სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხომ შეიძლება საფრთხობელასაც ჰქონდეს ფაქიზი სული?!" - სევდიანი კომედია ბედნიერების მაძიებელ წყვილზე
"ხომ შეიძლება საფრთხობელასაც ჰქონდეს ფაქიზი სული?!" - სევდიანი კომედია ბედნიერების მაძიებელ წყვილზე

და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძის სპექ­ტაკ­ლი „ია­კი­ში და პუპ­ჩე“ სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ბრუნ­დე­ბა! ერთ მოქ­მე­დე­ბი­ა­ნი წარ­მოდ­გე­ნა 14 , 15 და 17 მა­ისს, 20:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

სევ­დი­ა­ნი კო­მე­დია მა­ხინ­ჯი, ღა­რი­ბი და მარ­ტო­ხე­ლა ია­კი­ში­სა და მა­სა­ვით შე­უ­ხე­და­ვი პუპ­ჩეს შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს. ია­კიშს მარ­ტო­ო­ბა ეძ­ნე­ლე­ბა, ჭკუ­ი­დან შლის. „მე არ მყავს და ალ­ბათ, არას­დროს მე­ყო­ლე­ბა ქალი“... - ამ­ბობს სა­სო­წარ­კვე­თი­ლი და თით­ქოს ბედს შე­გუ­ე­ბუ­ლი, თუმ­ცა მის გულ­ში ბედ­ნი­ე­რე­ბის მცი­რე იმე­დი მა­ინც ბჟუ­ტავს. იქით კი პუპ­ჩე იტან­ჯე­ბა, მო­ზღვა­ვე­ბულ ჰორ­მო­ნებს ვე­რაფ­რით აცხრობს, მა­მა­კაც­თან შეხ­ვედ­რა­ზე და ქმარ-შვილ­ზე ოც­ნე­ბობს: „მა­ხინ­ჯი ვარ, მაგ­რამ საფრ­თხო­ბე­ლა­საც ხომ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ფა­ქი­ზი სული?!“

სწო­რედ ამ დროს „გა­მოჩ­ნდე­ბა სი­ნათ­ლე გვი­რა­ბის ბო­ლოს“ და წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბა. თუმ­ცა მათი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, სიძე-პა­ტარ­ძლის მშობ­ლე­ბი შე­ი­ტყო­ბენ, რომ ახალ­გაზ­რდებს ხორ­ცი­ელ­თათ­ვის წმინ­და ცნე­ბის „ინა­ყო­ფი­ე­რეთ და გამ­რავ­ლდით“ აღ­სრუ­ლე­ბა არ შე­უძ­ლია. სა­სო­წარ­კვე­თილ­ნი გა­მო­სავ­ლის ძებ­ნას იწყე­ბენ და ყვე­ლა ერ­თად ერ­თვე­ბა ამ „გრან­დი­ო­ზუ­ლი, ფე­ე­რი­უ­ლი პრო­ექ­ტის“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში...

(სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა 2017 წლის 21 ივ­ლისს, რე­გი­ო­ნუ­ლი თე­ატ­რე­ბის, ფო­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე შედ­გა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „ფეს­ტი­ვა­ლის სა­უ­კე­თე­სო სპექ­ტაკ­ლი“.

„ია­კი­ში და პუპ­ჩე“ ასე­ვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია „სა­უ­კე­თე­სო სპექ­ტაკ­ლის“ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რივ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე).

ხა­ნონ ლე­ვი­ნი 1943 წელს თელ-ავივ­ში (ის­რა­ე­ლი) და­ი­ბა­და. პო­ეტ­მა და დრა­მა­ტურ­გმა, თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის რე­ჟი­სორ­მა, თა­ნა­მედ­რო­ვე ებ­რა­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კოს­მა, და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა რე­ლი­გი­ურ სკო­ლა­ში მი­ი­ღო, შემ­დეგ კი ფი­ლო­სო­ფია და ლი­ტე­რა­ტუ­რა თელ-ავი­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ის­წავ­ლა. პი­ე­სე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, წერ­და ლექ­სებ­სა და სიმ­ღე­რებს. 50-მდე პი­ე­სის ავ­ტო­რის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი სცე­ნა­ზე არა­ერ­თმა რე­ჟი­სორ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ამავდრო­უ­ლად ხა­ნონ ლე­ვინ­მა სხვა­დას­ხვა წლებ­ში თა­ვი­სი­ვე შექ­მნი­ლი 22 პი­ე­სა დად­გა ის­რე­ლის თე­ატ­რე­ბის სცე­ნებ­ზე. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა ჟან­რობ­რი­ვად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. მათ შო­რი­საა: კო­მე­დია, სა­ტი­რა, ტრა­გე­დია და ასე­ვე თე­ატ­რა­ლუ­რი სკეტ­ჩე­ბი.

1999 წელს, 55 წლის დრა­მა­ტურ­გი სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა. არა­ერ­თი პრე­მი­ის და ჯილ­დოს ავ­ტო­რის პი­ე­სე­ბი, დღემ­დე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე იდ­გმე­ბა.

ხა­ნოხ ლე­ვი­ნის პი­ე­სის მი­ხედ­ვით დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლის ავ­ტო­რი - და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძეა, რე­ჟი­სო­რის თა­ნა­შემ­წე - სვეტ­ლა­ნა გო­გო­ხია.

მოქ­მე­დი პირ­ნი და შემ­სრუ­ლე­ბელ­ნი: ია­კი­ში – ჯანო იზო­რია, პუპ­ჩე – ნინო შავ­გუ­ლი­ძე, ია­კი­შის დედა – სა­ნა­თა ძა­ძა­მია, ია­კი­შის მამა – ნი­კო­ლოზ წე­რე­დი­ა­ნი, პუპ­ჩეს დედა – მა­რი­ნა სო­ლო­მო­ნია, პუპ­ჩეს მამა – და­ვით ბე­რა­ძე, ლე­ი­ბე­ხი – პა­ა­ტა ვახ­ტან­გიშ­ვი­ლი, მა­დამ პორ­ცე­დე­სი – ბად­რი ბე­გა­ლიშ­ვი­ლი, შამ­პი­ნიე სან­დე­ლიე –თათა გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლი.

(16+) (სპექ­ტაკ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა: 1 სთ. 20 წთ).

ბი­ლე­თე­ბი | TKT.GE

თე­ატ­რის მის.: დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის ქ. №68

გუგლ მე­ფის ლინ­კი: https://goo.gl/maps/dHXQkALzAK1BfSPD8

სო­ხუ­მის თე­ატ­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: ambebi.ge • ამ­ბე­ბი.ge და Palitranews - პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ხომ შეიძლება საფრთხობელასაც ჰქონდეს ფაქიზი სული?!" - სევდიანი კომედია ბედნიერების მაძიებელ წყვილზე

"ხომ შეიძლება საფრთხობელასაც ჰქონდეს ფაქიზი სული?!" - სევდიანი კომედია ბედნიერების მაძიებელ წყვილზე

დავით საყვარელიძის სპექტაკლი „იაკიში და პუპჩე“ სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ბრუნდება! ერთ მოქმედებიანი წარმოდგენა 14 , 15 და 17 მაისს, 20:00 საათზე გაიმართება.

სევდიანი კომედია მახინჯი, ღარიბი და მარტოხელა იაკიშისა და მასავით შეუხედავი პუპჩეს შესახებ მოგვითხრობს. იაკიშს მარტოობა ეძნელება, ჭკუიდან შლის. „მე არ მყავს და ალბათ, არასდროს მეყოლება ქალი“... - ამბობს სასოწარკვეთილი და თითქოს ბედს შეგუებული, თუმცა მის გულში ბედნიერების მცირე იმედი მაინც ბჟუტავს. იქით კი პუპჩე იტანჯება, მოზღვავებულ ჰორმონებს ვერაფრით აცხრობს, მამაკაცთან შეხვედრაზე და ქმარ-შვილზე ოცნებობს: „მახინჯი ვარ, მაგრამ საფრთხობელასაც ხომ შეიძლება ჰქონდეს ფაქიზი სული?!“

სწორედ ამ დროს „გამოჩნდება სინათლე გვირაბის ბოლოს“ და წყვილი ერთმანეთს ხვდება. თუმცა მათი ქორწინების შემდეგ, სიძე-პატარძლის მშობლები შეიტყობენ, რომ ახალგაზრდებს ხორციელთათვის წმინდა ცნების „ინაყოფიერეთ და გამრავლდით“ აღსრულება არ შეუძლია. სასოწარკვეთილნი გამოსავლის ძებნას იწყებენ და ყველა ერთად ერთვება ამ „გრანდიოზული, ფეერიული პროექტის“ განხორციელებაში...

(სპექტაკლის პრემიერა 2017 წლის 21 ივლისს, რეგიონული თეატრების, ფოთის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა და გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი“.

„იაკიში და პუპჩე“ ასევე გამარჯვებულია „საუკეთესო სპექტაკლის“ ნომინაციაში რამდენიმე ადგილობრივ თუ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე).

ხანონ ლევინი 1943 წელს თელ-ავივში (ისრაელი) დაიბადა. პოეტმა და დრამატურგმა, თეატრალური წარმოდგენების რეჟისორმა, თანამედროვე ებრაული ლიტერატურის კლასიკოსმა, დაწყებითი განათლება რელიგიურ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი ფილოსოფია და ლიტერატურა თელ-ავივის უნივერსიტეტში შეისწავლა. პიესების პარალელურად, წერდა ლექსებსა და სიმღერებს. 50-მდე პიესის ავტორის ნაწარმოებები სცენაზე არაერთმა რეჟისორმა განახორციელა, ამავდროულად ხანონ ლევინმა სხვადასხვა წლებში თავისივე შექმნილი 22 პიესა დადგა ისრელის თეატრების სცენებზე. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. მათ შორისაა: კომედია, სატირა, ტრაგედია და ასევე თეატრალური სკეტჩები.

1999 წელს, 55 წლის დრამატურგი სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. არაერთი პრემიის და ჯილდოს ავტორის პიესები, დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრის სცენაზე იდგმება.

ხანოხ ლევინის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის ავტორი - დავით საყვარელიძეა, რეჟისორის თანაშემწე - სვეტლანა გოგოხია.

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: იაკიში – ჯანო იზორია, პუპჩე – ნინო შავგულიძე, იაკიშის დედა – სანათა ძაძამია, იაკიშის მამა – ნიკოლოზ წერედიანი, პუპჩეს დედა – მარინა სოლომონია, პუპჩეს მამა – დავით ბერაძე, ლეიბეხი – პაატა ვახტანგიშვილი, მადამ პორცედესი – ბადრი ბეგალიშვილი, შამპინიე სანდელიე –თათა გავაშელიშვილი.

(16+) (სპექტაკლის ხანგრძლივობა: 1 სთ. 20 წთ).

ბილეთები | TKT.GE

თეატრის მის.: დიმიტრი უზნაძის ქ. №68

გუგლ მეფის ლინკი: https://goo.gl/maps/dHXQkALzAK1BfSPD8

სოხუმის თეატრის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ambebi.ge • ამბები.ge და Palitranews - პალიტრანიუსი

R