მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიეტუვის პირველი დიპლომატი მილიონერი მეუღლით და ოჯახის პოლიტიკური ტრადიციით - რა არის ცნობილი მინისტრზე, რომელმაც ქართველების გული მოინადირა
ლიეტუვის პირველი დიპლომატი მილიონერი მეუღლით და ოჯახის პოლიტიკური ტრადიციით - რა არის ცნობილი მინისტრზე, რომელმაც ქართველების გული მოინადირა

"ყვე­ლამ ღიად უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ, რა შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბა ამ­ჟა­მინ­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის", - ამის შე­სა­ხებ ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გაბ­რი­ე­ლი­უს ლან­დსბერ­გის­მა პარ­ლა­მენ­ტთან, დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ევ­რო­პა სა­ქარ­თვე­ლოს არას­დროს და­ტო­ვებს მარ­ტო.

"უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ყო­ველ დღე კვდე­ბი­ან თა­ვი­სუ­ფალ ევ­რო­პე­ლე­ბად ყოფ­ნის უფ­ლე­ბის­თვის. ბე­ლა­რუ­სებს, რომ­ლე­ბიც ბე­და­ვენ და ლა­პა­რა­კო­ბენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, აჩუ­მე­ბენ პო­ლი­ცი­ი­სა და კე-გე-ბეს ტე­რო­რით. არ მინ­და ეს იყოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი. არ მინ­და ფუნ­და­მენ­ტუ­რი გახ­ლე­ჩა იყოს ხალ­ხის სურ­ვილს შო­რის, იყოს უსაფრ­თხო­ე­ბა და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი და მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კას შო­რის, გა­ა­ნად­გუ­რონ ეს ქვე­ყა­ნა. ეს გზა ერ­თად და­ვი­წყეთ და ვრჩე­ბით წინა ხა­ზის ქვეყ­ნე­ბად, რომ­ლებ­მაც იცი­ან, თუ რა არის, იყო მოს­კო­ვის ექ­სპან­სი­უ­რი ბრა­ზი­სა და სა­სო­წარ­კვე­თის გრა­ვი­ტა­ცი­ის წი­ნაშე. არას­დროს დაგ­ტო­ვებთ მარ­ტო, თუმ­ცა ყვე­ლა ჩვენ­გან­მა თა­ვად უნდა შექ­მნას ისე­თი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­ზეც კან­დი­და­ტი ქვე­ყა­ნა ოც­ნე­ბობს. ამის სწო­რად გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია და ყო­ვე­ლი მცდე­ლო­ბა დიდ ფა­სად ჯდე­ბა. ყვე­ლამ ღიად უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ, რა შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბა ამ­ჟა­მინ­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის, სა­ნამ ძა­ლი­ან გვი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა. ამი­ტომ გე­კი­თხე­ბით: “სად მივ­დი­ვართ?” - გა­ნა­ცხა­და ლან­დსბერ­გის­მა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს მას­თან ერ­თად, კი­დევ ევ­რო­კავ­ში­რის 3 ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი სტუმ­რობ­დნენ, თუმ­ცა ლან­დსბერ­გი­სის მი­მარ­თა­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მოდ­გა, რა­მაც ლი­ე­ტუ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის მი­მართ ჩვენ­ში ინ­ტე­რე­სი გა­ზარ­და.

  • მაშ, რა არის ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის შთა­მო­მა­ვალ­სა და ლი­ე­ტუ­ვას პო­ლი­ტი­კის მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­გუ­რა­ზე?

გაბ­რი­ე­ლი­უს ლან­დსბერ­გი­სი 1982 წლის 7 იან­ვარს, ვილ­ნი­უს­ში და­ი­ბა­და. პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სია, აღ­ნიშ­ნულ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, ასე­ვე ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ამ­თავ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი მა­გის­ტრის ხა­რის­ხი აქვს. ის 2020 წლის 11 დე­კემ­ბრი­დან არის ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი.

2020 წლის მარ­ტი­დან ნო­ემ­ბრამ­დე იყო ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი.

2016-2020 წლებ­ში იყო მე-12 მოწ­ვე­ვის ლი­ე­ტუ­ვის სე­ი­მის წევ­რი. 2014-2016 წლებ­ში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ლი­ე­ტუ­ვი­დან.

2015 წლი­დან კი პარ­ტია "სამ­შობ­ლოს კავ­ში­რი - ქრის­ტი­ან დე­მოკ­რა­ტე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე.

  • ოჯა­ხი და ქო­ნე­ბა

ლან­დსბერ­გი­სი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­დარ ლი­ე­ტუ­ველ პო­ლი­ტი­კო­სად მი­იჩ­ნე­ვა. ლი­ე­ტუ­ვის სე­ი­მის წევ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში (2016-2020 წლე­ბი) ის სე­ი­მის 5 ყვე­ლა­ზე მდი­დარ წევ­რს შო­რის და­სა­ხელ­და. სხვა­დას­ხვა წყა­რო­ებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ქო­ნე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მისი მე­უღ­ლის ქო­ნე­ბას­თან.

გაბ­რი­ე­ლი­უს ლან­დსბერ­გი­სი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია აუს­ტეა ლან­დსბერ­გე­ნე­ზე. ისი­ნი უკვე 20 წელ­ზე მე­ტია ერ­თად ცხოვ­რო­ბენ და 4 შვი­ლი ჰყავთ. დიპ­ლო­მა­ტის ცოლი პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გი და გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტია. 2016 წელს აუს­ტეა ლი­ე­ტუ­ვის წლის ქა­ლად და­ა­სა­ხე­ლეს წვლი­ლის­თვის, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის უკეთ მუ­შა­ო­ბა­ში შე­აქვს.

ქალს გარ­და ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა, გა­ნათ­ლე­ბა აშშ-შიც აქვს მი­ღე­ბუ­ლი, სწავ­ლობ­და მა­სა­ჩუ­სეტ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ქმარ­ზე 5 წლით უფ­რო­სია.

ლი­ე­ტუ­ვის სა­ხელ­მწი­ფო სა­გა­და­სა­ხა­დო ინ­სპექ­ცი­ის (STI) თა­ნახ­მად, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის რეს­პუბ­ლი­კის უმ­დიდ­რე­სი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე გახ­ლავთ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლის მე­უღ­ლე აუს­ტეა ლან­დსბერ­გე­ნე.

ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ის ფლობს კერ­ძო სკო­ლე­ბი­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის ქსელს, რომ­ლის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა სულ ცოტა, 17,7 მი­ლი­ო­ნი ევ­როა. კერ­ძოდ, ეს მო­ი­ცავს 12,6 მლნ ევ­როს აქ­ცი­ებს და კი­დევ 3,6 მლნ ევ­როს ფა­სი­ან ქა­ღალ­დებს. ლინდსბერ­გე­ნე ასე­ვე ფლობს 795 000 ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის უძ­რავ ქო­ნე­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ და 178 000 ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის მი­წას ლი­ე­ტუ­ვა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მისი მე­უღ­ლის ქო­ნე­ბას, მისი ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 194 000 ევ­როა, ამას­თა­ნა­ვე, ლი­ე­ტუ­ვე­ლი პირ­ვე­ლი დიპ­ლო­მა­ტის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის ნო­მი­ნა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 175 000 ევ­როს შე­ად­გენს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ პო­ლი­ტი­კოს­მა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი 8600-დან 1700 ევ­რომ­დე შე­ამ­ცი­რა.

  • ბა­ბუა და მამა

ლან­დსბერ­გი­სი ლი­ე­ტუ­ვა­ში ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი­და­ნაა, მისი ბა­ბუა ვი­ტა­უ­ტას ლან­დსბერ­გი­სი პო­ლი­ტი­კო­სი იყო და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის დროს ლი­ე­ტუ­ვის მიერ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბა­ბუა ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც მუ­სი­კათმცოდ­ნე და ჟურ­ნა­ლის­ტი. ის იყო ლი­ე­ტუ­ვის მიერ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ქვეყ­ნის მე­თა­უ­რი - და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კის სე­ი­მის პირ­ვე­ლი თავ­მჯდო­მა­რე.

მი­ნის­ტრის მამა კი ცნო­ბი­ლი ლი­ე­ტუ­ვე­ლი მწე­რა­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი და რე­ჟი­სო­რია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ლიეტუვის პირველი დიპლომატი მილიონერი მეუღლით და ოჯახის პოლიტიკური ტრადიციით - რა არის ცნობილი მინისტრზე, რომელმაც ქართველების გული მოინადირა

ლიეტუვის პირველი დიპლომატი მილიონერი მეუღლით და ოჯახის პოლიტიკური ტრადიციით - რა არის ცნობილი მინისტრზე, რომელმაც ქართველების გული მოინადირა

"ყველამ ღიად უნდა ვილაპარაკოთ, რა შედეგები ექნება ამჟამინდელ გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პარლამენტთან, დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა საქართველოს არასდროს დატოვებს მარტო.

"უკრაინელები ყოველ დღე კვდებიან თავისუფალ ევროპელებად ყოფნის უფლებისთვის. ბელარუსებს, რომლებიც ბედავენ და ლაპარაკობენ თავისუფლების შესახებ, აჩუმებენ პოლიციისა და კე-გე-ბეს ტერორით. არ მინდა ეს იყოს საქართველოს მომავალი. არ მინდა ფუნდამენტური გახლეჩა იყოს ხალხის სურვილს შორის, იყოს უსაფრთხოება და გარანტირებული ევროპული მომავალი და მთავრობის პოლიტიკას შორის, გაანადგურონ ეს ქვეყანა. ეს გზა ერთად დავიწყეთ და ვრჩებით წინა ხაზის ქვეყნებად, რომლებმაც იციან, თუ რა არის, იყო მოსკოვის ექსპანსიური ბრაზისა და სასოწარკვეთის გრავიტაციის წინაშე. არასდროს დაგტოვებთ მარტო, თუმცა ყველა ჩვენგანმა თავად უნდა შექმნას ისეთი ქვეყანა, რომელზეც კანდიდატი ქვეყანა ოცნებობს. ამის სწორად გაკეთების შესაძლებლობები ძალიან იშვიათია და ყოველი მცდელობა დიდ ფასად ჯდება. ყველამ ღიად უნდა ვილაპარაკოთ, რა შედეგები ექნება ამჟამინდელ გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება. ამიტომ გეკითხებით: “სად მივდივართ?” - განაცხადა ლანდსბერგისმა.

მოგეხსენებათ, საქართველოს მასთან ერთად, კიდევ ევროკავშირის 3 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სტუმრობდნენ, თუმცა ლანდსბერგისის მიმართავა განსაკუთრებულად შთამბეჭდავი გამოდგა, რამაც ლიეტუველი პოლიტიკოსის მიმართ ჩვენში ინტერესი გაზარდა.

  • მაშ, რა არის ცნობილი პოლიტიკოსის შთამომავალსა და ლიეტუვას პოლიტიკის მნიშვნელოვან ფიგურაზე?

გაბრიელიუს ლანდსბერგისი 1982 წლის 7 იანვარს, ვილნიუსში დაიბადა. პროფესიით ისტორიკოსია, აღნიშნულ სპეციალობაზე ვილნიუსის უნივერსიტეტში სწავლობდა, ასევე ამავე უნივერსიტეტში დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტი. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით კი მაგისტრის ხარისხი აქვს. ის 2020 წლის 11 დეკემბრიდან არის ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

2020 წლის მარტიდან ნოემბრამდე იყო ოპოზიციის ლიდერი.

2016-2020 წლებში იყო მე-12 მოწვევის ლიეტუვის სეიმის წევრი. 2014-2016 წლებში ევროპარლამენტის წევრი ლიეტუვიდან.

2015 წლიდან კი პარტია "სამშობლოს კავშირი - ქრისტიან დემოკრატების“ თავმჯდომარე.

  • ოჯახი და ქონება

ლანდსბერგისი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ ლიეტუველ პოლიტიკოსად მიიჩნევა. ლიეტუვის სეიმის წევრობის პერიოდში (2016-2020 წლები) ის სეიმის 5 ყველაზე მდიდარ წევრს შორის დასახელდა. სხვადასხვა წყაროებში აღნიშნულია, რომ ქონება, პირველ რიგში, დაკავშირებულია მისი მეუღლის ქონებასთან.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი დაქორწინებულია აუსტეა ლანდსბერგენეზე. ისინი უკვე 20 წელზე მეტია ერთად ცხოვრობენ და 4 შვილი ჰყავთ. დიპლომატის ცოლი პროფესიით ფილოლოგი და განათლების საკითხების ექსპერტია. 2016 წელს აუსტეა ლიეტუვის წლის ქალად დაასახელეს წვლილისთვის, რომელიც განათლების სისტემის უკეთ მუშაობაში შეაქვს.

ქალს გარდა ვილნიუსის უნივერსიტეტისა, განათლება აშშ-შიც აქვს მიღებული, სწავლობდა მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში საერთაშორისო განათლების მიმართულებით. ქმარზე 5 წლით უფროსია.

ლიეტუვის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის (STI) თანახმად, ბალტიისპირეთის რესპუბლიკის უმდიდრესი საზოგადო მოღვაწე გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მეუღლე აუსტეა ლანდსბერგენე.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ის ფლობს კერძო სკოლებისა და საბავშვო ბაღების ქსელს, რომლის საერთო ღირებულება სულ ცოტა, 17,7 მილიონი ევროა. კერძოდ, ეს მოიცავს 12,6 მლნ ევროს აქციებს და კიდევ 3,6 მლნ ევროს ფასიან ქაღალდებს. ლინდსბერგენე ასევე ფლობს 795 000 ევროს ღირებულების უძრავ ქონებას საზღვარგარეთ და 178 000 ევროს ღირებულების მიწას ლიეტუვაში.

რაც შეეხება მისი მეუღლის ქონებას, მისი ჯამური ღირებულება 194 000 ევროა, ამასთანავე, ლიეტუველი პირველი დიპლომატის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების ნომინალური ღირებულება 175 000 ევროს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიტიკოსმა ბოლო წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდები 8600-დან 1700 ევრომდე შეამცირა.

  • ბაბუა და მამა

ლანდსბერგისი ლიეტუვაში ცნობილი ოჯახიდანაა, მისი ბაბუა ვიტაუტას ლანდსბერგისი პოლიტიკოსი იყო და აქტიურად მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ლიეტუვის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. აღსანიშნავია, რომ ბაბუა ასევე ცნობილია, როგორც მუსიკათმცოდნე და ჟურნალისტი. ის იყო ლიეტუვის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მეთაური - დამოუკიდებელი რესპუბლიკის სეიმის პირველი თავმჯდომარე.

მინისტრის მამა კი ცნობილი ლიეტუველი მწერალი, ჟურნალისტი და რეჟისორია.

იხილეთ ასევე: