პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ" - რა დეტალები ხდება ცნობილი ავიაკატასტროფის თაობაზე
"ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ" - რა დეტალები ხდება ცნობილი ავიაკატასტროფის თაობაზე

ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ებ­რა­ჰიმ რა­ი­სი და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ჰო­სე­ინ ამირ-აბ­დო­ლა­ჰი­ა­ნი ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნი­სას და­ი­ღუპ­ნენ, - ამის შე­სა­ხებ Reuters-ს ირა­ნელ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა გა­ნუ­ცხა­და.

"პრე­ზი­დენ­ტი რა­ი­სი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და შვე­ულმფრე­ნის ყვე­ლა მგზავ­რი კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ“, - გა­ნა­ცხა­და წყა­რომ Reuters-თან, რო­მელ­მაც, სა­კი­თხის სენ­სი­ტი­უ­რო­ბის გამო, ანო­მი­მუ­რო­ბის დაც­ვა ითხო­ვა.

ამას­თან, სა­ა­გენ­ტო Reuters-ს ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა გა­ნუ­ცხა­და, რომ ვერ­ტმფრე­ნის ყვე­ლა მგზავ­რი და­ღუ­პუ­ლია.

  • "პრე­ზი­დენტ რა­ი­სის ვერ­ტმფრე­ნი მთლი­ა­ნად და­იწ­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა მგზავ­რი და­ღუ­პუ­ლია“, - გა­ნუ­ცხა­და Reuters-ს წყა­რომ.

მა­ნამ­დე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფებ­მა იმ ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნის ად­გი­ლი და­ად­გი­ნეს, რო­მელ­შიც 9 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ებ­რა­ჰიმ რა­ი­სი და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ჰო­სე­ინ ამირ აბ­დო­ლა­ჰი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.

ირა­ნის სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ებ­რა­ჰიმ რა­ი­სი ქვეყ­ნის მერ­ვე პრე­ზი­დენ­ტად 2021 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში აირ­ჩი­ეს. მისი წი­ნა­მორ­ბე­დის­გან, ყო­ფილ პრე­ზი­დენტ ჰა­სან რო­ჰა­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ებ­რა­ჰიმ რა­ის­მა მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ირა­ნის უზე­ნა­ეს ლი­დერ­თან, ალი ხა­მე­ნე­ის­თან. ირან­ში ბევ­რი თვლი­და, რომ მას, შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­ში ხა­მე­ნეი ჩა­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა.

  • ირა­ნის მთავ­რო­ბამ სას­წრა­ფო შეხ­ვედ­რა ჩა­ნიშ­ნა, მას შემ­დეგ რაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრე­ზი­დენ­ტი ებ­რა­ჰიმ რა­ი­სი და ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ჰო­სე­ინ ამირ-აბ­დო­ლა­ჰი­ა­ნი ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად და­ღუ­პულ მგზავ­რებს შო­რის არი­ან, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო IRNA ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა ებ­რა­ჰიმ რა­ი­სის ცა­რი­ე­ლი, შავი სარ­ტყლით შე­მო­სი­ლი სკა­მის ფოტო.

ამას­თან, სა­ა­გენ­ტო FARS-ი იუ­წყე­ბა, რომ სამ­გლო­ვი­ა­რო მსვლე­ლო­ბის დრო და დე­ტა­ლე­ბი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ" - რა დეტალები ხდება ცნობილი ავიაკატასტროფის თაობაზე

"ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ" - რა დეტალები ხდება ცნობილი ავიაკატასტროფის თაობაზე

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ, - ამის შესახებ Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

"პრეზიდენტი რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი და შვეულმფრენის ყველა მგზავრი კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ“, - განაცხადა წყარომ Reuters-თან, რომელმაც, საკითხის სენსიტიურობის გამო, ანომიმურობის დაცვა ითხოვა.

ამასთან, სააგენტო Reuters-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ვერტმფრენის ყველა მგზავრი დაღუპულია.

  • "პრეზიდენტ რაისის ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა. სამწუხაროდ, ყველა მგზავრი დაღუპულია“, - განუცხადა Reuters-ს წყარომ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა იმ ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი დაადგინეს, რომელშიც 9 ადამიანი, მათ შორის ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი იმყოფებოდა.

ირანის სასამართლო სისტემის ყოფილი ხელმძღვანელი, ებრაჰიმ რაისი ქვეყნის მერვე პრეზიდენტად 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აირჩიეს. მისი წინამორბედისგან, ყოფილ პრეზიდენტ ჰასან როჰანისგან განსხვავებით, ებრაჰიმ რაისმა მჭიდრო ურთიერთობა ჩამოაყალიბა ირანის უზენაეს ლიდერთან, ალი ხამენეისთან. ირანში ბევრი თვლიდა, რომ მას, შესაძლოა, მომავალში ხამენეი ჩაენაცვლებინა.

  • ირანის მთავრობამ სასწრაფო შეხვედრა ჩანიშნა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ მგზავრებს შორის არიან, - ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს.

სააგენტომ გაავრცელა ებრაჰიმ რაისის ცარიელი, შავი სარტყლით შემოსილი სკამის ფოტო.

ამასთან, სააგენტო FARS-ი იუწყება, რომ სამგლოვიარო მსვლელობის დრო და დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

იხილეთ ასევე: