მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ბრალდებული სამართალდამცავს იდაყვს არტყამდა, მოგერიების პირობებში არ იმყოფებოდა" - პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული მომიტინგის საქმის პროკურორი
"როცა ბრალდებული სამართალდამცავს იდაყვს არტყამდა, მოგერიების პირობებში არ იმყოფებოდა" - პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული მომიტინგის საქმის პროკურორი

პო­ლი­ცი­ელ­ზე, ალექ­სან­დრე ოხა­ნაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მო­მი­ტინ­გის, გი­ორ­გი ოკ­მე­ლაშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ანი ხუ­ბე­ჯაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, როცა ის სა­მარ­თალ­დამ­ცავს იდაყვს არ­ტყამ­და, მო­გე­რი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

პრო­კუ­რო­რის თქმით, ოკ­მე­ლაშ­ვი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ად­გი­ლას ერ­თა­დერ­თი პირი იყო, რო­მე­ლიც ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და.

"ის 13 მა­ისს, პო­ლი­ცი­ელს თავს და­ეს­ხა, სა­ხის მი­და­მო­ებ­ში იდაყ­ვი ჩა­არ­ტყა, ამის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით არ­სე­ბობს. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის იდენ­ტუ­რო­ბა და ის ფაქ­ტი, რომ ჩა­ნა­წერ­ში ასა­ხუ­ლი პირი ბრალ­დე­ბუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­თა დად­გე­ნი­ლი, ასე­ვე, საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბულ პირს ამო­საც­ნო­ბი ნი­შა­ნი ჰქონ­და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ პო­ლი­ცი­ე­ლი იყო. და­კა­ვე­ბულს ასე­ვე ბრა­ლი აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რომ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა ჩა­ი­დი­ნა. აღ­ნიშ­ნულ ფაქტს ბრალ­დე­ბუ­ლი ადას­ტუ­რებს და აცხა­დებს, რომ მას ეს ნივ­თი­ე­რე­ბა შე­ნა­ხუ­ლი ჰქონ­და.

მო­ცე­მულ საქ­მე­ზე ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა - ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ასე­ვე, გა­მო­კი­თხუ­ლი არი­ან მოწ­მე­ე­ბი, მათ შო­რის, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც უთი­თებს, რომ სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა და­არ­ტყა მას სა­ხის არე­ში იდაყ­ვი და ასე­ვე, საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა არის, რომ­ლი­თაც დგინ­დე­ბა, რომ სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ დღეს აქვს და­ზა­რა­ლე­ბულს მი­თი­თე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ეს ჩა­ნა­წე­რი კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი არ არის, ის შე­ფა­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, სრუ­ლია და ნათ­ლად ჩანს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ ძა­ლა­დო­ბის ჩა­დე­ნის - იდაყ­ვის ჩარ­ტყმის დროს, ის მო­გე­რი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ის იყო ერ­თა­დერ­თი პირი, რო­მე­ლიც ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ად­გილ­ზე. მას ბრა­ლი მხო­ლოდ იმ ეპი­ზოდ­ზე ედე­ბა, როცა პო­ლი­ცი­ელს სა­ხის მი­და­მო­ში იდაყვს ურტყამს“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ბე­ჯაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ გი­ორ­გი ოკ­მე­ლაშ­ვილს, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ელ­ზე, ალექ­სან­დრე ოხა­ნაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმას ედა­ვე­ბი­ან, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე და­ვით მგე­ლი­აშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 13 მა­ისს, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გი­ორ­გი ოკ­მე­ლაშ­ვილ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელს ალექ­სან­დრე ოხა­ნაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, კერ­ძოდ, იდაყ­ვის დარ­ტყმით პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს სა­ხის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

უწყე­ბის ცნო­ბით, ოკ­მე­ლაშ­ვი­ლი წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის, მათ შო­რის ძა­ლა­დო­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­თვი­საა ნა­სა­მარ­თლე­ვი.

ოკ­მე­ლაშ­ვილს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა­სა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7- წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი ოკ­მე­ლაშ­ვი­ლი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია "ლი­მო­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"როცა ბრალდებული სამართალდამცავს იდაყვს არტყამდა, მოგერიების პირობებში არ იმყოფებოდა" - პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული მომიტინგის საქმის პროკურორი

"როცა ბრალდებული სამართალდამცავს იდაყვს არტყამდა, მოგერიების პირობებში არ იმყოფებოდა" - პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული მომიტინგის საქმის პროკურორი

პოლიციელზე, ალექსანდრე ოხანაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული მომიტინგის, გიორგი ოკმელაშვილის საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით, როცა ის სამართალდამცავს იდაყვს არტყამდა, მოგერიების პირობებში არ იმყოფებოდა.

პროკურორის თქმით, ოკმელაშვილი დანაშაულის ჩადენის ადგილას ერთადერთი პირი იყო, რომელიც ძალადობრივ ქმედებას ახორციელებდა.

"ის 13 მაისს, პოლიციელს თავს დაესხა, სახის მიდამოებში იდაყვი ჩაარტყა, ამის ამსახველი კადრები საქმეში მტკიცებულების სახით არსებობს. ბრალდებულების იდენტურობა და ის ფაქტი, რომ ჩანაწერში ასახული პირი ბრალდებულია, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნითა დადგენილი, ასევე, საქმეში დაზარალებულ პირს ამოსაცნობი ნიშანი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელი იყო. დაკავებულს ასევე ბრალი აქვს წარდგენილი, რომ ნარკოტიკულ საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ჩაიდინა. აღნიშნულ ფაქტს ბრალდებული ადასტურებს და აცხადებს, რომ მას ეს ნივთიერება შენახული ჰქონდა.

მოცემულ საქმეზე ყველაზე ნათელი მტკიცებულება - ვიდეოჩანაწერია წარმოდგენილი, ასევე, გამოკითხული არიან მოწმეები, მათ შორის, დაზარალებული, რომელიც უთითებს, რომ სწორედ აღნიშნულმა პირმა დაარტყა მას სახის არეში იდაყვი და ასევე, საქმეში მტკიცებულების სახით შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა არის, რომლითაც დგინდება, რომ სწორედ აღნიშნულ დღეს აქვს დაზარალებულს მითითებული დაზიანება მიღებული. ეს ჩანაწერი კონტექსტიდან ამოგლეჯილი არ არის, ის შეფასების შესაძლებლობას იძლევა, სრულია და ნათლად ჩანს, რომ ბრალდებულის მიერ ძალადობის ჩადენის - იდაყვის ჩარტყმის დროს, ის მოგერიების პირობებში არ იმყოფებოდა. ფაქტობრივად, ის იყო ერთადერთი პირი, რომელიც ძალადობრივ ქმედებას ახორციელებდა დანაშაულის ჩადენის ადგილზე. მას ბრალი მხოლოდ იმ ეპიზოდზე ედება, როცა პოლიციელს სახის მიდამოში იდაყვს ურტყამს“, - განაცხადა ხუბეჯაშვილმა.

ცნობისთვის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს, რომელსაც პოლიციელზე, ალექსანდრე ოხანაშვილზე თავდასხმას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით პოლიციის თანამშრომელს სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

უწყების ცნობით, ოკმელაშვილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა ნასამართლევი.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.