პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველი ვინც გაგაგებინა რეკავენო, აი, ეგ არის გველი... უბრალოდ შენზე გავოგნდი" - რას წერს ლაშა ბასლანძე რობერტო მავანზე, სოცქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს შემდეგ
"პირველი ვინც გაგაგებინა რეკავენო, აი, ეგ არის გველი... უბრალოდ შენზე გავოგნდი" - რას წერს ლაშა ბასლანძე რობერტო მავანზე, სოცქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს შემდეგ

გუ­შინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ან, უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ტე­ლე­ფონ­ზე ურე­კა­ვენ და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ.

ნომ­რე­ბი ძი­რი­თა­დად სხვა ქვეყ­ნე­ბის არის, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნის. შე­გახ­სე­ნებთ, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი დე­და­ქა­ლაქ­ში გრძელ­დე­ბა.

ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც უკვე და­უ­რე­კეს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ მათ უცხო ნომ­რე­ბი­დან ურე­კა­ვენ, პირ­ველ რიგ­ში, ვი­ნა­ო­ბას აზუს­ტე­ბენ, შემ­დეგ კა­ნონ­ზე ესა­უბ­რე­ბი­ან და სა­ბო­ლო­ოდ, იგი­ნე­ბი­ან რო­გორც მათი, ასე­ვე ად­რე­სა­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­სა­მარ­თით.

  • იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის ვი­საც და­უ­რე­კეს, არი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ნიკა გვა­რა­მია, ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო ზუ­რი­აშ­ვი­ლი. ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი­დან კი ბლო­გე­რებ­მა და "იუ­თუ­ბე­რებ­მა" რო­ბერ­ტო მა­ვან­მა (ლე­ვან კვა­რა­ცხე­ლია) და სა­ეჭ­ვო კაც­მა (გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი) სა­უბ­რის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო მა­სა­ლაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

ლე­ვან კვა­რა­ცხე­ლია (რო­ბერ­ტო მა­ვა­ნი) წლე­ბის მან­ძილ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რად მო­ი­აზ­რე­ბო­და. მუ­შა­ობ­და "ჯი­დი­ეს­ში" და პრო­ექ­ტებ­ში, რო­მელ­საც ბერა ივა­ნიშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იუ­მო­რის­ტე­ბის გუნ­დი აკე­თებ­და. ლე­ვან კვა­რა­ცხე­ლი­ას მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ოს, სა­დაც მას უც­ნო­ბი პი­როვ­ნე­ბა შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს და ეკი­თხე­ბა, რა­ტომ არის კა­ნო­ნი რუ­სუ­ლი, პრო­დი­უ­სე­რი ლაშა ბას­ლან­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ლაშა ცნო­ბი­ლია, რო­გორც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი.

ლაშა ბას­ლან­ძე:

- ლე­ვან, ამ სი­ბე­რე­ში გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბა შე­მოგ­პარ­ვია, ძმაო. პირ­ვე­ლი, ვინც გა­გა­გე­ბი­ნა რე­კა­ვე­ნო, აი, ეგ არის გვე­ლი. გაჰ­ყე­ვი და ალ­ბათ, იპო­ვი რა­ღა­ცებს. "ნათ­ლია” თა­ვი­დან გა­და­ი­კი­თხე ან უყუ­რე… იტა­ლი­ელ მეგ­რე­ლებ­ზეა ეგეც. არა­ვის­ზე არ დავ­წერ­დი… უბ­რა­ლოდ შენ­ზე გა­ვოგნ­დი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გამო და თუნ­დაც "მა­ვა­ნის" შექ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო. წარ­მა­ტე­ბე­ბი და ვი­ღა­ცას იუ­ტუ­ბე­რებ­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბა არ მო­ე­წო­ნა, ზოგ­მა რომ არ თქვა "არა რუ­სულ კა­ნონს" და ბო­ლომ­დე გა­ჭე­რენ და გა­დაჰ­ყავ­ხართ მხა­რედ… ნუ გა­მო­ა­ყე­ნე­ბი­ნებთ თავს, ისე­დაც გუ­ლის ამ­რე­ვია, რომ 7-14 წლამ­დე აუ­დი­ტო­რია ჰყავს მანდ ბევ­რს და ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლის­კენ მო­უ­წო­დეს, როცა მა­ნი­ა­კე­ბი დარ­ბი­ან, რომ­ლე­ბიც სის­ხლზე და აგერ თვა­ლე­ბის ამო­თხრებ­ზე ოც­ნე­ბო­ბენ. იფიქ­რეთ ამა­ზე, თუ ბო­ლომ­დე არ გა­და­ბინ­დეს ყვე­ლა­ფე­რი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"პირველი ვინც გაგაგებინა რეკავენო, აი, ეგ არის გველი... უბრალოდ შენზე გავოგნდი" - რას წერს ლაშა ბასლანძე რობერტო მავანზე, სოცქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს შემდეგ

"პირველი ვინც გაგაგებინა რეკავენო, აი, ეგ არის გველი... უბრალოდ შენზე გავოგნდი" - რას წერს ლაშა ბასლანძე რობერტო მავანზე, სოცქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს შემდეგ

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამოქალაქო აქტივისტებს, ჟურნალისტებს და იმ ადამიანებს, ვინც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან, უცნობი ადამიანები ტელეფონზე ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

ნომრები ძირითადად სხვა ქვეყნების არის, მათ შორის უკრაინის. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები დედაქალაქში გრძელდება.

ადამიანები, ვისაც უკვე დაურეკეს, სოციალურ ქსელში წერენ, რომ მათ უცხო ნომრებიდან ურეკავენ, პირველ რიგში, ვინაობას აზუსტებენ, შემდეგ კანონზე ესაუბრებიან და საბოლოოდ, იგინებიან როგორც მათი, ასევე ადრესატის ოჯახის წევრების მისამართით.

  • იმ ადამიანებს შორის ვისაც დაურეკეს, არიან პოლიტიკოსები ლევან ბერძენიშვილი, ნიკა გვარამია, ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი. ცნობილი სახეებიდან კი ბლოგერებმა და "იუთუბერებმა" რობერტო მავანმა (ლევან კვარაცხელია) და საეჭვო კაცმა (გიორგი მახარაშვილი) საუბრის ამსახველი ვიდეო მასალაც გამოაქვეყნეს.

ლევან კვარაცხელია (რობერტო მავანი) წლების მანძილზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერად მოიაზრებოდა. მუშაობდა "ჯიდიესში" და პროექტებში, რომელსაც ბერა ივანიშვილთან დაახლოებული იუმორისტების გუნდი აკეთებდა. ლევან კვარაცხელიას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც მას უცნობი პიროვნება შეურაცხყოფას აყენებს და ეკითხება, რატომ არის კანონი რუსული, პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გამოეხმაურა. ლაშა ცნობილია, როგორც მმართველი პარტიის მხარდამჭერი.

ლაშა ბასლანძე:

- ლევან, ამ სიბერეში გულუბრყვილობა შემოგპარვია, ძმაო. პირველი, ვინც გაგაგებინა რეკავენო, აი, ეგ არის გველი. გაჰყევი და ალბათ, იპოვი რაღაცებს. "ნათლია” თავიდან გადაიკითხე ან უყურე… იტალიელ მეგრელებზეა ეგეც. არავისზე არ დავწერდი… უბრალოდ შენზე გავოგნდი და პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩვენი ურთიერთობის გამო და თუნდაც "მავანის" შექმნაში მონაწილეობის გამო. წარმატებები და ვიღაცას იუტუბერებში განხეთქილება არ მოეწონა, ზოგმა რომ არ თქვა "არა რუსულ კანონს" და ბოლომდე გაჭერენ და გადაჰყავხართ მხარედ… ნუ გამოაყენებინებთ თავს, ისედაც გულის ამრევია, რომ 7-14 წლამდე აუდიტორია ჰყავს მანდ ბევრს და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდეს, როცა მანიაკები დარბიან, რომლებიც სისხლზე და აგერ თვალების ამოთხრებზე ოცნებობენ. იფიქრეთ ამაზე, თუ ბოლომდე არ გადაბინდეს ყველაფერი.

იხილეთ ასევე: