პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დატოვეს თუ არა "იმედი" სალომე  ღვინიაშვილმა და ნინი ბადურაშვილმა? - "არაფერი არ მკითხოთ..."
დატოვეს თუ არა "იმედი" სალომე  ღვინიაშვილმა და ნინი ბადურაშვილმა? - "არაფერი არ მკითხოთ..."

ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, პე­რი­ო­დუ­ლად მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხებს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ან სა­კუ­თა­რი ნე­ბით ტო­ვე­ბენ, ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო, სამ­სა­ხუ­რი­დან ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ. შე­გახ­სე­ნებთ, "პოსტვის" წამ­ყვა­ნის ანი ამი­ლახ­ვა­რი "ფე­ის­ბუქ­ზე" წერ­და, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო, ტე­ლე­ვი­ზია და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს.

ასე­ვე გა­ა­ჩე­რეს გა­და­ცე­მა, რომ­ლის წამ­ყვა­ნიც ირმა სო­ხა­ძე გახ­ლდათ. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამის მი­ზე­ზიც სო­ხა­ძის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია გახ­და, თუმ­ცა მან ეს უარ­ყო.

5 მა­ისს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი“ რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­მა და­ტო­ვა. რო­გორც სხვა­დას­ხვა მე­დია წერ­და, არ­ხი­დან წა­სულ­თა შო­რის იყ­ვნენ ძი­რი­თა­დად, გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვა­ნე­ბი, მათ შო­რის "იმე­დის დი­ლი­სა“ და "პრა­იმ­შო­უს“.

სი­ა­ში მოხ­ვდნენ დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი - ეკა ამი­რე­ჯი­ბი, ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე და ნა­თია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა "პრა­იმ­შო­უს“ - ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი.

"პრა­იმ­შო­უს“ წამ­ყვა­ნე­ბი

"იმე­დის" იმ წამ­ყვა­ნებ­ში, ვინც მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, იყ­ვნენ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი.

"ბავ­შვებს ხელს ნუ ურტყამთ", - წერ­და ნინი, ხოლო სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვილ­მა "ინ­სტაგ­რა­მის" სთო­რი­ში, დარ­ბე­ვის დროს გა­და­ღე­ბულ ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა.

  • ვინ და­ტო­ვა რე­ა­ლუ­რად ტე­ლე­ვი­ზია?

იმ ჟურ­ნა­ლის­ტებს შო­რის, ვინც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი“ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად და­ტო­ვა არი­ან: ეკა ამი­რე­ჯი­ბი, ზუ­რაბ ბა­ლან­ჩი­ვა­ძე და ნა­თია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი. მათ შო­რის სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია სა­ჯა­როდ მხო­ლოდ ეკა ამი­რე­ჯიბ­მა და­ა­ფიქ­სი­რა და ტე­ლე­ვი­ზი­ას პოს­ტით და­ემ­შვი­დო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­სა და სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვილს, ისი­ნი "იმედ­ზე“ მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ.

"პრა­იმ­შო­უს“ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი და პრო­დი­უ­სე­რი ნოე სუ­ლა­ბერ­ძე ambebi.ge-სთან მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა, რო­გორც აგ­ვიხ­სნა, გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა­ზე ეჩ­ქა­რე­ბო­და.

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე:

- არ დაშ­ლი­ლა "პრა­იმ­შოუ", მა­გას თუ მე­კი­თხე­ბით, არა­ვინ არ წა­სუ­ლა.

- არ წა­სუ­ლან გა­და­ცე­მი­დან სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი?

- არ დაშ­ლი­ლა მა­გას ნიშ­ნავს, რომ არა­ვინ არ წა­სუ­ლა.

ის, რომ გა­და­ცე­მა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი“ არ და­უ­ტო­ვე­ბია, ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მაც დაგ­ვი­დას­ტუ­რა. ჩვენს შო­რის ასე­თი დი­ა­ლო­გი შედ­გა.

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი:

- არა­ფე­რი არ მკი­თხოთ...

- პო­ლი­ტი­კა­ზე არა­ფერს გე­კი­თხე­ბით. არ წა­მო­სულ­ხართ "პრა­იმ­შო­უ­დან?"

- არა, არა, მშვი­დო­ბაა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

დატოვეს თუ არა "იმედი" სალომე  ღვინიაშვილმა და ნინი ბადურაშვილმა? - "არაფერი არ მკითხოთ..."

დატოვეს თუ არა "იმედი" სალომე  ღვინიაშვილმა და ნინი ბადურაშვილმა? - "არაფერი არ მკითხოთ..."

ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე, პერიოდულად მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ, პროტესტის ნიშნად სატელევიზიო არხებს ჟურნალისტები ან საკუთარი ნებით ტოვებენ, ან განსხვავებული აზრის გამო, სამსახურიდან ათავისუფლებენ. შეგახსენებთ, "პოსტვის" წამყვანის ანი ამილახვარი "ფეისბუქზე" წერდა, რომ განსხვავებული აზრის გამო, ტელევიზია დაატოვებინეს.

ასევე გააჩერეს გადაცემა, რომლის წამყვანიც ირმა სოხაძე გახლდათ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის მიზეზიც სოხაძის განსხვავებული პოზიცია გახდა, თუმცა მან ეს უარყო.

5 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "იმედი“ რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა. როგორც სხვადასხვა მედია წერდა, არხიდან წასულთა შორის იყვნენ ძირითადად, გასართობი გადაცემების წამყვანები, მათ შორის "იმედის დილისა“ და "პრაიმშოუს“.

სიაში მოხვდნენ დილის გადაცემის წამყვანები - ეკა ამირეჯიბი, ზურა ბალანჩივაძე და ნათია ორველაშვილი. რაც შეეხება "პრაიმშოუს“ - ნინი ბადურაშვილი და სალომე ღვინიაშვილი.

"პრაიმშოუს“ წამყვანები

"იმედის" იმ წამყვანებში, ვინც მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ კრიტიკული პოსტები გამოაქვეყნეს, იყვნენ ნინი ბადურაშვილი და სალომე ღვინიაშვილი.

"ბავშვებს ხელს ნუ ურტყამთ", - წერდა ნინი, ხოლო სალომე ღვინიაშვილმა "ინსტაგრამის" სთორიში, დარბევის დროს გადაღებულ ვიდეო გაავრცელა.

  • ვინ დატოვა რეალურად ტელევიზია?

იმ ჟურნალისტებს შორის, ვინც ტელეკომპანია "იმედი“ დადასტურებულად დატოვა არიან: ეკა ამირეჯიბი, ზურაბ ბალანჩივაძე და ნათია ორველაშვილი. მათ შორის საკუთარი პოზიცია საჯაროდ მხოლოდ ეკა ამირეჯიბმა დააფიქსირა და ტელევიზიას პოსტით დაემშვიდობა.

რაც შეეხება ნინი ბადურაშვილსა და სალომე ღვინიაშვილს, ისინი "იმედზე“ მუშაობას აგრძელებენ.

"პრაიმშოუს“ ერთ-ერთი წამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერძე ambebi.ge-სთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა, როგორც აგვიხსნა, გადაცემის ჩაწერაზე ეჩქარებოდა.

ნოე სულაბერიძე:

- არ დაშლილა "პრაიმშოუ", მაგას თუ მეკითხებით, არავინ არ წასულა.

- არ წასულან გადაცემიდან სალომე ღვინიაშვილი და ნინი ბადურაშვილი?

- არ დაშლილა მაგას ნიშნავს, რომ არავინ არ წასულა.

ის, რომ გადაცემა და ტელეკომპანია "იმედი“ არ დაუტოვებია, ნინი ბადურაშვილმაც დაგვიდასტურა. ჩვენს შორის ასეთი დიალოგი შედგა.

ნინი ბადურაშვილი:

- არაფერი არ მკითხოთ...

- პოლიტიკაზე არაფერს გეკითხებით. არ წამოსულხართ "პრაიმშოუდან?"

- არა, არა, მშვიდობაა, ყველაფერი კარგად არის.

წაიკითხეთ ასევე: