პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაიწყო გერგეტის სამების რეაბილიტაცია - როგორია გეგმა?
დაიწყო გერგეტის სამების რეაბილიტაცია - როგორია გეგმა?

გერ­გე­ტის სა­მე­ბის სა­ეკ­ლე­სიო კომ­პლექ­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და­ი­წყო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მთა­ვა­რი ტაძ­რი­სა და სამ­რეკ­ლოს სა­ხუ­რა­ვის შეც­ვლა, წყლის გა­დაყ­ვა­ნის სის­ტე­მის მო­წეს­რი­გე­ბა, ექ­სტე­რი­ერ­სა და ინ­ტე­რი­ერ­ში კედ­ლის ქვის წყო­ბის კონ­სერ­ვა­ცია და ტაძ­რის პე­რი­მეტ­რი­დან ბუ­ნებ­რი­ვი ნა­ლე­ქის ნა­კა­დე­ბის ეზოს­კენ მი­მარ­თვა.

"ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის - გერ­გე­ტის სა­მე­ბის ინ­ტე­რი­ერ­ში სა­ხუ­რა­ვი­დან ბუ­ნებ­რი­ვი ნა­ლე­ქი ჩა­დი­ო­და. გა­და­ხურ­ვის ნაშ­ვე­რე­ბის არ­ქო­ნის გამო, სა­ხუ­რა­ვი­დან ჩა­სუ­ლი ნა­ლე­ქი პირ­და­პირ კე­დელ­ზე ჩა­ე­დი­ნე­ბო­და, რაც აზი­ა­ნებ­და კედ­ლის სა­ფა­სა­დე წყო­ბა­სა და ცო­კოლს.

სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს ატა­რებს ელექტრო­ნულ ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია შპს „ჯავა კონ­სტრაქ­შე­ნი“. სა­ა­გენ­ტოს მიერ ძეგლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლია 614 000 ლარი.

გერ­გე­ტის სა­მე­ბა ერ­თა­დერ­თი გუმ­ბა­თო­ვა­ნი ტა­ძა­რი და ამა­ვე დროს, ყვე­ლა­ზე დიდი ეკ­ლე­სი­აა ხევ­ში. ეს არის ხე­ვის მთა­ვა­რი სა­ლო­ცა­ვი. გა­ლავ­ნით შე­მო­ზღუ­დულ კომ­პლექსში შე­დის სა­მე­ბის გუმ­ბა­თო­ვა­ნი ტა­ძა­რი, სამ­რეკ­ლო (XIV ს.) და საბ­ჭეო (XV ს.)“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

დაიწყო გერგეტის სამების რეაბილიტაცია - როგორია გეგმა?

დაიწყო გერგეტის სამების რეაბილიტაცია - როგორია გეგმა?

გერგეტის სამების საეკლესიო კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

  • მათივე ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს სახურავის შეცვლა, წყლის გადაყვანის სისტემის მოწესრიგება, ექსტერიერსა და ინტერიერში კედლის ქვის წყობის კონსერვაცია და ტაძრის პერიმეტრიდან ბუნებრივი ნალექის ნაკადების ეზოსკენ მიმართვა.

"ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - გერგეტის სამების ინტერიერში სახურავიდან ბუნებრივი ნალექი ჩადიოდა. გადახურვის ნაშვერების არქონის გამო, სახურავიდან ჩასული ნალექი პირდაპირ კედელზე ჩაედინებოდა, რაც აზიანებდა კედლის საფასადე წყობასა და ცოკოლს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯავა კონსტრაქშენი“. სააგენტოს მიერ ძეგლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 614 000 ლარი.

გერგეტის სამება ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარი და ამავე დროს, ყველაზე დიდი ეკლესიაა ხევში. ეს არის ხევის მთავარი სალოცავი. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო (XIV ს.) და საბჭეო (XV ს.)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.