მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
26 წლის ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაზე დიდი ტუჩი აქვს "საშიში ექსპერიმენტების" ჩატარებას განაგრძობს - მან ერთ დღეში 6 პროცედურა ჩაიტარა: "მიჭირს ღიმილი და წყლის დალევა"
26 წლის ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაზე დიდი ტუჩი აქვს "საშიში ექსპერიმენტების" ჩატარებას განაგრძობს - მან ერთ დღეში 6 პროცედურა ჩაიტარა: "მიჭირს ღიმილი და წყლის დალევა"

ქალი, რო­მე­ლიც ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ტუჩი აქვს, აღი­ა­რებს, რომ კი­დევ უფრო მეტი ფი­ლე­რე­ბის გა­კე­თე­ბას გეგ­მავს, რათა სახე უფრო ახალ­გაზ­რდუ­ლი ჰქონ­დეს.

26 წლის ბულ­გა­რე­ლი ან­დრეა ივა­ნო­ვა ამ­ბობს, რომ მან ცხვი­რის ორი­ვე მხა­რეს სა­ხის შე­მავ­სე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი გა­ი­კე­თა, რათა სი­ბე­რის ნა­ად­რე­ვი ნიშ­ნე­ბი გა­ექ­რო. ის სულ ახ­ლა­ხან გა­მო­ცე­მე­ბის პირ­ველ გვერ­დებ­ზე იმის გამო მოხ­ვდა, რომ მან სა­ში­ში "ექ­სპე­რი­მენ­ტის" ჩა­ტა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა და ერთ დღე­ში ექ­ვსი პრო­ცე­დუ­რა ჩა­ი­ტა­რა, მი­უ­ხე­და­ვად ექი­მე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბი­სა, რომ ზედ­მეტ ფი­ლე­რებს მისი სი­ცო­ცხლის­თვის საფრ­თხის შექ­მნა შე­ეძ­ლო.

ან­დრე­ას თქმით, მის­მა ამ­ჟა­მინ­დელ­მა ქი­რურ­გმა რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა თვი­თონ­ვე ურ­ჩია, იმ მი­ზე­ზით, რომ ნა­ო­ჭე­ბის გა­ჩე­ნამ­დე პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი მი­ე­ღოთ.

"იმის გამო, რომ ტუ­ჩებ­სა და ლო­ყებ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ფი­ლე­რი მაქვს, ექიმ­მა მი­თხრა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ის სა­ხის სხვა მი­და­მო­ებ­შიც შეგ­ვეყ­ვა­ნა, რად­გან შევ­სე­ბულ მი­და­მო­ებ­ში ფი­ლე­რე­ბი გროვ­დე­ბა და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ო­ჭე­ბის გა­ჩე­ნას იწ­ვევს. ასეთ დე­ლი­კა­ტურ ად­გი­ლებს და­ტე­ნი­ა­ნე­ბა და ინექ­ცია სჭირ­დე­ბა, რომ სახე კვლავ ცო­ცხა­ლი და ახალ­გაზ­რდუ­ლი იყოს",- აცხა­დებს ან­დრეა.

მხო­ლოდ ტუ­ჩის ფი­ლე­რებ­ში და­ხარ­ჯუ­ლი ათი­ა­თა­სო­ბით დო­ლა­რის მი­უ­ხე­და­ვად, 26 წლის ქალი მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით კმა­ყო­ფი­ლია: "ცხვირ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ეს უბ­ნე­ბი საკ­მა­ოდ სა­ში­შია ინექ­ცი­ის გა­სა­კე­თებ­ლად, რად­გან აქ სი­ნუ­სე­ბი და მრა­ვა­ლი სის­ხლძარ­ღვია. თუ ისი­ნი და­იბ­ლო­კე­ბა, შე­საძ­ლოა, სი­ტუ­ა­ცია სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში გახ­დეს. მი­უ­ხე­და­ვად ამ­გვა­რი სა­შიშ­რო­ე­ბი­სა, ამ ზო­ნა­ში ფი­ლე­რე­ბის შეყ­ვა­ნა ახალ­გაზ­რდუ­ლი სა­ხის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ვფიქ­რობ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია",- ირ­წმუ­ნე­ბა ან­დრეა.

ან­დრეა ამ­ბობს, რომ უამ­რა­ვი ინექ­ცი­ის შემ­დეგ მის­თვის ღი­მი­ლი გაძ­ნელ­და და ბევ­რი წყლის და­ლე­ვა უწევს, რად­გან "ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვა ღრუ­ბე­ლი­ვით მოქ­მე­დებს"... მაგ­რამ მას ეს არ აბ­რკო­ლებს და აცხა­დებს, რომ ნა­სო­ლა­ბი­ა­ლურ ზო­ნა­ში ფი­ლე­რებს კი­დევ გა­ი­კე­თებს, რად­გან სურს, რომ ტუ­ჩე­ბი და ლო­ყე­ბი უფრო მო­ცუ­ლო­ბი­თი ჰქონ­დეს.

ან­დრეა ბო­ლოს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია, თუმ­ცა აღი­ა­რებს, რომ ეს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო: "მთე­ლი სახე მტკი­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ყბა და ნი­კა­პი. სა­ხის და­ბა­ნი­სას სიფრ­თხი­ლე მი­წევს, ხში­რად სახე ტკი­ვი­ლის­გან მი­ფეთ­ქავს კი­დეც.."

წყა­რო: dailymail

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

26 წლის ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაზე დიდი ტუჩი აქვს "საშიში ექსპერიმენტების" ჩატარებას განაგრძობს - მან ერთ დღეში 6 პროცედურა ჩაიტარა: "მიჭირს ღიმილი და წყლის დალევა"

26 წლის ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაზე დიდი ტუჩი აქვს "საშიში ექსპერიმენტების" ჩატარებას განაგრძობს - მან ერთ დღეში 6 პროცედურა ჩაიტარა: "მიჭირს ღიმილი და წყლის დალევა"

ქალი, რომელიც ირწმუნება, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტუჩი აქვს, აღიარებს, რომ კიდევ უფრო მეტი ფილერების გაკეთებას გეგმავს, რათა სახე უფრო ახალგაზრდული ჰქონდეს.

26 წლის ბულგარელი ანდრეა ივანოვა ამბობს, რომ მან ცხვირის ორივე მხარეს სახის შემავსებელი პროცედურები გაიკეთა, რათა სიბერის ნაადრევი ნიშნები გაექრო. ის სულ ახლახან გამოცემების პირველ გვერდებზე იმის გამო მოხვდა, რომ მან საშიში "ექსპერიმენტის" ჩატარება გადაწყვიტა და ერთ დღეში ექვსი პროცედურა ჩაიტარა, მიუხედავად ექიმების გაფრთხილებისა, რომ ზედმეტ ფილერებს მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა შეეძლო.

ანდრეას თქმით, მისმა ამჟამინდელმა ქირურგმა რამდენიმე ასეული დოლარის ღირებულების პროცედურის ჩატარება თვითონვე ურჩია, იმ მიზეზით, რომ ნაოჭების გაჩენამდე პრევენციული ზომები მიეღოთ.

"იმის გამო, რომ ტუჩებსა და ლოყებში დიდი რაოდენობით ფილერი მაქვს, ექიმმა მითხრა, რომ აუცილებელი იყო ის სახის სხვა მიდამოებშიც შეგვეყვანა, რადგან შევსებულ მიდამოებში ფილერები გროვდება და დროთა განმავლობაში ნაოჭების გაჩენას იწვევს. ასეთ დელიკატურ ადგილებს დატენიანება და ინექცია სჭირდება, რომ სახე კვლავ ცოცხალი და ახალგაზრდული იყოს",- აცხადებს ანდრეა.

მხოლოდ ტუჩის ფილერებში დახარჯული ათიათასობით დოლარის მიუხედავად, 26 წლის ქალი მიღებული შედეგებით კმაყოფილია: "ცხვირთან ახლოს მდებარე ეს უბნები საკმაოდ საშიშია ინექციის გასაკეთებლად, რადგან აქ სინუსები და მრავალი სისხლძარღვია. თუ ისინი დაიბლოკება, შესაძლოა, სიტუაცია სიცოცხლისთვის საშიში გახდეს. მიუხედავად ამგვარი საშიშროებისა, ამ ზონაში ფილერების შეყვანა ახალგაზრდული სახის შესანარჩუნებლად, ვფიქრობ, რომ აუცილებელია",- ირწმუნება ანდრეა.

ანდრეა ამბობს, რომ უამრავი ინექციის შემდეგ მისთვის ღიმილი გაძნელდა და ბევრი წყლის დალევა უწევს, რადგან "ჰიალურონის მჟავა ღრუბელივით მოქმედებს"... მაგრამ მას ეს არ აბრკოლებს და აცხადებს, რომ ნასოლაბიალურ ზონაში ფილერებს კიდევ გაიკეთებს, რადგან სურს, რომ ტუჩები და ლოყები უფრო მოცულობითი ჰქონდეს.

ანდრეა ბოლოს ჩატარებული პროცედურებით აღფრთოვანებულია, თუმცა აღიარებს, რომ ეს ძალიან მტკივნეული იყო: "მთელი სახე მტკივა, განსაკუთრებით კი ყბა და ნიკაპი. სახის დაბანისას სიფრთხილე მიწევს, ხშირად სახე ტკივილისგან მიფეთქავს კიდეც.."

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

წაიკითხეთ ასევე: