პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამგვარი კანონპროექტები საქართველოს შესახებ კონგრესში ორჯერ დაინიცირდა, მაგრამ დღის სინათლე ვერც ერთმა იხილა" - "ქართული ოცნება"
"ამგვარი კანონპროექტები საქართველოს შესახებ კონგრესში ორჯერ დაინიცირდა, მაგრამ დღის სინათლე ვერც ერთმა იხილა" - "ქართული ოცნება"

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბა მთლი­ა­ნად ამე­რი­კუ­ლი მხა­რის სწორ ქმე­დე­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ამი­სათ­ვის არა "სრუ­ლი­ად ბუნ­დო­ვა­ნი პერ­სპექ­ტი­ვის მქო­ნე და­პი­რე­ბე­ბი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი შან­ტა­ჟი, არა­მედ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მოვ­ლე­ნაა სა­ჭი­რო“.

ამ გან­ცხა­დე­ბით მმარ­თვე­ლი პარ­ტია გა­მო­ეხ­მა­უ­რა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ "აშშ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო, სა­ვაჭ­რო პა­კე­ტის გა­და­ცე­მა­სა და სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას გა­ნი­ხი­ლავს, თუ ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კურ­სი შე­იც­ვლე­ბა“.

რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, უკა­ნას­კნელ წლებ­ში, ამ­გვა­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ კონ­გრეს­ში უკვე ორ­ჯერ და­ი­ნი­ცი­ირ­და, მაგ­რამ, სა­ბო­ლო­ოდ, დღის სი­ნათ­ლე ვერ­ცერ­თმა ვერ იხი­ლა.

"გუ­შინ სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ერთ-ერთი ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნის მიერ ინი­ცი­ი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­სა­ხებ. კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბას იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ენ­ჯე­ო­ე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს გა­იწ­ვევს, ლგბტ-პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ კა­ნონს არ მი­ი­ღებს, არ­ჩევ­ნებს კარ­გად ჩა­ა­ტა­რებს და ამე­რი­კის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი რი­ტო­რი­კის­გან თავს შე­ი­კა­ვებს. სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შემ­თხვე­ვა­ში კი, კა­ნონპ­რო­ექ­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ სან­ქცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ჯერ მი­ღე­ბუ­ლი არ არის და მისი მი­ღე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა ძალ­ზე ბუნ­დო­ვა­ნია. უკა­ნას­კნელ წლებ­ში, ამ­გვა­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ კონ­გრეს­ში უკვე ორ­ჯერ და­ი­ნი­ცირ­და, მაგ­რამ, სა­ბო­ლო­ოდ, დღის სი­ნათ­ლე ვერ­ცერ­თმა მათ­გან­მა ვერ იხი­ლა. თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან ახალ­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტმა ქარ­თველ რა­დი­კა­ლებს უკვე შე­უქ­მნა ნოყი­ე­რი ნი­ა­და­გი სპე­კუ­ლი­რე­ბი­სათ­ვის, მას­ზე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა სა­ჭი­როდ მიგ­ვაჩ­ნია“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ღირ­სე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ხა­ტუ­ლი“.

"ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბა მთლი­ა­ნად ამე­რი­კუ­ლი მხა­რის სწორ ქმე­დე­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამი­სათ­ვის კი, არა სრუ­ლი­ად ბუნ­დო­ვა­ნი პერ­სპექ­ტი­ვის მქო­ნე და­პი­რე­ბე­ბი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი შან­ტა­ჟი, არა­მედ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მოვ­ლე­ნაა სა­ჭი­რო. სამ­წუ­ხა­როდ, რიგი ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ჩი­ნოს­ნე­ბი შეც­დო­მას შეც­დო­მა­ზე უშ­ვე­ბენ და სა­ქარ­თვე­ლოს ისევ შან­ტა­ჟის ენით ელა­პა­რა­კე­ბი­ან.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ თა­მა­შობს. ჩვენ ვი­ღებთ "ენ­ჯე­ო­ე­ბის“ გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს იმის გამო, რომ ქვეყ­ნის დამ­შვი­დე­ბის სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვე­ღარ ვხე­დავთ. რო­გორც უკვე აღი­ნიშ­ნა, "ენ­ჯე­ო­ებ­მა“ 2020 წლი­დან უკვე ორ­ჯერ სცა­დეს ამ ქვე­ყა­ნა­ში რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბა და მე­სა­მე მცდე­ლო­ბას გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი ვე­ღარ და­ვე­ლო­დე­ბო­დით. ეს კა­ნო­ნი ჩვენ­თვის არის არა ვაჭ­რო­ბის სა­გა­ნი, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვის ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტით კი, ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ ვი­ვაჭ­რებთ. ვერც სა­ქარ­თვე­ლო­ზე უსა­მარ­თლო თავ­დას­ხმებს დავ­ტო­ვებთ უპა­სუ­ხოდ. ეს არის ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ, რო­მელ­მაც ქვეყ­ნის მარ­თვის მან­და­ტი მოგ­ვა­ნი­ჭა“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად­ვე, თუ აშშ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ იმა­ვე მიდ­გო­მე­ბით გა­ნაგ­რძობს მოქ­მე­დე­ბას, "სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­საც და­ა­ზა­რა­ლე­ბენ და ამე­რი­კი­საც“.

"ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თვი­სებ­რი­ვად გა­და­ლა­გე­ბა ჩვენს პარტნი­ო­რებს მაქ­სი­მუმ ერთ წე­ლი­წად­ში შე­უძ­ლი­ათ. თუ ისი­ნი ამას გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად და­ლაგ­დე­ბა, მაგ­რამ თუ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ იგი­ვე მიდ­გო­მე­ბით გა­ნაგ­რძო­ბენ მოქ­მე­დე­ბას, ამით სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­საც და­ა­ზა­რა­ლე­ბენ და ამე­რი­კი­საც. რო­გორც უკვე ით­ქვა, ყვე­ლა­ფე­რი პარტნი­ო­რე­ბის ხელ­შია და სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას, ცალ­მხრი­ვად არაფ­რის შეც­ვლა შე­უძ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, იმე­დი უნდა და­ვი­ტო­ვოთ, რომ ამე­რი­კა­ში რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი აზრი გა­ი­მარ­ჯვებს, რი­თაც ორი­ვე ქვე­ყა­ნა მხო­ლოდ სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, Politico -ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო, სა­ვაჭ­რო პა­კე­ტის გა­და­ცე­მა­სა და სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას გა­ნი­ხი­ლავს, თუ ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კურ­სი შე­იც­ვლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ამგვარი კანონპროექტები საქართველოს შესახებ კონგრესში ორჯერ დაინიცირდა, მაგრამ დღის სინათლე ვერც ერთმა იხილა" - "ქართული ოცნება"

"ამგვარი კანონპროექტები საქართველოს შესახებ კონგრესში ორჯერ დაინიცირდა, მაგრამ დღის სინათლე ვერც ერთმა იხილა" - "ქართული ოცნება"

"ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული და ამისათვის არა "სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო“.

ამ განცხადებით მმართველი პარტია გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ "აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება“.

როგორც "ქართული ოცნების“ განცხადებაშია აღნიშნული, უკანასკნელ წლებში, ამგვარი სპეციალური კანონპროექტები საქართველოს შესახებ კონგრესში უკვე ორჯერ დაინიციირდა, მაგრამ, საბოლოოდ, დღის სინათლე ვერცერთმა ვერ იხილა.

"გუშინ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, საქართველო მიიღებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონს გაიწვევს, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს არ მიიღებს, არჩევნებს კარგად ჩაატარებს და ამერიკის მიმართ უარყოფითი რიტორიკისგან თავს შეიკავებს. საწინააღმდეგო შემთხვევაში კი, კანონპროექტი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციებს ითვალისწინებს.

კანონპროექტი ჯერ მიღებული არ არის და მისი მიღების პერსპექტივა ძალზე ბუნდოვანია. უკანასკნელ წლებში, ამგვარი სპეციალური კანონპროექტები საქართველოს შესახებ კონგრესში უკვე ორჯერ დაინიცირდა, მაგრამ, საბოლოოდ, დღის სინათლე ვერცერთმა მათგანმა ვერ იხილა. თუმცა, ვინაიდან ახალმა კანონპროექტმა ქართველ რადიკალებს უკვე შეუქმნა ნოყიერი ნიადაგი სპეკულირებისათვის, მასზე გამოხმაურება საჭიროდ მიგვაჩნია“,- ნათქვამია განცხადებაში.

მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ "საქართველოს მიმართ ღირსეული დამოკიდებულება სრულიად სხვაგვარად უნდა ყოფილიყო გამოხატული“.

"ამ ყველაფრის ფონზე, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული. ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო. სამწუხაროდ, რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან.

საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს. ჩვენ ვიღებთ "ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონს იმის გამო, რომ ქვეყნის დამშვიდების სხვა შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ. როგორც უკვე აღინიშნა, "ენჯეოებმა“ 2020 წლიდან უკვე ორჯერ სცადეს ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა და მესამე მცდელობას გულხელდაკრეფილი ვეღარ დაველოდებოდით. ეს კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ. ვერც საქართველოზე უსამართლო თავდასხმებს დავტოვებთ უპასუხოდ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა“,- ნათქვამია განცხადებაში.

"ქართული ოცნების“ განცხადების თანახმადვე, თუ აშშ საქართველოს მიმართ იმავე მიდგომებით განაგრძობს მოქმედებას, "საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც“.

"ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება ჩვენს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ. თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, ურთიერთობები ძალიან სწრაფად დალაგდება, მაგრამ თუ საქართველოს მიმართ იგივე მიდგომებით განაგრძობენ მოქმედებას, ამით საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც. როგორც უკვე ითქვა, ყველაფერი პარტნიორების ხელშია და საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, ცალმხრივად არაფრის შეცვლა შეუძლია. შესაბამისად, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამერიკაში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს, რითაც ორივე ქვეყანა მხოლოდ სარგებელს მიიღებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, Politico -ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.