პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება..." - შარლ მიშელი
"იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება..." - შარლ მიშელი

გულ­წრფე­ლად ვი­მე­დოვ­ნებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნა­თელს მოჰ­ფენს თა­ვის გან­ზრახ­ვებს, მაგ­რამ თუ მათ ევ­რო­კავ­შირ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა სურთ, თუ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა სურთ, პა­ტი­ვი უნდა სცენ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პებს, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა, შარლ მი­შელ­მა კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის დე­მოკ­რა­ტი­ის სა­მიტ­ზე გა­ნა­ცხა­და.

"გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, მე, პი­რა­დად, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ იმით, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ რამ­დე­ნი­მე წლის წინ მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა როლი და დავ­ხმა­რე­ბო­დი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის განბ­ლოკ­ვა­ში, ეს ერთი. მე­ო­რე, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ევ­რო­პულ საბ­ჭო­ში არ იყო 27 წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს უმ­რავ­ლე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის­თვის, მაგ­რამ ერ­თობ­ლი­ვად, რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რი დავ­რწმუნ­დით, რომ ბევ­რი მი­ზე­ზის გამო ეს სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი იყო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა და ჩვენ ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რომ დაგ­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნა რამ­დე­ნი­მე რე­ფორ­მის გა­ტა­რე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­ჭი­რო იყო და ჩვენ მათ მი­ვა­ნი­ჭეთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ვხე­დავთ ამ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ღე­ბის მცდე­ლო­ბებს. ვნა­ხოთ, რას იზამს პრე­ზი­დენ­ტი, მან თქვა რომ ვე­ტოს უფ­ლე­ბა აქვს,“- აღ­ნიშ­ნა მი­შელ­მა.

მისი თქმით, იმე­დი აქვს, რომ და­არ­წმუ­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, შე­ას­რუ­ლონ პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის.

"ვაკ­ვირ­დე­ბით გარ­კვე­ულ რი­ტო­რი­კას, რო­მე­ლიც არ არის პო­ზი­ტი­უ­რი რი­ტო­რი­კა, ასე ვი­ტყო­დი. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კონ­ტაქ­ტში ვიმ­ყო­ფე­ბით. გულ­წრფე­ლად ვი­მე­დოვ­ნებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნა­თელს მოჰ­ფენს თა­ვის გან­ზრახ­ვებს, მაგ­რამ თუ მათ ევ­რო­კავ­შირ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა სურთ, თუ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა სურთ, პა­ტი­ვი უნდა სცენ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებს და დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პებს და ჩვენ ამას გარ­კვე­ვით ვა­ცხა­დებთ. გულ­წრფე­ლად ვი­მე­დოვ­ნებ, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევთ, და­ვარ­წმუ­ნოთ ისი­ნი, შე­ას­რუ­ლოს პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა მი­შელ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

"იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება..." - შარლ მიშელი

"იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება..." - შარლ მიშელი

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ნათელს მოჰფენს თავის განზრახვებს, მაგრამ თუ მათ ევროკავშირთან მიახლოება სურთ, თუ ევროკავშირში გაწევრება სურთ, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებსა და დემოკრატიის პრინციპებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე განაცხადა.

"გულწრფელად რომ ვთქვა, მე, პირადად, იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. რატომ? იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ მქონდა საშუალება შემესრულებინა როლი და დავხმარებოდი პოლიტიკური სისტემის განბლოკვაში, ეს ერთი. მეორე, რამდენიმე თვის წინ, ევროპულ საბჭოში არ იყო 27 წევრი სახელმწიფოს უმრავლესობის მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, მაგრამ ერთობლივად, რამდენიმე ევროპელი ლიდერი დავრწმუნდით, რომ ბევრი მიზეზის გამო ეს სწორი არჩევანი იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ დაგვერწმუნებინა რამდენიმე რეფორმის გატარებაში, რომლებიც აბსოლუტურად საჭირო იყო და ჩვენ მათ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი. რამდენიმე კვირაში ვხედავთ ამ კანონმდებლობის მიღების მცდელობებს. ვნახოთ, რას იზამს პრეზიდენტი, მან თქვა რომ ვეტოს უფლება აქვს,“- აღნიშნა მიშელმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ დაარწმუნებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ პირობები, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

"ვაკვირდებით გარკვეულ რიტორიკას, რომელიც არ არის პოზიტიური რიტორიკა, ასე ვიტყოდი. საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტში ვიმყოფებით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ნათელს მოჰფენს თავის განზრახვებს, მაგრამ თუ მათ ევროკავშირთან მიახლოება სურთ, თუ ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და დემოკრატიის პრინციპებს და ჩვენ ამას გარკვევით ვაცხადებთ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ წარმატებას მივაღწევთ, დავარწმუნოთ ისინი, შეასრულოს პირობები, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, - აღნიშნა მიშელმა.

იხილეთ ასევე: