პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ამბავმა გამანახევრა... ერთი წელია ურთიერთობა არ გვაქვს, კამათი მისი ცხოვრების სტილზე, ცოლების ცვლაზე მოხდა" - ზურა ყიფშიძე შვილზე
"ამ ამბავმა გამანახევრა... ერთი წელია ურთიერთობა არ გვაქვს, კამათი მისი ცხოვრების სტილზე, ცოლების ცვლაზე მოხდა" - ზურა ყიფშიძე შვილზე

რამ­დე­ნი­მე დღეა ყიფ­ში­ძე­ე­ბის გარ­შე­მო სკან­და­ლი არ წყდე­ბა. ცოტა ხნის წინ გა­ირ­კვა, რომ ერ­თმა­ნეთს არ ელა­პა­რა­კე­ბი­ან მამა-შვი­ლი ყიფ­ში­ძე­ე­ბი. ზურა ყიფ­ში­ძის თქმით, კა­მა­თი შვილ­თან მისი ცხოვ­რე­ბის სტილ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­უ­ვი­და.

რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში ყიფ­ში­ძე ამ­ბობს, ამ ამ­ბავ­მა მას­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და.

- გი­ორ­გი ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის, ხომ?

- ბიშ­კეკ­შია სამ­კურ­ნა­ლოდ, მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს იღე­ბენ იმ უბე­დუ­რე­ბა­ზე (და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე), თან მო­ნა­წი­ლე­ობს... სამ­წუ­ხა­როდ, ერთი წე­ლია მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არა მაქვს.

- რა მოხ­და თქვენ შო­რის?

- არა­ფე­რი, რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და და ვერ მიხ­ვდა ადა­მი­ა­ნი, დე­და­სა და მა­მა­სა პა­ტი­ვი ეციო... ამით იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, ხომ? რა­ღა­ცას რომ აწყე­ნი­ნებ, მერე ბო­დი­შის მოხ­დაც უნდა შე­გეძ­ლოს... მერე დათ­მო­ბა­ზე წა­ვე­დი, მაგ­რამ იქი­დან ვე­რა­ფე­რი ვიგ­რძე­ნი, ამი­ტომ დღეს ასეა.

- კა­მა­თი ყვე­ლა მშო­ბელ­სა და შვილს მოს­ვლია, თქვენს შემ­თხვე­ვა­ში რა სა­კი­თხზე იყო?

- მისი ცხოვ­რე­ბის სტილ­ზე, ცო­ლე­ბის ცვლა­ზე, მე ეს არას­წო­რი მგო­ნია და ცოტა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა მო­ე­პყრო სიყ­ვა­რულ­საც, ბავ­შვე­ბის შექ­მნა­საც და როცა ვერ გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს, და­ვე­ჯა­ხეთ. ამა­სო­ბა­ში კი ერთი წელი გა­ვი­და.

- ერ­თმა­ნეთს ხომ ხვდე­ბით, ერთ სახ­ლში ცხოვ­რობთ, ერთ თე­ატ­რში მუ­შა­ობთ, სპექ­ტაკ­ლებ­ში, მა­გა­ლი­თად, "მეფე ლირ­ში" ორი­ვე მო­ნა­წი­ლე­ობთ...

- ჰო, ესეც ნონ­სენ­სია, ერთ სახ­ლში ვცხოვ­რობთ და ურ­თი­ერ­თო­ბა არა გვაქვს, ეს მი­ე­ცი, ის გა­მო­არ­თვი, ეს უთხა­რი და ა.შ. პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტი არა გვაქვს. ეს რო­გორ ხდე­ბა, არ ვიცი, მაგ­რამ ხდე­ბა...

- გული გწყდე­ბათ, რომ ასე მოხ­და?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან. გა­მა­ნა­ხევ­რა ამ ამ­ბავ­მა. გული მწყდე­ბა რო­მე­ლია...

- იმე­დია, ისიც დათ­მობს და თქვენც...

- შე­იძ­ლე­ბა ჩემი შეც­დო­მა­ცაა, მაგ­რამ ხომ ვამ­ბობ, დათ­მო­ბა­ზეც წა­ვე­დი, კონ­ტაქ­ტშიც შე­ვე­დი, რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა ასე ვი­ყოთ, ხომ? თუ ჰგო­ნია, ამ­დე­ნად მარ­თა­ლია, არ ვიცი... რო­გორც ამ­ბობს, ცუ­დად ვი­ყა­ვი და შენ ეს არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნე, მეცი, რა­ღა­ცე­ბი მი­თხა­რი და მეც გი­თხა­რიო... ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს, ადრე თუ გვი­ან, ყვე­ლა­ფერს ვა­პა­ტი­ებ, სხვა­ნა­ი­რად არ შე­მიძ­ლია. ეტყო­ბა, ის სხვაგ­ვა­რად ფიქ­რობს, არ ვიცი.

- თქვე­ნი მე­უღ­ლე რას ამ­ბობს?

- გა­ნიც­დის, ისიც ცუ­და­დაა. ჯი­გი­ტი, ვაჟ­კა­ცი გოგო მყავს, მაგ­რამ ბრაზ­დე­ბა ამა­ზე. შვი­ლია და უყ­ვარს, ზედ დაჰ­ფო­ფი­ნებს. ბო­ლოს ყვე­ლა­ფერს მე მაბ­რა­ლე­ბენ; წავ­ლენ, წა­მოვ­ლენ, მე მო­მად­გე­ბი­ან ხოლ­მე. და­უ­ნა­ხა­ო­ბა-და­უ­ფა­სებ­ლო­ბას ვერ ვი­ტან, სა­ში­ნე­ლე­ბაა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა არ იყოს, ვერ გა­ვი­გე, ამ კა­ცის­გან რა უნ­დათ?!

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ამ ამბავმა გამანახევრა... ერთი წელია ურთიერთობა არ გვაქვს, კამათი მისი ცხოვრების სტილზე, ცოლების ცვლაზე მოხდა" - ზურა ყიფშიძე შვილზე

"ამ ამბავმა გამანახევრა... ერთი წელია ურთიერთობა არ გვაქვს, კამათი მისი ცხოვრების სტილზე, ცოლების ცვლაზე მოხდა" - ზურა ყიფშიძე შვილზე

რამდენიმე დღეა ყიფშიძეების გარშემო სკანდალი არ წყდება. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ერთმანეთს არ ელაპარაკებიან მამა-შვილი ყიფშიძეები. ზურა ყიფშიძის თქმით, კამათი შვილთან მისი ცხოვრების სტილთან დაკავშირებით მოუვიდა.

როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბარში ყიფშიძე ამბობს, ამ ამბავმა მასზე ძალიან იმოქმედა.

- გიორგი ამჟამად საქართველოში არ არის, ხომ?

- ბიშკეკშია სამკურნალოდ, მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს იღებენ იმ უბედურებაზე (დამოკიდებულებაზე), თან მონაწილეობს... სამწუხაროდ, ერთი წელია მასთან ურთიერთობა არა მაქვს.

- რა მოხდა თქვენ შორის?

- არაფერი, რაღაც გაუგებრობა მოხდა და ვერ მიხვდა ადამიანი, დედასა და მამასა პატივი ეციო... ამით იწყება ყველაფერი, ხომ? რაღაცას რომ აწყენინებ, მერე ბოდიშის მოხდაც უნდა შეგეძლოს... მერე დათმობაზე წავედი, მაგრამ იქიდან ვერაფერი ვიგრძენი, ამიტომ დღეს ასეა.

- კამათი ყველა მშობელსა და შვილს მოსვლია, თქვენს შემთხვევაში რა საკითხზე იყო?

- მისი ცხოვრების სტილზე, ცოლების ცვლაზე, მე ეს არასწორი მგონია და ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მოეპყრო სიყვარულსაც, ბავშვების შექმნასაც და როცა ვერ გავუგეთ ერთმანეთს, დავეჯახეთ. ამასობაში კი ერთი წელი გავიდა.

- ერთმანეთს ხომ ხვდებით, ერთ სახლში ცხოვრობთ, ერთ თეატრში მუშაობთ, სპექტაკლებში, მაგალითად, "მეფე ლირში" ორივე მონაწილეობთ...

- ჰო, ესეც ნონსენსია, ერთ სახლში ვცხოვრობთ და ურთიერთობა არა გვაქვს, ეს მიეცი, ის გამოართვი, ეს უთხარი და ა.შ. პირდაპირი კონტაქტი არა გვაქვს. ეს როგორ ხდება, არ ვიცი, მაგრამ ხდება...

- გული გწყდებათ, რომ ასე მოხდა?

- რა თქმა უნდა, ძალიან. გამანახევრა ამ ამბავმა. გული მწყდება რომელია...

- იმედია, ისიც დათმობს და თქვენც...

- შეიძლება ჩემი შეცდომაცაა, მაგრამ ხომ ვამბობ, დათმობაზეც წავედი, კონტაქტშიც შევედი, როდემდე შეიძლება ასე ვიყოთ, ხომ? თუ ჰგონია, ამდენად მართალია, არ ვიცი... როგორც ამბობს, ცუდად ვიყავი და შენ ეს არ გაითვალისწინე, მეცი, რაღაცები მითხარი და მეც გითხარიო... ახლობელ ადამიანს, ადრე თუ გვიან, ყველაფერს ვაპატიებ, სხვანაირად არ შემიძლია. ეტყობა, ის სხვაგვარად ფიქრობს, არ ვიცი.

- თქვენი მეუღლე რას ამბობს?

- განიცდის, ისიც ცუდადაა. ჯიგიტი, ვაჟკაცი გოგო მყავს, მაგრამ ბრაზდება ამაზე. შვილია და უყვარს, ზედ დაჰფოფინებს. ბოლოს ყველაფერს მე მაბრალებენ; წავლენ, წამოვლენ, მე მომადგებიან ხოლმე. დაუნახაობა-დაუფასებლობას ვერ ვიტან, საშინელებაა, ბიძინა ივანიშვილისა არ იყოს, ვერ გავიგე, ამ კაცისგან რა უნდათ?!

წაიკითხეთ ასევე: