ახლა უკვე გადაშენებული ახალზელანდიური ფრინველის, ჰუიას ბუმბული ოქროზე ძვირად ფასობს. ბუმბული აუქციონზე რეკორდულ ფასად, 46 521 დოლარად გაიყიდა, რაც მსოფლიო რეკორდია. აქამდე ფრინველის ბუმბული ასეთ ფასად არ გაყიდულა.
ექსპერტები 3000 დოლარზე უფრო მეტად გაყიდვას არ ელოდნენ, თუმცა ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა.
ჰუია პატარა, მგალობელი ფრინველი იყო, რომელიც ულამაზესი ბუმბულით გამოირჩეოდა.
Webb's აუქციონის სახლის დეკორატიული ხელოვნების ხელმძღვანელი ლეა ამორისი ამბობს, რომ ფრინველის ბუმბული "შესანიშნავ მდგომარეობაში" იყო.
”გაყიდულ ბუმბულს ჯერ კიდევ აქვს თავისი ძალიან მკაფიო ბზინვარება შენარჩუნებული და არ არის დაზიანებული”, - ამბობს მორისი მედიისთვის. უცნობია, ვინ არის ძვირფასი ბუმბულის მფლობელი.