პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეუძლებელია, საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა კანონების მიღების ფონზე - გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ" - მაიკლ კარპენტერი
"შეუძლებელია, საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა კანონების მიღების ფონზე - გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ" - მაიკლ კარპენტერი

შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნაგ­რძოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი გზა ამ კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბის ფონ­ზე, რომ­ლე­ბიც ძირს უთხრის დე­მოკ­რა­ტი­ას ქვეყ­ნის შიგ­ნით. ეს ორი რამ არ არის თავ­სე­ბა­დი, - ამის შე­სა­ხებ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბის უფ­როს­მა დი­რექ­ტორ­მა მა­იკლ კარ­პენ­ტერ­მა, "ამე­რი­კის ხმას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სვლა სურს, მას გარ­კვე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა მო­უ­წევს; ერთ-ერთი ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ კა­ნო­ნის გაწ­ვე­ვაა.

"ძა­ლი­ან მკა­ფი­ო­ნი ვართ და პრე­ზი­დენ­ტმა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მაც მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტა მისი პო­ზი­ცია, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ­ღვევს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის უფ­ლე­ბებს და ხელს უშ­ლის მას გა­ა­კე­თოს, ის რაც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლუძს დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში, რაც გუ­ლის­ხმობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­კა­ვე­ბის და გა­წო­ნას­წო­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს უნდა შე­ეძ­ლოთ თა­ვი­სუფ­ლად სა­უ­ბა­რი. მათ უნდა ჰქონ­დეთ შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. სწო­რედ ეს არის დე­მოკ­რა­ტია. ეს კა­ნო­ნი მი­დის რუ­სე­თის სა­გა­რეო აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს არის ის, რა­საც ხში­რად იყე­ნე­ბენ ავ­ტოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­სა­ზღუ­დად. სა­ქარ­თვე­ლო ამას არ უნდა აკე­თებ­დეს, თუ სურს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე სვლა.

ჩვენ გვსურს, რომ კა­ნო­ნი გა­იწ­ვი­ონ, იმ მი­ზე­ზე­ბის გამო, რაც ჩა­მოვ­თვა­ლე. მაგ­რამ არ და­გი­მა­ლავთ, რომ ჩვენ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კით, რო­მე­ლიც მო­დის დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან. ვგუ­ლის­ხმობ, თავ­დას­ხმებს და­სავ­ლეთ­ზე, ომის პარ­ტი­ა­ზე სა­უ­ბარს. გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, ეს აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია.

სა­ქარ­თვე­ლო დიდი ხანი იყო დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა რთულ, არა­დე­მოკ­რა­ტი­ულ რე­გი­ონ­ში. ის რა­საც ბოლო დროს ვხე­დავთ, სამ­წუ­ხა­როდ, სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით სვლაა. რაც, ღიად რომ ვთქვათ, შე­უ­თავ­სე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებ­თან. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ეს შე­იც­ვლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს კი­თხვას, გან­ვი­ხი­ლავთ თუ არა სან­ქცი­ებს ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ვერ გა­ვახ­მო­ვა­ნებ რა­ი­მე ახალს დღეს თქვენ­თან. მაგ­რამ ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ სხვა­დას­ხვა სა­ხის ზო­მებს. რო­გორც უკვე ვთქვი, უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნაგ­რძოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი გზა, ამ კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბის ფონ­ზე, რომ­ლე­ბიც ძირს უთხრის დე­მოკ­რა­ტი­ას ქვეყ­ნის შიგ­ნით. ეს ორი რამ არ არის თავ­სე­ბა­დი.

უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი არის რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის მსგავ­სი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას ისარ­გებ­ლონ შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბით. ჩვენ­თვის ეს ღრმად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. და თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სვლა სურს, მას გარ­კვე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა მო­უ­წევს. ერთ-ერთი ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ კა­ნო­ნის გაწ­ვე­ვაა“, - გა­ნა­ცხა­და კარ­პენ­ტერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ოქ­ტომ­ბერ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა არის არ­სე­ბი­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

"თუ პო­ლი­ტი­კურ ოპო­ზი­ცი­ა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ ექ­ნე­ბათ სა­კუ­თა­რი ხედ­ვე­ბის თა­ვი­სუფ­ლად წარ­მო­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუ მათ შე­რა­ცხა­ვენ უცხო­უ­რი ძა­ლის აგენ­ტე­ბად, ეს შექ­მნის იმგვარ კლი­მატს, რო­მე­ლიც ხელს შე­უშ­ლის თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებს. ეს კა­ნო­ნი ნა­წი­ლია ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­მა­ვა­ლი კლი­მა­ტი­სა, რო­მე­ლიც, ვი­მე­დოვ­ნებთ, თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბა, რად­გან ჩვენ გვსურს დე­მოკ­რა­ტი­ულ გზა­ზე მი­მა­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლო ვი­ხი­ლოთ.

ჩვენ მოგ­ვი­წევს იმ მი­მარ­თუ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს არ­ჩე­უ­ლი. არ­სე­ბობს მრა­ვა­ლი ზომა, რომ­ლის ამოქ­მე­დე­ბაც შეგ­ვიძ­ლია. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირს მო­უ­წევთ გა­და­ფა­სე­ბა, გა­ნაგ­რძონ თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც ნატო-სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი მი­ი­ღე­ბენ.

ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს, ისე­ვე რო­გორც ჩემი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ჩვე­ნი ქვეყ­ნის პარტნი­ო­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კარ­პენ­ტერ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შეუძლებელია, საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა კანონების მიღების ფონზე - გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ" - მაიკლ კარპენტერი

"შეუძლებელია, საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა კანონების მიღების ფონზე - გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ" - მაიკლ კარპენტერი

შეუძლებელია, რომ ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა ამ კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას ქვეყნის შიგნით. ეს ორი რამ არ არის თავსებადი, - ამის შესახებ შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა, "ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლა სურს, მას გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს; ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება ამ კანონის გაწვევაა.

"ძალიან მკაფიონი ვართ და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც მკაფიოდ გამოხატა მისი პოზიცია, რომ კანონპროექტი არღვევს სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს და ხელს უშლის მას გააკეთოს, ის რაც სამოქალაქო საზოგადოებას ძალუძს დემოკრატიულ სახელმწიფოში, რაც გულისხმობს ხელისუფლების ძალაუფლების შეკავების და გაწონასწორების უზრუნველყოფას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად საუბარი. მათ უნდა ჰქონდეთ შეკრების თავისუფლება. სწორედ ეს არის დემოკრატია. ეს კანონი მიდის რუსეთის საგარეო აგენტების კანონის მიმართულებით. ეს არის ის, რასაც ხშირად იყენებენ ავტოკრატიულ საზოგადოებებში სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შესაზღუდად. საქართველო ამას არ უნდა აკეთებდეს, თუ სურს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა.

ჩვენ გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ, იმ მიზეზების გამო, რაც ჩამოვთვალე. მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ ჩვენ შეშფოთებული ვართ ანტიდასავლური რიტორიკით, რომელიც მოდის დღევანდელი ხელისუფლებისგან. ვგულისხმობ, თავდასხმებს დასავლეთზე, ომის პარტიაზე საუბარს. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია.

საქართველო დიდი ხანი იყო დემოკრატიის შუქურა რთულ, არადემოკრატიულ რეგიონში. ის რასაც ბოლო დროს ვხედავთ, სამწუხაროდ, საპირისპირო მიმართულებით სვლაა. რაც, ღიად რომ ვთქვათ, შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეიცვლება. რაც შეეხება თქვენს კითხვას, განვიხილავთ თუ არა სანქციებს ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ვერ გავახმოვანებ რაიმე ახალს დღეს თქვენთან. მაგრამ ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა სახის ზომებს. როგორც უკვე ვთქვი, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა, ამ კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას ქვეყნის შიგნით. ეს ორი რამ არ არის თავსებადი.

უცხოელი აგენტების შესახებ კანონი არის რუსული კანონის მსგავსი და საზოგადოებას არ აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით. ჩვენთვის ეს ღრმად შემაშფოთებელია. და თუ საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლა სურს, მას გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება ამ კანონის გაწვევაა“, - განაცხადა კარპენტერმა.

მისივე თქმით, ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება არის არსებითი საქართველოსთვის.

"თუ პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას არ ექნებათ საკუთარი ხედვების თავისუფლად წარმოჩენის შესაძლებლობა, თუ მათ შერაცხავენ უცხოური ძალის აგენტებად, ეს შექმნის იმგვარ კლიმატს, რომელიც ხელს შეუშლის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს კანონი ნაწილია ოქტომბრის არჩევნებამდე მიმავალი კლიმატისა, რომელიც, ვიმედოვნებთ, თავისუფალი და სამართლიანი იქნება, რადგან ჩვენ გვსურს დემოკრატიულ გზაზე მიმავალი საქართველო ვიხილოთ.

ჩვენ მოგვიწევს იმ მიმართულების შეფასება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული. არსებობს მრავალი ზომა, რომლის ამოქმედებაც შეგვიძლია. რაც ყველაზე მთავარია, ნატო-სა და ევროკავშირს მოუწევთ გადაფასება, განაგრძონ თუ არა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელსაც ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებს, ისევე როგორც ჩემი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთან ჩვენი ქვეყნის პარტნიორობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კარპენტერმა.

წაიკითხეთ ასევე: