კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წუხანდელმა ღამემ დამანახა, რომ ცოცხლები ვართ, რომ მოვიდა თაობა, რომელსაც აქვს ნება, ჩვენი, უფროსი თაობის ტვინებში ჩასახლებული საბჭოთა ჯოჯოები განდევნოს" - ზაზა ფირალიშვილი
"წუხანდელმა ღამემ დამანახა, რომ ცოცხლები ვართ, რომ მოვიდა თაობა, რომელსაც აქვს ნება, ჩვენი, უფროსი თაობის ტვინებში ჩასახლებული საბჭოთა ჯოჯოები განდევნოს" - ზაზა ფირალიშვილი

ფი­ლო­სო­ფო­სი ზაზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"ქრის­ტე აღ­დგა!

წუ­ხან­დე­ლი ღამე ჩემ­თვის უდი­დე­სი იყო ყვე­ლა იმ სა­აღ­დგო­მო ღა­მე­თა შო­რის რო­მელ­საც შევ­სწრე­ბი­ვარ. ახალ­გაზ­რდებ­მა დაგ­ვა­ნა­ხეს, რომ ისი­ნი არც იმათ ჭკუ­ა­ზე აპი­რე­ბენ სი­ა­რულს, ვის­თვი­საც მოს­კო­ვი მე­სა­მე რო­მია და არც იმათ ჭკუ­ა­ზე, ვის­თვი­საც რწმე­ნა ლი­ბე­რა­ლიზმს და ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მათ, თურ­მე, სცოდ­ნი­ათ, რო­გორ უნდა გა­მო­ხა­ტო, რომ თუ რწმე­ნა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი, იმე­დით სავ­სე და სხვე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი არ ხარ, ქრის­ტი­ა­ნი ვერ იქ­ნე­ბი.

მათ ისიც დაგ­ვა­ნა­ხეს, რომ მათ ტრი­ა­და­ში შემ­თხვე­ვით არ გა­ჩე­ნი­ლა სი­ტყვა "ერ­თო­ბა“ და ერ­თად ზე­ი­მი­სა­კენ მოგ­ვი­წო­დეს. გვსურს თუ არა, ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვი­ცხოვ­როთ და უნდა ვის­წავ­ლოთ ეს.

ვიცი, რომ რთუ­ლი გზა ელით. დიდი სი­ხა­რუ­ლიც ექ­ნე­ბათ და შეც­დო­მე­ბიც. სხვაგ­ვა­რად არ ხდე­ბა. მტერ­საც არ სძი­ნავს და კა­ბი­ნე­ტებ­ში ჩა­კე­ტი­ლი ახალ ბო­როტ ხრი­კებს იგო­ნებს, რათა წუ­ხან­დე­ლი სი­ხა­რუ­ლით არ გაგ­ვა­ხა­როს. მის­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე რამ მოხ­და: ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, მი­უ­ხე­და­ვად შეც­დო­მე­ბი­სა, მი­უ­ხე­და­ვად ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გე­ბუ­ლი ბო­რო­ტი მა­ხე­ე­ბი­სა, ახა­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­ო­ბა შვა. წვრილ­ფე­ხა პრო­პა­გან­დის­ტე­ბის წა­მო­ძა­ხი­ლე­ბი და და­ცინ­ვა არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც წუ­ხან­დე­ლი ღა­მით გა­ბო­რო­ტე­ბულს შე­უძ­ლია. ესეც უნდა ვი­ცო­დეთ.და მა­ინც, წუ­ხან­დელ­მა ღა­მემ და­მა­ნა­ხა, რომ ცო­ცხლე­ბი ვართ, რომ მო­ვი­და თა­ო­ბა, რო­მელ­საც აქვს ნება, ჩვე­ნი, უფ­რო­სი თა­ო­ბის ტვი­ნებ­ში ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა ჯო­ჯო­ე­ბი გან­დევ­ნოს და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­თა და რწმე­ნით სავ­სე სამ­ყა­რო შექ­მნას. რა შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე ქრის­ტი­ა­ნუ­ლი იყოს?

ქრის­ტე აღ­დგა!"

შე­გახ­სე­ნებთ, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აღ­დგო­მის ღა­მეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეხ­ვდნენ, მათ შო­რის დე­მონ­სტრან­ტე­ბის ნა­წი­ლი ქაშ­ვეთ­თან საღ­მრთო ლი­ტურ­გი­ას და­ეს­წრო.

მო­მი­ტინ­გე­ე­ბი დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ გამ­ზირ­ზე სან­თლე­ბით, პას­კე­ბი­თა და წი­თე­ლი კვერ­ცხე­ბით იყ­ვნენ მი­სუ­ლი. მათ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე სან­თლე­ბით გა­ა­კე­თეს წარ­წე­რა: "ენა, მა­მუ­ლი, ერ­თო­ბა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა".

მო­მი­ტინ­გე­ებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე ერ­თად შე­ას­რუ­ლეს სა­ქარ­თვე­ლო­ზე სიმ­ღე­რე­ბიც.

ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, თუმ­ცა წუ­ხან­დელ­მა ღა­მემ ინ­ცი­დენ­ტე­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა.

ავტორი:

"წუხანდელმა ღამემ დამანახა, რომ ცოცხლები ვართ, რომ მოვიდა თაობა, რომელსაც აქვს ნება, ჩვენი, უფროსი თაობის ტვინებში ჩასახლებული საბჭოთა ჯოჯოები განდევნოს" - ზაზა ფირალიშვილი

"წუხანდელმა ღამემ დამანახა, რომ ცოცხლები ვართ, რომ მოვიდა თაობა, რომელსაც აქვს ნება, ჩვენი, უფროსი თაობის ტვინებში ჩასახლებული საბჭოთა ჯოჯოები განდევნოს" - ზაზა ფირალიშვილი

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ქრისტე აღდგა!

წუხანდელი ღამე ჩემთვის უდიდესი იყო ყველა იმ სააღდგომო ღამეთა შორის რომელსაც შევსწრებივარ. ახალგაზრდებმა დაგვანახეს, რომ ისინი არც იმათ ჭკუაზე აპირებენ სიარულს, ვისთვისაც მოსკოვი მესამე რომია და არც იმათ ჭკუაზე, ვისთვისაც რწმენა ლიბერალიზმს და ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მათ, თურმე, სცოდნიათ, როგორ უნდა გამოხატო, რომ თუ რწმენაში თავისუფალი, იმედით სავსე და სხვების მოყვარული არ ხარ, ქრისტიანი ვერ იქნები.

მათ ისიც დაგვანახეს, რომ მათ ტრიადაში შემთხვევით არ გაჩენილა სიტყვა "ერთობა“ და ერთად ზეიმისაკენ მოგვიწოდეს. გვსურს თუ არა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ და უნდა ვისწავლოთ ეს.

ვიცი, რომ რთული გზა ელით. დიდი სიხარულიც ექნებათ და შეცდომებიც. სხვაგვარად არ ხდება. მტერსაც არ სძინავს და კაბინეტებში ჩაკეტილი ახალ ბოროტ ხრიკებს იგონებს, რათა წუხანდელი სიხარულით არ გაგვახაროს. მისთვის ყველაზე მძიმე რამ მოხდა: ქართულმა საზოგადოებამ, მიუხედავად შეცდომებისა, მიუხედავად ათწლეულების განმავლობაში დაგებული ბოროტი მახეებისა, ახალი, თავისუფალი თაობა შვა. წვრილფეხა პროპაგანდისტების წამოძახილები და დაცინვა არაფერია იმასთან შედარებით, რაც წუხანდელი ღამით გაბოროტებულს შეუძლია. ესეც უნდა ვიცოდეთ.და მაინც, წუხანდელმა ღამემ დამანახა, რომ ცოცხლები ვართ, რომ მოვიდა თაობა, რომელსაც აქვს ნება, ჩვენი, უფროსი თაობის ტვინებში ჩასახლებული საბჭოთა ჯოჯოები განდევნოს და თავისუფლებითა და რწმენით სავსე სამყარო შექმნას. რა შეიძლება ამაზე ქრისტიანული იყოს?

ქრისტე აღდგა!"

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები აღდგომის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ, მათ შორის დემონსტრანტების ნაწილი ქაშვეთთან საღმრთო ლიტურგიას დაესწრო.

მომიტინგეები დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე სანთლებით, პასკებითა და წითელი კვერცხებით იყვნენ მისული. მათ საავტომობილო გზაზე სანთლებით გააკეთეს წარწერა: "ენა, მამული, ერთობა, სარწმუნოება".

მომიტინგეებმა რამდენჯერმე ერთად შეასრულეს საქართველოზე სიმღერებიც.

ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული, თუმცა წუხანდელმა ღამემ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.