იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომის დამსწრე დეპუტატებს კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრებები არ ჰქონდათ და მათ პროექტს მხარი დაუჭირეს. აქედან გამომდინარე, სხდომა დაწყებიდან დაახლოებით 2 წუთზე ნაკლებ დროში, 1 წუთსა და 7 წამში დასრულდა.
მოქალაქეები, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონპროექტს აპროტესტებენ, მთელი ღამე რუსთაველზე იყვნენ. ხელისუფლებას სამართალდამცავთა უპრეცედენტო მობილიზება დასჭირდა "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის პარლამენტში შესვლა რომ უზრუნველეყო. დაპირისპირებისას სცემეს არაერთი ადამიანი, დააკავეს 20-მდე დემონსტრანტი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
იხილეთ ასევე:
რა ხდებოდა პარლამენტთან? - ვანო გორგიშვილისა და გიორგი ნიკოლიშვილის ფოტორეპორტაჟი