საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავინ წამოვსულვართ, გიდასტურებთ, რომ სიმშვიდეა" - რატომ არ გადის ბოლო ორი დღე ეთერში "რუსთავი 2"-ის დილის და შუადღის გადაცემები - რას ამბობენ წამყვანები?
"არავინ წამოვსულვართ, გიდასტურებთ, რომ სიმშვიდეა" - რატომ არ გადის ბოლო ორი დღე ეთერში "რუსთავი 2"-ის დილის და შუადღის გადაცემები - რას ამბობენ წამყვანები?

"გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნო­ნის“ გარ­შე­მო და­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა უკვე მე­სა­მე კვი­რაა გრძელ­დე­ბა. აქ­ცი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მუ­შა­ო­ბენ, რომ­ლე­ბიც კა­ნონს ღიად თუ ირი­ბად მხარს უჭე­რენ, სამ­სა­ხუ­რებს პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ტო­ვე­ბენ.

ამის მა­გა­ლი­თი იყო გუ­შინ "კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან“ წა­მო­სუ­ლი ლექ­ტო­რე­ბის გუნ­დი, ასე­ვე კომ­პა­ნია "ვი­სო­ლის“ მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რი, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" სა­ხე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც არხი მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე და­ტო­ვეს.

ორი დღეა "რუს­თა­ვი 2“-ზე დი­ლის და "შუ­ა­დღის“ გა­და­ცე­მე­ბი არ გა­სუ­ლა. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, ხომ არ უკავ­შირ­დე­ბო­და ეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პრო­ტესტს. პირ­ვე­ლად დი­ლის გა­და­ცე­მის ერთ-ერთ წამ­ყვანს, ანი გი­უნ­ტერს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მელ­საც ჩვე­ნი ზარი გა­უკ­ვირ­და.

ანი გი­უნ­ტე­რი:

- გუ­შინ ძმის შვი­ლი შე­მე­ძი­ნა, ღა­მე­ნა­თე­ვი ვარ. სა­ერ­თოდ პა­რას­კე­ვო­ბით ვარ ეთერ­ში და ჯერ არ დაგ­ვი­გე­შავს, არ მივ­სულ­ვართ სამ­სა­ხურ­ში. არა­ვინ წა­მოვ­სულ­ვართ, გი­დას­ტუ­რებთ, რომ სიმ­შვი­დეა.

თიკა ფა­ცა­ცია ერთ-ერ­თია "რუს­თა­ვი 2“-ის სა­ხე­ე­ბი­დან, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბი­დან ფო­ტო­ებს ხში­რად აქ­ვეყ­ნებს. ერთ-ერთ "სთო­რი­ში" მან გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა BBC-ს აქ­ცი­ი­დან კო­მენ­ტარს აძ­ლევს, თიკა კი წერს: "ნა­თე­ლი გო­ნე­ბა და თა­ვი­სუ­ფა­ლი სული..."

თუმ­ცა რა­ტომ არ იყო ეს დღე­ე­ბი ეთერ­ში, ამ კი­თხვა­ზე არ გვი­პა­სუ­ხა.

თიკა ფა­ცა­ცია:

- და­რე­კეთ პრო­დი­უ­სერ­თან, მე გა­და­ღე­ბა­ზე გავ­დი­ვარ და ბო­დი­ში, უნდა და­გემ­შვი­დო­ბოთ.

დი­ლის გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სერ­მა მა­რი­ამ მეჟ­ლუ­მი­ან­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ არ­ხი­დან არ­ცერ­თი წამ­ყვა­ნი არ წა­სუ­ლა.

მა­რი­ამ მეჟ­ლუ­მი­ა­ნი:

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კუ­რი­ე­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მოშ­ვე­ბა რო­გორ იქ­ნე­ბა, წი­ნას­წარ არ ვი­ცით ხოლ­მე, გა­ვალთ თუ არა ეთერ­ში.

- ეს არ უკავ­შირ­დე­ბა პრო­ტესტს? ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი ად­გილ­ზეა?

- ნამ­დვი­ლად არა­ვინ არ წა­სუ­ლა ჩვენ­გან, მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არავინ წამოვსულვართ, გიდასტურებთ, რომ სიმშვიდეა" - რატომ არ გადის ბოლო ორი დღე ეთერში "რუსთავი 2"-ის დილის და შუადღის გადაცემები - რას ამბობენ წამყვანები?

"არავინ წამოვსულვართ, გიდასტურებთ, რომ სიმშვიდეა" - რატომ არ გადის ბოლო ორი დღე ეთერში "რუსთავი 2"-ის დილის და შუადღის გადაცემები - რას ამბობენ წამყვანები?

"გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო დაწყებული საპროტესტო ტალღა უკვე მესამე კვირაა გრძელდება. აქციების პარალელურად მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცნობილი ადამიანები, რომლებიც იმ ორგანიზაციებში მუშაობენ, რომლებიც კანონს ღიად თუ ირიბად მხარს უჭერენ, სამსახურებს პროტესტის ნიშნად ტოვებენ.

ამის მაგალითი იყო გუშინ "კავკასიის უნივერსიტეტიდან“ წამოსული ლექტორების გუნდი, ასევე კომპანია "ვისოლის“ მარკეტინგის სამსახური, ტელეკომპანია "იმედის" სახეები, რომლებმაც არხი მიმდინარე მოვლენების ფონზე დატოვეს.

ორი დღეა "რუსთავი 2“-ზე დილის და "შუადღის“ გადაცემები არ გასულა. AMBEBI.GE დაინტერესდა, ხომ არ უკავშირდებოდა ეს ჟურნალისტების პროტესტს. პირველად დილის გადაცემის ერთ-ერთ წამყვანს, ანი გიუნტერს დავუკავშირდით, რომელსაც ჩვენი ზარი გაუკვირდა.

ანი გიუნტერი:

- გუშინ ძმის შვილი შემეძინა, ღამენათევი ვარ. საერთოდ პარასკევობით ვარ ეთერში და ჯერ არ დაგვიგეშავს, არ მივსულვართ სამსახურში. არავინ წამოვსულვართ, გიდასტურებთ, რომ სიმშვიდეა.

თიკა ფაცაცია ერთ-ერთია "რუსთავი 2“-ის სახეებიდან, რომელიც მიმდინარე აქციებიდან ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ერთ-ერთ "სთორიში" მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქართველი გოგონა BBC-ს აქციიდან კომენტარს აძლევს, თიკა კი წერს: "ნათელი გონება და თავისუფალი სული..."

თუმცა რატომ არ იყო ეს დღეები ეთერში, ამ კითხვაზე არ გვიპასუხა.

თიკა ფაცაცია:

- დარეკეთ პროდიუსერთან, მე გადაღებაზე გავდივარ და ბოდიში, უნდა დაგემშვიდობოთ.

დილის გადაცემის პროდიუსერმა მარიამ მეჟლუმიანმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ არხიდან არცერთი წამყვანი არ წასულა.

მარიამ მეჟლუმიანი:

- იქიდან გამომდინარე, კურიერის სპეციალური გამოშვება როგორ იქნება, წინასწარ არ ვიცით ხოლმე, გავალთ თუ არა ეთერში.

- ეს არ უკავშირდება პროტესტს? ყველა ჟურნალისტი ადგილზეა?

- ნამდვილად არავინ არ წასულა ჩვენგან, მსგავსი არაფერი მომხდარა.