პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ვინმეს ეს არ სჯერა, მაშინ სასურველია დაინიშნოს რეფერენდუმი. რეფერენდუმით განვამტკიცოთ უმრავლესობის ნება და უარი ვუთხრათ კანონს, რომელიც გვაბრუნებს უკან" - რას წერს ამირან გამყრელიძე
"თუ ვინმეს ეს არ სჯერა, მაშინ სასურველია დაინიშნოს რეფერენდუმი. რეფერენდუმით განვამტკიცოთ უმრავლესობის ნება და უარი ვუთხრათ კანონს, რომელიც გვაბრუნებს უკან" - რას წერს ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" აქ­ვეყ­ნებს. გამ­ყრე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ თუ პარ­ლა­მენ­ტი კა­ნონს ამ ფორ­მით და­ამ­ტკი­ცებს, მო­სახ­ლე­ო­ბა მას არ მი­ი­ღებს. გარ­და ამი­სა, გამ­ყრე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის იდე­ი­თაც გა­მო­დის.

"ეს დღე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მე­კი­თხე­ბი­ან ჩემს მო­საზ­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­სა და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მიერ ორი მოს­მე­ნით მი­ღე­ბულ ე.წ. გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონ­ზე.

დიდ­მა ქარ­თველ­მა თქვა - "გრძე­ლი სი­ტყვა მოკ­ლედ ით­ქმის...“, ამი­ტომ მოკ­ლედ შე­ვეც­დე­ბი ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა გა­მოვ­ხა­ტო:

1. გა­ვი­მე­ო­რებ იმა­ვეს, რაც შარ­შან მარ­ტში გან­ვა­ცხა­დე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან - ეს კა­ნო­ნი დაბ­რკო­ლე­ბას უქ­მნის ჩვენს ის­ტო­რი­ულ სწრაფ­ვას, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გავ­ხდეთ ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის წევ­რი, ე.ი შე­ვი­დეთ ევ­რო­კავ­შირ­ში (ამას­თან, შარ­შან­დელ­თან გან­სხვა­ვე­ბით დღეს უკვე კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი გვაქვს) და გვი­ცავ­დეს ნა­ტოს ფარი. ამი­ტომ დარ­წმუ­ნე­ბით ვთქვი შარ­შან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ამ კა­ნონს არ მი­ი­ღებ­და და ასეც მოხ­და. მო­სახ­ლე­ო­ბის აქ­ტი­ვო­ბის და პრო­ტეს­ტის შემ­დეგ კა­ნო­ნი ჩა­ვარ­და (გა­იწ­ვი­ეს უკან).

2. იგი­ვე აზ­რზე ვარ წელ­საც. კა­ნო­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია ჩვენს ევრო-ატ­ლან­ტი­კურ მო­მა­ვალ­თან. ამის წი­ნა­აღ­მდე­გია მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, გვირ­ჩე­ვენ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი - აშშ, ევ­რო­კავ­ში­რი, ბრი­ტა­ნე­თი, ყვე­ლა მე­გო­ბა­რი, კე­თი­ლის მსურ­ვე­ლი და პარტნი­ო­რი, ვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი მი­უ­ძღვის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ზე დად­გო­მა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში უკა­ნას­კნე­ლი 33 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ამ ფორ­მუ­ლი­რე­ბით კა­ნო­ნის მი­ღე­ბა მხარ­და­ჭე­რი­ლია მხო­ლოდ რუ­სე­თის მიერ, რო­მელ­საც ამა­ვე დროს, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს ქვეყ­ნის 20% და მი­ზან­ში ვყა­ვართ ამო­ღე­ბუ­ლი, რომ დაგ­ვაბ­რუ­ნოს თა­ვი­სი გავ­ლე­ნის ქვეშ. ამი­ტო­მაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ისევ, რომ კა­ნონს სა­ბო­ლო­ოდ არ მის­ცემს მწვა­ნე შუქს ჩვე­ნი ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტი სა­დაც ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს ვიც­ნობ, პა­ტივს ვცემ და მჯე­რა მათი მრწამ­სის. და თუ ამ ფორ­მით მა­ინც დამ­ტკიც­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა მას არ მი­ი­ღებს და არ აღას­რუ­ლებს.

თუ ვინ­მეს ეს არ სჯე­რა, მა­შინ სა­სურ­ვე­ლია და­ი­ნიშ­ნოს რე­ფე­რენ­დუ­მი. ჩვენ რე­ფე­რენ­დუ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ვა­ღი­ა­რეთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი, ამი­ტომ ისევ რე­ფე­რენ­დუ­მით გან­ვამ­ტკი­ცოთ უმ­რავ­ლე­სო­ბის ნება და უარი ვუ­თხრათ კა­ნონს, რო­მე­ლიც გვაბ­რუ­ნებს უკან, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და უფრო მე­ტად გვა­ახ­ლო­ებს რუ­სეთ­თან.

3. კარ­გად გა­ვი­თა­ვი­სოთ, რომ მა­მე­ბი­სა და შვი­ლე­ბის ბრძო­ლა­ში ყო­ველ­თვის შვი­ლე­ბი იმარ­ჯვე­ბენ და ასეც უნდა იყოს, ისე გან­ვი­თა­რე­ბა ვერ იქ­ნე­ბა, ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნია, "ის ურ­ჩევ­ნია მა­მულ­სა, რომ შვი­ლი ჯობ­დეს მა­მა­სა“. დღეს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდო­ბა, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბად­ნენ, ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა მარ­თავს და მათ უნდა გა­ი­მარ­ჯვონ ისე, რო­გორც 1978 წ. 14 აპ­რილს, 1989 წ. 9 აპ­რილს და შემ­დგომ­ში მრა­ვალ­გზის.

ნუ და­ვუ­პი­რის­პირ­დე­ბით მათ, ნუ აღვმარ­თავთ მათ­ზე ხელს, პი­რი­ქით მა­მე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და ახალ­გაზ­რდე­ბის ენერ­გია კარგ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად არის ამ ქვეყ­ნის სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. კა­ნო­ნის ავ­ტო­რე­ბო და ხელ­მომ­წე­რე­ბო, გთხოვთ გა­ვი­თა­ვი­სოთ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის, ჩვე­ნი ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის რჩე­ვე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის ამ გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე ნუ გა­და­ვა­ყო­ლებთ ქვეყ­ნის მო­მა­ვალს ამ ქა­ღალ­დზე ხელ­მო­წე­რას და სი­ჯი­უ­ტეს.

უკან­და­ხე­ვა არ გახ­ლავთ ყო­ველ­თვის სი­სუს­ტის ნი­შა­ნი, პი­რი­ქით, ხში­რად სიბ­რძნის, შორ­სმჭვრე­ტე­ლო­ბი­სა და სწო­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი ხედ­ვის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა!მშვი­დო­ბი­ა­ნი და ბედ­ნი­ე­რი აღ­დგო­მა სა­ქარ­თვე­ლოს!!! გან­ვი­თა­რე­ბა და წინსვლა ჩვენს ქვე­ყა­ნას!" - წერს ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თუ ვინმეს ეს არ სჯერა, მაშინ სასურველია დაინიშნოს რეფერენდუმი. რეფერენდუმით განვამტკიცოთ უმრავლესობის ნება და უარი ვუთხრათ კანონს, რომელიც გვაბრუნებს უკან" - რას წერს ამირან გამყრელიძე

"თუ ვინმეს ეს არ სჯერა, მაშინ სასურველია დაინიშნოს რეფერენდუმი. რეფერენდუმით განვამტკიცოთ უმრავლესობის ნება და უარი ვუთხრათ კანონს, რომელიც გვაბრუნებს უკან" - რას წერს ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" აქვეყნებს. გამყრელიძე მიიჩნევს, რომ თუ პარლამენტი კანონს ამ ფორმით დაამტკიცებს, მოსახლეობა მას არ მიიღებს. გარდა ამისა, გამყრელიძე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების იდეითაც გამოდის.

"ეს დღეები აქტიურად მეკითხებიან ჩემს მოსაზრებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და “ქართული ოცნების” მიერ ორი მოსმენით მიღებულ ე.წ. გამჭვირვალობის კანონზე.

დიდმა ქართველმა თქვა - "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის...“, ამიტომ მოკლედ შევეცდები ჩემი შეხედულება გამოვხატო:

1. გავიმეორებ იმავეს, რაც შარშან მარტში განვაცხადე ჟურნალისტებთან - ეს კანონი დაბრკოლებას უქმნის ჩვენს ისტორიულ სწრაფვას, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევრო-ატლანტიკური სივრცის წევრი, ე.ი შევიდეთ ევროკავშირში (ამასთან, შარშანდელთან განსხვავებით დღეს უკვე კანდიდატის სტატუსი გვაქვს) და გვიცავდეს ნატოს ფარი. ამიტომ დარწმუნებით ვთქვი შარშან, რომ საქართველოს პარლამენტი ამ კანონს არ მიიღებდა და ასეც მოხდა. მოსახლეობის აქტივობის და პროტესტის შემდეგ კანონი ჩავარდა (გაიწვიეს უკან).

2. იგივე აზრზე ვარ წელსაც. კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალთან. ამის წინააღმდეგია მოსახლეობის უმრავლესობა, გვირჩევენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები - აშშ, ევროკავშირი, ბრიტანეთი, ყველა მეგობარი, კეთილის მსურველი და პარტნიორი, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დამოუკიდებელი საქართველოს ფეხზე დადგომასა და განვითარებაში უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში.

ამ ფორმულირებით კანონის მიღება მხარდაჭერილია მხოლოდ რუსეთის მიერ, რომელსაც ამავე დროს, ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20% და მიზანში ვყავართ ამოღებული, რომ დაგვაბრუნოს თავისი გავლენის ქვეშ. ამიტომაც დარწმუნებული ვარ ისევ, რომ კანონს საბოლოოდ არ მისცემს მწვანე შუქს ჩვენი ქვეყნის პარლამენტი სადაც ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, პატივს ვცემ და მჯერა მათი მრწამსის. და თუ ამ ფორმით მაინც დამტკიცდება, საქართველოს მოსახლეობა მას არ მიიღებს და არ აღასრულებს.

თუ ვინმეს ეს არ სჯერა, მაშინ სასურველია დაინიშნოს რეფერენდუმი. ჩვენ რეფერენდუმების საფუძველზე ვაღიარეთ დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი, ამიტომ ისევ რეფერენდუმით განვამტკიცოთ უმრავლესობის ნება და უარი ვუთხრათ კანონს, რომელიც გვაბრუნებს უკან, საბჭოთა კავშირში და უფრო მეტად გვაახლოებს რუსეთთან.

3. კარგად გავითავისოთ, რომ მამებისა და შვილების ბრძოლაში ყოველთვის შვილები იმარჯვებენ და ასეც უნდა იყოს, ისე განვითარება ვერ იქნება, ბუნების კანონია, "ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასა“. დღეს მიმდინარე პროცესს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ჩვენი შვილები და შვილიშვილები, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ, ქვეყნის მომავალი თაობა მართავს და მათ უნდა გაიმარჯვონ ისე, როგორც 1978 წ. 14 აპრილს, 1989 წ. 9 აპრილს და შემდგომში მრავალგზის.

ნუ დავუპირისპირდებით მათ, ნუ აღვმართავთ მათზე ხელს, პირიქით მამების გამოცდილება და ახალგაზრდების ენერგია კარგ განათლებასთან ერთად არის ამ ქვეყნის სწორი განვითარების საფუძველი. კანონის ავტორებო და ხელმომწერებო, გთხოვთ გავითავისოთ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის, ჩვენი ნამდვილი მეგობრებისა და პარტნიორების რჩევები და საქართველოს განვითარების ამ გზაჯვარედინზე ნუ გადავაყოლებთ ქვეყნის მომავალს ამ ქაღალდზე ხელმოწერას და სიჯიუტეს.

უკანდახევა არ გახლავთ ყოველთვის სისუსტის ნიშანი, პირიქით, ხშირად სიბრძნის, შორსმჭვრეტელობისა და სწორი სტრატეგიული ხედვის გამოხატულებაა!მშვიდობიანი და ბედნიერი აღდგომა საქართველოს!!! განვითარება და წინსვლა ჩვენს ქვეყანას!" - წერს ამირან გამყრელიძე.