პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანქციები თუ დაწესდა, ის ოჯახის ყველა წევრზე ვრცელდება ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მყოფთა შვილებსაც შეეზღუდებათ დასავლურ ქვეყნებში ყოფნის საშუალება" - ექსპერტი
"სანქციები თუ დაწესდა, ის ოჯახის ყველა წევრზე ვრცელდება ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ  ხელისუფლებაში მყოფთა შვილებსაც შეეზღუდებათ დასავლურ ქვეყნებში ყოფნის საშუალება" - ექსპერტი

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნი მე­სა­მე მოს­მე­ნით სწო­რედ იმ დღეს მი­ი­ღო, რო­დე­საც თბი­ლისს ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წე ჯიმ ო ბრა­ი­ე­ნი სტუმ­რობ­და.

მან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის თე­მა­ზე ვი­ზი­ტის შე­მა­ჯა­მე­ბელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა.

"ეს ძა­ლი­ან ახლო პერ­სპექ­ტი­ვაა. არ მინ­და, პროგ­ნო­ზი გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ ამა­ზე ვი­მუ­შა­ვებთ. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს სან­ქცი­ებს ვუ­წე­სებთ, ამას ვა­კე­თებთ ცხად მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­სა და ძა­ლი­ან ძლი­ერ სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველ­ზე დაყ­რდნო­ბით. ეს არ არის ისე­თი რამ, რომ ერთ ღა­მე­ში გა­კეთ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და მან.

მი­სი­ვე თქმით:

"ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბა, თუ კა­ნო­ნი ახ­ლან­დე­ლი სა­ხით და­ი­ნერ­გე­ბა. ასე რომ, სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ შევა ძა­ლა­ში, გვჭირ­დე­ბა, რომ მას­ში არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­დეს. ეს და ასე­ვე რი­ტო­რი­კა, რა­საც ვხე­დავთ, მიგ­ვიყ­ვანს კი­თხვამ­დე, თუ რა დარ­ჩე­ბა ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბის­გან... გვსურს, რომ თავი ავა­რი­დოთ ყო­ველ­გვარ სტიგ­მას ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხო­ლოდ მცი­რე ჯგუ­ფი­სად­მი. არ­სე­ბობს ევ­რო­კავ­ში­რის ჩარ­ჩო, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა უცხო­ურ და­ფი­ნან­სე­ბას. აშშ-შიც გვაქვს გარ­კვე­უ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბი. ასე რომ, არ მინ­და ვუ­კარ­ნა­ხო, ზუს­ტად რა უნდა გა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ გვსურს, რომ თავი ავა­რი­დოთ იმას, რაც ბოლო კვი­რა­ში ვნა­ხეთ - სა­ჯა­რო დის­კუ­სია ცალ­კე­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის მიერ, რომ და­ა­ზი­ა­ნონ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა, და­ა­ზი­ა­ნონ ადა­მი­ა­ნე­ბი. ეს და­უშ­ვე­ბე­ლია“.

მა­ნამ­დე ო ბრა­ი­ენ­მა და­ა­დას­ტუ­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ნათ­ქვა­მი, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა უარი გა­ნა­ცხა­და შეხ­ვედ­რა­ზე იმის გამო, რომ უკვე იმ­ყო­ფე­ბა დე ფაქ­ტო სან­ქცი­რე­ბის ქვეშ და ამ რე­ა­ლო­ბა­ში არ სურს შეხ­ვედ­რა. ამის სა­პი­რის­პი­როდ, ო ბრა­ი­ენ­მა გა­ნა­ცხა­და: "ამ ეტაპ­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ სან­ქცი­ე­ბი არ არის და­წე­სე­ბუ­ლი.“

"ფაქ­ტი, რომ ასე­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ასე ცუ­დად არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, ნამ­დვი­ლად სა­ო­ცა­რი და სამ­წუ­ხა­როა. ეს მი­ზე­ზი, რომ ადა­მი­ან­მა უარი გა­ნა­ცხა­დოს ქვეყ­ნის პარტნი­ორ­თან შეხ­ვედ­რა­ზე, ნიშ­ნავს, რომ პი­რა­დი ინ­ტე­რე­სი და­ა­ყე­ნო ქვეყ­ნის წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე წინ, რაც კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შია გა­წე­რი­ლი“, - გა­ნუ­ცხა­და მან ჟურ­ნა­ლის­ტებს.

უმ­რავ­ლე­სო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არც მო­სა­ლოდ­ნე­ლი და­სან­ქცი­რე­ბის გამო იტეხს იხ­ტი­ბარს და ერ­თხმად იმე­ო­რებს, - როცა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს ეხე­ბა საქ­მე, სან­ქცი­ე­ბი რა მო­სა­ტა­ნი­აო.

ჯიმ ო ბრა­ი­ე­ნის ტექ­სტის ძი­რი­თად გზავ­ნი­ლებ­სა და სან­ქცი­ე­ბის საფრ­თხე­ზე, ambebi.ge - ს პო­ლი­ტო­ლო­გი, GIPA-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ესა­უბ­რა:

"ეს იყო უკი­დუ­რე­სად კრი­ტი­კუ­ლი გა­მოს­ვლა, დიპ­ლო­მა­ტი­ურ ენა­ზე ამა­ზე მე­ტად კრი­ტი­კუ­ლი გა­მოს­ვლა ვერ იქ­ნე­ბო­და. ჯიმ ო ბრა­ი­ენ­მა ახ­სე­ნა, რომ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ზო­გა­დად არა­სე­რი­ო­ზუ­ლია და ეს არის ალ­ბათ ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მე­სი­ჯი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა მარ­ტო ამ შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებ­ში ცხოვ­რობს, არა­მედ ამ თე­ო­რი­ე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი თა­ვად ხდე­ბა. ეს კი და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია არა მხო­ლოდ მისი რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის, არა­მედ ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უს­მენს ხოლ­მე. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან მძი­მეა, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ არა­სე­რი­ო­ზულ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, რო­გო­რი­ცაა მაგ. გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია და სხვა. მე­ო­რე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­სი­ჯი შე­ე­ხე­ბა იმას, რომ სა­ხელ­მწი­ფო არ უნდა იქ­ცეს პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად და მე­ქა­ნიზ­მად. ეს, პრაქ­ტი­კუ­ლად, ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აქამ­დე არ­სე­ბობს, ეკუთ­ვნის ხალ­ხს და თუკი ვი­ღა­ცის მიერ მოხ­და მისი მი­სა­კუთ­რე­ბა, პი­რად ინ­ტე­რე­სებ­ში გა­ტა­რე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მწი­ფო მი­ტა­ცე­ბუ­ლია და ემ­სა­ხუ­რე­ბა ერთ ადა­მი­ანს, რაც, რა თქმა უნდა, კა­ტას­ტრო­ფუ­ლად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის რე­პუ­ტა­ცი­ი­სა და ნდო­ბი­სათ­ვის ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის.

რაც შე­ე­ხე­ბა სან­ქცი­ებს, ეს პრინ­ციპ­ში, ლო­გი­კუ­რიც იყო, თუმ­ცა სან­ქცი­ე­ბის ფორ­მა, რა­ო­დე­ნო­ბა, და­დე­ბის მო­მენ­ტი და სხვა რო­გორ იქ­ნე­ბა, ეს დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­წყდე­ბა, რაც პრინ­ციპ­ში, ინ­ტრი­გა­საც ტო­ვებს და მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ მოქ­ნი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა კი­დევ არ­სე­ბობს. ის, რომ სან­ქცი­ე­ბის და­დე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უშუ­ა­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სად­მი არ გა­ნი­ხი­ლე­ბა, მი­ა­ნიშ­ნებ­და იმა­ზე, რომ მას უკან და­ხე­ვის­თვის გზას უტო­ვე­ბენ. მთა­ვა­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა ამ გზავ­ნი­ლი­დან იყოს, ეს არის ის, რომ ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად ხვდე­ბი­ან, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს შიგ­ნით და მათ არ აქვთ ილუ­ზია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცა მო­ა­ტყუ­ოს ან და­არ­წმუ­ნოს, რომ ეს რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი არ არის, რუ­სუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა არ არის და ა.შ. ამი­ტომ ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ზო­გა­დად უფრო პო­ზი­ტი­უ­რი იყო, ვიდ­რე ნე­გა­ტი­უ­რი, მაგ­რამ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, ახლო მო­მა­ვალ­ში სან­ქცი­ე­ბი ვი­ხი­ლოთ (რამ­დე­ნი­მე კვი­რა გვაქვს შე­სა­ფა­სებ­ლად). ეს არ არის არც ნელი და არც ძა­ლი­ან სწრა­ფი პრო­ცე­სი, ზო­გა­დად, ეს არის პრო­ცე­სი პა­სუ­ხებ­ზე.

რო­გორც ჩანს, ამ ეტაპ­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სან­ქცი­ე­ბის რიგ­ში პირ­ვე­ლი არ იქ­ნე­ბა, რაც ჭკვი­ა­ნუ­რი ნა­ბი­ჯია, ვიდ­რე არას­წო­რი. არ მგო­ნია, რომ ამ ეტაპ­ზე ბი­ძი­ნა და­ა­სან­ქცი­რონ, პი­რი­ქით, ვფიქ­რობ ის იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ბოლო და თუ ის და­სან­ქცირ­და, ნიშ­ნავს, რომ უკან წა­სა­ღე­ბი აღა­რა­ფე­რი იქ­ნე­ბა და ეს და­სავ­ლე­თი­და­ნაც იქ­ნე­ბა სრუ­ლი ვა ბან­კი. და­სავ­ლე­თი ამ მი­მარ­თე­ბით ზო­გა­დად, ძა­ლი­ან ფრთხი­ლობს ხოლ­მე. გვახ­სოვს, როცა რუ­სეთ­ში, კრემლში ყვე­ლას ასან­ქცი­რებ­დნენ და როცა უშუ­ა­ლოდ პუ­ტინ­ზე მიდ­გე­ბო­და საქ­მე, ეს იყო ყვე­ლა­ზე ბოლო და უკი­დუ­რე­სი პრო­ცე­სი.

რო­გორც იკ­ვე­თე­ბა, ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პირი და­სან­ქცირ­დე­ბა მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­ა­ნად. სან­ქცი­ე­ბი თუ და­წეს­და, ის ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რზე ვრცელ­დე­ბა ხოლ­მე. ეს ნიშ­ნავს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ­თა შვი­ლებ­საც, რომ­ლე­ბიც სწავ­ლო­ბენ აშშ-სა თუ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, შე­ე­ზღუ­დე­ბათ და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. ეს სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა და არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი. რო­დე­საც სა­უ­ბა­რი გვაქვს ოჯა­ხის სან­ქცი­ებ­ზე, გა­მო­დის, რომ მათ ყვე­ლას გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ე­ზღუ­დე­ბა, ასე­ვე, იზღუ­დე­ბა ხოლ­მე ფი­ნან­სუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი ოჯა­ხე­ბის გავ­ლით. რო­დე­საც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ა­სან­ქცი­რეს, მათ შო­რის იყო პუ­ტი­ნის შვი­ლი, რო­მე­ლიც სწავ­ლობ­და ნი­დერ­ლან­დებ­ში. მას მო­უ­წია იმ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად უკან დაბ­რუნ­და, თუმ­ცა მან და­ას­წრო და სა­ნამ პუ­ტი­ნის ოჯახს სან­ქცი­ებს და­ა­დებ­დნენ, რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე და­ტო­ვა ნი­დერ­ლან­დე­ბი. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­სია და გა­მო­რი­ცხუ­ლია, ვი­ღა­ცებ­ზე, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა თუ სხვა, გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვან. თუმ­ცა მთა­ვა­რი რა­ცაა, უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ამ ეტაპ­ზე ამე­რი­კულ სან­ქცი­ებ­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმა­ვე ზო­მის ევ­რო­პუ­ლი სან­ქცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ბევ­რად უფრო მძი­მე იქ­ნე­ბა იმ გა­გე­ბით, რომ ევ­რო­პას­თან მი­მოს­ვლა ბევ­რად უფრო აქ­ტი­უ­რია, ვიდ­რე ამე­რი­კას­თან.

ჯიმ ო ბრა­ი­ენ­მა ევ­რო­პუ­ლი სტა­დარ­ტის კა­ნონ­ზე ისა­უბ­რა და როცა თქვა კა­ნო­ნის შეც­ვლა­ზე, ამ შემ­თხვე­ვა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი­დან რიგი მუხ­ლე­ბის ამო­ღე­ბა, მათ შო­რის, პირ­ველ რიგ­ში, მე-8 მუხ­ლის - მო­ნი­ტო­რინ­გი მთლი­ა­ნად უნდა გაქ­რეს, ასე­ვე, სა­ხე­ლი უნდა შე­ეც­ვა­ლოს კა­ნონს. სტიგ­მა­ტი­ზა­ცია (რომ ვი­ღაც აგენ­ტია, ვი­ღა­ცა გავ­ლე­ნას ახ­დენს და სხვა), რო­მელ­ზე მან აქ­ცენ­ტიც გა­ა­კე­თა, აზა­რა­ლებს ყვე­ლა­ფერს - ეს იყო მთა­ვა­რი სიგ­ნა­ლი და მე­სი­ჯი, ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ამ გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრე­ზი­დენ­ტი კა­ნონს ვე­ტოს როცა და­ა­დებს, ის არ უნდა და­იძ­ლი­ოს, ან მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პარ­ლა­მენ­ტმა კა­ნო­ნის გა­უქ­მე­ბას კენ­ჭი უნდა უყა­როს. სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის მო­ძებ­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მთა­ვა­რია პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ­სე­ბობ­დეს. სა­ინ­ტე­რე­სო კი­დევ ერ­თია, რაც მო­ვის­მი­ნე და ლო­გი­კუ­რა­დაც მეჩ­ვე­ნა - ო ბრა­ი­ენ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­გორც ჩანს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია აქ­ვსო, რაც არის ერ­თგვა­რი მი­ნიშ­ნე­ბა იმა­ზეც, რომ ის უკეთ უნდა გა­ეც­ნოს ამე­რი­კი­დან მო­სა­ლოდ­ნელ, პო­ტენ­ცი­ურ ნა­ბი­ჯებს".

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სანქციები თუ დაწესდა, ის ოჯახის ყველა წევრზე ვრცელდება ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მყოფთა შვილებსაც შეეზღუდებათ დასავლურ ქვეყნებში ყოფნის საშუალება" - ექსპერტი

"სანქციები თუ დაწესდა, ის ოჯახის ყველა წევრზე ვრცელდება ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ  ხელისუფლებაში მყოფთა შვილებსაც შეეზღუდებათ დასავლურ ქვეყნებში ყოფნის საშუალება" - ექსპერტი

საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. აგენტების კანონი მესამე მოსმენით სწორედ იმ დღეს მიიღო, როდესაც თბილისს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო ბრაიენი სტუმრობდა.

მან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების თემაზე ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ეს ძალიან ახლო პერსპექტივაა. არ მინდა, პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ ამაზე ვიმუშავებთ. როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ ცხად მტკიცებულებებსა და ძალიან ძლიერ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით. ეს არ არის ისეთი რამ, რომ ერთ ღამეში გაკეთდეს“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით:

"ძალიან ცუდი იქნება, თუ კანონი ახლანდელი სახით დაინერგება. ასე რომ, სანამ საბოლოოდ შევა ძალაში, გვჭირდება, რომ მასში არსებითი ცვლილებები შევიდეს. ეს და ასევე რიტორიკა, რასაც ვხედავთ, მიგვიყვანს კითხვამდე, თუ რა დარჩება ჩვენი პარტნიორობისგან... გვსურს, რომ თავი ავარიდოთ ყოველგვარ სტიგმას ორგანიზაციების მხოლოდ მცირე ჯგუფისადმი. არსებობს ევროკავშირის ჩარჩო, რომელიც ამჟამად განიხილება, რომელიც უკავშირდება უცხოურ დაფინანსებას. აშშ-შიც გვაქვს გარკვეული ჩარჩოები. ასე რომ, არ მინდა ვუკარნახო, ზუსტად რა უნდა გამოვიდეს, მაგრამ გვსურს, რომ თავი ავარიდოთ იმას, რაც ბოლო კვირაში ვნახეთ - საჯარო დისკუსია ცალკეულ ორგანიზაციებზე გამოყენებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, რომ დააზიანონ კერძო საკუთრება, დააზიანონ ადამიანები. ეს დაუშვებელია“.

მანამდე ო ბრაიენმა დაადასტურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ნათქვამი, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა შეხვედრაზე იმის გამო, რომ უკვე იმყოფება დე ფაქტო სანქცირების ქვეშ და ამ რეალობაში არ სურს შეხვედრა. ამის საპირისპიროდ, ო ბრაიენმა განაცხადა: "ამ ეტაპზე ივანიშვილის მიმართ სანქციები არ არის დაწესებული.“

"ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა. ეს მიზეზი, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე, ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის წინაშე ვალდებულებაზე წინ, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

უმრავლესობა ჯერჯერობით არც მოსალოდნელი დასანქცირების გამო იტეხს იხტიბარს და ერთხმად იმეორებს, - როცა ქვეყნის სუვერენიტეტს ეხება საქმე, სანქციები რა მოსატანიაო.

ჯიმ ო ბრაიენის ტექსტის ძირითად გზავნილებსა და სანქციების საფრთხეზე, ambebi.ge - ს პოლიტოლოგი, GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე ესაუბრა:

"ეს იყო უკიდურესად კრიტიკული გამოსვლა, დიპლომატიურ ენაზე ამაზე მეტად კრიტიკული გამოსვლა ვერ იქნებოდა. ჯიმ ო ბრაიენმა ახსენა, რომ შეთქმულებაზე საუბარი ზოგადად არასერიოზულია და ეს არის ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მესიჯი, რომლის მიხედვით, ხელისუფლება არა მარტო ამ შეთქმულების თეორიებში ცხოვრობს, არამედ ამ თეორიების გამავრცელებელი თავად ხდება. ეს კი დამაზიანებელია არა მხოლოდ მისი რეპუტაციისთვის, არამედ ზოგადად საზოგადოების მდგომარეობისთვის იმიტომ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლებას უსმენს ხოლმე. შესაბამისად, ძალიან მძიმეა, როცა ხელისუფლება ამ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს, როგორიცაა მაგ. გლობალური ომის პარტია და სხვა. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი შეეხება იმას, რომ სახელმწიფო არ უნდა იქცეს პირადი ინტერესების გატარების საშუალებად და მექანიზმად. ეს, პრაქტიკულად, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლებიც აქამდე არსებობს, ეკუთვნის ხალხს და თუკი ვიღაცის მიერ მოხდა მისი მისაკუთრება, პირად ინტერესებში გატარება, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მიტაცებულია და ემსახურება ერთ ადამიანს, რაც, რა თქმა უნდა, კატასტროფულად დამაზიანებელია ნებისმიერი სახის რეპუტაციისა და ნდობისათვის ნებისმიერი ადამიანისათვის.

რაც შეეხება სანქციებს, ეს პრინციპში, ლოგიკურიც იყო, თუმცა სანქციების ფორმა, რაოდენობა, დადების მომენტი და სხვა როგორ იქნება, ეს დროთა განმავლობაში გადაწყდება, რაც პრინციპში, ინტრიგასაც ტოვებს და მიანიშნებს იმაზე, რომ მოქნილი საშუალება კიდევ არსებობს. ის, რომ სანქციების დადება ჯერჯერობით უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისადმი არ განიხილება, მიანიშნებდა იმაზე, რომ მას უკან დახევისთვის გზას უტოვებენ. მთავარი, რაც შეიძლება ამ გზავნილიდან იყოს, ეს არის ის, რომ ამერიკული საზოგადოება და ჩვენი მოკავშირეები ძალიან კარგად ხვდებიან, თუ რა მდგომარეობაა საქართველოს შიგნით და მათ არ აქვთ ილუზია, რომ ხელისუფლებამ შეიძლება ვიღაცა მოატყუოს ან დაარწმუნოს, რომ ეს რუსული კანონი არ არის, რუსული სამართლებრივი წესრიგის დამყარება არ არის და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, ეს ყველაფერი ზოგადად უფრო პოზიტიური იყო, ვიდრე ნეგატიური, მაგრამ მოსალოდნელია, ახლო მომავალში სანქციები ვიხილოთ (რამდენიმე კვირა გვაქვს შესაფასებლად). ეს არ არის არც ნელი და არც ძალიან სწრაფი პროცესი, ზოგადად, ეს არის პროცესი პასუხებზე.

როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი სანქციების რიგში პირველი არ იქნება, რაც ჭკვიანური ნაბიჯია, ვიდრე არასწორი. არ მგონია, რომ ამ ეტაპზე ბიძინა დაასანქცირონ, პირიქით, ვფიქრობ ის იქნება ყველაზე ბოლო და თუ ის დასანქცირდა, ნიშნავს, რომ უკან წასაღები აღარაფერი იქნება და ეს დასავლეთიდანაც იქნება სრული ვა ბანკი. დასავლეთი ამ მიმართებით ზოგადად, ძალიან ფრთხილობს ხოლმე. გვახსოვს, როცა რუსეთში, კრემლში ყველას ასანქცირებდნენ და როცა უშუალოდ პუტინზე მიდგებოდა საქმე, ეს იყო ყველაზე ბოლო და უკიდურესი პროცესი.

როგორც იკვეთება, ამ პროცესში მონაწილე ყველა პირი დასანქცირდება მათი ოჯახის წევრებიანად. სანქციები თუ დაწესდა, ის ოჯახის ყველა წევრზე ვრცელდება ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მყოფთა შვილებსაც, რომლებიც სწავლობენ აშშ-სა თუ ევროპის ქვეყნებში, შეეზღუდებათ დასავლურ ქვეყნებში ყოფნის საშუალება. ეს სტანდარტული პროცედურაა და არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული. როდესაც საუბარი გვაქვს ოჯახის სანქციებზე, გამოდის, რომ მათ ყველას გადაადგილება შეეზღუდება, ასევე, იზღუდება ხოლმე ფინანსური მოქმედებები ოჯახების გავლით. როდესაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დაასანქცირეს, მათ შორის იყო პუტინის შვილი, რომელიც სწავლობდა ნიდერლანდებში. მას მოუწია იმ ქვეყნის დატოვება და, შესაბამისად, მეუღლესთან ერთად უკან დაბრუნდა, თუმცა მან დაასწრო და სანამ პუტინის ოჯახს სანქციებს დაადებდნენ, რამდენიმე კვირით ადრე დატოვა ნიდერლანდები. ეს ჩვეულებრივი პროცესია და გამორიცხულია, ვიღაცებზე, ღარიბაშვილი იქნება თუ სხვა, გამონაკლისი დაუშვან. თუმცა მთავარი რაცაა, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ეტაპზე ამერიკულ სანქციებზე უფრო მნიშვნელოვანია იმავე ზომის ევროპული სანქციები, რომელიც ბევრად უფრო მძიმე იქნება იმ გაგებით, რომ ევროპასთან მიმოსვლა ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე ამერიკასთან.

ჯიმ ო ბრაიენმა ევროპული სტადარტის კანონზე ისაუბრა და როცა თქვა კანონის შეცვლაზე, ამ შემთხვევაში იგულისხმება მიღებული კანონიდან რიგი მუხლების ამოღება, მათ შორის, პირველ რიგში, მე-8 მუხლის - მონიტორინგი მთლიანად უნდა გაქრეს, ასევე, სახელი უნდა შეეცვალოს კანონს. სტიგმატიზაცია (რომ ვიღაც აგენტია, ვიღაცა გავლენას ახდენს და სხვა), რომელზე მან აქცენტიც გააკეთა, აზარალებს ყველაფერს - ეს იყო მთავარი სიგნალი და მესიჯი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ განცხადებაში.

პრეზიდენტი კანონს ვეტოს როცა დაადებს, ის არ უნდა დაიძლიოს, ან მოგვიანებით, პარლამენტმა კანონის გაუქმებას კენჭი უნდა უყაროს. სამართლებრივი პროცედურების მოძებნა შესაძლებელია, მთავარია პოლიტიკური ნება არსებობდეს. საინტერესო კიდევ ერთია, რაც მოვისმინე და ლოგიკურადაც მეჩვენა - ო ბრაიენმა განაცხადა, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ნაკლები ინფორმაცია აქვსო, რაც არის ერთგვარი მინიშნება იმაზეც, რომ ის უკეთ უნდა გაეცნოს ამერიკიდან მოსალოდნელ, პოტენციურ ნაბიჯებს".

იხილეთ ასევე: