სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნემო პირველი გამარჯვებულია, რომელმაც ჯილდო პირდაპირ ეთერში დაამსხვრია" - როგორი იყო "ევროვიზიის" 68-ე კონკურსი: სკანდალები, პროტესტი და პოლიტიკური ელფერი
"ნემო პირველი გამარჯვებულია, რომელმაც ჯილდო პირდაპირ ეთერში დაამსხვრია" - როგორი იყო "ევროვიზიის"  68-ე კონკურსი: სკანდალები, პროტესტი და პოლიტიკური ელფერი

"ევ­რო­ვი­ზი­ის" სკან­და­ლუ­რი 68-ე კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი მო­ნა­წი­ლე გახ­და. წლის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მუ­სი­კა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი­სა და კონ­კურ­სან­ტე­ბის გა­მო­თიშ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­ტარ­და.

შვე­ი­ცა­რი­ე­ლი მომ­ღე­რა­ლი ნემო ევ­რო­ვი­ზი­ის ფი­ნალ­ში სიმ­ღე­რით The Code-ით წარ­სდგა. სიმ­ღე­რა ჰიპ-ჰო­პი­სა და ოპე­რის უცხო სინ­თე­ზი იყო და მან ჟი­უ­რის კენ­ჭისყრა­ში სა­ერ­თო ქუ­ლე­ბის ნა­ხე­ვა­რი და­იმ­სა­ხუ­რა.

ცო­ცხა­ლი მუ­სი­კის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ უდი­დეს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ჰო­ლან­დი­ე­ლი კონ­კურ­სან­ტი იუსტ კლა­ი­ნი ფი­ნა­ლი­დან მას შემ­დეგ იყო დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რაც მას პრო­დი­უ­სე­რე­ბის ჯგუ­ფის წევრ ერთ-ერთ ქალ­თან ინ­ცი­დენ­ტი მო­უხ­და. ჰო­ლან­დი­ელ­მა ჟი­უ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რო­მელ­მაც კლა­ი­ნი გაგ­ზავ­ნა კონ­კურ­სზე, აღ­ნიშ­ნა, რომ "შო­კი­რე­ბუ­ლი იყო არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით" და შოუს მი­წუ­რულს ქუ­ლე­ბის გა­და­ცე­მა­ზე უარი თქვა.

პო­ლი­ტი­კუ­რად დატ­ვირ­თულ კონ­კურ­სზე ატ­მოს­ფე­რო კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და მას შემ­დეგ, რაც კლა­ინ­მა ის­რა­ე­ლის კონ­კურ­სზე ყოფ­ნის შე­სა­ხებ თა­ვი­სი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტა.

ევ­რო­პის მა­უ­წყე­ბელ­თა კავ­შირ­მა (EBU) ის­რა­ე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ ედენ გო­ლანს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა მას შემ­დეგ მის­ცა, რაც მისი ბა­ლა­დის, Hurricane-ის ტექ­სტი და სა­ხელ­წო­დე­ბა შეც­ვა­ლეს. სიმ­ღე­რა "ჰა­მა­სის" 7 ოქ­ტომ­ბრის ტრავ­მულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობ­და და მისი თავ­და­პირ­ვე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა "ოქ­ტომ­ბრის წვი­მა" იყო.

კონ­კურ­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, შვე­დე­თის ქა­ლაქ მალ­მო­ში პა­ლეს­ტი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ტი­ვის­ტე­ბის აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბო­და, სა­დაც ისი­ნი ევ­რო­ვი­ზი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ბო­ი­კო­ტის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ. მათი თქმით, ის­რა­ელს სა­ერ­თოდ არ უნდა ჰქო­ნო­და კონ­კურ­სზე გას­ვლის უფ­ლე­ბა და 2022 წელს რუ­სე­თის ბედი უნდა გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა, როცა ის ევ­რო­ვი­ზი­ი­დან გა­მო­თი­შეს.

ნე­მოს პერ­ფორ­მან­სი თა­ვი­სი სი­მარ­ტი­ვი­თაც გახ­და მა­ყუ­რებ­ლი­სა და ჟი­უ­რის ფა­ვო­რი­ტი. ნემო მოძ­რავ პლატ­ფორ­მა­ზე ას­რუ­ლებ­და სიმ­ღე­რას, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი­სა და სცე­ნის სხვა გა­ფორ­მე­ბე­ბის გა­რე­შე.

ექ­სცე­სე­ბის გა­რე­შე არც ფი­ნალს ჩა­უვ­ლია. ნე­მომ ღო­ნის­ძი­ე­ბა თა­ვი­სი სიმ­ღე­რით და­ხუ­რა, თუმ­ცა პერ­ფორ­მან­სის ბო­ლოს მან შემ­თხვე­ვით ევ­რო­ვი­ზი­ის ჯილ­დო გა­ტე­ხა, რა­მაც მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ა­ხა­ლი­სა: "ნემო პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, რო­მელ­მაც ჯილ­დო პირ­და­პირ ეთერ­ში და­ამ­სხვრია, თა­ნაც გა­მარ­ჯვე­ბის­თა­ნა­ვე",- წერ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლო წლე­ვან­დელ კონ­კურ­სში 21-ე ად­გილს დას­ჯერ­და. ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ ჟი­უ­რის ქუ­ლე­ბი შემ­დე­გი ქვეყ­ნე­ბი­დან მი­ი­ღო: 7 ქულა - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­გან, 2 ქულა - მალ­ტის­გან, 2 ქულა - ის­რა­ე­ლის­გან, 1 ქულა - ნორ­ვე­გი­ის­გან, 3 ქულა კი სომ­ხე­თის­გან. მა­ყუ­რებ­ლის­გან კი 19 ქულა მი­ი­ღო.

მომ­ღე­რა­ლი მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გით კმა­ყო­ფი­ლია. მისი თქმით, ის ფაქ­ტიც კი, რომ სა­ქარ­თვე­ლო კონ­კურ­სის ფი­ნალ­ში მოხ­ვდა, დიდი წარ­მა­ტე­ბაა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ნემო პირველი გამარჯვებულია, რომელმაც ჯილდო პირდაპირ ეთერში დაამსხვრია" - როგორი იყო "ევროვიზიის" 68-ე კონკურსი: სკანდალები, პროტესტი და პოლიტიკური ელფერი

"ნემო პირველი გამარჯვებულია, რომელმაც ჯილდო პირდაპირ ეთერში დაამსხვრია" - როგორი იყო "ევროვიზიის"  68-ე კონკურსი: სკანდალები, პროტესტი და პოლიტიკური ელფერი

"ევროვიზიის" სკანდალური 68-ე კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიელი მონაწილე გახდა. წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ღონისძიება საპროტესტო აქციებისა და კონკურსანტების გამოთიშვის პარალელურად ჩატარდა.

შვეიცარიელი მომღერალი ნემო ევროვიზიის ფინალში სიმღერით The Code-ით წარსდგა. სიმღერა ჰიპ-ჰოპისა და ოპერის უცხო სინთეზი იყო და მან ჟიურის კენჭისყრაში საერთო ქულების ნახევარი დაიმსახურა.

ცოცხალი მუსიკის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ღონისძიებაზე ჰოლანდიელი კონკურსანტი იუსტ კლაინი ფინალიდან მას შემდეგ იყო დისკვალიფიცირებული, რაც მას პროდიუსერების ჯგუფის წევრ ერთ-ერთ ქალთან ინციდენტი მოუხდა. ჰოლანდიელმა ჟიურის წარმომადგენელმა, რომელმაც კლაინი გაგზავნა კონკურსზე, აღნიშნა, რომ "შოკირებული იყო არაპროპორციული გადაწყვეტილებით" და შოუს მიწურულს ქულების გადაცემაზე უარი თქვა.

პოლიტიკურად დატვირთულ კონკურსზე ატმოსფერო კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც კლაინმა ისრაელის კონკურსზე ყოფნის შესახებ თავისი უკმაყოფილება გამოხატა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ისრაელის წარმომადგენელ ედენ გოლანს კონკურსში მონაწილეობის უფლება მას შემდეგ მისცა, რაც მისი ბალადის, Hurricane-ის ტექსტი და სახელწოდება შეცვალეს. სიმღერა "ჰამასის" 7 ოქტომბრის ტრავმულ გამოცდილებაზე საუბრობდა და მისი თავდაპირველი სახელწოდება "ოქტომბრის წვიმა" იყო.

კონკურსის პარალელურად, შვედეთის ქალაქ მალმოში პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტების აქციები იმართებოდა, სადაც ისინი ევროვიზიის მონაწილეებს ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ. მათი თქმით, ისრაელს საერთოდ არ უნდა ჰქონოდა კონკურსზე გასვლის უფლება და 2022 წელს რუსეთის ბედი უნდა გაეზიარებინა, როცა ის ევროვიზიიდან გამოთიშეს.

ნემოს პერფორმანსი თავისი სიმარტივითაც გახდა მაყურებლისა და ჟიურის ფავორიტი. ნემო მოძრავ პლატფორმაზე ასრულებდა სიმღერას, მოცეკვავეებისა და სცენის სხვა გაფორმებების გარეშე.

ექსცესების გარეშე არც ფინალს ჩაუვლია. ნემომ ღონისძიება თავისი სიმღერით დახურა, თუმცა პერფორმანსის ბოლოს მან შემთხვევით ევროვიზიის ჯილდო გატეხა, რამაც მაყურებელი გაახალისა: "ნემო პირველი გამარჯვებულია, რომელმაც ჯილდო პირდაპირ ეთერში დაამსხვრია, თანაც გამარჯვებისთანავე",- წერდნენ სოციალურ ქსელებში.

საქართველო წლევანდელ კონკურსში 21-ე ადგილს დასჯერდა. ნუცა ბუზალაძემ ჟიურის ქულები შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო: 7 ქულა - აზერბაიჯანისგან, 2 ქულა - მალტისგან, 2 ქულა - ისრაელისგან, 1 ქულა - ნორვეგიისგან, 3 ქულა კი სომხეთისგან. მაყურებლისგან კი 19 ქულა მიიღო.

მომღერალი მიღწეული შედეგით კმაყოფილია. მისი თქმით, ის ფაქტიც კი, რომ საქართველო კონკურსის ფინალში მოხვდა, დიდი წარმატებაა.

ასევე იხილეთ:

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა