სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ძლიერი ენაა. როდესაც ქართველები ერთმანეთს ესაუბრებიან, თითქოს ამ საუბარშიც იბრძვიან" - რას ჰყვება საქართველოზე შეყვარებული ირანელი გოგონა
"ქართული ძლიერი ენაა. როდესაც ქართველები ერთმანეთს ესაუბრებიან, თითქოს ამ საუბარშიც იბრძვიან" - რას ჰყვება საქართველოზე შეყვარებული ირანელი გოგონა

ავა ვა­ლი­ზა­დე­ჰი, 18 წლის ირა­ნე­ლი გო­გო­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავ­ლობს, ორი­გი­ნალ­ში კი­თხუ­ლობს "ვე­ფხის­ტყა­ო­სანს", ვა­ჟას, ილი­ას, გა­ლა­კტი­ონს… და სხვა უცხო­ე­ლებს ას­წავ­ლის ქარ­თულს, ქარ­თუ­ლი ენის და­მა­ხინ­ჯე­ბას კი უპა­ტი­ე­ბელს უწო­დებს. იმ­დე­ნად სუფ­თა ქარ­თუ­ლით ლა­პა­რა­კობს, რომ სულ მცი­რე ნი­უ­ან­სი­თაც ვერ გა­არ­ჩევ გე­ნე­ტი­კუ­რად ქარ­თვე­ლის მე­ტყვე­ლე­ბი­სა­გან. ავა პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში 13 წლი­სა, დე­დას­თან ერ­თად ტუ­რის­ტად ჩა­მო­ვი­და.

- ძვე­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში რომ დავ­დი­ო­დი, მე­გო­ნა, შინ ვი­ყა­ვი. იმ დროს ქარ­თუ­ლად ერთი სი­ტყვაც არ ვი­ცო­დი. თუმ­ცა ყვე­ლას­გან სით­ბოს ვგრძნობ­დი - ტაქ­სის მძღო­ლით და­წყე­ბუ­ლი, გამ­ვლე­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. თბი­ლი­სი ჩემს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ სა­რის მი­ვამ­სგავ­სე, სა­დაც სიმწვა­ნე და ზღვაა. მა­შინ დე­დამ მი­თხრა, აქ ახალ­გაზ­რდე­ბი ბევ­რად ლა­ღე­ბი არი­ან, ვიდ­რე ჩვენ­თა­ნო. ჩემს ამ პირ­ველ ემო­ცი­ებს უდი­დე­სი როლი ჰქონ­და იმა­ში, რომ გა­დავ­წყვი­ტეთ თბი­ლი­სის რო­მე­ლი­მე ევ­რო­პულ სკო­ლა­ში მეს­წავ­ლა. ამ­ჟა­მად ათას­წლე­უ­ლის სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ. თუმ­ცა იქამ­დე იყო ერთი ცუ­დად გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი მო­მენ­ტი, რო­დე­საც ერთ-ერთ სკო­ლა­ში იმ­დე­ნად არ უნ­დო­დათ ჩემი მი­ღე­ბა, რომ ამან თავი უხერ­ხუ­ლად მაგ­რძნო­ბი­ნა.

- რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­პულ გა­ნათ­ლე­ბას, და­ახ­ლო­ე­ბით ორი სა­უ­კუ­ნის წი­ნა­თაც ხში­რად გზავ­ნიდ­ნენ სპარ­სე­თი­დან შვი­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ირა­ნის პირ­ვე­ლი კონ­სუ­ლი, მირ­ზა რეზა ხა­ნიც თბი­ლი­სის ფრან­გულ პან­სი­ონ­ში სწავ­ლობ­და. თუმ­ცა ქარ­თვე­ლებს სპარ­სეთ­თან მტრო­ბა და შაჰ-აბა­სიც ახ­სოვთ. ამი­ტომ, იმე­დია, სკო­ლის საქ­ცი­ე­ლი წყე­ნად არ ჩაგ­რჩა.

- არ იფიქ­როთ შაჰ-აბა­სით ირან­ში ბევ­რი ამა­ყობ­დეს, სი­სას­ტი­კე­ში სა­ა­მა­ყო არა­ფე­რია.

მოკ­ლედ, ქარ­თუ­ლი რომ არ ვი­ცო­დი, სწო­რედ იმი­ტომ გა­მი­ჭირ­და ისე­თი სკო­ლის მო­ძებ­ნა, სა­დაც ვის­წავ­ლი­დი. პან­დე­მი­ის დროს ქარ­თუ­ლი ერთ წე­ლი­წად­ში ვის­წავ­ლე. რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლას, ახლა უკვე აქ იმ­ხე­ლა სით­ბოს ვი­ღებ, არც ვიცი, რო­გორ გა­მოვ­ხა­ტო.

- არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც შენს უნაკ­ლო ქარ­თულს მო­ის­მენს, იფიქ­რებს, რომ ქარ­თუ­ლი გენი გაქვს, ენის შექ­მნა­ში სა­მე­ტყვე­ლო აპა­რა­ტიც მო­ნა­წი­ლე­ობს, შენი სა­მე­ტყვე­ლო აპა­რა­ტი თით­ქოს აწყო­ბი­ლია ქარ­თულ ენა­ზე.

- ეგ სხვებ­მაც მი­თხრეს. ამი­ტომ თა­ვა­დაც ვე­ძე­ბე ჩემ­ში ქარ­თუ­ლი გე­ნე­ტი­კა. ფე­რე­ი­და­ნი და მისი ქარ­თვე­ლო­ბა ჩემს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქთან 10 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი. ამ­ჟა­მა­დაც დიდი კავ­ში­რე­ბი მაქვს… მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი აღ­მო­ვა­ჩი­ნე.

- რო­გორც ვიცი, ხუთ ენას ფლობ, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მათ შო­რის ქარ­თუ­ლი?

- ქარ­თუ­ლი ძლი­ე­რი ენაა. რო­დე­საც ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ესა­უბ­რე­ბი­ან, თით­ქოს ამ სა­უ­ბარ­შიც იბ­რძვი­ან. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ქართული ძლიერი ენაა. როდესაც ქართველები ერთმანეთს ესაუბრებიან, თითქოს ამ საუბარშიც იბრძვიან" - რას ჰყვება საქართველოზე შეყვარებული ირანელი გოგონა

"ქართული ძლიერი ენაა. როდესაც ქართველები ერთმანეთს ესაუბრებიან, თითქოს ამ საუბარშიც იბრძვიან" - რას ჰყვება საქართველოზე შეყვარებული ირანელი გოგონა

ავა ვალიზადეჰი, 18 წლის ირანელი გოგონა, საქართველოში სწავლობს, ორიგინალში კითხულობს "ვეფხისტყაოსანს", ვაჟას, ილიას, გალაკტიონს… და სხვა უცხოელებს ასწავლის ქართულს, ქართული ენის დამახინჯებას კი უპატიებელს უწოდებს. იმდენად სუფთა ქართულით ლაპარაკობს, რომ სულ მცირე ნიუანსითაც ვერ გაარჩევ გენეტიკურად ქართველის მეტყველებისაგან. ავა პირველად საქართველოში 13 წლისა, დედასთან ერთად ტურისტად ჩამოვიდა.

- ძველი თბილისის ქუჩებში რომ დავდიოდი, მეგონა, შინ ვიყავი. იმ დროს ქართულად ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. თუმცა ყველასგან სითბოს ვგრძნობდი - ტაქსის მძღოლით დაწყებული, გამვლელებით დამთავრებული. თბილისი ჩემს მშობლიურ ქალაქ სარის მივამსგავსე, სადაც სიმწვანე და ზღვაა. მაშინ დედამ მითხრა, აქ ახალგაზრდები ბევრად ლაღები არიან, ვიდრე ჩვენთანო. ჩემს ამ პირველ ემოციებს უდიდესი როლი ჰქონდა იმაში, რომ გადავწყვიტეთ თბილისის რომელიმე ევროპულ სკოლაში მესწავლა. ამჟამად ათასწლეულის სკოლაში ვსწავლობ. თუმცა იქამდე იყო ერთი ცუდად გასახსენებელი მომენტი, როდესაც ერთ-ერთ სკოლაში იმდენად არ უნდოდათ ჩემი მიღება, რომ ამან თავი უხერხულად მაგრძნობინა.

- რაც შეეხება ევროპულ განათლებას, დაახლოებით ორი საუკუნის წინათაც ხშირად გზავნიდნენ სპარსეთიდან შვილებს საქართველოში. ირანის პირველი კონსული, მირზა რეზა ხანიც თბილისის ფრანგულ პანსიონში სწავლობდა. თუმცა ქართველებს სპარსეთთან მტრობა და შაჰ-აბასიც ახსოვთ. ამიტომ, იმედია, სკოლის საქციელი წყენად არ ჩაგრჩა.

- არ იფიქროთ შაჰ-აბასით ირანში ბევრი ამაყობდეს, სისასტიკეში საამაყო არაფერია.

მოკლედ, ქართული რომ არ ვიცოდი, სწორედ იმიტომ გამიჭირდა ისეთი სკოლის მოძებნა, სადაც ვისწავლიდი. პანდემიის დროს ქართული ერთ წელიწადში ვისწავლე. რაც შეეხება სკოლას, ახლა უკვე აქ იმხელა სითბოს ვიღებ, არც ვიცი, როგორ გამოვხატო.

- არაერთი ქართველი, რომელიც შენს უნაკლო ქართულს მოისმენს, იფიქრებს, რომ ქართული გენი გაქვს, ენის შექმნაში სამეტყველო აპარატიც მონაწილეობს, შენი სამეტყველო აპარატი თითქოს აწყობილია ქართულ ენაზე.

- ეგ სხვებმაც მითხრეს. ამიტომ თავადაც ვეძებე ჩემში ქართული გენეტიკა. ფერეიდანი და მისი ქართველობა ჩემს მშობლიურ ქალაქთან 10 კილომეტრითაა დაშორებული. ამჟამადაც დიდი კავშირები მაქვს… მაგრამ ვერაფერი აღმოვაჩინე.

- როგორც ვიცი, ხუთ ენას ფლობ, როგორ გამოიყურება მათ შორის ქართული?

- ქართული ძლიერი ენაა. როდესაც ქართველები ერთმანეთს ესაუბრებიან, თითქოს ამ საუბარშიც იბრძვიან. გააგრძელეთ კითხვა