პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
12 მაისი ექთნების დღეა - რა ცოდნა და უნარები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც პაციენტთან ყველაზე მეტ დროს ატარებს
12 მაისი ექთნების დღეა - რა ცოდნა და უნარები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც პაციენტთან ყველაზე მეტ დროს ატარებს

12 მა­ისს მსოფ­ლი­ო­ში ექთ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე აღი­ნიშ­ნე­ბა, ინ­გლი­სე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ფლო­რენს ნა­ი­თინ­გე­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად, რო­მელ­მაც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა სა­ექთ­ნო საქ­მის, რო­გორც პრო­ფე­სი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას.

ნა­ი­ტინ­გე­ი­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და ყი­რი­მის ომის დროს,მედ­დე­ბი­სათ­ვის სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბის და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ცე­მით. სწო­რედ ფლო­რენ­სის წყა­ლო­ბით და­ფას­და ექთ­ნის პრო­ფე­სია. იგი ვიქ­ტო­რი­ა­ნუ­ლი ეპო­ქის სახე გახ­და. ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­გორც „ქალს სა­ნა­თით“, რად­გან ღამ-ღა­მო­ბით დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას ამოწ­მებ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ექთ­ნის საქ­მი­ა­ნო­ბა და­მო­უ­კი­დე­ბელ პრო­ფე­სი­ად 2024 წლის თე­ბერ­ვალ­ში იქნა აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს „ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბელ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, რაც კი­დევ ერთხელ ხაზს უს­ვამს ამ პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ ერთ-ერ­თია სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ კლი­ნი­კებს შო­რის, სა­დაც სა­ექთ­ნო სამ­სა­ხუ­რი ცალ­კე სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლა­დაა გა­მო­ყო­ფი­ლი. კლი­ნი­კა­ში ამ­ჟა­მად 425პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექთა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი, 169 ახალ­გაზ­რდა კი ექთ­ნის თა­ნა­შემ­წის(რე­ინ­ჯე­რის) პო­ზი­ცი­ა­ზე ეუფ­ლე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის უნარ-ჩვე­ვებს. „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის “სა­ექთ­ნო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ამ ბურ­დუ­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში ექთ­ნე­ბის როლი და მნიშ­ვნე­ლო­ბა პა­ცი­ენ­ტი­სათ­ვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის,უსაფრ­თხო სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბი­სა და სა­ბო­ლოო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცეს­ში დი­დია. ექთ­ნის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე დე­ტა­ლუ­რად მა­რი­ამ ბურ­დუ­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა არის ექთ­ნის საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი?

ექთ­ნის საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რი ზრუნ­ვაა. ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცე­სის მარ­თვაა.ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბით.

მე­ო­რე მხრივ, სა­ექთ­ნო სამ­სა­ხუ­რი, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის საყ­რდენს წარ­მო­ად­გენს. პა­ცი­ენ­ტთან ყვე­ლა­ზე დიდ დროს ექთა­ნი ატა­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი გან­სა­ზღვრავს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბის ხა­რისხს და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის კმა­ყო­ფი­ლე­ბას.

კონ­კრე­ტუ­ლად რა ფუნ­ქცი­ე­ბი აკის­რია ექთანს?

ექთ­ნო­ბა მრა­ვალ­მხრი­ვი პრო­ფე­სი­აა. ექთ­ნის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის ქვა­კუ­თხე­დია. ექი­მის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა სის­რუ­ლე­ში ჩვენ მოგ­ვყავს. ვზრუ­ნავთ პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და ამავდრო­უ­ლად, ვცდი­ლობთ და­ა­ვა­დე­ბის, მისი მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ პა­ცი­ენ­ტის ცნო­ბი­ე­რე­ბა ავა­მაღ­ლოთ. ვას­წავ­ლით, სახ­ლში გა­წე­რის შემ­დეგ რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს.

რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გან­სა­ზღვრავს ექთ­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს?

ექთ­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა რო­გორც მისი ცოდ­ნი­თა და პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბით, ისე ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რით, სა­ექთ­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის ხა­რის­ხის მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბით. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, პა­ცი­ენ­ტთან ყვე­ლა­ზე მეტ დროს ექთა­ნი ატა­რებს, ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც მისი სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, ისე ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი. კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექთან­მა სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია და­ამ­ყა­როს პა­ცი­ენ­ტსა და მის ახ­ლობ­ლებ­თან.

რა თვი­სე­ბე­ბის ქო­ნაა ექთ­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი?

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ექთა­ნი იყოს გუ­ლის­ხმი­ე­რი და ემ­პა­თი­უ­რი. მან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­იც­ვას ეთი­კი­სა და პრო­ფე­სი­ის ნორ­მე­ბი. პა­ცი­ენ­ტის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა უნდა გა­მო­ხა­ტოს. ხში­რად პა­ცი­ენ­ტის ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი არაა და ამ დროს ექთან­მა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სწო­რი ფორ­მა უნდა შე­არ­ჩი­ოს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბაა სა­ჭი­რო არას­რულ­წლო­ვან პა­ცი­ენ­ტებ­თა­ნაც.

რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას დღეს სა­ექთ­ნო პრო­ფე­სი­ას?

სა­ექთ­ნო პრო­ფე­სია მთელ მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოც დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შეა. მცი­რეა სა­კად­რო რე­სურ­სი. სა­ჭი­როა ამ პრო­ფე­სი­ის მეტი პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ქვეყ­ნი­დან გა­დი­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბა, მათი საქ­მი­ა­ნო­ბის მე­ტად და­ფა­სე­ბა ზო­გა­დად ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მხრი­დან. ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში და­გეგ­მი­ლი ექთ­ნე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ხელს შე­უ­წყობს სა­ექთ­ნო პრო­ფე­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბას და მათი საქ­მი­ა­ნო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

რას ეტყო­დით ექთ­ნებს პრო­ფე­სი­ულ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით?

მინ­და, სა­ექთ­ნო საქ­მის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნელს მი­ვუ­ლო­ცო პრო­ფე­სი­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი. ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბა და წინსვლა პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. გახ­სოვ­დეთ, ჩვე­ნი როლი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა­ში დი­დია. ამი­ტომ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით უნდა მო­ვე­პყროთ თი­თო­ე­ულ პა­ცი­ენტს.

R

12 მაისი ექთნების დღეა - რა ცოდნა და უნარები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც პაციენტთან ყველაზე მეტ დროს ატარებს

12 მაისი ექთნების დღეა - რა ცოდნა და უნარები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც პაციენტთან ყველაზე მეტ დროს ატარებს

12 მაისს მსოფლიოში ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნება, ინგლისელი ქალბატონის ფლორენს ნაითინგელის პატივსაცემად, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

ნაიტინგეილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ყირიმის ომის დროს,მედდებისათვის სათანადო განათლების და კვალიფიკაციის მიცემით. სწორედ ფლორენსის წყალობით დაფასდა ექთნის პროფესია. იგი ვიქტორიანული ეპოქის სახე გახდა. ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ქალს სანათით“, რადგან ღამ-ღამობით დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობას ამოწმებდა.

საქართველოში ექთნის საქმიანობა დამოუკიდებელ პროფესიად 2024 წლის თებერვალში იქნა აღიარებული საქართველოს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების თანახმად. ეს მიმართულება დამოუკიდებელ სერტიფიცირებას ექვემდებარება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ პროფესიის წარმომადგენელთა საქმიანობის მნიშვნელობას.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ერთ-ერთია საქართველოში იმ კლინიკებს შორის, სადაც საექთნო სამსახური ცალკე სტრუქტურულ ერთეულადაა გამოყოფილი. კლინიკაში ამჟამად 425პროფესიონალი ექთანია დასაქმებული, 169 ახალგაზრდა კი ექთნის თანაშემწის(რეინჯერის) პოზიციაზე ეუფლება პროფესიონალის უნარ-ჩვევებს. „ნიუ ჰოსპიტალსის “საექთნო სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ბურდული აღნიშნავს, რომ თანამედროვე მედიცინაში ექთნების როლი და მნიშვნელობა პაციენტისათვის მაღალი ხარისხის,უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და საბოლოო გამოჯანმრთელების პროცესში დიდია. ექთნის საქმიანობაზე დეტალურად მარიამ ბურდული გვესაუბრება.

რა არის ექთნის საქმიანობის მთავარი მიზანი?

ექთნის საქმიანობის მთავარი მიზანი პაციენტის ჯანმრთელობაზე უსაფრთხო და ეფექტური ზრუნვაა. ჩვენი მოვალეობა გამოჯანმრთელების პროცესის მართვაა.ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ვეხმარებით.

მეორე მხრივ, საექთნო სამსახური, სამედიცინო დაწესებულებისათვის, ხარისხის უზრუნველყოფის საყრდენს წარმოადგენს. პაციენტთან ყველაზე დიდ დროს ექთანი ატარებს. შესაბამისად, მისი პროფესიონალიზმი განსაზღვრავს ჩატარებული სამედიცინო პროცედურების ხარისხს და გამოჯანმრთელებული პაციენტის კმაყოფილებას.

კონკრეტულად რა ფუნქციები აკისრია ექთანს?

ექთნობა მრავალმხრივი პროფესიაა. ექთნის მიერ შესრულებული პროცედურები და მანიპულაციები პაციენტის მკურნალობის ქვაკუთხედია. ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა სისრულეში ჩვენ მოგვყავს. ვზრუნავთ პაციენტის ჯანმრთელობაზე და ამავდროულად, ვცდილობთ დაავადების, მისი მკურნალობის შესახებ პაციენტის ცნობიერება ავამაღლოთ. ვასწავლით, სახლში გაწერის შემდეგ როგორ უნდა მოიქცეს.

რა კრიტერიუმები განსაზღვრავს ექთნის პროფესიონალიზმს?

ექთნის პროფესიონალიზმი განისაზღვრება როგორც მისი ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, ისე ეფექტური კომუნიკაციის უნარით, საექთნო საქმიანობის ხარისხის მუდმივად განვითარებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პაციენტთან ყველაზე მეტ დროს ექთანი ატარებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მისი სამედიცინო პროფესიონალიზმი, ისე ადამიანური თვისებები. კვალიფიკაციის პარალელურად, აუცილებელია ექთანმა სწორი კომუნიკაცია დაამყაროს პაციენტსა და მის ახლობლებთან.

რა თვისებების ქონაა ექთნისთვის აუცილებელი?

მნიშვნელოვანია, რომ ექთანი იყოს გულისხმიერი და ემპათიური. მან აუცილებლად უნდა დაიცვას ეთიკისა და პროფესიის ნორმები. პაციენტის მიმართ პატივისცემა უნდა გამოხატოს. ხშირად პაციენტის ემოციური მდგომარეობა სტაბილური არაა და ამ დროს ექთანმა კომუნიკაციის სწორი ფორმა უნდა შეარჩიოს. განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარებაა საჭირო არასრულწლოვან პაციენტებთანაც.

რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საექთნო პროფესიას?

საექთნო პროფესია მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოც დიდი გამოწვევების წინაშეა. მცირეა საკადრო რესურსი. საჭიროა ამ პროფესიის მეტი პოპულარიზება, პროფესიონალების ქვეყნიდან გადინების შემცირება, მათი საქმიანობის მეტად დაფასება ზოგადად ჯანდაცვის სისტემის მხრიდან. ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი ექთნების სერტიფიცირება ხელს შეუწყობს საექთნო პროფესიის განვითარებას და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას.

რას ეტყოდით ექთნებს პროფესიულ დღესთან დაკავშირებით?

მინდა, საექთნო საქმის ყველა წარმომადგენელს მივულოცო პროფესიული დღესასწაული. ვუსურვო წარმატება და წინსვლა პროფესიულ საქმიანობაში. გახსოვდეთ, ჩვენი როლი სამედიცინო სერვისების მიწოდებაში დიდია. ამიტომ დიდი პასუხისმგებლობითა და პატივისცემით უნდა მოვეპყროთ თითოეულ პაციენტს.

R