პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძვირფასო ხელისუფლებავ, კარგად დათვალეთ, თქვენი მოსატყუებელი კბილები რამდენი და როდის გამოიცვალა ამერიკამ" - იაგო კაჭკაჭიშვილი
"ძვირფასო ხელისუფლებავ, კარგად დათვალეთ, თქვენი მოსატყუებელი კბილები რამდენი და როდის გამოიცვალა ამერიკამ" - იაგო კაჭკაჭიშვილი

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეუბ­ნე­ბა აშშ-ს: ყო­ველ­გვა­რი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე მოგ­ვე­ცი ამე­რი­კუ­ლი სი­კე­თე­ე­ბიო - ძვირ­ფა­სო ხე­ლი­სუფ­ლე­ბავ, კარ­გად დათ­ვა­ლეთ, თქვე­ნი მო­სა­ტყუ­ე­ბე­ლი კბი­ლე­ბი რამ­დე­ნი და რო­დის გა­მო­იც­ვა­ლა ამე­რი­კამ, - ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ო­ლო­გი იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც გა­მო­ცე­მა Politico-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პა­სუხს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, უტიფ­რო­ბის კი­დევ ერთი მას­ტერკლა­სი ვნა­ხეთ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან”.

"აშშ-ის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ: "აშშ საქ­მით და­ამ­ტკი­ცებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია, კერ­ძოდ, ყო­ველ­გვა­რი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას მი­ა­ნი­ჭებ­და და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბას გა­ა­ფორ­მებ­და".

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეუბ­ნე­ბა აშშ-ს: ყო­ველ­გვა­რი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე მოგ­ვე­ცი ამე­რი­კუ­ლი სი­კე­თე­ე­ბიო. ჩვენ და­ვა­წი­ო­კებთ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს და კრი­ტი­კულ მე­დი­ას, გა­მო­ვა­ცხა­დებთ აგენ­ტე­ბად და ქვეყ­ნის მტრე­ბად ყვე­ლას, ვი­საც არ მოვ­წონ­ვართ, ჯი­ბე­ში ჩა­ვის­ვამთ სა­სა­მარ­თლოს, მშვი­დო­ბი­ან პრო­ტეს­ტებს და­ვარ­ბევთ, უმ­ცი­რე­სო­ბებს სა­ჯა­რო არ­სე­ბო­ბას ავუკ­რძა­ლავთ, კო­რუფ­ცი­ა­ში ჩა­ვეფ­ლო­ბით, მაგ­რამ, ამის მი­უ­ხე­და­ვად, კე­თი­ლი ინებ­ზე და უვი­ზო მი­მოს­ვლა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბა მოგ­ვე­ციო. ბურ­თი მხო­ლოდ თქვენს მო­ე­დან­ზე­აო.

ჰოდა, ძვირ­ფა­სო ხე­ლი­სუფ­ლე­ბავ, კარ­გად დათ­ვა­ლეთ, თქვე­ნი მო­სა­ტყუ­ე­ბე­ლი კბი­ლე­ბი რამ­დე­ნი და რო­დის გა­მო­იც­ვა­ლა ამე­რი­კამ და არა მხო­ლოდ ამე­რი­კამ, არა­მედ, პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ.

და იქ­ნებ იმა­ზეც გე­ფიქ­რათ, რამ­დე­ნად და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს თქვე­ნი პა­სუ­ხი ყო­ველ მე­ხუ­თე ოჯახს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ამე­რი­კი­დან მათი წევ­რე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფუ­ლით სულ­დგმუ­ლობს”,- წერს კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, Politico -ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო, სა­ვაჭ­რო პა­კე­ტის გა­და­ცე­მა­სა და სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას გა­ნი­ხი­ლავს, თუ ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კურ­სი შე­იც­ვლე­ბა.აღ­ნიშ­ნულს გან­ცხა­დე­ბას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც გან­მარ­ტა­ვენ, რომ ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბა მთლი­ა­ნად ამე­რი­კუ­ლი მხა­რის სწორ ქმე­დე­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამი­სათ­ვის კი, "არა სრუ­ლი­ად ბუნ­დო­ვა­ნი პერ­სპექ­ტი­ვის მქო­ნე და­პი­რე­ბე­ბი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი შან­ტა­ჟი, არა­მედ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მოვ­ლე­ნაა სა­ჭი­რო“.

ავტორი:

"ძვირფასო ხელისუფლებავ, კარგად დათვალეთ, თქვენი მოსატყუებელი კბილები რამდენი და როდის გამოიცვალა ამერიკამ" - იაგო კაჭკაჭიშვილი

"ძვირფასო ხელისუფლებავ, კარგად დათვალეთ, თქვენი მოსატყუებელი კბილები რამდენი და როდის გამოიცვალა ამერიკამ" - იაგო კაჭკაჭიშვილი

ხელისუფლება ეუბნება აშშ-ს: ყოველგვარი პირობების გარეშე მოგვეცი ამერიკული სიკეთეებიო - ძვირფასო ხელისუფლებავ, კარგად დათვალეთ, თქვენი მოსატყუებელი კბილები რამდენი და როდის გამოიცვალა ამერიკამ, - ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე "ქართული ოცნების" პასუხს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, უტიფრობის კიდევ ერთი მასტერკლასი ვნახეთ “ქართული ოცნებისგან”.

"აშშ-ის მისამართით გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: "აშშ საქმით დაამტკიცებდა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, კერძოდ, ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა".

ხელისუფლება ეუბნება აშშ-ს: ყოველგვარი პირობების გარეშე მოგვეცი ამერიკული სიკეთეებიო. ჩვენ დავაწიოკებთ სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს და კრიტიკულ მედიას, გამოვაცხადებთ აგენტებად და ქვეყნის მტრებად ყველას, ვისაც არ მოვწონვართ, ჯიბეში ჩავისვამთ სასამართლოს, მშვიდობიან პროტესტებს დავარბევთ, უმცირესობებს საჯარო არსებობას ავუკრძალავთ, კორუფციაში ჩავეფლობით, მაგრამ, ამის მიუხედავად, კეთილი ინებზე და უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა მოგვეციო. ბურთი მხოლოდ თქვენს მოედანზეაო.

ჰოდა, ძვირფასო ხელისუფლებავ, კარგად დათვალეთ, თქვენი მოსატყუებელი კბილები რამდენი და როდის გამოიცვალა ამერიკამ და არა მხოლოდ ამერიკამ, არამედ, პირველ რიგში, ქართულმა საზოგადოებამ.

და იქნებ იმაზეც გეფიქრათ, რამდენად დააკმაყოფილებს თქვენი პასუხი ყოველ მეხუთე ოჯახს საქართველოში, რომელიც ამერიკიდან მათი წევრების მიერ გამოგზავნილი ფულით სულდგმულობს”,- წერს კაჭკაჭიშვილი.

შეგახსენებთ, Politico -ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.აღნიშნულს განცხადებას "ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო გამოეხმაურა, სადაც განმარტავენ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული, ამისათვის კი, "არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო“.