სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვარას" დარტყმა ბალისტიკურ რაკეტას ჰგავდა... აქამდე რატომ არ აძლევდნენ ამის უფლებას?" - ხვიჩას რვა მატჩიანი უგოლო სერია დასრულდა: როგორი შეფასებები მიიღო ქართველმა
"კვარას" დარტყმა ბალისტიკურ რაკეტას ჰგავდა... აქამდე რატომ არ აძლევდნენ ამის უფლებას?" - ხვიჩას რვა მატჩიანი უგოლო სერია დასრულდა: როგორი შეფასებები მიიღო ქართველმა

სე­რია A-ს 37-ე ტურ­ში "ფი­ო­რენ­ტი­ნას“ და "ნა­პო­ლის" მატ­ჩი 2:2 დას­რულ­და. "ნა­პო­ლი" მერ­ვე წუთ­ზე, ამირ რრაჰ­მა­ნის მეშ­ვე­ო­ბით და­წი­ნა­ურ­და. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია აქ­ტი­უ­რი იყო, სამ­ჯერ სცა­და გო­ლის გა­ტა­ნა...

მე­ო­რე ტა­ი­მის და­სა­წყის­ში კი­დევ ერთი გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი სა­ჯა­რი­მო დარ­ტყმით უპა­სუ­ხა და გუნ­დი გა­და­არ­ჩი­ნა. footbal italia-ს გან­ცხა­დე­ბით, "კვა­რა­ცხე­ლი­ას ძა­ლის­ხმე­ვა უბ­რა­ლოდ გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი იყო."

მას­პინ­ძლე­ბი უპი­რა­ტე­სო­ბას და­ე­უფლნენ და ბი­რა­გიმ სა­ჯა­რი­მო­დან ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა, ცოტა ხან­ში კი ნზო­ლამ ფლო­რენ­ცი­ე­ლე­ბი წინ გა­იყ­ვა­ნა. ამ ორ გოლს შო­რის ხვი­ჩამ ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ი­ღო.

სწრა­ფი კონ­ტრი­ე­რი­ში­სას მან­დრა­გორ­მა კვა­რა­ცხე­ლია წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით შე­ა­ჩე­რა და ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ი­ღო. ხვი­ჩა 86-ე წუთ­ზე ლინდსტრი­ომ­მა შეც­ვა­ლა და შეხ­ვედ­რა ფრედ დას­რულ­და. კვა­რა­ცხე­ლი­ამ 8 მარ­ტის შემ­დეგ პირ­ვე­ლად გა­ი­ტა­ნა და რვა მატ­ჩი­ა­ნი უგო­ლო სე­რია შე­წყვი­ტა - მის ან­გა­რიშ­ზე მიმ­დი­ნა­რე ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 33 მატჩში 11 გოლი და 6 სა­გო­ლე გა­და­ცე­მაა.

რა თქვა "ნა­პო­ლის" მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ფრან­ჩეს­კო კალ­ცო­ნამ მატ­ჩის შემ­დეგ ხვი­ჩა­ზე?

"კარ­გი მატ­ჩი გა­მო­ვი­და, ჩემი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის თა­მა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ვე­ლი 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­მე­წო­ნა. გაშ­ვე­ბუ­ლი გო­ლის შემ­დეგ კონ­ცენ­ტრა­ცია დავ­კარ­გეთ, თუმ­ცა მე­ო­რე ტა­იმ­ში შეხ­ვედ­რის მო­გე­ბაც კი შეგ­ვეძ­ლო.

რაც შე­ე­ხე­ბა ხვი­ჩას, გუნ­დის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლია, ზოგ­ჯერ ვერ ახერ­ხებს, რომ თა­ვი­სი სა­უ­კე­თე­სო თა­მა­ში აჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მონ­დო­მე­ბუ­ლია. ის ნამ­დვი­ლი ჩემ­პი­ო­ნია, უნდა გა­ი­ზარ­დოს, მუდ­მი­ვად უნდა ეცა­დოს, რომ დაც­ვას და­ეხ­მა­როს, მაგ­რამ ჯერ მხო­ლოდ 23 წლი­საა".

"ფი­ო­რენ­ტი­ნას" სპორ­ტულ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ნი­ე­ლე პრა­დემ გა­ნა­ცხა­და, რომ "კვა­რას" გოლი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის დარ­ტყმას ჰგავ­და. ქარ­თვე­ლი მე­ტო­ქე გუნ­დის მე­კა­რე პი­ეტ­რო ტერ­ა­ჩა­ნომ შე­ა­ქო: "შე­სა­ნიშ­ნა­ვი გოლი გა­ი­ტა­ნა. ჩემი კომ­პლი­მენ­ტე­ბი. უნდა მი­ვუ­ლო­ცო. ასე­თი რამ მხო­ლოდ ჩემ­პი­ო­ნებს შე­უძ­ლი­ათ".

ან­ტო­ნიო ჯორ­და­ნო (კო­რი­ე­რე დელო სპორ­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი): "მას უფ­ლე­ბა აქვს კონ­ტრაქ­ტის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი თქვას. სი­ნი­ორ კვა­რა­ცხე­ლია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფეხ­ბურ­თე­ლი არაა, არა­ნორ­მა­ლუ­რი ტა­ლან­ტია. უნ­დო­და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ სხვა შე­დევ­რებ­თან ერ­თად სა­ჯა­რი­მო­დან გა­ტა­ნაც ეხერ­ხე­ბა. დი­დე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა აქვს და ფეხ­ბურ­თის მბრძა­ნე­ბე­ლი­ვი­თაა. გო­ლის აღ­ნიშ­ვნი­სას შხა­მი­ა­ნი კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რებს ჟეს­ტით პა­სუ­ხი გას­ცა".

პა­ო­ლო ეს­პო­ზი­ტო (Areanapoli-ს ჟურ­ნა­ლის­ტი): "რა­ტომ არა­სო­დეს არ აძ­ლევ­დნენ ხვი­ჩას სა­ჯა­რი­მოს შეს­რუ­ლე­ბის უფ­ლე­ბას? ასე­თი გა­ტა­ნი­ლი გოლი მხო­ლოდ ზი­კოს­გან მახ­სოვს. "ნა­პო­ლის" თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო მო­ე­გო, მაგ­რამ ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი დიდ ხელ­ფასს იღებს, ფე­ხებს უფრთხილ­დე­ბა და მხო­ლოდ პრე­მი­ერ­ლი­გა­ში გა­დას­ვლა­ზე ფიქ­რობს".

ქარ­თვე­ლის თა­მა­ში ანა­ლი­ტი­კურ­მა სა­ი­ტებ­მა შე­ა­ფა­სეს: Flashscore 7.8 ქულა, Sofascore 7.8 ქულა, Whoscored 7.7 ქულა.

"ნა­პო­ლი" ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბოლო მატჩს 26 მა­ისს, "ლე­ჩეს" წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თავს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"კვარას" დარტყმა ბალისტიკურ რაკეტას ჰგავდა... აქამდე რატომ არ აძლევდნენ ამის უფლებას?" - ხვიჩას რვა მატჩიანი უგოლო სერია დასრულდა: როგორი შეფასებები მიიღო ქართველმა

"კვარას" დარტყმა ბალისტიკურ რაკეტას ჰგავდა... აქამდე რატომ არ აძლევდნენ ამის უფლებას?" - ხვიჩას რვა მატჩიანი უგოლო სერია დასრულდა: როგორი შეფასებები მიიღო ქართველმა

სერია A-ს 37-ე ტურში "ფიორენტინას“ და "ნაპოლის" მატჩი 2:2 დასრულდა. "ნაპოლი" მერვე წუთზე, ამირ რრაჰმანის მეშვეობით დაწინაურდა. ხვიჩა კვარაცხელია აქტიური იყო, სამჯერ სცადა გოლის გატანა...

მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთი განსაცვიფრებელი საჯარიმო დარტყმით უპასუხა და გუნდი გადაარჩინა. footbal italia-ს განცხადებით, "კვარაცხელიას ძალისხმევა უბრალოდ განსაცვიფრებელი იყო."

მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და ბირაგიმ საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა, ცოტა ხანში კი ნზოლამ ფლორენციელები წინ გაიყვანა. ამ ორ გოლს შორის ხვიჩამ ყვითელი ბარათი მიიღო.

სწრაფი კონტრიერიშისას მანდრაგორმა კვარაცხელია წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. ხვიჩა 86-ე წუთზე ლინდსტრიომმა შეცვალა და შეხვედრა ფრედ დასრულდა. კვარაცხელიამ 8 მარტის შემდეგ პირველად გაიტანა და რვა მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა - მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 33 მატჩში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

რა თქვა "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ მატჩის შემდეგ ხვიჩაზე?

"კარგი მატჩი გამოვიდა, ჩემი ფეხბურთელების თამაში განსაკუთრებით პირველი 30 წუთის განმავლობაში მომეწონა. გაშვებული გოლის შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ, თუმცა მეორე ტაიმში შეხვედრის მოგებაც კი შეგვეძლო.

რაც შეეხება ხვიჩას, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ზოგჯერ ვერ ახერხებს, რომ თავისი საუკეთესო თამაში აჩვენოს, მაგრამ ყოველთვის მონდომებულია. ის ნამდვილი ჩემპიონია, უნდა გაიზარდოს, მუდმივად უნდა ეცადოს, რომ დაცვას დაეხმაროს, მაგრამ ჯერ მხოლოდ 23 წლისაა".

"ფიორენტინას" სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ განაცხადა, რომ "კვარას" გოლი ბალისტიკური რაკეტის დარტყმას ჰგავდა. ქართველი მეტოქე გუნდის მეკარე პიეტრო ტერაჩანომ შეაქო: "შესანიშნავი გოლი გაიტანა. ჩემი კომპლიმენტები. უნდა მივულოცო. ასეთი რამ მხოლოდ ჩემპიონებს შეუძლიათ".

ანტონიო ჯორდანო (კორიერე დელო სპორტის ჟურნალისტი): "მას უფლება აქვს კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვას. სინიორ კვარაცხელია ჩვეულებრივი ფეხბურთელი არაა, არანორმალური ტალანტია. უნდოდა ეჩვენებინა, რომ სხვა შედევრებთან ერთად საჯარიმოდან გატანაც ეხერხება. დიდებული ტექნიკა აქვს და ფეხბურთის მბრძანებელივითაა. გოლის აღნიშვნისას შხამიანი კომენტარების ავტორებს ჟესტით პასუხი გასცა".

პაოლო ესპოზიტო (Areanapoli-ს ჟურნალისტი): "რატომ არასოდეს არ აძლევდნენ ხვიჩას საჯარიმოს შესრულების უფლებას? ასეთი გატანილი გოლი მხოლოდ ზიკოსგან მახსოვს. "ნაპოლის" თავისუფლად შეეძლო მოეგო, მაგრამ ვიქტორ ოსიმენი დიდ ხელფასს იღებს, ფეხებს უფრთხილდება და მხოლოდ პრემიერლიგაში გადასვლაზე ფიქრობს".

ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 7.8 ქულა, Sofascore 7.8 ქულა, Whoscored 7.7 ქულა.

"ნაპოლი" ჩემპიონატის ბოლო მატჩს 26 მაისს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს.