიან იმავე გზას. თუ გაგვიმართლებს და მათ შევხვდებით, გვეცოდინება, რომ მარტო არ ვართ, რომ ვიღაცას ჩვენი ესმის. ჩემი აზრით, ეს გრძნობა ორმხრივია, მკითხველიც და ავტორიც, საკუთარ რეალობას ეძებს და აქარგავს წიგნში, ერთსა და იმავე ამბავს კი განსხვავებული ადამიანები სხვადასხვაგვარად იგებენ. სწორედ საკუთარი თავის მუდმივი ძიების გზაზე დაგვყვება ლიტერატურა.

თქვენი აზრით, რამდენად კარგი და ინტენსიური მკითხველები არიან თქვენი თაობის წარმომადგენლები?

ვფიქრობ, ლიტერატურის სიყვარული ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ წიგნების კითხვა. დღევანდელ დროში, როცა ინტერნეტი გართობის უამრავ გზას გვთავაზობს, წიგნები ერთადერთი ან მცირე ჩამონათვალიდან ერთ-ერთი თავშესაქცევი აღარ არის. ამისდა მიუხედავად, ჩემი თანატოლები კითხულობენ წიგნებს, ეცნობიან სხვადასხვა სამყაროს და ლიტერატურის მეშვეობით ვითარდებიან. სოციალური ქსელები მკითხველებს ეხმარება წიგნების სიყვარული გაავრცელონ თანატოლებში, დააინტერესონ ისინი და მოუწოდონ კითხვისკენ. ამავდროულად, თინეიჯერული ლიტერატურის სიმრავლე მოზარდებს ხელს უწყობს კითხვის შეყვარებასა და გათავისებაში.

გაგვიზიარეთ თქვენი რჩეული ტოპ 10 წიგნი, რომელსაც დღეს ახალგაზრდა თაობა კითხულობს

„ჩრდილი და ძვალი“ - თანამედროვე ფენტეზის მწერლის, ლი ბარდუგოს ნაწარმოები დიდი პოპულარობით სარგებლობს „ბუქტოკზე“. ასევე არსებობს მასზე დაფუძნებული, ძალიან კარგი სერიალიც. წიგნი საინტერესო სიუჟეტით და პერსონაჟებით გამოირჩევა.

„მკვლელობების სახელმძღვანელო კარგი გოგონასთვის“ - ასევე ძალიან ცნობილი წიგნი „ბუქტოკზე“, დეტექტიურ ჟანრში, წიგნზე დაფუძნებული სერიალი 2024 წლის ივლისში გამოდის.

„ანე ფრანკის დღიური“ – „ანე ფრანკის დღიურს“ არა მარტო ჩემი თაობა, არამედ მთელი მსოფლიო კითხულობს. ამ წიგნმა ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა, ბევრი საკითხი სხვა თვალით დამანახა. ჩემი აზრით, ყველა ადამიანი უნდა იცნობდეს ამ ნაწარმოებს.

„მარგალიტები“ – ეს თანამედროვე ქართული წიგნია. ნაწარმოები მოგვითხრობს 90-იანი წლების საქართველოზე. წიგნს კი ისინიც სიამოვნებით კითხულობენ, ვინც ეს პერიოდი გამოიარა და ისინიც, ვისაც არ გამოუვლია.

„პატარა ქალები“ - მიუხედავად იმისა, რომ „პატარა ქალები“ მე-19 საუკუნეში გამოიცა, ნაწარმოები ჩემი თაობის წარმომადგენლებისთვისაც ძალიან მრავლისმთქმელი და საყვარელია. ჩემთვისაც, ერთ-ერთი ფავორიტი წიგნი.

„ეკლებისა და ვარდების სამეფო“ - წიგნი ფენტეზის ჟანრში, ასევე ძალიან პოპულარული „ბუქტოკზე“ და ქართველ მოზარდებშიც.

„ბოლოს ორივე კვდება“ - ადამ სილვერას ამ ცნობილმა რომანმა უცხოურ “ბუქტოკსა“ და ქართველ მოზარდებში დიდი აღიარება მოიპოვა. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო სამყაროა დახატული და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია გადმოცემული.

„წიგნის ქურდი“ – წიგნი მეორე მსოფლიო ომის ისტორიას გვიყვება, თანაც სიკვდილის თვალთახედვით. ამ წიგნმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ძალიან ბევრი ემოცია აღძრა ჩემში.

„ორი ნაბიჯი შენამდე“ - ძალიან საინტერესო და ემოციური რომანია. წიგნზე დაფუძნებული ფილმიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს

„საგიჟეთი“ - საშინელებათა ჯანრის თანამედროვე წიგნი, რომელიც, ვფიქრობ, ჩემი თაობის წარმომადგენლებს განსაკუთრებით მოეწონებათ.

R