საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიცნეს, მითხრეს, კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ და მაგინებდნენ" - რას ამბობს ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც იზოლატორი დატოვა
"მიცნეს, მითხრეს, კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ და მაგინებდნენ" - რას ამბობს ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც იზოლატორი დატოვა

"უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ­მა ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დის­მა დიღ­მის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო და­ტო­ვა.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბუ­ლი ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სი 48-სა­ა­თის გას­ვლის შემ­დეგ, ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

  • რო­გორც სამ­მარ­თვე­ლო­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გრი­გო­რი­ა­დის­მა გა­ნა­ცხა­და, ის პარ­ლა­მენ­ტის წინა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს და მას­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს.

"სრუ­ლი­ად, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მა­კა­ვეს, სა­ერ­თოდ ვერ მივ­ხვდი, რა­ტომ. გვირ­ტყამ­დნენ, გვცემ­დნენ, გვა­გი­ნებ­დნენ და ამავდრო­უ­ლად, გვი­ღებ­დნენ. პარ­ლა­მენ­ტის წინ ვი­დე­ქი, რო­დე­საც ჩემი და­კა­ვე­ბა მოხ­და. ჩემს წინ "რენ­დომ" - შემ­თხვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით და­ი­წყო და­კა­ვე­ბე­ბი და ვეხ­მა­რე­ბო­დი სხვე­ბი არ და­ე­ჭი­რათ, სწო­რედ მაგ მო­მენ­ტში შე­მით­რი­ეს მეც. რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ა­ზე გაშ­ლი­ლი ხე­ლის ბრა­ხუ­ნი უბ­რა­ლოდ პრო­ტეს­ტის, ხმა­უ­რის გა­მო­საწ­ვე­ვად და არა­ფერს აშა­ვებ. ცნო­ბით მიც­ნეს - კი­დევ შენ ხარო? - მი­თხრეს და თან მირ­ტყამ­დნენ და თან მა­გი­ნებ­დნენ. რა თქმა უნდა, მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემი და­ჭე­რა, რად­გან რუ­სულ კა­ნონს ვაპ­რო­ტეს­ტებ", - გა­ნა­ცხა­და გრი­გო­რი­ა­დის­მა.

ცნო­ბის­თვის, ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სი პარ­ლა­მენ­ტთან, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის აქ­ცი­ა­ზე 14 მა­ისს და­ა­კა­ვეს.

ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბით და­ა­კა­ვეს, რაც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­სა და წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მიცნეს, მითხრეს, კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ და მაგინებდნენ" - რას ამბობს ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც იზოლატორი დატოვა

"მიცნეს, მითხრეს, კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ და მაგინებდნენ" - რას ამბობს ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც იზოლატორი დატოვა

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა დიღმის მთავარი სამმართველო დატოვა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი 48-საათის გასვლის შემდეგ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

  • როგორც სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ გრიგორიადისმა განაცხადა, ის პარლამენტის წინა ტერიტორიაზე დააკავეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს.

"სრულიად, მოულოდნელად დამაკავეს, საერთოდ ვერ მივხვდი, რატომ. გვირტყამდნენ, გვცემდნენ, გვაგინებდნენ და ამავდროულად, გვიღებდნენ. პარლამენტის წინ ვიდექი, როდესაც ჩემი დაკავება მოხდა. ჩემს წინ "რენდომ" - შემთხვევითობის პრინციპით დაიწყო დაკავებები და ვეხმარებოდი სხვები არ დაეჭირათ, სწორედ მაგ მომენტში შემითრიეს მეც. რკინის კონსტრუქციაზე გაშლილი ხელის ბრახუნი უბრალოდ პროტესტის, ხმაურის გამოსაწვევად და არაფერს აშავებ. ცნობით მიცნეს - კიდევ შენ ხარო? - მითხრეს და თან მირტყამდნენ და თან მაგინებდნენ. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ჩემი დაჭერა, რადგან რუსულ კანონს ვაპროტესტებ", - განაცხადა გრიგორიადისმა.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეების აქციაზე 14 მაისს დააკავეს.

ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.