მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მმართველი გუნდი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს - რა განმარტებას აკეთებენ პროექტის ინიციატორები?
მმართველი გუნდი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს - რა განმარტებას აკეთებენ პროექტის ინიციატორები?

მმარ­თვე­ლი გუნ­დი ცეს­კოს სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუფს აუქ­მებს, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნი­დან 10 დღის ვა­და­ში უნდა შე­იქ­მნას და რო­მე­ლიც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლი­თა და სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ შერ­ჩე­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბით და­კომ­პლექტდეს.

ცეს­კოს სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფის გა­უქ­მე­ბას „სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში“ და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს. კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტებ­მა მო­ამ­ზა­დეს და ის პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნე­ბა.

„ცეს­კოს სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფის გა­უქ­მე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ადას­ტუ­რებს, რო­მელ­მაც წარ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ეს ჯგუ­ფი რე­ა­ლუ­რად არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, რაც ძი­რი­თა­დად დამ­კვირ­ვე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან ამ ჯგუ­ფის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლის უქონ­ლო­ბით იქნა გა­მოწ­ვე­უ­ლი", - გან­მარ­ტა­ვენ პრო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი.

ცნო­ბის­თვის, „სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის" თა­ნახ­მად, ცეს­კოს სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფი ცეს­კოს წა­რუდ­გენს რე­კო­მენ­და­ცი­ებს და­ვე­ბის გან­ხილ­ვის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. აღ­ნიშ­ნულ ჯგუფს ცეს­კოს დად­გე­ნი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ფუნ­ქცი­ე­ბი მი­ე­ნი­ჭოს - კერ­ძოდ, კენ­ჭისყ­რის შე­დე­გე­ბის ხე­ლახ­ლა დათ­ვლის პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მმართველი გუნდი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს - რა განმარტებას აკეთებენ პროექტის ინიციატორები?

მმართველი გუნდი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს - რა განმარტებას აკეთებენ პროექტის ინიციატორები?

მმართველი გუნდი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში უნდა შეიქმნას და რომელიც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლითა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებით დაკომპლექტდეს.

ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმებას „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. კანონის პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

„ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების მიზანშეწონილობას არსებული პრაქტიკული გამოცდილება ადასტურებს, რომელმაც წარმოაჩინა, რომ ეს ჯგუფი რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობით იქნა გამოწვეული", - განმარტავენ პროექტის ინიციატორები.

ცნობისთვის, „საარჩევნო კოდექსის" თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი ცესკოს წარუდგენს რეკომენდაციებს დავების განხილვის პროცესთან დაკავშირებით. აღნიშნულ ჯგუფს ცესკოს დადგენილებით შეიძლება დამატებითი ფუნქციები მიენიჭოს - კერძოდ, კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესზე დაკვირვება.