მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ მშვენიერ დღეს საპენსიო დანაზოგები აორთქლდება“ - როგორ აფასებს ეკონომიკის ექსპერტი საპენსიო სააგენტოს რეფორმას და რას ამბობენ ოპოზიციაში
"ერთ მშვენიერ დღეს საპენსიო დანაზოგები აორთქლდება“ - როგორ აფასებს ეკონომიკის ექსპერტი საპენსიო სააგენტოს რეფორმას და რას ამბობენ ოპოზიციაში

"ეს რე­ფორ­მა არ არის, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­თავ­ხე­დეა - ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სი­თავ­ხე­დეს არ აქვს სა­ზღვა­რი“, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი აკა­კი ცო­მა­ია „დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს.

  • რო­გორც ცო­მა­ია აღ­ნიშ­ნავს, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მიერ პარ­ლა­მენ­ტის­თვის წარ­დგე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს­გან სა­ხელ­მწი­ფო ბანკს ქმნი­ან, სა­დაც სა­ინ­ვეს­ტი­ციო საბ­ჭოს სა­შუ­ა­ლე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებს მთავ­რო­ბა.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, თუ მის ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რეს ავი­ღებთ, სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს­გან ქმნი­ან სა­ხელ­მწი­ფო ბანკს. სტრუქ­ტუ­რუ­ლა­დაც რომ შევ­ხე­დოთ, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ რო­გორ ხდე­ბა საბ­ჭოს წევ­რე­ბის და­ნიშ­ვნა (მე სხვა სი­ტყვას ვერ გა­მო­ვი­ყე­ნებ) - უშუ­ა­ლოდ მთავ­რო­ბა ნიშ­ნავს და და­ნარ­ჩე­ნე­ბი ფორ­მა­ლუ­რად აცხა­დე­ბენ ღია კონ­კურსს, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მთავ­რო­ბა იღებს. საბ­ჭოს წევ­რე­ბის ხელ­ში ექ­ცე­ვა სა­მი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბა: მე­ნე­ჯმენ­ტი, სა­ინ­ვეს­ტი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა და მისი საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, აუ­დი­ტიც“, - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ცო­მა­ი­ამ.

ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტის გან­მარ­ტე­ბით, ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გე­ბი­დან ინ­ვეს­ტი­ცია რის­კი­ან პრო­ექ­ტებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს, მათ შო­რის გა­ი­ცეს კრე­დი­ტე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გი რის­კი­ან აქ­ტი­ვად იქ­ცე­ვა.

„უშუ­ა­ლოდ მთავ­რო­ბა მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ინ­ვეს­ტი­ციო საბ­ჭოს წევ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და შე­უძ­ლია, ძალ­ზედ რის­კი­ან პრო­ექ­ტებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, კრე­დი­ტე­ბის გა­ცე­მაც კი შე­უძ­ლი­ათ. შე­სა­ბა­მი­სად, სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გე­ბი ნამ­დვი­ლად ძალ­ზედ რის­კი­ა­ნი აქ­ტი­ვე­ბი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუ ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტმა მი­ი­ღო კა­ნო­ნის სახე“, - დას­ძი­ნა მან.

რო­გორც და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რის­კე­ბის მარ­თვის ნა­წი­ლი მმარ­თვე­ლი საბ­ჭოს ფუნ­ქცი­ა­ში შევა, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, შედ­გე­ბა 15 წევ­რის­გან, რო­მელ­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და­ამ­ტკი­ცებს. ცო­მა­ი­ას თქმით, რე­ფორ­მა შე­ი­ცავს კო­რუფ­ცი­ის და გა­უმჭვირ­ვა­ლო­ბის ნიშ­ნებს და შე­საძ­ლოა, ერთ დღეს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის და­ნა­ზო­გი. აცხა­დებს აკა­კი ცო­მა­ია "BPN"- თან. (წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად)

"ეს კა­ნო­ნი არ უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი" - ასე აფა­სებს "ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის" დე­პუ­ტა­ტი რო­მან გო­ცი­რი­ძე"„დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ” კა­ნონ­ში და­ა­ნონ­სე­ბულ ცვლი­ლებს.

რო­გორც გო­ცი­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, "ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბი" ალ­ტერ­ნა­ტი­ულ კა­ნონპ­რო­ექტს ამ­ზა­დებს.

"სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გე­ბი არის ჩვე­ნი, თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის მიერ სა­კუ­თა­რი შრო­მით შექ­მნი­ლი და ის უნდა მოხ­მარ­დეს მათ მშვიდ სი­ბე­რეს და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ეს თან­ხე­ბი აღ­მოჩ­ნდეს რის­კის ქვეშ. დღე­ი­სათ­ვის, 5 მი­ლი­არ­დი ლარი არის აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი და მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტა, რომ ეს ფული და­ხარ­ჯოს ისეთ პრო­ექ­ტებ­ში, რო­მე­ლიც არის დიდი რის­კის შემ­ცვე­ლი და რო­მელ­საც მარ­ტი­ვად თუ ვი­ტყვით, პო­ლი­ტი­კუ­რი და კო­რუფ­ცი­უ­ლი სუნი ას­დის. ამ ცვლი­ლე­ბე­ბის მთა­ვა­რი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე ის არის, რომ ფონ­დის მარ­თვა მთლი­ა­ნად გა­და­დის მთავ­რო­ბის ხელ­ში, ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლია პარ­ლა­მენ­ტი, უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ეს ფული შე­იძ­ლე­ბა ჩა­ი­დოს ისეთ პრო­ექ­ტებ­ში, რო­მელ­მაც, შე­საძ­ლოა, გა­მო­იწ­ვი­ოს ამ ფუ­ლის და­კარ­გვა ან მის­გან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლის შემ­ცი­რე­ბა. ეს კა­ნო­ნი არ უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი. ჩვენ ვამ­ზა­დებთ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ კა­ნონპ­რო­ექტს და მალე წარ­მო­გიდ­გენთ," - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

ავტორი:

"ერთ მშვენიერ დღეს საპენსიო დანაზოგები აორთქლდება“ - როგორ აფასებს ეკონომიკის ექსპერტი საპენსიო სააგენტოს რეფორმას და რას ამბობენ ოპოზიციაში

"ერთ მშვენიერ დღეს საპენსიო დანაზოგები აორთქლდება“ - როგორ აფასებს ეკონომიკის ექსპერტი საპენსიო სააგენტოს რეფორმას და რას ამბობენ ოპოზიციაში

"ეს რეფორმა არ არის, წარმოუდგენელი სითავხედეა - ხელისუფლების სითავხედეს არ აქვს საზღვარი“, - ასე ეხმაურება "ბიზნესპრესნიუსთან" ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

  • როგორც ცომაია აღნიშნავს, ეკონომიკის სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტით, ფაქტობრივად, საპენსიო სააგენტოსგან სახელმწიფო ბანკს ქმნიან, სადაც საინვესტიციო საბჭოს საშუალებით, გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა.

"ფაქტობრივად, თუ მის შინაარსობრივ მხარეს ავიღებთ, საპენსიო სააგენტოსგან ქმნიან სახელმწიფო ბანკს. სტრუქტურულადაც რომ შევხედოთ, ყურადღება მიაქციეთ როგორ ხდება საბჭოს წევრების დანიშვნა (მე სხვა სიტყვას ვერ გამოვიყენებ) - უშუალოდ მთავრობა ნიშნავს და დანარჩენები ფორმალურად აცხადებენ ღია კონკურსს, თუმცა გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს. საბჭოს წევრების ხელში ექცევა სამივე მიმართულება: მენეჯმენტი, საინვესტიციო საქმიანობა და მისი საქმიანობის მონიტორინგი, აუდიტიც“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ეკონომიკის ექსპერტის განმარტებით, ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, საპენსიო დანაზოგებიდან ინვესტიცია რისკიან პროექტებში განხორციელდეს, მათ შორის გაიცეს კრედიტები. შესაბამისად, საქართველოში საპენსიო დანაზოგი რისკიან აქტივად იქცევა.

„უშუალოდ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას საინვესტიციო საბჭოს წევრების მეშვეობით და შეუძლია, ძალზედ რისკიან პროექტებში განახორციელოს ინვესტიციები, კრედიტების გაცემაც კი შეუძლიათ. შესაბამისად, საპენსიო დანაზოგები ნამდვილად ძალზედ რისკიანი აქტივები იქნება საქართველოში, თუ ამ კანონპროექტმა მიიღო კანონის სახე“, - დასძინა მან.

როგორც დაგეგმილი ცვლილებიდან ირკვევა, რისკების მართვის ნაწილი მმართველი საბჭოს ფუნქციაში შევა, რომელიც თავის მხრივ, შედგება 15 წევრისგან, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაამტკიცებს. ცომაიას თქმით, რეფორმა შეიცავს კორუფციის და გაუმჭვირვალობის ნიშნებს და შესაძლოა, ერთ დღეს თითოეული მოქალაქის დანაზოგი. აცხადებს აკაკი ცომაია "BPN"- თან. (წაიკითხეთ სტატია სრულად)

"ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული" - ასე აფასებს "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე"„დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში დაანონსებულ ცვლილებს.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, "ევროოპტიმისტები" ალტერნატიულ კანონპროექტს ამზადებს.

"საპენსიო დანაზოგები არის ჩვენი, თითოეული მოქალაქის მიერ საკუთარი შრომით შექმნილი და ის უნდა მოხმარდეს მათ მშვიდ სიბერეს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ეს თანხები აღმოჩნდეს რისკის ქვეშ. დღეისათვის, 5 მილიარდი ლარი არის აკუმულირებული და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს ფული დახარჯოს ისეთ პროექტებში, რომელიც არის დიდი რისკის შემცველი და რომელსაც მარტივად თუ ვიტყვით, პოლიტიკური და კორუფციული სუნი ასდის. ამ ცვლილებების მთავარი უარყოფითი მხარე ის არის, რომ ფონდის მართვა მთლიანად გადადის მთავრობის ხელში, ჩამოცილებულია პარლამენტი, უცხოელი სპეციალისტები. ეს ფული შეიძლება ჩაიდოს ისეთ პროექტებში, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ამ ფულის დაკარგვა ან მისგან მიღებული შემოსავლის შემცირება. ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული. ჩვენ ვამზადებთ ალტერნატიულ კანონპროექტს და მალე წარმოგიდგენთ," - განაცხადა გოცირიძემ.