პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები - საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია - მოვუწოდებთ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გადახედონ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას
ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები - საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია - მოვუწოდებთ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გადახედონ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას

მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, გა­და­ხე­დონ „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ნორ­დი­კუ­ლი და ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, შე­უ­თავ­სე­ბე­ლია ევ­რო­პულ ნორ­მებ­თან და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან.

"ჩვენ, ნორ­დი­კუ­ლი და ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბი მხარს ვუ­ჭერთ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ და ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღი­დან. გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბით, ევ­რო­კავ­შირ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ის მხარს უჭერს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მის­წრა­ფე­ბებს. სა­ქარ­თვე­ლოს მი­ე­ნი­ჭა მკა­ფიო გზა გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­სა­წყე­ბად და შემ­დგომ, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად. თუმ­ცა, ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ტრა­ექ­ტო­რია აირ­ჩია, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს. „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, შე­უ­თავ­სე­ბე­ლია ევ­რო­პულ ნორ­მებ­თან და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან. მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნო­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს მე­დი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­სა­ჩუ­მებ­ლად, რომ­ლე­ბიც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს და­სახ­მა­რებ­ლად ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონპ­რო­ექტთან ქარ­თუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მსგავ­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უსა­ფუძ­ვლო და და­მაბ­ნე­ვე­ლია. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, გა­და­ხე­დონ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვა სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი ხალ­ხის სუ­ვე­რე­ნუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია. ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, წი­ნა­პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ანტი-და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კა სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კის ქვეშ აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ არ­ჩე­ვანს. ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს მი­ე­ნი­ჭა იმ შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ 9 ნა­ბი­ჯი შეს­რულ­დე­ბო­და. ამ ეტაპ­ზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პროგ­რესს ვერ მი­აღ­წია. ჩვენ გვაქვს ძლი­ე­რი სურ­ვი­ლი ვი­ხი­ლოთ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბა მის ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ გზა­ზე, რო­გორც ეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბის სურ­ვი­ლია. ჩვენ იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ის­ტო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფან­ჯა­რას გა­მო­ი­ყე­ნებს, რაც გაძ­ლი­ე­რე­ბულ­მა ევ­რო­კავ­ში­რის გა­ფარ­თო­ე­ბის პრო­ცეს­მა წარ­მოქ­მნა და და­უბ­რუნ­დე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის კურსს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები - საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია - მოვუწოდებთ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გადახედონ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები - საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია - მოვუწოდებთ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გადახედონ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გადახედონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად განიხილება საქართველოს პარლამენტში, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან.

"ჩვენ, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველოს მიენიჭა მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და შემდგომ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუმცა, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად განიხილება საქართველოს პარლამენტში, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. მიღების შემთხვევაში, კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაჩუმებლად, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ევროკავშირის კანონპროექტთან ქართული კანონპროექტის მსგავსებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დამაბნეველია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გადახედონ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა საქართველოსა და მისი ხალხის სუვერენული არჩევანია. ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში, წინაპირობების შესრულება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. საქართველოს ხელისუფლების ანტი-დასავლური რიტორიკა სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ არჩევანს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ შეთანხმების საფუძველზე, რომ 9 ნაბიჯი შესრულდებოდა. ამ ეტაპზე, აღნიშნული ნაბიჯების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებამ პროგრესს ვერ მიაღწია. ჩვენ გვაქვს ძლიერი სურვილი ვიხილოთ საქართველოს წარმატება მის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, როგორც ეს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილია. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარას გამოიყენებს, რაც გაძლიერებულმა ევროკავშირის გაფართოების პროცესმა წარმოქმნა და დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების კურსს“, - ნათქვამია განცხადებაში.