პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცასთან ახლოს": როგორი იქნება მსოფლიოს ყველაზე მაღალი საცხოვრებელი კოშკი, სადაც ფეშენებელური პენტჰაუსები მილიონობით დოლარი ეღირება - ფოტოები
"ცასთან ახლოს": როგორი იქნება მსოფლიოს ყველაზე მაღალი საცხოვრებელი კოშკი, სადაც ფეშენებელური პენტჰაუსები მილიონობით დოლარი ეღირება - ფოტოები

დუ­ბა­ი­ში მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კოშ­კი შენ­დე­ბა. უზარ­მა­ზა­რი შე­ნო­ბა 122 სარ­თულ­სა და 251 სა­ცხოვ­რე­ბელს მო­ი­ცავს. ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო ბრენ­დის Six Senses-ის მიერ შექ­მნი­ლი რე­ზი­დენ­ცია, მათი თქმით, "ჯან­სა­ღად ცხოვ­რე­ბას ხე­ლახ­ლა გან­სა­ზღვრავს".

დუ­ბაი მა­რი­ნა­ში გან­თავ­სე­ბულ კოშკში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ფასი 1.57 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი­დან იწყე­ბა. ფა­სე­ბი, რაღა თქმა უნდა, ბი­ნე­ბის ზო­მე­ბი­თა და სა­ძი­ნებ­ლე­ბის რი­ცხვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რო­მე­ლიც 2-4-მდე მერ­ყე­ობს. ყვე­ლა­ფე­რი აქ არ მთავ­რდე­ბა, რე­ზი­დენ­ცი­ა­ში იქ­ნე­ბა ოთხო­თა­ხი­ა­ნი პენ­ტჰა­უ­სე­ბი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი "ცის სა­სახ­ლე­ე­ბის" კო­ლექ­ცი­აც კი, რომ­ლებ­საც 4-5-სა­ძი­ნებ­ლი­ა­ნი კონ­ფი­გუ­რა­ცია აქვთ.

ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ამ მდიდ­რუ­ლი ბი­ნე­ბი­დან ერთ-ერთს მა­ინც შე­ი­ძენს, ოთხ სარ­თულ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბულ "კე­თილ­დღე­ო­ბის ობი­ექ­ტებ­ზე" ექ­ნე­ბა წვდო­მა, მათ შო­რის კრი­ო­თე­რა­პი­ის კა­ბი­ნებ­ზე, ბუ­ნებ­რი­ვი ქვე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის ოთა­ხებ­სა და სპა­ზე.

122-სარ­თუ­ლი­ა­ნი კოშ­კის ყვე­ლა­ზე თვალ­ში­სა­ცე­მი ნა­წი­ლი 109-ე სარ­თულ­ზე მო­წყო­ბი­ლი "ცის გემ­ბა­ნია". აქ მო­ბი­ნად­რე­ებს 25-მეტ­რი­ა­ნი აუ­ზით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლი­ათ, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი გემ­ბა­ნი აქვს იო­გას­თვის და გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი შე­სა­ხე­და­ო­ბის ბა­ღებს გა­დაჰ­ყუ­რებს, ეს ყვე­ლა­ფე­რი დუ­ბა­ის ლა­მა­ზი ხე­დე­ბით ტკბო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად.

მათ, ვი­საც აქ­ტი­ვო­ბე­ბი და გარ­თო­ბა უფრო იზი­დავთ, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კოშ­კი თა­მა­შე­ბის ოთახს, კი­ნო­თე­ატრს და სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის გან­კუთ­ვნილ სხვა ლა­უნ­ჯებს სთა­ვა­ზობთ.

დუ­ბა­ი­ში ამ გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი რე­ზი­დენ­ცი­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბა 2028 წლის­თვი­საა და­გეგ­მი­ლი.

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ცასთან ახლოს": როგორი იქნება მსოფლიოს ყველაზე მაღალი საცხოვრებელი კოშკი, სადაც ფეშენებელური პენტჰაუსები მილიონობით დოლარი ეღირება - ფოტოები

"ცასთან ახლოს": როგორი იქნება მსოფლიოს ყველაზე მაღალი საცხოვრებელი კოშკი, სადაც ფეშენებელური პენტჰაუსები მილიონობით დოლარი ეღირება - ფოტოები

დუბაიში მსოფლიოში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი კოშკი შენდება. უზარმაზარი შენობა 122 სართულსა და 251 საცხოვრებელს მოიცავს. ძვირადღირებული სასტუმრო ბრენდის Six Senses-ის მიერ შექმნილი რეზიდენცია, მათი თქმით, "ჯანსაღად ცხოვრებას ხელახლა განსაზღვრავს".

დუბაი მარინაში განთავსებულ კოშკში საცხოვრებელი ბინების ფასი 1.57 მილიონი დოლარიდან იწყება. ფასები, რაღა თქმა უნდა, ბინების ზომებითა და საძინებლების რიცხვით განისაზღვრება, რომელიც 2-4-მდე მერყეობს. ყველაფერი აქ არ მთავრდება, რეზიდენციაში იქნება ოთხოთახიანი პენტჰაუსები და ძვირადღირებული "ცის სასახლეების" კოლექციაც კი, რომლებსაც 4-5-საძინებლიანი კონფიგურაცია აქვთ.

ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მდიდრული ბინებიდან ერთ-ერთს მაინც შეიძენს, ოთხ სართულზე გადანაწილებულ "კეთილდღეობის ობიექტებზე" ექნება წვდომა, მათ შორის კრიოთერაპიის კაბინებზე, ბუნებრივი ქვებით მკურნალობის ოთახებსა და სპაზე.

122-სართულიანი კოშკის ყველაზე თვალშისაცემი ნაწილი 109-ე სართულზე მოწყობილი "ცის გემბანია". აქ მობინადრეებს 25-მეტრიანი აუზით სარგებლობა შეუძლიათ, რომელსაც სპეციალურად შექმნილი გემბანი აქვს იოგასთვის და განსაცვიფრებელი შესახედაობის ბაღებს გადაჰყურებს, ეს ყველაფერი დუბაის ლამაზი ხედებით ტკბობის პარალელურად.

მათ, ვისაც აქტივობები და გართობა უფრო იზიდავთ, მსოფლიოს ყველაზე მაღალი საცხოვრებელი კოშკი თამაშების ოთახს, კინოთეატრს და სოციალიზაციისთვის განკუთვნილ სხვა ლაუნჯებს სთავაზობთ.

დუბაიში ამ განსაცვიფრებელი რეზიდენციების მშენებლობის დასრულება 2028 წლისთვისაა დაგეგმილი.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა