მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თსუ-ს სტუდენტების პროტესტი: ისინი აცხადებენ, რომ ორშაბათიდან ლექციებს არ დასწრებიან - მათ რამდენიმე ლექტორიც უერთდება
თსუ-ს სტუდენტების პროტესტი: ისინი აცხადებენ, რომ ორშაბათიდან ლექციებს არ დასწრებიან - მათ რამდენიმე ლექტორიც უერთდება

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, ორ­შა­ბა­თი­დან, აუ­დი­ტო­რი­ებ­ში შეს­ვლა­სა და ლექ­ცი­ებ­ზე დას­წრე­ბა­ზე უარს ამ­ბო­ბენ და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ას აა­ნონ­სე­ბენ.

მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბია. სტუ­დენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ „დიქ­ტა­ტუ­რულ პრო­ცესს“ არ შე­ე­გუ­ე­ბი­ან.

ამას­თან, ისი­ნი თა­ვი­ანთ ლექ­ტო­რებს გა­ფიც­ვის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ, სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტებს კი მი­მარ­თა­ვენ, პრო­ტესტს შე­უ­ერ­თდნენ.

"თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი არ ვა­პი­რებთ მდუ­მა­რედ შე­ვე­გუ­ოთ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე გა­ცხა­დე­ბულ დიქ­ტა­ტუ­რულ პრო­ცესს. რო­გორც ჩანს, საკ­მა­რი­სი აღა­რაა მხო­ლოდ აქ­ცი­ებ­ზე დგო­მა და ამ გზით პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა იმ შე­უქ­ცე­ვა­დი კა­ტას­ტრო­ფის მი­მართ. როცა ქუ­ჩა­ში ხმის ამო­ღე­ბა ბრუ­ტა­ლუ­რი მე­თო­დე­ბით ის­ჯე­ბა, ჩვენ­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა მშვი­დად აუ­დი­ტო­რი­ებ­ში ჯდო­მა. ეს არ არის ორ­დი­ნა­რუ­ლი ვი­თა­რე­ბა და ასე­თი ვი­თა­რე­ბა ადეკ­ვა­ტურ ქცე­ვას მო­ი­თხოვს.

სწო­რედ ამი­ტომ, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ორ­შა­ბა­თი­დან უარი ვთქვათ აუ­დი­ტო­რი­ებ­ში შეს­ვლა­ზე. დი­ლის 9 სა­ა­თი­დან ვიდ­გე­ბით რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და გა­ვაპ­რო­ტეს­ტებთ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პუ­ტი­ნის­ტუ­რი დიქ­ტა­ტუ­რის სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე გა­ფორ­მე­ბის მცდე­ლო­ბას. ჩვენს უკან დგას ათა­სო­ბით სტუ­დენ­ტი არ აპი­რებს დათ­მოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მისი ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი, კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი.

მო­ვუ­წო­დებთ ჩვენს ლექ­ტო­რებს, მი­ი­ღონ ადეკ­ვა­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, უარი თქვან სამ­სა­ხურ­ში მოს­ვლა­ზე, გა­მო­ა­ცხა­დონ სა­ყო­ველ­თაო გა­ფიც­ვა და დად­გნენ ჩვენ­თან ერ­თად, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე. მივ­მარ­თავთ სა­ხელ­მწი­ფო თუ კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტებს, შე­წყვი­ტეთ აკა­დე­მი­უ­რი პრო­ცე­სი სა­კუ­თარ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. გა­მო­დით აუ­დი­ტო­რი­ე­ბი­დან და შე­მო­უ­ერ­თდით ჩვენს წა­მო­წყე­ბას. სა­ქარ­თვე­ლო არ გახ­დე­ბა რუ­სე­თი და ამის გა­რან­ტო­რე­ბი ვიქ­ნე­ბით ჩვენ, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი თა­ო­ბა. წინ ევ­რო­პის­კენ! ძალა ერ­თო­ბა­შია!“ - აცხა­დე­ბენ სტუ­დენ­ტე­ბი.

მათ რამ­დე­ნი­მე ლექ­ტო­რიც უერ­თდე­ბა, მათ შო­რის თსუ-ის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, ნა­თია კუპ­რაშ­ვი­ლი:

"ვუ­ერ­თდე­ბი სტუ­დენ­ტებს. მეც ვერ ჩა­ვა­ტა­რებ სა­ა­უ­დი­ტო­რიო შეხ­ვედ­რებს იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტის კედ­ლებ­ში, რო­მე­ლიც, მი­ნი­მუმ, არ იმ­ჩნევს სა­კუ­თარ ასო­ცი­რე­ბულ-პრო­ფე­სორ­ზე გან­გრძო­ბით მუ­ქა­რებს და ზე­წო­ლას. მარ­ტო მე ვერ გა­ვი­ფი­ცე­ბი, ცხა­დია რაც შე­ე­ხე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბას, არც მე ვა­პი­რებ შევ­წყვი­ტო და არც ეს სტუ­დენ­ტე­ბი შე­წყვე­ტენ გა­ნათ­ლე­ბას" - წერს კუპ­რაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ასე­ვე თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი სოფო შა­მა­ნი­დი.

"სტუ­დენ­ტებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ორ­შა­ბა­თი­დან ტო­ვე­ბენ აუ­დი­ტო­რი­ებს. ჩემი, რო­გორც თსუს პრო­ფე­სო­რის ვა­ლია, ვიდ­გე იქ, სა­დაც ჩემი სტუ­დენ­ტე­ბი დგა­ნან და მათ­თან ერ­თად ვიბ­რძო­ლო მათი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის. ორ­შა­ბა­თი­დან მეც დავ­ტო­ვებ აუ­დი­ტო­რი­ას. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი • Tbilisi State University ორ­შა­ბათს ოფი­ცი­ა­ლუ­რად მოგ­მარ­თავთ გა­ფიც­ვის შე­სა­ხებ - ეს ჩემი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბაა (ვიდ­რე “კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი” კო­ბა­ხი­ძე არ ჩა­მო­მარ­თმევს ამ უფ­ლე­ბა­საც). მა­ნამ­დე იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებს გა­ვარ­კვევ იმე­დია, სხვა პრო­ფე­სო­რე­ბიც ამ­ყვე­ბი­ან" - წერს შა­მა­ნი­დი.

ავტორი:

თსუ-ს სტუდენტების პროტესტი: ისინი აცხადებენ, რომ ორშაბათიდან ლექციებს არ დასწრებიან - მათ რამდენიმე ლექტორიც უერთდება

თსუ-ს სტუდენტების პროტესტი: ისინი აცხადებენ, რომ ორშაბათიდან ლექციებს არ დასწრებიან - მათ რამდენიმე ლექტორიც უერთდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტის ნიშნად, ორშაბათიდან, აუდიტორიებში შესვლასა და ლექციებზე დასწრებაზე უარს ამბობენ და რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებენ.

მათი გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია. სტუდენტები ამბობენ, რომ „დიქტატურულ პროცესს“ არ შეეგუებიან.

ამასთან, ისინი თავიანთ ლექტორებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს კი მიმართავენ, პროტესტს შეუერთდნენ.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაპირებთ მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში მიმდინარე გაცხადებულ დიქტატურულ პროცესს. როგორც ჩანს, საკმარისი აღარაა მხოლოდ აქციებზე დგომა და ამ გზით პროტესტის გამოხატვა, წინააღმდეგობის გაწევა იმ შეუქცევადი კატასტროფის მიმართ. როცა ქუჩაში ხმის ამოღება ბრუტალური მეთოდებით ისჯება, ჩვენთვის შეუძლებელი ხდება მშვიდად აუდიტორიებში ჯდომა. ეს არ არის ორდინარული ვითარება და ასეთი ვითარება ადეკვატურ ქცევას მოითხოვს.

სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ორშაბათიდან უარი ვთქვათ აუდიტორიებში შესვლაზე. დილის 9 საათიდან ვიდგებით რუსთაველის გამზირზე და გავაპროტესტებთ ქვეყანაში მიმდინარე პუტინისტური დიქტატურის საკანონმდებლო დონეზე გაფორმების მცდელობას. ჩვენს უკან დგას ათასობით სტუდენტი არ აპირებს დათმოს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მისი ევროპული მომავალი, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებს, მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება, უარი თქვან სამსახურში მოსვლაზე, გამოაცხადონ საყოველთაო გაფიცვა და დადგნენ ჩვენთან ერთად, რუსთაველის გამზირზე. მივმართავთ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს, შეწყვიტეთ აკადემიური პროცესი საკუთარ უნივერსიტეტებში. გამოდით აუდიტორიებიდან და შემოუერთდით ჩვენს წამოწყებას. საქართველო არ გახდება რუსეთი და ამის გარანტორები ვიქნებით ჩვენ, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა. წინ ევროპისკენ! ძალა ერთობაშია!“ - აცხადებენ სტუდენტები.

მათ რამდენიმე ლექტორიც უერთდება, მათ შორის თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ნათია კუპრაშვილი:

"ვუერთდები სტუდენტებს. მეც ვერ ჩავატარებ სააუდიტორიო შეხვედრებს იმ უნივერსიტეტის კედლებში, რომელიც, მინიმუმ, არ იმჩნევს საკუთარ ასოცირებულ-პროფესორზე განგრძობით მუქარებს და ზეწოლას. მარტო მე ვერ გავიფიცები, ცხადია რაც შეეხება სწავლა-სწავლებას, არც მე ვაპირებ შევწყვიტო და არც ეს სტუდენტები შეწყვეტენ განათლებას" - წერს კუპრაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი სოფო შამანიდი.

"სტუდენტებმა განაცხადეს, რომ ორშაბათიდან ტოვებენ აუდიტორიებს. ჩემი, როგორც თსუს პროფესორის ვალია, ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან და მათთან ერთად ვიბრძოლო მათი ევროპული მომავლისთვის. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University ორშაბათს ოფიციალურად მოგმართავთ გაფიცვის შესახებ - ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა (ვიდრე “კონსტიტუციონალისტი” კობახიძე არ ჩამომართმევს ამ უფლებასაც). მანამდე იურიდიულ საკითხებს გავარკვევ იმედია, სხვა პროფესორებიც ამყვებიან" - წერს შამანიდი.