პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილე სასამართლომ 500-500 ლარით დააჯარიმა
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილე სასამართლომ 500-500 ლარით დააჯარიმა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი გა­ი­მარ­თა.

აქ­ტი­ვის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას, გზის უკა­ნო­ნო გა­და­კეტ­ვას ედა­ვე­ბი­ან. მათი ნა­წი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი გა­და­ი­დო, ხოლო აქ­ტი­ვის­ტე­ბის და­ა­ჯა­რი­მეს.

  • "გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ წევ­რის, ბო­რის ჩელე ყუ­რუ­ას გან­ცხა­დე­ბით, ის 500 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მეს. მი­სი­ვე თქმით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­სა­მარ­თლოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ტრა­დი­ცი­უ­ლად, იყე­ნებს იმის­თვის, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რეპ­რე­სი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს.

"ჩემი პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მალე დას­რულ­და. 500 ლა­რით და­მა­ჯა­რი­მეს, ეს მაქ­სი­მუ­მია, რა­საც 174-ე პრი­მა მუხ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, ჰქონ­დათ ერთი ფოტო, სა­დაც მე ვჩან­ვარ და არ ჩანს, სად ვარ და ერთი ვი­დეო, რო­მელ­შიც უბ­რა­ლოდ გზა­ზე გა­დავ­დი­ვარ. მაქ­სი­მუ­მი, რა­საც ეს ამ­ტკი­ცებს, არის ის, რომ ვი­ყა­ვი აქ­ცი­ა­ზე და გზა უკა­ნო­ნოდ გა­დავკვე­თე. არ ამ­ტკი­ცებს იმას, რომ გზის გა­და­კეტ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე. ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ იმას, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­სა­მარ­თლოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ტრა­დი­ცი­უ­ლად, იყე­ნებს იმის­თვის, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რეპ­რე­სი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს. მე­ო­რე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის თვალ­თვალ­ზე, ვინც აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა და პო­ზი­ცი­ას აქ­ტი­უ­რად გა­მო­ხა­ტავს, მაგ­რამ არ მუ­შა­ობს ჩვენ­ზე თავ­დამ­სხმე­ლე­ბი რომ და­ა­კა­ვონ და ისი­ნი ამო­იც­ნონ. ჯე­რაც არ გა­ურ­კვე­ვი­ათ, ვინ აწა­მა და ვინ მო­ე­პყრო და­ვით ქა­ცა­რა­ვას არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთე­ლი ძალა მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ რო­გორ­მე ჩვე­ნი აზ­რის ასე სა­ჯა­როდ თქმა ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხოთ. რო­გორც ხე­დავთ, ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამას ვერ ახერ­ხე­ბენ და ვერც მო­ა­ხერ­ხე­ბენ“, - აღ­ნიშ­ნა ბო­რის ჩელე ყუ­რუ­ამ "მთა­ვარ არხთან“.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ერთ-ერ­თმა აქ­ტი­ვის­ტმა, ლა­ზა­რე ორ­დე­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რაც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აქვს, არის ის, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე გა­და­ვიდ­ნენ.

"ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ის აქვთ, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე გა­და­ვიდ­ნენ. პი­რა­დად მე სა­ერ­თოდ არ ვჩან­ვარ კად­რებ­ში. გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ არ ჩანს მსვლე­ლო­ბა, მაგ­რამ მსვლე­ლო­ბაც რომ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო და იმ დღეს იყო მსვლე­ლო­ბა ევ­რო­პის მო­ედ­ნის­კენ, ისი­ნი გვე­ტყოდ­ნენ, რომ ფე­ხით სა­ვალ ნა­წილ­ზე (ტრო­ტუ­არ­ზე) უნდა გავ­ნა­წი­ლე­ბუ­ლი­ყა­ვით ჯაჭ­ვის სა­ხით და წავ­სუ­ლი­ყა­ვით. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, ადა­მი­ა­ნე­ბი დაგ­ვა­ჯა­რი­მოს და ამით შეგ­ვა­ში­ნოს, რათა აღარ გა­ვი­დეთ აქ­ცი­ებ­ზე“, - აღ­ნიშ­ნა მან.

აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლის თქმით, მისი და იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთ დარ­ბაზ­ში უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო გა­და­ი­დო და მათ იცი­ან, რომ სა­სა­მარ­თლო მათ­თვის გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს არ მი­ი­ღებს.

"არ ვიცი 24 აპ­რილს რა და­ვა­შა­ვე. დღე­საც მა­გის­თვის მო­ვე­დი, რომ გა­მე­გო, ვი­ყა­ვი თუ არა დამ­ნა­შა­ვე, მაგ­რამ მე და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ერთ დარ­ბაზ­ში გვქონ­და სა­სა­მარ­თლო, პრო­ცე­სე­ბი გა­დაგ­ვი­დეს, ისე, რომ არც და­წყე­ბუ­ლა. ვი­ცით, რომ ჩვენ­თვის გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი და რე­ა­ლუ­რი გა­ნა­ჩე­ნი არ გა­მო­ვა, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვეს­წრე­ბი პრო­ცესს და იმას მა­ინც მო­ვის­მენ, რა და­ვა­შა­ვე 24 აპ­რილს“, - გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილე სასამართლომ 500-500 ლარით დააჯარიმა

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილე სასამართლომ 500-500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესები გაიმართა.

აქტივისტების განცხადებით, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, გზის უკანონო გადაკეტვას ედავებიან. მათი ნაწილის სასამართლო პროცესები გადაიდო, ხოლო აქტივისტების დააჯარიმეს.

  • "გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრის, ბორის ჩელე ყურუას განცხადებით, ის 500 ლარით დააჯარიმეს. მისივე თქმით, ადმინისტრაციულ სასამართლოს "ქართული ოცნება“, ტრადიციულად, იყენებს იმისთვის, რომ პოლიტიკოსებისა და აქტიური მოქალაქეების რეპრესირება მოახდინოს.

"ჩემი პროცესი ძალიან მალე დასრულდა. 500 ლარით დამაჯარიმეს, ეს მაქსიმუმია, რასაც 174-ე პრიმა მუხლი ითვალისწინებს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ჰქონდათ ერთი ფოტო, სადაც მე ვჩანვარ და არ ჩანს, სად ვარ და ერთი ვიდეო, რომელშიც უბრალოდ გზაზე გადავდივარ. მაქსიმუმი, რასაც ეს ამტკიცებს, არის ის, რომ ვიყავი აქციაზე და გზა უკანონოდ გადავკვეთე. არ ამტკიცებს იმას, რომ გზის გადაკეტვაში მონაწილეობა მივიღე. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ადმინისტრაციულ სასამართლოს "ქართული ოცნება“, ტრადიციულად, იყენებს იმისთვის, რომ პოლიტიკოსებისა და აქტიური მოქალაქეების რეპრესირება მოახდინოს. მეორე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმ ადამიანების თვალთვალზე, ვინც აქციაზე იმყოფება და პოზიციას აქტიურად გამოხატავს, მაგრამ არ მუშაობს ჩვენზე თავდამსხმელები რომ დააკავონ და ისინი ამოიცნონ. ჯერაც არ გაურკვევიათ, ვინ აწამა და ვინ მოეპყრო დავით ქაცარავას არაადამიანურად. ჩვენი ხელისუფლების მთელი ძალა მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ჩვენი აზრის ასე საჯაროდ თქმა ვეღარ მოვახერხოთ. როგორც ხედავთ, ჩვენდა საბედნიეროდ, ამას ვერ ახერხებენ და ვერც მოახერხებენ“, - აღნიშნა ბორის ჩელე ყურუამ "მთავარ არხთან“.

გარდა ამისა, როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლაზარე ორდენიძემ განაცხადა, ერთადერთი მტკიცებულება, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს, არის ის, რომ აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ.

"ერთადერთი მტკიცებულება ის აქვთ, რომ აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ. პირადად მე საერთოდ არ ვჩანვარ კადრებში. გვეუბნებიან, რომ არ ჩანს მსვლელობა, მაგრამ მსვლელობაც რომ გამოჩენილიყო და იმ დღეს იყო მსვლელობა ევროპის მოედნისკენ, ისინი გვეტყოდნენ, რომ ფეხით სავალ ნაწილზე (ტროტუარზე) უნდა გავნაწილებულიყავით ჯაჭვის სახით და წავსულიყავით. ხელისუფლება ცდილობს, ადამიანები დაგვაჯარიმოს და ამით შეგვაშინოს, რათა აღარ გავიდეთ აქციებზე“, - აღნიშნა მან.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მისი და იმ მოქალაქეების სასამართლო პროცესები, რომლებიც ერთ დარბაზში უნდა ჩატარებულიყო გადაიდო და მათ იციან, რომ სასამართლო მათთვის გამამართლებელ განაჩენს არ მიიღებს.

"არ ვიცი 24 აპრილს რა დავაშავე. დღესაც მაგისთვის მოვედი, რომ გამეგო, ვიყავი თუ არა დამნაშავე, მაგრამ მე და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ერთ დარბაზში გვქონდა სასამართლო, პროცესები გადაგვიდეს, ისე, რომ არც დაწყებულა. ვიცით, რომ ჩვენთვის გამამართლებელი და რეალური განაჩენი არ გამოვა, მაგრამ აუცილებლად დავესწრები პროცესს და იმას მაინც მოვისმენ, რა დავაშავე 24 აპრილს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.