მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ამბობენ, გადასასვლელზე ცხენებს არ ცვლიან, მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინს ამოუვიდა ყელში შოიგუ" - რისთვის ემზადება რუსი დიქტატორი?
"როგორც ამბობენ, გადასასვლელზე ცხენებს არ ცვლიან, მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინს ამოუვიდა ყელში შოიგუ" - რისთვის ემზადება რუსი დიქტატორი?

ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა, რო­მე­ლიც 7 მა­ი­სი­დან მე-5 ვა­დით შე­უდ­გა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის გა­და­ხა­ლი­სე­ბა და­ი­წყო. 12 მა­ისს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა სერ­გეი შო­ი­გუ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და მის ნაც­ვლად წა­რად­გი­ნა პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რის, ან­დრეი ბე­ლო­უსო­ვის კან­დი­და­ტუ­რა. შო­ი­გუ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 2012 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. პუ­ტი­ნის 12 მა­ი­სის გან­კარ­გუ­ლე­ბით, შო­ი­გუ ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნად და­ი­ნიშ­ნა (ამ თა­ნამ­დე­ბო­ბას ნი­კო­ლაი პატ­რუ­შე­ვი იკა­ვებ­და).

ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი წე­რენ, რომ ბე­ლო­უსოვს სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს, თუმ­ცა არ­მი­ა­ში არც შო­ი­გუს უმ­სა­ხუ­რია. ბე­ლო­უსოვს ეფექ­ტი­ა­ნი ტექ­ნოკ­რა­ტის რე­პუ­ტა­ცია აქვს და ასე­ვე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი დიქ­ტა­ტორ პუ­ტინ­თან. ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის შე­ფა­სე­ბით, სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ პუ­ტი­ნი დგამს ნა­ბი­ჯებს ეკო­ნო­მი­კუ­რი და სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბის ბა­ზის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის უკ­რა­ი­ნა­ში ხან­გრძლი­ვი ომის­თვის.

ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს ასე­ვე წა­რუდ­გი­ნა რამ­დე­ნი­მე სა­მი­ნის­ტროს და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის კან­დი­და­ტე­ბი - ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე ვლა­დი­მერ კო­ლო­კოლ­ცე­ვის კან­დი­და­ტუ­რა შეს­თა­ვა­ზა, სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის და კა­ტას­ტრო­ფე­ბის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის მი­ნის­ტრად - ალექ­სან­დრე კუ­რენ­კო­ვი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე - სერ­გეი ლავ­რო­ვი, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრად - კონ­სტან­ტინ ჩუ­ი­ჩენ­კო, სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რის პოსტზე - სერ­გეი ნა­რიშ­კი­ნი, უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რად - ალექ­სან­დრე ბორტნი­კო­ვი, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ჯა­რე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რის პოსტზე - ვიქ­ტორ ზო­ლო­ტო­ვი, უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რად - დი­მიტ­რი კოჩ­ნე­ვი.

ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭო კან­დი­და­ტუ­რებს 13 და 14 მა­ისს გა­ნი­ხი­ლავს.

ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი, სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი:

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრებს შო­რის, რომ­ლე­ბიც 1992 წლი­დან ინიშ­ნე­ბოდ­ნენ, ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს ამ სა­ვარ­ძელ­ში შო­ი­გუმ გაძ­ლო, რო­მე­ლიც 2012 წლის 6 ნო­ემ­ბერს და­ი­ნიშ­ნა და, ფაქ­ტობ­რი­ვად, თით­ქმის 12 წელი იკა­ვებ­და პოსტს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შო­ი­გუ არ­მი­ის გე­ნერ­ლის სამ­ხრე­ებს ატა­რებ­და, მას რე­ა­ლუ­რად ჯარ­ში არ უმ­სა­ხუ­რია, არ გა­უვ­ლია ყვე­ლა ის სა­ფე­ხუ­რი, რა­საც კად­რის ოფი­ცე­რი გა­დის. პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბით და ვარ­სკვლა­ვე­ბით ის პირ­ვე­ლად 1992 წლის ივ­ლის­ში გა­მოჩ­ნდა, ცხინ­ვალ­ში ე.წ. სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ, რისი თვითმხილ­ვე­ლიც თა­ვად გახ­ლდით. მა­შინ დამ­წყე­ბი სამ­ხედ­რო ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი, ცხინ­ვალ­ში არ გვიშ­ვებ­დნენ და მახ­სოვს შო­ი­გუს­თან სე­რი­ო­ზუ­ლი სი­ტყვი­ე­რი შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მქონ­და.

შო­ი­გუს 12-წლი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დროს, ფაქ­ტობ­რი­ვად, 2014 წელს და­ი­წყო ყი­რი­მის ოკუ­პა­ცია-ანექ­სია, შემ­დგომ - 2022 წლის დიდი ომი უკ­რა­ი­ნას­თან, ფაქ­ტობ­რი­ვად, ის ომის მი­ნის­ტრი გახ­ლდათ. რო­გორც რუ­სე­ბი ამ­ბო­ბენ, გა­და­სას­ვლელ­ზე ცხე­ნებს არ ცვლი­ან, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, პუ­ტინს ამო­უ­ვი­და ყელ­ში შო­ი­გუს სი­ტუ­ა­ცია და მარ­თა­ლია, 9 მა­ი­სის სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მის მი­ღე­ბა და­ა­ცა­და, მაგ­რამ ახალ კა­ბი­ნეტ­ში მის შეყ­ვა­ნას აღარ მის­ცა რე­კო­მენ­და­ცია.

ერთი წლის წინ, გახ­სოვთ, "ვან­გე­რის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა პრი­გო­ჟინ­მა ტან­კე­ბით რომ გა­ი­ლაშ­ქრა მოს­კო­ვის­კენ შო­ი­გუ-გე­რა­სი­მო­ვის დუ­ე­ტის "ჭკუ­ის სას­წავ­ლებ­ლად“. სწო­რედ პრი­გო­ჟი­ნი ამ­ბობ­და, რომ შო­ი­გუ იყო კო­რუფ­ცი­ის ჭა­ობ­ში ჩა­ძი­რუ­ლი და მის­თვის ჭკუა უნდა ეს­წავ­ლე­ბი­ნა. მა­შინ თვი­თონ პრი­გო­ჟინს ას­წავ­ლეს ჭკუა და "ცი­დან ჩა­მოხ­სნეს“, მაგ­რამ ერთი წლის შემ­დეგ ხე­დავთ, რომ პუ­ტინ­მა შო­ი­გუ მა­ინც მოხ­სნა, ეს მას შემ­დეგ, რაც ორი კვი­რით ადრე, 23 აპ­რილს მის კა­ბი­ნეტ­ში და­ა­კა­ვეს შო­ი­გუს მო­ად­გი­ლე მო­მა­რა­გე­ბის დარ­გში ტი­მურ ივა­ნო­ვი (ისიც არ­მი­ის გე­ნე­რა­ლია, რო­მე­ლიც შო­ი­გუს კაცი იყო და მას ჯერ კი­დევ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან მოჰ­ყვე­ბო­და). ივა­ნოვს კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში სდე­ბენ ბრალს, ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ონ­ზეა სა­უ­ბა­რი. ლო­გი­კუ­რად გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ეს ამ­ბა­ვი ივა­ნო­ვის დო­ნე­ზე არ გა­ჩერ­დე­ბო­და და შო­ი­გუს­თან მი­ვი­დო­და ყვე­ლა­ფე­რი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პუ­ტინ­მა მა­ინც ბო­ლომ­დე არ გა­წი­რა შო­ი­გუ და ის რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნად და­ნიშ­ნა, თუმ­ცა ეს ად­გი­ლი ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს, მი­ნი­მა­ლუ­რია და, რა თქმა უნდა, მას ისე­თი­ვე გავ­ლე­ნა აღარ ექ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ანდრეი ბე­ლო­უსოვს, ის ცნო­ბი­ლი ეკო­ნო­მის­ტია და ბოლო წლებ­ში პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი იყო რუ­სე­თის მთავ­რო­ბა­ში. შე­საძ­ლოა ეს ერ­თგვარ ჩა­მოქ­ვე­ი­თე­ბად აღიქ­ვან, რად­გან მა­ნამ­დე პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი ახლა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტა­დაა წარ­დგე­ნი­ლი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, პუ­ტინს სა­მო­ქა­ლა­ქო პირი ბე­ლო­უსო­ვი თავ­დაც­ვის პირ­ველ პი­რად იმი­ტომ მოჰ­ყავს, რომ რუ­სე­თი ემ­ზა­დე­ბა გა­მო­ფიტ­ვამ­დე ომის­თვის, იცის, რომ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჯერ კი­დევ დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა და რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კა სამ­ხედ­რო ლი­ან­და­გებ­ზე გა­დაჰ­ყავს, ამი­ტო­მაც სჭირ­დე­ბა გვერ­დით გა­მოც­დი­ლი ეკო­ნო­მის­ტი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ამ ბოლო წლებ­ში რუ­სეთ­ზე რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­აა და­წე­სე­ბუ­ლი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ან­დრეი ბე­ლო­უსო­ვის დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კა მა­ინც არ ჩა­მო­ი­შა­ლა. ასე რომ, მისი, რო­გორც ძლი­ე­რი ეკო­ნო­მის­ტის მოს­ვლა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის პოსტზე, რუ­სე­თის არ­მი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. რუ­სე­თი ცდი­ლობს ომში გარ­და­ტე­ხა შე­ი­ტა­ნოს, ეკო­ნო­მი­კა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს, სამ­ხედ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექ­სი აა­მუ­შა­ოს და მეტი ია­რა­ღი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა გა­მო­უშ­ვას.

პუ­ტინ­მა სხვა მი­ნის­ტრე­ბიც შეც­ვა­ლა, გა­და­ა­ხა­ლი­სა კა­ბი­ნე­ტი, ახა­ლი სა­ხე­ე­ბი მოჰ­ყავს, და ფაქ­ტია, რომ ყვე­ლა­ფერს ის აკონ­ტრო­ლებს, ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი მი­ნის­ტრის შეც­ვლა-ჩა­ნაც­ვლე­ბა და გაგ­დე­ბა. პუ­ტინს ამის­თვის არ სჭირ­დე­ბა არც პარ­ტი­ის, არც პარ­ლა­მენ­ტის დახ­მა­რე­ბა და ა.შ. რაც მან გა­ა­კე­თა, მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო - შო­ი­გუს პუ­ტი­ნი მე­ხუ­თედ კურ­თხე­ვის დროს აღარ და­ტო­ვებ­და.

სა­ნამ ეს ომი და­ი­წყე­ბო­და, ერთი პე­რი­ო­დი, შო­ი­გუ პუ­ტი­ნის შემ­ცვლე­ლა­დაც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, მაგ­რამ იმა­ვე უკ­რა­ი­ნის ფრონტზე გარ­კვე­უ­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის, ასე­ვე, მა­ღა­ლი დო­ნის კო­რუფ­ცი­ის არა ერთი ფაქ­ტის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ რო­გორც ჯარ­ში, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მისი ავ­ტო­რი­ტე­ტი ძა­ლი­ან და­ე­ცა.

პუ­ტი­ნი შო­ი­გუს რომ არ ენ­დო­ბო­დეს, სა­ერ­თოდ გა­უშ­ვებ­და, მაგ­რამ იმის თქმა, რომ ის გა­ნა­წყენ­დე­ბა და რა­მეს მო­ი­მოქ­მე­დებს, რე­ა­ლო­ბას­თან ახ­ლოს არ მგო­ნია, რად­გან შო­ი­გუს არ აქვს ის ძა­ლა­უფ­ლე­ბა ან გავ­ლე­ნა, რომ სა­სახ­ლის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ა­წყოს“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"როგორც ამბობენ, გადასასვლელზე ცხენებს არ ცვლიან, მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინს ამოუვიდა ყელში შოიგუ" - რისთვის ემზადება რუსი დიქტატორი?

"როგორც ამბობენ, გადასასვლელზე ცხენებს არ ცვლიან, მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინს ამოუვიდა ყელში შოიგუ" - რისთვის ემზადება რუსი დიქტატორი?

ვლადიმირ პუტინმა, რომელიც 7 მაისიდან მე-5 ვადით შეუდგა რუსეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას, სამინისტროების გადახალისება დაიწყო. 12 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა სერგეი შოიგუ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად წარადგინა პირველი ვიცე-პრემიერის, ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა. შოიგუ თავდაცვის სამინისტროს 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა. პუტინის 12 მაისის განკარგულებით, შოიგუ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა (ამ თანამდებობას ნიკოლაი პატრუშევი იკავებდა).

ამერიკელი ექსპერტები წერენ, რომ ბელოუსოვს სამხედრო გამოცდილება არ აქვს, თუმცა არმიაში არც შოიგუს უმსახურია. ბელოუსოვს ეფექტიანი ტექნოკრატის რეპუტაცია აქვს და ასევე კარგი ურთიერთობები დიქტატორ პუტინთან. ანალიტიკოსების შეფასებით, საკადრო ცვლილებები იმაზე მიუთითებს, რომ პუტინი დგამს ნაბიჯებს ეკონომიკური და სამხედრო მრეწველობის ბაზის მობილიზაციისთვის უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის.

ვლადიმირ პუტინმა ფედერაციის საბჭოს ასევე წარუდგინა რამდენიმე სამინისტროს და სპეცსამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატები - შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვლადიმერ კოლოკოლცევის კანდიდატურა შესთავაზა, სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის მინისტრად - ალექსანდრე კურენკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე - სერგეი ლავროვი, იუსტიციის მინისტრად - კონსტანტინ ჩუიჩენკო, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის პოსტზე - სერგეი ნარიშკინი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორად - ალექსანდრე ბორტნიკოვი, ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახურის დირექტორის პოსტზე - ვიქტორ ზოლოტოვი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორად - დიმიტრი კოჩნევი.

ფედერაციის საბჭო კანდიდატურებს 13 და 14 მაისს განიხილავს.

ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი:

"რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრებს შორის, რომლებიც 1992 წლიდან ინიშნებოდნენ, ყველაზე დიდხანს ამ სავარძელში შოიგუმ გაძლო, რომელიც 2012 წლის 6 ნოემბერს დაინიშნა და, ფაქტობრივად, თითქმის 12 წელი იკავებდა პოსტს. მიუხედავად იმისა, რომ შოიგუ არმიის გენერლის სამხრეებს ატარებდა, მას რეალურად ჯარში არ უმსახურია, არ გაუვლია ყველა ის საფეხური, რასაც კადრის ოფიცერი გადის. პოლკოვნიკის წოდებით და ვარსკვლავებით ის პირველად 1992 წლის ივლისში გამოჩნდა, ცხინვალში ე.წ. სამშვიდობო ძალების შეყვანის შემდეგ, რისი თვითმხილველიც თავად გახლდით. მაშინ დამწყები სამხედრო ჟურნალისტი ვიყავი, ცხინვალში არ გვიშვებდნენ და მახსოვს შოიგუსთან სერიოზული სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მქონდა.

შოიგუს 12-წლიანი ხელმძღვანელობის დროს, ფაქტობრივად, 2014 წელს დაიწყო ყირიმის ოკუპაცია-ანექსია, შემდგომ - 2022 წლის დიდი ომი უკრაინასთან, ფაქტობრივად, ის ომის მინისტრი გახლდათ. როგორც რუსები ამბობენ, გადასასვლელზე ცხენებს არ ცვლიან, მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინს ამოუვიდა ყელში შოიგუს სიტუაცია და მართალია, 9 მაისის სამხედრო აღლუმის მიღება დააცადა, მაგრამ ახალ კაბინეტში მის შეყვანას აღარ მისცა რეკომენდაცია.

ერთი წლის წინ, გახსოვთ, "ვანგერის“ დამფუძნებელმა პრიგოჟინმა ტანკებით რომ გაილაშქრა მოსკოვისკენ შოიგუ-გერასიმოვის დუეტის "ჭკუის სასწავლებლად“. სწორედ პრიგოჟინი ამბობდა, რომ შოიგუ იყო კორუფციის ჭაობში ჩაძირული და მისთვის ჭკუა უნდა ესწავლებინა. მაშინ თვითონ პრიგოჟინს ასწავლეს ჭკუა და "ციდან ჩამოხსნეს“, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ხედავთ, რომ პუტინმა შოიგუ მაინც მოხსნა, ეს მას შემდეგ, რაც ორი კვირით ადრე, 23 აპრილს მის კაბინეტში დააკავეს შოიგუს მოადგილე მომარაგების დარგში ტიმურ ივანოვი (ისიც არმიის გენერალია, რომელიც შოიგუს კაცი იყო და მას ჯერ კიდევ საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან მოჰყვებოდა). ივანოვს კორუფციულ გარიგებებში სდებენ ბრალს, ასეულობით მილიონზეა საუბარი. ლოგიკურად გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ამბავი ივანოვის დონეზე არ გაჩერდებოდა და შოიგუსთან მივიდოდა ყველაფერი. მიუხედავად ამისა, პუტინმა მაინც ბოლომდე არ გაწირა შოიგუ და ის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა, თუმცა ეს ადგილი ბევრს არაფერს ნიშნავს, მინიმალურია და, რა თქმა უნდა, მას ისეთივე გავლენა აღარ ექნება.

რაც შეეხება ახალ თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელოუსოვს, ის ცნობილი ეკონომისტია და ბოლო წლებში პირველი ვიცე-პრემიერი იყო რუსეთის მთავრობაში. შესაძლოა ეს ერთგვარ ჩამოქვეითებად აღიქვან, რადგან მანამდე პირველი ვიცე-პრემიერი ახლა თავდაცვის მინისტრის კანდიდატადაა წარდგენილი, მაგრამ რეალურად, პუტინს სამოქალაქო პირი ბელოუსოვი თავდაცვის პირველ პირად იმიტომ მოჰყავს, რომ რუსეთი ემზადება გამოფიტვამდე ომისთვის, იცის, რომ საბრძოლო მოქმედებები ჯერ კიდევ დიდხანს გაგრძელდება და რუსეთის ეკონომიკა სამხედრო ლიანდაგებზე გადაჰყავს, ამიტომაც სჭირდება გვერდით გამოცდილი ეკონომისტი. მიუხედავად იმისა, ამ ბოლო წლებში რუსეთზე რამდენიმე ასეული საერთაშორისო ეკონომიკური სანქციაა დაწესებული, როგორც ამბობენ, ანდრეი ბელოუსოვის დიდი დამსახურებაა ის, რომ რუსეთის ეკონომიკა მაინც არ ჩამოიშალა. ასე რომ, მისი, როგორც ძლიერი ეკონომისტის მოსვლა რუსეთის თავდაცვის პოსტზე, რუსეთის არმიის გაძლიერებას ემსახურება. რუსეთი ცდილობს ომში გარდატეხა შეიტანოს, ეკონომიკა გააუმჯობესოს, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აამუშაოს და მეტი იარაღი, საბრძოლო მასალა გამოუშვას.

პუტინმა სხვა მინისტრებიც შეცვალა, გადაახალისა კაბინეტი, ახალი სახეები მოჰყავს, და ფაქტია, რომ ყველაფერს ის აკონტროლებს, ნებისმიერ მომენტში შეუძლია ნებისმიერი მინისტრის შეცვლა-ჩანაცვლება და გაგდება. პუტინს ამისთვის არ სჭირდება არც პარტიის, არც პარლამენტის დახმარება და ა.შ. რაც მან გააკეთა, მოსალოდნელი იყო - შოიგუს პუტინი მეხუთედ კურთხევის დროს აღარ დატოვებდა.

სანამ ეს ომი დაიწყებოდა, ერთი პერიოდი, შოიგუ პუტინის შემცვლელადაც განიხილებოდა, მაგრამ იმავე უკრაინის ფრონტზე გარკვეული წარუმატებლობის, ასევე, მაღალი დონის კორუფციის არა ერთი ფაქტის გამოვლენის შემდეგ როგორც ჯარში, ისე საზოგადოებაში მისი ავტორიტეტი ძალიან დაეცა.

პუტინი შოიგუს რომ არ ენდობოდეს, საერთოდ გაუშვებდა, მაგრამ იმის თქმა, რომ ის განაწყენდება და რამეს მოიმოქმედებს, რეალობასთან ახლოს არ მგონია, რადგან შოიგუს არ აქვს ის ძალაუფლება ან გავლენა, რომ სასახლის გადატრიალება მოაწყოს“.

იხილეთ ასევე: