პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედამიწას მზის ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რამაც შთამბეჭდავი სანახაობა გამოიწვია - რა გავლენა ექნება ამას ადამიანის ჯანმრთელობაზე (ფოტოები)
დედამიწას მზის ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რამაც შთამბეჭდავი სანახაობა გამოიწვია - რა გავლენა ექნება ამას ადამიანის ჯანმრთელობაზე (ფოტოები)

დე­და­მი­წას, 165 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მზის ქა­რიშ­ხა­ლი და­ა­ტყდა თავს - პლაზ­მის ექ­ვსი ნა­კა­დი, რო­მე­ლიც ამ კვი­რა­ში მზი­დან ამო­იფ­რქვა, ჩვენს ატ­მოს­ფე­რო­ში წუ­ხელ შე­მო­ვი­და - ინ­ფორ­მა­ცი­ას ოკე­ა­ნი­სა და ატ­მოს­ფე­როს ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია (NOAA) ავ­რცე­ლებს.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ბო­ლოს 1859 წელს და­ფიქ­სირ­და - ევ­რო­პა­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში გა­წყდა სა­ტე­ლეგ­რა­ფო კავ­ში­რი, პო­ლა­რუ­ლი ცი­ა­ლი კი კა­რი­ბის ზღვის კუნ­ძუ­ლე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მაც და­ი­ნა­ხეს.

ამ სი­დი­დის გე­ო­მაგ­ნი­ტურ­მა ქა­რიშ­ხალ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ფარ­თო ელექტრო შე­ფერ­ხე­ბე­ბი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბა. აშშ-ში, ღა­მის ცაზე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბის და­ნახ­ვა.

  • რა არის გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი და რო­გორ მოქ­მე­დებს ის ადა­მი­ან­ზე

გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლის დროს დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტუ­რი ველი ირ­ღვე­ვა, რო­მელ­საც მზე­ზე აფეთ­ქე­ბე­ბი იწ­ვევს. ასეთ­მა რყე­ვებ­მა შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს რო­გორც სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბის მუ­შა­ო­ბა­ზე, ასე­ვე ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

მეც­ნი­ე­რებ­მა აქამ­დე ვერ და­ად­გი­ნეს, თუ რო­გორ მოქ­მე­დებს მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი ადა­მი­ა­ნებ­ზე. ასეთ დღე­ებ­ში ცუდი ჯან­მრთე­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს და­ა­ვა­დე­ბე­ბი უაქ­ტი­ურ­დე­ბათ. ამინ­დზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი, ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბი და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი კი ყვე­ლა­ზე მკვეთ­რად გრძნო­ბენ მაგ­ნი­ტურ ქა­რიშ­ხალს.

ზო­გი­ერ­თი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლის დროს, სის­ხლის შე­ს­ქე­ლე­ბა იმა­ტებს. თუ ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ეს სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა, გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კის ქვეშ მყო­ფის­თვის, ინ­სულ­ტის ან გუ­ლის შე­ტე­ვის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

წყა­რო: telegraph

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

დედამიწას მზის ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რამაც შთამბეჭდავი სანახაობა გამოიწვია - რა გავლენა ექნება ამას ადამიანის ჯანმრთელობაზე (ფოტოები)

დედამიწას მზის ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რამაც შთამბეჭდავი სანახაობა გამოიწვია - რა გავლენა ექნება ამას ადამიანის ჯანმრთელობაზე (ფოტოები)

დედამიწას, 165 წლის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი მზის ქარიშხალი დაატყდა თავს - პლაზმის ექვსი ნაკადი, რომელიც ამ კვირაში მზიდან ამოიფრქვა, ჩვენს ატმოსფეროში წუხელ შემოვიდა - ინფორმაციას ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია (NOAA) ავრცელებს.

მსგავსი შემთხვევა ბოლოს 1859 წელს დაფიქსირდა - ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაწყდა სატელეგრაფო კავშირი, პოლარული ციალი კი კარიბის ზღვის კუნძულების მაცხოვრებლებმაც დაინახეს.

ამ სიდიდის გეომაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება გამოიწვიოს ფართო ელექტრო შეფერხებები და ინფრასტრუქტურის დაზიანება. აშშ-ში, ღამის ცაზე შესაძლებელი იყო ჩრდილოეთის ნათების დანახვა.

  • რა არის გეომაგნიტური ქარიშხალი და როგორ მოქმედებს ის ადამიანზე

გეომაგნიტური ქარიშხლის დროს დედამიწის მაგნიტური ველი ირღვევა, რომელსაც მზეზე აფეთქებები იწვევს. ასეთმა რყევებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს როგორც საკომუნიკაციო სისტემების მუშაობაზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე.

მეცნიერებმა აქამდე ვერ დაადგინეს, თუ როგორ მოქმედებს მაგნიტური ქარიშხალი ადამიანებზე. ასეთ დღეებში ცუდი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს დაავადებები უაქტიურდებათ. ამინდზე დამოკიდებული ადამიანები, მოხუცები, ორსული ქალები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები კი ყველაზე მკვეთრად გრძნობენ მაგნიტურ ქარიშხალს.

ზოგიერთი კვლევის მიხედვით, მაგნიტური ქარიშხლის დროს, სისხლის შესქელება იმატებს. თუ ჯანმრთელი ადამიანისთვის ეს სრულიად უსაფრთხოა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ქვეშ მყოფისთვის, ინსულტის ან გულის შეტევის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს.

წყარო: telegraph