სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი თანამშრომლობა შევიდა ჩიხში..." - რას წერს ეკა ამირეჯიბი ტელეკომპანია "იმედიდან" წასვლის შესახებ?
"ჩვენი თანამშრომლობა შევიდა ჩიხში..." - რას წერს ეკა ამირეჯიბი ტელეკომპანია "იმედიდან" წასვლის შესახებ?

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ეკა ამი­რე­ჯი­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" და­ტო­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეკა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და გან­მარ­ტავს, რომ ბოლო დრო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო მისი და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა ჩიხ­ში შე­ვი­და, რის გა­მოც აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"მად­ლო­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს" მო­ცე­მუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თვის - ბევ­რი იყო ასე­თი, ამი­ტომ მად­ლო­ბა! თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე ყო­ველ­დღი­უ­რი მძი­მე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ა­ნი ორ­მხრი­ვი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვთლი, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­ვი­და ჩიხ­ში. მო­ცე­მულ ეტაპ­ზე ვერ ვხე­დავ სა­კუ­თარ თავს ვერ­ცერთ არხზე, ამი­ტომ ასე დას­რულ­და ეს ამ­ბა­ვი აქ და ახლა...

აქვე, მინ­და გა­მოვ­რი­ცხო ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­საძ­ლო არას­წო­რი, თუ პრი­მი­ტი­უ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცია. მი­უ­ღე­ბე­ლია! ნე­ბის­მი­ე­რი მხრი­დან! ყვე­ლა ტი­პის რა­დი­კა­ლუ­რი, ძა­ლა­დობ­რი­ვი, ის­ტე­რი­უ­ლი, ერ­თმა­ნე­თის უმო­წყა­ლო, უპი­რო­ბო "გა­სა­მარ­თლე­ბა-გა­მათ­რა­ხე­ბა­ზე" აგე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბი ყველ­გან, მათ შო­რის, სოც ქსელ­ში. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რაც ქუ­ჩებ­ში ხდე­ბა ბოლო დღე­ე­ბია.

ჩვე­ნი ემო­ცი­უ­რო­ბა, რა­ო­დენ გულ­წრფე­ლი პატ­რი­ო­ტუ­ლი მო­ტი­ვე­ბიც არ უნდა იდ­გეს ამის უკან, არც ერთ მხა­რეს არ გვა­თა­ვი­სუფ­ლებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან ასეთ დროს გვეს­მო­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბა ყო­ვე­ლი სი­ტყვის, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო ძა­ბავს და აპი­რის­პი­რებს ადა­მი­ა­ნებს... და ბო­ლოს, როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­აზ­რე­ბუ­ლად იღებ, შე­ფა­სე­ბებს გა­რე­დან აღარ ელი, ამი­ტომ უბ­რა­ლოდ გი­ზი­ა­რებთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას და აქვე უდი­დეს მად­ლო­ბას ვუხ­დი მა­ყუ­რე­ბელს. მო­მი­წევს, გა­ვიხ­სე­ნო სა­ერ­თოდ რა ხდე­ბო­და თქვე­ნამ­დე და უთ­ქვე­ნოდ" - წერს ამი­რე­ჯი­ბი.

  • ცნო­ბის­თვის, გუ­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­წამ­ყვან­მა და­ტო­ვა. ესე­ნი არი­ან ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე, ნა­თია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი და ეკა ამი­რე­ჯი­ბი.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია სხვა წამ­ყვა­ნე­ბის მიერ ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ტო­ვე­ბა­ზეც, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ჩვენი თანამშრომლობა შევიდა ჩიხში..." - რას წერს ეკა ამირეჯიბი ტელეკომპანია "იმედიდან" წასვლის შესახებ?

"ჩვენი თანამშრომლობა შევიდა ჩიხში..." - რას წერს ეკა ამირეჯიბი ტელეკომპანია "იმედიდან" წასვლის შესახებ?

ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბი ადასტურებს, რომ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და განმარტავს, რომ ბოლო დროინდელი მოვლენების გამო მისი და ტელეკომპანიის ურთიერთობა ჩიხში შევიდა, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

"მადლობა ტელეკომპანია "იმედს" მოცემული შესაძლებლობებისთვის - ბევრი იყო ასეთი, ამიტომ მადლობა! თუმცა მიმდინარე ყოველდღიური მძიმე მოვლენების ფონზე, რამდენიმეკვირიანი ორმხრივი მცდელობის მიუხედავად, ვთლი, რომ ჩვენი თანამშრომლობა შევიდა ჩიხში. მოცემულ ეტაპზე ვერ ვხედავ საკუთარ თავს ვერცერთ არხზე, ამიტომ ასე დასრულდა ეს ამბავი აქ და ახლა...

აქვე, მინდა გამოვრიცხო ყველანაირი შესაძლო არასწორი, თუ პრიმიტიული ინტერპრეტაცია. მიუღებელია! ნებისმიერი მხრიდან! ყველა ტიპის რადიკალური, ძალადობრივი, ისტერიული, ერთმანეთის უმოწყალო, უპირობო "გასამართლება-გამათრახებაზე" აგებული კამპანიები ყველგან, მათ შორის, სოც ქსელში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რაც ქუჩებში ხდება ბოლო დღეებია.

ჩვენი ემოციურობა, რაოდენ გულწრფელი პატრიოტული მოტივებიც არ უნდა იდგეს ამის უკან, არც ერთ მხარეს არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ასეთ დროს გვესმოდეს მნიშვნელობა ყოველი სიტყვის, რომელიც კიდევ უფრო ძაბავს და აპირისპირებს ადამიანებს... და ბოლოს, როცა გადაწყვეტილებას გააზრებულად იღებ, შეფასებებს გარედან აღარ ელი, ამიტომ უბრალოდ გიზიარებთ ამ ინფორმაციას და აქვე უდიდეს მადლობას ვუხდი მაყურებელს. მომიწევს, გავიხსენო საერთოდ რა ხდებოდა თქვენამდე და უთქვენოდ" - წერს ამირეჯიბი.

  • ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "იმედი" რამდენიმე ტელეწამყვანმა დატოვა. ესენი არიან ზურა ბალანჩივაძე, ნათია ორველაშვილი და ეკა ამირეჯიბი.

ვრცელდება ინფორმაცია სხვა წამყვანების მიერ ტელევიზიის დატოვებაზეც, თუმცა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.