პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა ივანიშვილმა ჯეიმს ო’ბრაიანთან შეხვედრის თხოვნას უარით უპასუხა - შანტაჟის ქვეშ ის შეხვედრას ვერ გამართავს" - რას აცხადებს პრემიერი
"ბიძინა ივანიშვილმა ჯეიმს ო’ბრაიანთან შეხვედრის თხოვნას  უარით უპასუხა - შანტაჟის ქვეშ ის შეხვედრას ვერ გამართავს" - რას აცხადებს პრემიერი

"შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ, რომ იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ თხოვ­ნა შეხ­ვედ­რას­თან [ჯე­იმს ო’ბრა­ი­ან­თან] და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა უა­რით უპა­სუ­ხა", - რაც შე­ე­ხე­ბა სან­ქცი­ე­ბის თე­მას, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­სე­რი­ო­ზუ­ლი,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ „ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წეს ჯე­იმს ო’ბრა­ი­ანს ხვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში სან­ქცი­ე­ბის პა­კე­ტი ჩა­მო­აქვს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შეხ­ვდე­ბა“.

  • კო­ბა­ხი­ძის თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­აა, რომ შან­ტა­ჟის ქვეშ ვე­რა­ვი­თარ შეხ­ვედ­რას ვერ გა­მარ­თავს. ამას­თან, რო­გორც პრე­მი­ე­რი ამ­ბობს, ივა­ნიშ­ვილს სან­ქცი­ე­ბის თემა არ აინ­ტე­რე­სებს, რად­გან მის მი­მართ „დე-ფაქ­ტო სან­ქცი­ე­ბი ისე­დაც მოქ­მე­დებს“.

"თა­ვად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ აინ­ტე­რე­სებს ეს სა­კი­თხი, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ამ სა­კითხს არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­იჩ­ნევს. რაც შე­ე­ხე­ბა ო’ბრა­ი­ა­ნის ვი­ზიტს, შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ, რომ იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ თხოვ­ნა შეხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა უა­რით უპა­სუ­ხა. ამას თა­ვი­სი ახ­სნა და გან­მარ­ტე­ბა ჰქონ­და. ასე­ვე იყო გა­სუ­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სხვა უცხო­ელ დიპ­ლო­მა­ტებს და პო­ლი­ტი­კო­სებ­საც უთხრა უარი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რა­ზე. ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია მაქვს იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მე მთხოვ­დნენ ხოლ­მე ამ სა­კი­თხე­ბის შე­თან­ხმე­ბას. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში უა­რის მი­ზე­ზი იყო ერთი და იგი­ვე. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ ისე­დაც არის დე-ფაქ­ტო სან­ქცი­ე­ბის ქვეშ.

გა­ყი­ნუ­ლი აქვს 2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთს მი­ან­დო, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის“ ხელ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­აა, რომ შან­ტა­ჟის ქვეშ ის ვე­რა­ვი­თარ შეხ­ვედ­რას ვერ გა­მარ­თავს. ეს არის მისი მკა­ფიო პო­ზი­ცია. რო­გორც კი დას­რულ­დე­ბა შან­ტა­ჟი და დე-ფაქ­ტო სან­ქცი­ე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი შეხ­ვედ­რა შედ­გეს, მაგ­რამ დღეს ესაა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ზი­ცია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ასე­თი შან­ტა­ჟი და მუ­ქა­რა რო­გორც არ ჭრი­და 2022 წლის მარ­ტი­დან, რო­დე­საც თან­ხე­ბი გა­უ­ყი­ნეს უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, ასე­ვე ვერ გაჭ­რის მას­ზე ასე­თი შან­ტა­ჟი და მუ­ქა­რა. ვე­რა­ვინ გა­და­ად­გმე­ვი­ნებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნა­ბი­ჯებს, ვე­რა­ვი­თა­რი შან­ტა­ჟი­სა და მუ­ქა­რის პი­რო­ბებ­ში. სან­ქცია ხომ თა­ვის­თა­ვად შე­ი­ცავს შან­ტაჟ­სა და მუ­ქა­რას. ეს არის არა­სე­რი­ო­ზუ­ლი თემა ამ ყვე­ლა ამ გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წეს, ჯე­იმს ო'ბრა­ი­ანს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სან­ქცი­რე­ბის პა­კე­ტი ჩა­მო­აქვს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც შეხ­ვდე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილმა ჯეიმს ო’ბრაიანთან შეხვედრის თხოვნას უარით უპასუხა - შანტაჟის ქვეშ ის შეხვედრას ვერ გამართავს" - რას აცხადებს პრემიერი

"ბიძინა ივანიშვილმა ჯეიმს ო’ბრაიანთან შეხვედრის თხოვნას  უარით უპასუხა - შანტაჟის ქვეშ ის შეხვედრას ვერ გამართავს" - რას აცხადებს პრემიერი

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან [ჯეიმს ო’ბრაიანთან] დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა", - რაც შეეხება სანქციების თემას, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯეიმს ო’ბრაიანს ხვალ საქართველოში სანქციების პაკეტი ჩამოაქვს და ბიძინა ივანიშვილს შეხვდება“.

  • კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. ამასთან, როგორც პრემიერი ამბობს, ივანიშვილს სანქციების თემა არ აინტერესებს, რადგან მის მიმართ „დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს“.

"თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხს არასერიოზულად მიიჩნევს. რაც შეეხება ო’ბრაიანის ვიზიტს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. ამას თავისი ახსნა და განმარტება ჰქონდა. ასევე იყო გასული თვეების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე. ამაზე ინფორმაცია მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ მე მთხოვდნენ ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას. ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე. ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ.

გაყინული აქვს 2 მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა "გლობალური ომის პარტიის“ ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. ეს არის მისი მკაფიო პოზიცია. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე-ფაქტო სანქციები, შეიძლება ნებისმიერი შეხვედრა შედგეს, მაგრამ დღეს ესაა ბიძინა ივანიშვილის პოზიცია. აქედან გამომდინარე ასეთი შანტაჟი და მუქარა როგორც არ ჭრიდა 2022 წლის მარტიდან, როდესაც თანხები გაუყინეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ასევე ვერ გაჭრის მასზე ასეთი შანტაჟი და მუქარა. ვერავინ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟისა და მუქარის პირობებში. სანქცია ხომ თავისთავად შეიცავს შანტაჟსა და მუქარას. ეს არის არასერიოზული თემა ამ ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს ო'ბრაიანს, რომელიც საქართველოში ჩამოდის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების პაკეტი ჩამოაქვს და ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდება.