მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ვუყურებ იმ კადრებს, რომ ვუყურებ ჩემს ხალხს, გული მტკივა... ჩემს მესიჯს სცენიდან ვიტყვი" - რას ამბობს ნუცა ბუზალაძე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე
"როცა ვუყურებ იმ კადრებს, რომ ვუყურებ ჩემს ხალხს, გული მტკივა... ჩემს მესიჯს სცენიდან ვიტყვი" - რას ამბობს ნუცა ბუზალაძე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე

წელს "ევ­რო­ვი­ზი­ის" სიმ­ღე­რის კონ­კურსს შვე­დე­თი უმას­პინ­ძლებს. სა­ქარ­თვე­ლოს კი კონ­კურ­სზე ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე წა­რად­გენს. ნუცა მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში, 9 მა­ისს გა­მო­ვა სცე­ნა­ზე და ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­დას­ვლას სიმ­ღე­რით "Firefighter" შე­ეც­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, რო­მე­ლიც ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექტს უკავ­შირ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ნუ­ცას აზ­რის გა­მო­ხატ­ვას სთხოვს და დუ­მი­ლის გამო აკ­რი­ტი­კებს. აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ღე­რალ­მა ქარ­თულ-იტა­ლი­ურ ტე­ლე­ვი­ზია KNTV-სთან ისა­უბ­რა.

  • ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე:

"ვფიქ­რობ, რომ ჩემს პო­ზი­ცი­ას ბავ­შვო­ბი­დან ვამ­ტკი­ცებ იმ ყვე­ლაფ­რით, რაც გა­მი­კე­თე­ბია ცხოვ­რე­ბა­ში და ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში სა­დაც ჩავ­დი­ვარ, ყო­ველ­თვის ჩემი ქვეყ­ნის დრო­შა ფრი­ა­ლებს, ყველ­გან, არას­დროს სხვა ქვეყ­ნის სა­ხე­ლით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­სად მი­მი­ღია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი ბევ­რი იყო, მაგ­რამ ჩემი ქვე­ყა­ნა ისე მიყ­ვარს.... ისე­თი ადა­მი­ა­ნის ოჯა­ხი­დან ვარ, მა­მა­ჩე­მი ყვე­ლა ომში პირ­ველ ხაზ­ზე იბ­რძო­და და ეს მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თი მე გა­მო­ყო­ლი­ლი მაქვს.

ჩემი სიმ­ღე­რაც მინ­დო­და ყო­ფი­ლი­ყო ჩვე­ნი ხალ­ხის და ქარ­თვე­ლი ქა­ლის ხა­სი­ა­თის წარ­მო­სა­ჩე­ნი. რა თქმა უნდა, ჩემი მე­სი­ჯი ნა­თე­ლია, ჩემი პო­ზი­ცი­აც მე ვთვლი, რომ ნა­თე­ლია, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­დაც გა­მოვ­დი­ვარ ახლა, ამ კონ­კურ­სზე.

რა თქმა უნდა, როცა ვუ­ყუ­რებ იმ კად­რებს რაც ხდე­ბა და რომ ვუ­ყუ­რებ ჩემს ხალ­ხს, გული მტკი­ვა და მარ­თლა ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ ყვე­ლა­ფერს... მაგ­რამ მე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ 9 მა­ისს ჩემ­მა ხალ­ხმა ძა­ლი­ან ია­მა­ყოს, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ცხრა მა­ისს შევ­ძლო და გა­ვა­ერ­თი­ა­ნო ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ეს ხდე­ბო­და American Idol-ის დროს, ჩემს მე­სიჯს რა თქმა უნდა, სცე­ნი­დან ვი­ტყვი", - აღ­ნიშ­ნა ბუ­ზა­ლა­ძემ.

  • რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ კონ­კურსს, ბუ­ზა­ლა­ძის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, მათ შო­რის არის BBC, რო­მე­ლიც აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­დაც 37 კონ­კურ­სან­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბია გან­ხი­ლუ­ლი, გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ ნუ­ცას დიდი სას­ცე­ნო გა­მოც­დი­ლე­ბა და შა­კი­რას დო­ნის ქო­რე­ოგ­რა­ფია აქვს.

"და ბო­ლოს, არის ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე, რომ­ლის სიმ­ღე­რა Firefighter იხ­სნე­ბა ჭექა-ქუ­ხი­ლით და მისი ტექ­სტი ფერ­ფლი­დან ფე­ნიქ­სი­ვით გა­მოს­ვლის შე­სა­ხე­ბაა. ის შარ­შან American Idol-ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და სცე­ნა­ზე ქა­ი­ლი მი­ნო­უგ­თან ერ­თად გა­მო­ვი­და. ნუ­ცას სცე­ნა­ზე ყოფ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა და შა­კი­რას დო­ნის ქო­რე­ოგ­რა­ფია აქვს.

ამ სიმ­ღე­რამ ის ფი­ნა­ლამ­დე უნდა გა­იყ­ვა­ნოს", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სი 7 მა­ისს და­ი­წყე­ბა, ნუცა 9 მა­ისს, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­მო­ვა. ფი­ნა­ლი კი 11 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"როცა ვუყურებ იმ კადრებს, რომ ვუყურებ ჩემს ხალხს, გული მტკივა... ჩემს მესიჯს სცენიდან ვიტყვი" - რას ამბობს ნუცა ბუზალაძე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე

"როცა ვუყურებ იმ კადრებს, რომ ვუყურებ ჩემს ხალხს, გული მტკივა... ჩემს მესიჯს სცენიდან ვიტყვი" - რას ამბობს ნუცა ბუზალაძე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე

წელს "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსს შვედეთი უმასპინძლებს. საქართველოს კი კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს. ნუცა მეორე ნახევარფინალში, 9 მაისს გამოვა სცენაზე და ფინალურ ეტაპზე გადასვლას სიმღერით "Firefighter" შეეცდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც ე.წ. აგენტების კანონპროექტს უკავშირდება, საზოგადოების ნაწილი ნუცას აზრის გამოხატვას სთხოვს და დუმილის გამო აკრიტიკებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მომღერალმა ქართულ-იტალიურ ტელევიზია KNTV-სთან ისაუბრა.

  • ნუცა ბუზალაძე:

"ვფიქრობ, რომ ჩემს პოზიციას ბავშვობიდან ვამტკიცებ იმ ყველაფრით, რაც გამიკეთებია ცხოვრებაში და ყველა ქვეყანაში სადაც ჩავდივარ, ყოველთვის ჩემი ქვეყნის დროშა ფრიალებს, ყველგან, არასდროს სხვა ქვეყნის სახელით მონაწილეობა არსად მიმიღია, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებები ბევრი იყო, მაგრამ ჩემი ქვეყანა ისე მიყვარს.... ისეთი ადამიანის ოჯახიდან ვარ, მამაჩემი ყველა ომში პირველ ხაზზე იბრძოდა და ეს მებრძოლი ხასიათი მე გამოყოლილი მაქვს.

ჩემი სიმღერაც მინდოდა ყოფილიყო ჩვენი ხალხის და ქართველი ქალის ხასიათის წარმოსაჩენი. რა თქმა უნდა, ჩემი მესიჯი ნათელია, ჩემი პოზიციაც მე ვთვლი, რომ ნათელია, იქიდან გამომდინარე, რომ სადაც გამოვდივარ ახლა, ამ კონკურსზე.

რა თქმა უნდა, როცა ვუყურებ იმ კადრებს რაც ხდება და რომ ვუყურებ ჩემს ხალხს, გული მტკივა და მართლა ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს... მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 9 მაისს ჩემმა ხალხმა ძალიან იამაყოს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ცხრა მაისს შევძლო და გავაერთიანო ჩვენი საქართველო, როგორც ეს ხდებოდა American Idol-ის დროს, ჩემს მესიჯს რა თქმა უნდა, სცენიდან ვიტყვი", - აღნიშნა ბუზალაძემ.

  • რაც შეეხება უშუალოდ კონკურსს, ბუზალაძის შესახებ სხვადასხვა უცხოური გამოცემები წერენ, მათ შორის არის BBC, რომელიც აქვეყნებს სტატიას, სადაც 37 კონკურსანტის შესაძლებლობებია განხილული, გამოცემა აღნიშნავს, რომ ნუცას დიდი სასცენო გამოცდილება და შაკირას დონის ქორეოგრაფია აქვს.

"და ბოლოს, არის ნუცა ბუზალაძე, რომლის სიმღერა Firefighter იხსნება ჭექა-ქუხილით და მისი ტექსტი ფერფლიდან ფენიქსივით გამოსვლის შესახებაა. ის შარშან American Idol-ში მონაწილეობდა და სცენაზე ქაილი მინოუგთან ერთად გამოვიდა. ნუცას სცენაზე ყოფნის გამოცდილება და შაკირას დონის ქორეოგრაფია აქვს.

ამ სიმღერამ ის ფინალამდე უნდა გაიყვანოს", - ვკითხულობთ სტატიაში.

ცნობისთვის, ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 7 მაისს დაიწყება, ნუცა 9 მაისს, მეორე ნახევარფინალში გამოვა. ფინალი კი 11 მაისს გაიმართება.