პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უჩა აბაშიძის მეუღლე დააკავეს - "სამსახურში იმყოფებოდა და იქიდან წაიყვანეს"
უჩა აბაშიძის მეუღლე დააკავეს - "სამსახურში იმყოფებოდა და იქიდან წაიყვანეს"

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ბლო­გერ უჩა აბა­ში­ძის მე­უღ­ლე, მა­რი­ამ იაშ­ვილი და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ იაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, შოთა თუთ­ბე­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც თუთ­ბე­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მა­რი­ამ იაშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ამ სამ­სა­ხურ­ში და­ა­კა­ვა.

თუმ­ცა, და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი ად­ვო­კა­ტის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

"ჩვენ დაგ­ვი­ბა­რეს უჩა აბა­ში­ძეს­თან ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა­ზე და და­ა­კა­ვეს მისი მე­უღ­ლე, მა­რი­ამ იაშ­ვი­ლიც. ის სამ­სა­ხურ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და იქი­დან წა­იყ­ვა­ნეს და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში. მი­ზეზ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფე­რი ვი­ცით, ად­ვო­კა­ტი არ ეს­წრე­ბო­და და­კა­ვე­ბის პრო­ცესს”,-გა­ნა­ცხა­და შოთა თუთ­ბე­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, უჩა აბა­ში­ძე 9 მა­ისს და­ა­კა­ვეს. მას გა­მო­ძი­ე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას ედა­ვე­ბი­ან.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, უჩა აბა­ში­ძეს ბრა­ლი ჯერ არ წარ­დგე­ნია და საქ­მის მა­სა­ლე­ბიც მის­თვის არ გა­და­უ­ცი­ათ.

"მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია, რომ შსს-სა და პრო­კუ­რა­ტუ­რას ვთხო­ვე მა­სა­ლე­ბის გად­მო­ცე­მა, თუმ­ცა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მი­თხრა, რომ მათ გო­ნივ­რულ ვა­და­ში გად­მომ­ცე­მენ . კა­ნონ­ში პირ­და­პირ არის ნათ­ქვა­მი, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გად­მო­მე­ცეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აქვთ და რომ­ლებ­საც სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. საქ­მის მა­სა­ლე­ბი არ გვაქვს, ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი არ არის, თუმ­ცა ბრალ­დე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა. რა ია­რა­ღე­ბიც ამო­ი­ღეს, ის კა­ნო­ნი­ე­რად აქვს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. და­ნარ­ჩე­ნი "airsoft"-ის ია­რა­ღე­ბია, რომ­ლის ქო­ნაც არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის. ეს არის გა­სარ­თო­ბი თოფი. ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხიც ჯერ კი­დევ არ არის"- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბას ბოლო პე­რი­ოდ­ში მის აქ­ტი­უ­რო­ბას უკავ­ში­რებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

უჩა აბაშიძის მეუღლე დააკავეს - "სამსახურში იმყოფებოდა და იქიდან წაიყვანეს"

უჩა აბაშიძის მეუღლე დააკავეს - "სამსახურში იმყოფებოდა და იქიდან წაიყვანეს"

სამართალდამცველებმა, ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განუცხადა.

როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, მარიამ იაშვილი პოლიციამ სამსახურში დააკავა.

თუმცა, დაკავების მიზეზი ადვოკატისთვის ჯერჯერობით უცნობია.

"ჩვენ დაგვიბარეს უჩა აბაშიძესთან ბრალის წაყენებაზე და დააკავეს მისი მეუღლე, მარიამ იაშვილიც. ის სამსახურში იმყოფებოდა და იქიდან წაიყვანეს დაკავების იზოლატორში. მიზეზთან დაკავშირებით არაფერი ვიცით, ადვოკატი არ ესწრებოდა დაკავების პროცესს”,-განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, უჩა აბაშიძე 9 მაისს დააკავეს. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, უჩა აბაშიძეს ბრალი ჯერ არ წარდგენია და საქმის მასალებიც მისთვის არ გადაუციათ.

"მივაწოდე ინფორმაცია, რომ შსს-სა და პროკურატურას ვთხოვე მასალების გადმოცემა, თუმცა გამომძიებელმა მითხრა, რომ მათ გონივრულ ვადაში გადმომცემენ . კანონში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადმომეცეს მტკიცებულებები, რომლებიც აქვთ და რომლებსაც სასამართლოში გამოიყენებენ. საქმის მასალები არ გვაქვს, ბრალი წარდგენილი არ არის, თუმცა ბრალდებულად ითვლება. რა იარაღებიც ამოიღეს, ის კანონიერად აქვს დარეგისტრირებული. დანარჩენი "airsoft"-ის იარაღებია, რომლის ქონაც არანაირი პრობლემა არ არის. ეს არის გასართობი თოფი. ექსპერტიზის პასუხიც ჯერ კიდევ არ არის"- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე შეფასებით, ბრალდებული დაკავებას ბოლო პერიოდში მის აქტიურობას უკავშირებს.

წაიკითხეთ ასევე: