სპორტი
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო არ არის არც რუსეთი და არც ბელარუსი. ქართველი ხალხი ამ პროტესტს აუცილებლად გამარჯვებით დაასრულებს" - რა თქვა ხაბეიშვილმა skynews-თან და CNN-თან ინტერვიუში
"საქართველო არ არის არც რუსეთი და არც ბელარუსი. ქართველი ხალხი ამ პროტესტს აუცილებლად გამარჯვებით დაასრულებს" - რა თქვა ხაბეიშვილმა skynews-თან და CNN-თან ინტერვიუში

ჩვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის არ გვე­ში­ნია, ჩვენ გვე­ში­ნია უკან, რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის. იმა­ზე უფრო სა­ში­შად არა­ფე­რი გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვიდ­რე ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­გან მო­წყვე­ტი­ლი სა­ქარ­თვე­ლო, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა skynews-თან და CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა.

skynews- ის ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, "გა­ში­ნებთ თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი? მა­გა­ლი­თად, ვნა­ხეთ რა მოხ­და უკ­რა­ი­ნა­ში. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ჰგავს 2014 წლის მა­ი­დანს უკ­რა­ი­ნა­ში“, რა­ზეც ხა­ბე­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ "ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი ხალ­ხი ვართ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის არ გვე­ში­ნია“.

"ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი ხალ­ხი ვართ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის არ გვე­ში­ნია, ჩვენ უკან, რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის გვე­ში­ნია. იმა­ზე უფრო სა­ში­შად არა­ფე­რი გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვიდ­რე ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­გან მო­წყვე­ტი­ლი სა­ქარ­თვე­ლო. სა­ქარ­თვე­ლო არ არის არც რუ­სე­თი და არც ბე­ლა­რუ­სი. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამ პრო­ტესტს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მარ­ჯვე­ბით და­ას­რუ­ლებს. რაც არ უნდა ძვლე­ბი და­ამ­ტვრი­ოს, მით უფრო მეტი ხალ­ხი გა­მო­ვა ქუ­ჩა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა skynews“-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, CNN-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი, კლერ სე­ბას­ტი­ა­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა ფაქტს, "თუ რო­გორ არ­ბევს სპეც­რაზ­მი მო­მი­ტინ­გე­ებს თბი­ლის­ში. პრო­ევ­რო­პულ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში იგე­მა გა­მარ­ჯვე­ბა გა­სულ წელს, რო­დე­საც უკან გა­აწ­ვე­ვი­ნა ე.წ უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნი“.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე, ჟურ­ნა­ლის­ტი 1-ელ მა­ისს, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის მი­მართ აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას თავ­დას­ხმა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ჩემ­გან ვერ მი­ი­ღეს ის, რაც სურ­დათ. ისი­ნი იღებ­დნენ თავ­დას­ხმის ვი­დე­ოს, რათა შემ­დგომ გავ­რცე­ლე­ბი­ნათ და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ეხ­დი­ნათ“, - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა, CNN-მა და skynews- მა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რეს, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­არ­თვეს, სა­დაც მან ისა­უბ­რა, რო­გორც მის მი­მართ ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ზე, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზეც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"საქართველო არ არის არც რუსეთი და არც ბელარუსი. ქართველი ხალხი ამ პროტესტს აუცილებლად გამარჯვებით დაასრულებს" - რა თქვა ხაბეიშვილმა skynews-თან და CNN-თან ინტერვიუში

"საქართველო არ არის არც რუსეთი და არც ბელარუსი. ქართველი ხალხი ამ პროტესტს აუცილებლად გამარჯვებით დაასრულებს" - რა თქვა ხაბეიშვილმა skynews-თან და CNN-თან ინტერვიუში

ჩვენ თავისუფლებისთვის ბრძოლის არ გვეშინია, ჩვენ გვეშინია უკან, რუსეთში დაბრუნების. იმაზე უფრო საშიშად არაფერი გამოიყურება, ვიდრე ცივილიზებული სამყაროსგან მოწყვეტილი საქართველო, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა skynews-თან და CNN-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

skynews- ის ჟურნალისტის კითხვაზე, "გაშინებთ თუ არა საქართველოს მომავალი? მაგალითად, ვნახეთ რა მოხდა უკრაინაში. საპროტესტო აქციები საქართველოში ძალიან ჰგავს 2014 წლის მაიდანს უკრაინაში“, რაზეც ხაბეიშვილი ამბობს, რომ "ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი ვართ. შესაბამისად, ჩვენ თავისუფლებისთვის ბრძოლის არ გვეშინია“.

"ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი ვართ. შესაბამისად, ჩვენ თავისუფლებისთვის ბრძოლის არ გვეშინია, ჩვენ უკან, რუსეთში დაბრუნების გვეშინია. იმაზე უფრო საშიშად არაფერი გამოიყურება, ვიდრე ცივილიზებული სამყაროსგან მოწყვეტილი საქართველო. საქართველო არ არის არც რუსეთი და არც ბელარუსი. ქართველი ხალხი ამ პროტესტს აუცილებლად გამარჯვებით დაასრულებს. რაც არ უნდა ძვლები დაამტვრიოს, მით უფრო მეტი ხალხი გამოვა ქუჩაში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა skynews“-თან ინტერვიუში.

"ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, CNN-ის კორესპონდენტი, კლერ სებასტიანი ინტერვიუში გამოეხმაურა ფაქტს, "თუ როგორ არბევს სპეცრაზმი მომიტინგეებს თბილისში. პროევროპულმა უმრავლესობამ საქართველოში იგემა გამარჯვება გასულ წელს, როდესაც უკან გააწვევინა ე.წ უცხოელი აგენტების კანონი“.

მათივე ინფორმაციით, ასევე, ჟურნალისტი 1-ელ მაისს, ოპოზიციონერი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ აქციის მიმდინარეობისას თავდასხმასაც გამოეხმაურა.

"ჩემგან ვერ მიიღეს ის, რაც სურდათ. ისინი იღებდნენ თავდასხმის ვიდეოს, რათა შემდგომ გავრცელებინათ და ოპოზიციონერი ლიდერის დისკრედიტაცია მოეხდინათ“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო მედიასაშუალებებმა, CNN-მა და skynews- მა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ინტერვიუ ჩამოართვეს, სადაც მან ისაუბრა, როგორც მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ასევე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც.