სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აეროპორტი სამხედრო ბაზასთან - თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ეს ერთმანეთს ხელს არ შეუშლის
აეროპორტი სამხედრო ბაზასთან - თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ეს ერთმანეთს ხელს არ შეუშლის

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ვა­ზი­ან­ში ახა­ლი აე­რო­პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა ვა­ზი­ა­ნის სამ­ხედ­რო ბა­ზის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას გა­მოწ­ვე­ვებს არ შე­უქ­მნის.

რო­გორც უწყე­ბამ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა, შეს­წავ­ლის შე­დე­გად, არ გა­მოკ­ვე­თი­ლა ვა­ზი­ა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სას­წავ­ლო პო­ლი­გო­ნის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის, მათ შო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სწავ­ლე­ბე­ბის ხე­ლის­შემ­შლე­ლი გა­რე­მო­ე­ბა.

უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ში­და­უ­წყებ­რივ დო­ნე­ზე იქნა შეს­წავ­ლი­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო პირ­ვე­ლი დღი­დან ჩარ­თუ­ლია ვა­ზი­ა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახა­ლი აე­რო­პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბულ გან­ხილ­ვებ­ში. შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სა­კი­თხი შეს­წავ­ლილ იქნა ში­და­უ­წყებ­რივ დო­ნე­ზე, რის შე­დე­გა­დაც არ გა­მოკ­ვე­თი­ლა ვა­ზი­ა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სას­წავ­ლო პო­ლი­გო­ნის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის, მათ შო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სწავ­ლე­ბე­ბის ხე­ლის­შემ­შლე­ლი გა­რე­მო­ე­ბა.

აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვა­ზი­ა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აე­რო­პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხი გან­ხი­ლულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით,“- ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ვა­ზი­ან­ში ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი აშენ­დე­ბა.

"არა­ერ­თი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახა­ლი აე­რო­პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე. მო­მა­ვალ წელს დას­რულ­დე­ბა პრო­ექ­ტი­რე­ბა, ტენ­დე­რის პრო­ცე­დუ­რე­ბი და ამის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში თბი­ლისს ექ­ნე­ბა სრუ­ლი­ად ახა­ლი, ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე აე­რო­პორ­ტი. ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც ჩვე­ნი გათ­ვლე­ბით ექ­ნე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ეფექ­ტი“,- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა 8 აპ­რილს გა­მარ­თულ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სამ­ხედ­როს ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი სამ­ხედ­რო პო­ლი­გო­ნი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო აე­რო­პორ­ტის ერთ სივ­რცე­ში არ­სე­ბო­ბას შე­უ­თავ­სებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ და აცხა­დე­ბენ, რომ საფრ­თხე შე­ექ­მნე­ბა, რო­გორც სამ­ხედ­რო წვრთნებს, ასე­ვე ობი­ექ­ტის სა­ი­დუმ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბას. რიგი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ვა­ზი­ან­ში არ­სე­ბუ­ლი, ნა­ტოს ეგი­დით გახ­სნი­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზის და­ხურ­ვა ან სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ტა­ნა გახ­დეს სა­ჭი­რო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

აეროპორტი სამხედრო ბაზასთან - თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ეს ერთმანეთს ხელს არ შეუშლის

აეროპორტი სამხედრო ბაზასთან - თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ეს ერთმანეთს ხელს არ შეუშლის

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანის სამხედრო ბაზის ფუნქციონირებას გამოწვევებს არ შეუქმნის.

როგორც უწყებამ "ინტერპრესნიუსის“ მიერ გაგზავნილი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, შესწავლის შედეგად, არ გამოკვეთილა ვაზიანის ტერიტორიაზე სასწავლო პოლიგონის ფუნქციონირების, მათ შორის, საერთაშორისო სწავლებების ხელისშემშლელი გარემოება.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი შესაბამისი კომპეტენტური ჯგუფების მონაწილეობით, შიდაუწყებრივ დონეზე იქნა შესწავლილი.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პირველი დღიდან ჩართულია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებულ განხილვებში. შესაბამისი კომპეტენტური ჯგუფების მონაწილეობით, საკითხი შესწავლილ იქნა შიდაუწყებრივ დონეზე, რის შედეგადაც არ გამოკვეთილა ვაზიანის ტერიტორიაზე სასწავლო პოლიგონის ფუნქციონირების, მათ შორის, საერთაშორისო სწავლებების ხელისშემშლელი გარემოება.

აქვე აღსანიშნავია, რომ ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის საკითხი განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით,“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება.

"არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები და ამის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი გათვლებით ექნება ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი“,- განაცხადა პრემიერმა 8 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამხედროს ექსპერტების ნაწილი სამხედრო პოლიგონისა და სამოქალაქო აეროპორტის ერთ სივრცეში არსებობას შეუთავსებლად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ საფრთხე შეექმნება, როგორც სამხედრო წვრთნებს, ასევე ობიექტის საიდუმლო დანიშნულებას. რიგი სამხედრო ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ვაზიანში არსებული, ნატოს ეგიდით გახსნილი სამხედრო ბაზის დახურვა ან სხვა ტერიტორიაზე გადატანა გახდეს საჭირო.