მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმაური საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე - "იმ პოლიტიკური გუნდისგან, რომელსაც მასონების მმართველობის სჯერა, არაფერი მწყინს"
ხმაური საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე - "იმ პოლიტიკური გუნდისგან, რომელსაც მასონების მმართველობის სჯერა, არაფერი მწყინს"

პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, სა­დაც ე.წ. ოფ­შო­რე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს გა­ნი­ხი­ლა­ვენ, ხმა­უ­რი იყო.

კერ­ძოდ, სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და "ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის“ დე­პუ­ტატ ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე­სა და კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე პა­ა­ტა კვი­ჟი­ნა­ძეს შო­რის.

კვი­ჟი­ნა­ძემ დე­კა­ნო­ი­ძეს სა­უ­ბა­რი მა­შინ შე­ა­წყვე­ტი­ნა, რო­დე­საც მან მა­სო­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე დე­პუ­ტატ მა­რი­ამ ლაშ­ხის გან­ცხა­დე­ბა ახ­სე­ნა. კვი­ჟი­ნა­ძემ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კო­ლე­გას მო­უ­წო­და, გან­სა­ხილ­ველ სა­კი­თხზე ისა­უბ­როს და კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვა დას­ვას.

"ეს გან­ვი­ხი­ლოთ? თქვე­ნი კო­ლე­გე­ბი რა­საც ლა­პა­რა­კო­ბენ, აქ რომ მოვ­ყვეთ, შე­იძ­ლე­ბა გა­აფ­რი­ნოს ადა­მი­ან­მა. მოვ­ყვე 2008 წელს ხალ­ხს რომ ხო­ცავ­დით და ასე შემ­დეგ?“,- მი­მარ­თა კვი­ჟი­ნა­ძემ დე­კა­ნო­ი­ძეს.

დე­კა­ნო­ი­ძემ კი ასე უპა­სუ­ხა: "მე სამ­შობ­ლო არ გა­მი­ყი­დია, ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, არას­დროს“.

"იმ პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის­გან, რო­მელ­საც მა­სო­ნე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის სჯე­რა და "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ას“ მა­სო­ნებს ადა­რებს, არა­ფე­რი მწყინს, ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, პირ­ვე­ლად გვყავს მმარ­თვე­ლი გუნ­დი, რო­მე­ლიც ღიად და სა­ჯა­როდ ამ­ბობს, რომ მსოფ­ლი­ოს მარ­თავს მა­სო­ნე­ბი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რამე მე­წყი­ნოს ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის­გან?!“,- გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

მან ასე­ვე კვი­ჟი­ნა­ძეს უთხრა, რომ "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სჯე­რა და იმი­ტომ სჯე­რათ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რებ­საც მა­სო­ნე­ბის“.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­კა­ნო­ი­ძის კი­თხვას მომხსე­ნებ­ლი­სად­მი, მან პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვანს, გი­ორ­გი მსხი­ლა­ძეს და­უს­ვა კი­თხვა, "შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა თუ არა შავი ფუ­ლის და ოფ­შო­რე­ბის შე­მოს­ვლას სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რო­მე­ლიც არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და ივა­ნიშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ“.

"აღ­შფო­თე­ბაა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შავი ფული შე­მო­ვი­დე­სო. შავ ფულ­ზე რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ, ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ისეთ ადა­მი­ანს აა­ცი­ლა სან­ქცია, რო­მე­ლიც გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო ჯა­შუ­შად აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ და იყო და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, რო­მე­ლიც იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი და ახლა, რო­გორც ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ტი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის ქვე­შაა. არა­თუ გა­მო­ძი­ე­ბა წა­რი­მარ­თა, არა­მედ, არის ინ­ფორ­მა­ცია, რომ წა­ვი­და ადა­მი­ა­ნი და უამ­რა­ვი ფული, "ქეში" გა­მო­ი­ტა­ნა და გა­ა­ტა­ნეთ. არც გა­მო­ძი­ე­ბა ყო­ფი­ლა, არც გამჭვირ­ვა­ლო­ბა. რო­დე­საც შავ ფულ­ზეა სა­უ­ბა­რი, ხომ არის კავ­შირ­ში რო­გორ იქ­ცე­ვა მმარ­თვე­ლი გუნ­დი, რო­მელ­საც თურ­მე მა­სო­ნე­ბის სჯე­რა. არ ვიცი, სად სხე­დან ეს მა­სო­ნე­ბი, ლო­ჟის რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს, მაგ­რამ არის კავ­შირ­ში“, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ხმაური საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე - "იმ პოლიტიკური გუნდისგან, რომელსაც მასონების მმართველობის სჯერა, არაფერი მწყინს"

ხმაური საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე - "იმ პოლიტიკური გუნდისგან, რომელსაც მასონების მმართველობის სჯერა, არაფერი მწყინს"

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, ხმაური იყო.

კერძოდ, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა "ევროოპტიმისტების“ დეპუტატ ხატია დეკანოიძესა და კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძეს შორის.

კვიჟინაძემ დეკანოიძეს საუბარი მაშინ შეაწყვეტინა, როდესაც მან მასონების თაობაზე დეპუტატ მარიამ ლაშხის განცხადება ახსენა. კვიჟინაძემ ოპოზიციონერ კოლეგას მოუწოდა, განსახილველ საკითხზე ისაუბროს და კონკრეტული კითხვა დასვას.

"ეს განვიხილოთ? თქვენი კოლეგები რასაც ლაპარაკობენ, აქ რომ მოვყვეთ, შეიძლება გააფრინოს ადამიანმა. მოვყვე 2008 წელს ხალხს რომ ხოცავდით და ასე შემდეგ?“,- მიმართა კვიჟინაძემ დეკანოიძეს.

დეკანოიძემ კი ასე უპასუხა: "მე სამშობლო არ გამიყიდია, ბატონო პაატა, არასდროს“.

"იმ პოლიტიკური გუნდისგან, რომელსაც მასონების მმართველობის სჯერა და "გლობალური ომის პარტიას“ მასონებს ადარებს, არაფერი მწყინს, ბატონო პაატა, საქართველოს ისტორიაში, პირველად გვყავს მმართველი გუნდი, რომელიც ღიად და საჯაროდ ამბობს, რომ მსოფლიოს მართავს მასონები. როგორ შეიძლება რამე მეწყინოს ასეთი პოლიტიკური გუნდისგან?!“,- განაცხადა დეკანოიძემ.

მან ასევე კვიჟინაძეს უთხრა, რომ "ბიძინა ივანიშვილს სჯერა და იმიტომ სჯერათ "ქართული ოცნების“ წევრებსაც მასონების“.

რაც შეეხება დეკანოიძის კითხვას მომხსენებლისადმი, მან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს დაუსვა კითხვა, "შეეწინააღმდეგება თუ არა შავი ფულის და ოფშორების შემოსვლას საფინანსო ინსტიტუტები, რომელიც არის "ქართული ოცნების“ და ივანიშვილის მმართველობის ქვეშ“.

"აღშფოთებაა, როგორ შეიძლება შავი ფული შემოვიდესო. შავ ფულზე როდესაც ვსაუბრობთ, ეროვნულმა ბანკმა ისეთ ადამიანს ააცილა სანქცია, რომელიც გამოცხადებული იყო ჯაშუშად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და იყო დასანქცირებული. ეროვნული ბანკი, რომელიც იყო დამოკიდებული ინსტიტუტი და ახლა, როგორც ყველა ინსტიტუტი, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშაა. არათუ გამოძიება წარიმართა, არამედ, არის ინფორმაცია, რომ წავიდა ადამიანი და უამრავი ფული, "ქეში" გამოიტანა და გაატანეთ. არც გამოძიება ყოფილა, არც გამჭვირვალობა. როდესაც შავ ფულზეა საუბარი, ხომ არის კავშირში როგორ იქცევა მმართველი გუნდი, რომელსაც თურმე მასონების სჯერა. არ ვიცი, სად სხედან ეს მასონები, ლოჟის რომელი მიმართულება მართავს საქართველოს, მაგრამ არის კავშირში“, - განაცხადა დეკანოიძემ.