სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აი, ეს მივიღეთ ერთ დროს ყველასთვის მისაბაძი ამერიკული დემოკრატიისგან" - ხაინდარავა
"აი, ეს მივიღეთ ერთ დროს ყველასთვის მისაბაძი ამერიკული დემოკრატიისგან" - ხაინდარავა

[აშშ-ს დიპ­ლო­მა­ტებ­მა] ერთი მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით შეშ­ფო­თე­ბა და აღ­შფო­თე­ბა გა­მოთ­ქვეს თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით - ის, რომ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, შიდა პე­რი­მეტრზე გა­მაგ­რე­ბუ­ლე­ბი იცავ­დნენ იმ მო­მენ­ტის­თვის პარ­ლა­მენ­ტის ცა­რი­ელ შე­ნო­ბას, ვან­და­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ცე­ცხლით და მახ­ვი­ლით, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში უტევ­დნენ, ძა­ლა­დობ­დნენ, აგი­ნებ­დნენ, შე­უ­რა­ცხყოფ­დნენ, ქვებს და ბოთ­ლებს ეს­როდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს, ეს ამე­რი­კე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის­თვის მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ძა­ლა­დო­ბა ყო­ფი­ლა,- ამის შე­სა­ხებ კი­ნო­რე­ჟი­სორ­მა გოგა ხა­ინ­დრა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, „პრო­ტეს­ტის პი­რო­ბებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის ბრუ­ტა­ლუ­რად ცემა და გა­რეთ გა­მოყ­რა მე­ო­რე ხა­რის­ხო­ვა­ნი ხდე­ბა იმ უმ­ძი­მე­სი, და­მა­შან­ტა­ჟე­ბე­ლი და მას­ტიგ­მა­ტი­ზი­რე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის ფონ­ზე, რო­მე­ლიც ამე­რი­კის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა გა­ა­კე­თეს“.

„გუ­შინ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა მე­თიუ მი­ლერ­მა, თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა ჯონ კირ­ბიმ და ამე­რი­კის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­ბინ დე­ნი­გან­მა, ერთი მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით შეშ­ფო­თე­ბა და აღ­შფო­თე­ბა გა­მოთ­ქვეს თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. პირ­ველ რიგ­ში „მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის“ მი­მართ პო­ლი­ცი­ის მხრი­დან თით­ქოს­და გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო. ანუ, ის რომ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, შიდა პე­რი­მეტრზე გა­მაგ­რე­ბუ­ლე­ბი, იცავ­დნენ იმ მო­მენ­ტის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ცა­რი­ელ შე­ნო­ბას, ვან­და­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ცე­ცხლით და მახ­ვი­ლით, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში უტევ­დნენ, ძა­ლა­დობ­დნენ, აგი­ნებ­დნენ, შე­უ­რა­ცხყოფ­დნენ, ქვებს და ბოთ­ლებს ეს­როდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს, რაც მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ და მსოფ­ლი­ომ პირ­და­პირ ეთერ­ში იხი­ლა, ნუ იტყვი და ეს ამე­რი­კე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის­თვის მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ძა­ლა­დო­ბა ყო­ფი­ლა. ეს მა­შინ, რო­დე­საც იმა­ვე დღეს, ნიუ-იორკში, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სივ­რცე­ში მიმ­დი­ნა­რე სტუ­დენ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე ამე­რი­კუ­ლი პო­ლი­ცი­ის მიერ შტურ­მი იყო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. რო­ბო­კო­პე­ბი სცემ­დნენ, არ­ბევ­დნენ, სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ ახალ­გაზ­რდებს. შე­ან­გრი­ეს კამ­პუ­სის ფან­ჯრე­ბი და კა­რე­ბი. და­ა­პა­ტიმ­რეს 300 სტუ­დენ­ტი.

პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი, ნიუ-იორ­კის მერი ადამ­სი, სხვა­დას­ხვა დო­ნის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით შეხ­ვდნენ პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ამე­რი­კუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის დაც­ვის ამ სა­მა­გა­ლი­თო გა­მოვ­ლი­ნე­ბის ფაქტს! ერ­თხმად დაგ­მეს სტუ­დენ­ტე­ბის საქ­ცი­ე­ლი!

ცხა­დია, მსგავ­სი გან­ცდა ამ ფაქ­ტზე ექ­ნე­ბო­დათ თეთ­რი სახ­ლის პრესს­პი­კერს მე­თიუ მი­ლერს, თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტორ კირ­ბის და ელჩ დე­ნი­განს, რად­გან იქ, ამე­რი­კა­ში, დე­მოკ­რა­ტი­ის მე­ქა­ში, სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბის, რო­ბო­კო­პე­ბის მიერ აღ­კვე­თა და ბარ­ბა­რო­სუ­ლი დარ­ბე­ვა, წეს­რი­გის აღ­დგე­ნა და ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის ზე­ი­მია! აქ კი, მათ­თვის ვა­სა­ლურ „ჯორ­ჯი­ა­ში“, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის მიერ, უმაღ­ლე­სი ევ­რო­პუ­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი სტან­დარ­ტით მოქ­მე­დე­ბა, ფა­რი­სე­ვე­ლი ამე­რი­კე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის და მათ მიერ იღ­ლი­ის ქვეშ ამო­დე­ბუ­ლი, ევ­რო­კავ­ში­რის მექ­რთა­მე დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნი­ის სა­ბა­ბია!

პრო­ტეს­ტის პი­რო­ბებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის ბრუ­ტა­ლუ­რად ცემა და გა­რეთ გა­მოყ­რა მე­ო­რე ხა­რის­ხო­ვა­ნი ხდე­ბა იმ უმ­ძი­მე­სი, და­მა­შან­ტა­ჟე­ბე­ლი და მას­ტიგ­მა­ტი­ზი­რე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის ფონ­ზე, რო­მე­ლიც ამე­რი­კის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა გა­ა­კე­თეს! მათი პრინ­ცი­პუ­ლი გან­ცხა­დე­ბით, ფან­ჯრე­ბის ჩამ­ტვრე­ვის და გარ­კვე­უ­ლი საგ­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის გამო, აღარ უნდა და­ფი­ნანსდნენ პრო­ტეს­ტში ჩარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, მე­ო­რე მხრივ კი, თა­ვად ისი­ნი მო­მა­ვალ­ში სამ­სა­ხურ­ში არა­ვინ უნდა მი­ი­ღოს!

აი, ეს მი­ვი­ღეთ ერთ დროს, ყვე­ლას­თვის მი­სა­ბა­ძი ამე­რი­კუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­გან - ახა­ლი ტი­პის ფსევ­დო­დე­მოკ­რა­ტია, სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­ნუ­ლე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით. ჩვენ­თვის დე­მოკ­რა­ტი­ის სწავ­ლე­ბის ამ­ბი­ცი­ის მქო­ნე ამე­რი­კე­ლებ­მა, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­ხით, 2003 წელს ერთხელ უკვე შე­მოგ­ვი­ტა­ნეთ „დე­მოკ­რა­ტია“ და ქვე­ყა­ნა­ში სა­დის­ტუ­რი რე­ჟი­მის დამ­ყა­რე­ბას შე­უ­წყვეთ ხელი. დღეს, ამე­რი­კა­შიც იმა­ვე ტი­პის „დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი“ წე­სე­ბი მოქ­მე­დებს და კი­დევ ერთხელ გსურთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­საც მო­ახ­ვი­ოთ თავს, მაგ­რამ ეს მე­ო­რედ ვე­ღარ მოხ­დე­ბა! ამას აღა­რა­ვინ და­უშ­ვებს!

სწო­რედ ამის სურ­ვი­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად შფო­თავთ, დღე­ში 2-3 გან­ცხა­დე­ბას აკე­თებთ, აკერ­მა­ნის რეკ­რუ­ტი­რე­ბულ 300-400 ბავ­შვს აგუ­ლი­ა­ნებთ, დარ­ბი­ან ეს ჭინ­კე­ბიც და ან­გრე­ვენ მთელ თბი­ლისს. გირ­ჩევ­ნი­ათ სა­კუ­თარ პრო­ტეს­ტებს მი­ხე­დოთ, ყვე­ლა­ნა­ი­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტის გა­რე­შე ბრუ­ტა­ლუ­რად რომ არ­ბევთ სტუ­დენ­ტებს!

ყარს და­ნი­ის სა­მე­ფო, ჯერ კი­დევ რო­დის გვაფრ­თხი­ლებ­და შექ­სპი­რი! მთელს მსოფ­ლი­ოს მო­ე­დო შმო­რის სურ­ნე­ლი! გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბი, „მე­ი­და­ნე­ბი“, ავ­ღა­ნუ­რი გა­ზა­ფხუ­ლე­ბი, ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში თეთ­რი სახ­ლი­დან და­ნიშ­ნუ­ლი „პრე­ზი­დენ­ტე­ბი“, „დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რე­ბი“ მორ­ჩა! ჩა­ბარ­და ის­ტო­რი­ას კო­ლო­ნი­ა­ლიზ­მი! XXI სა­უ­კუ­ნეა! გა­მო­ფხიზ­ლდით! დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ოს სჭირ­დე­ბა პარტნი­ო­რო­ბა და არა ბა­ტონყმო­ბა! ყუ­რა­დი­ღეთ საფ­რან­გე­თის აფ­რი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა! ეს პრო­ცე­სის მხო­ლოდ და­სა­წყი­სია! სხვა­თა შო­რის მის­ტერ მი­ლერ, მის­ტერ კირ­ბი და მისს დე­ნი­გან, ხომ არ გი­ნა­ხავთ გუ­შინ რო­გორ პი­რუ­ტყვე­ბი­ვით ექ­ცე­ო­და საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცია დე­მონ­სტრან­ტებს, რა სი­სას­ტი­კით სცემ­დნენ, ძაღ­ლებს უქ­სევ­დნენ ადა­მი­ა­ნებს, ხელ­კე­ტე­ბით ცხვირ-პირს უმტვრევ­დნენ?!" - ამ­ბობს ხა­ინ­და­რა.

ავტორი:

"აი, ეს მივიღეთ ერთ დროს ყველასთვის მისაბაძი ამერიკული დემოკრატიისგან" - ხაინდარავა

"აი, ეს მივიღეთ ერთ დროს ყველასთვის მისაბაძი ამერიკული დემოკრატიისგან" - ხაინდარავა

[აშშ-ს დიპლომატებმა] ერთი მეორის მიყოლებით შეშფოთება და აღშფოთება გამოთქვეს თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით - ის, რომ ქართველი პოლიციელები, შიდა პერიმეტრზე გამაგრებულები იცავდნენ იმ მომენტისთვის პარლამენტის ცარიელ შენობას, ვანდალებისგან, რომლებიც ცეცხლით და მახვილით, მთელი ღამის განმავლობაში უტევდნენ, ძალადობდნენ, აგინებდნენ, შეურაცხყოფდნენ, ქვებს და ბოთლებს ესროდნენ სამართალდამცველებს, ეს ამერიკელი ჩინოვნიკებისთვის მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შემაშფოთებელი ძალადობა ყოფილა,- ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

  • მისივე შეფასებით, „პროტესტის პირობებში სტუდენტების ბრუტალურად ცემა და გარეთ გამოყრა მეორე ხარისხოვანი ხდება იმ უმძიმესი, დამაშანტაჟებელი და მასტიგმატიზირებელი განცხადებების ფონზე, რომელიც ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირებმა გააკეთეს“.

„გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ და ამერიკის ელჩმა საქართველოში რობინ დენიგანმა, ერთი მეორის მიყოლებით შეშფოთება და აღშფოთება გამოთქვეს თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. პირველ რიგში „მშვიდობიანი მომიტინგეების“ მიმართ პოლიციის მხრიდან თითქოსდა გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. ანუ, ის რომ ქართველი პოლიციელები, შიდა პერიმეტრზე გამაგრებულები, იცავდნენ იმ მომენტისთვის საქართველოს პარლამენტის ცარიელ შენობას, ვანდალებისგან, რომლებიც ცეცხლით და მახვილით, მთელი ღამის განმავლობაში უტევდნენ, ძალადობდნენ, აგინებდნენ, შეურაცხყოფდნენ, ქვებს და ბოთლებს ესროდნენ სამართალდამცველებს, რაც მთელმა საქართველომ და მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა, ნუ იტყვი და ეს ამერიკელი ჩინოვნიკებისთვის მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შემაშფოთებელი ძალადობა ყოფილა. ეს მაშინ, როდესაც იმავე დღეს, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სივრცეში მიმდინარე სტუდენტების მშვიდობიან საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ამერიკული პოლიციის მიერ შტურმი იყო განხორციელებული. რობოკოპები სცემდნენ, არბევდნენ, სასტიკად უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს. შეანგრიეს კამპუსის ფანჯრები და კარები. დააპატიმრეს 300 სტუდენტი.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ნიუ-იორკის მერი ადამსი, სხვადასხვა დონის ჩინოვნიკები აღფრთოვანებით შეხვდნენ პოლიციის მხრიდან ამერიკული დემოკრატიის დაცვის ამ სამაგალითო გამოვლინების ფაქტს! ერთხმად დაგმეს სტუდენტების საქციელი!

ცხადია, მსგავსი განცდა ამ ფაქტზე ექნებოდათ თეთრი სახლის პრესსპიკერს მეთიუ მილერს, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორ კირბის და ელჩ დენიგანს, რადგან იქ, ამერიკაში, დემოკრატიის მექაში, სტუდენტების მხრიდან გამოხატვის უფლების, რობოკოპების მიერ აღკვეთა და ბარბაროსული დარბევა, წესრიგის აღდგენა და ლიბერალური დემოკრატიის ზეიმია! აქ კი, მათთვის ვასალურ „ჯორჯიაში“, ქართული პოლიციის მიერ, უმაღლესი ევროპული, პროფესიონალური სტანდარტით მოქმედება, ფარისეველი ამერიკელი ჩინოვნიკების და მათ მიერ იღლიის ქვეშ ამოდებული, ევროკავშირის მექრთამე დეპუტატების მიერ, ქართული პოლიციის წინააღმდეგ წარმოებული ბინძური კამპანიის საბაბია!

პროტესტის პირობებში სტუდენტების ბრუტალურად ცემა და გარეთ გამოყრა მეორე ხარისხოვანი ხდება იმ უმძიმესი, დამაშანტაჟებელი და მასტიგმატიზირებელი განცხადებების ფონზე, რომელიც ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირებმა გააკეთეს! მათი პრინციპული განცხადებით, ფანჯრების ჩამტვრევის და გარკვეული საგნების დაზიანების გამო, აღარ უნდა დაფინანსდნენ პროტესტში ჩართული სტუდენტების უნივერსიტეტები, მეორე მხრივ კი, თავად ისინი მომავალში სამსახურში არავინ უნდა მიიღოს!

აი, ეს მივიღეთ ერთ დროს, ყველასთვის მისაბაძი ამერიკული დემოკრატიისგან - ახალი ტიპის ფსევდოდემოკრატია, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების განულებული ღირებულებებით. ჩვენთვის დემოკრატიის სწავლების ამბიციის მქონე ამერიკელებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, 2003 წელს ერთხელ უკვე შემოგვიტანეთ „დემოკრატია“ და ქვეყანაში სადისტური რეჟიმის დამყარებას შეუწყვეთ ხელი. დღეს, ამერიკაშიც იმავე ტიპის „დემოკრატიული“ წესები მოქმედებს და კიდევ ერთხელ გსურთ ჩვენს ქვეყანასაც მოახვიოთ თავს, მაგრამ ეს მეორედ ვეღარ მოხდება! ამას აღარავინ დაუშვებს!

სწორედ ამის სურვილის გამოვლინებაა, რომ ყოველდღიურად შფოთავთ, დღეში 2-3 განცხადებას აკეთებთ, აკერმანის რეკრუტირებულ 300-400 ბავშვს აგულიანებთ, დარბიან ეს ჭინკებიც და ანგრევენ მთელ თბილისს. გირჩევნიათ საკუთარ პროტესტებს მიხედოთ, ყველანაირი დემოკრატიული სტანდარტის გარეშე ბრუტალურად რომ არბევთ სტუდენტებს!

ყარს დანიის სამეფო, ჯერ კიდევ როდის გვაფრთხილებდა შექსპირი! მთელს მსოფლიოს მოედო შმორის სურნელი! გადატრიალებები, „მეიდანები“, ავღანური გაზაფხულები, ვენესუელაში თეთრი სახლიდან დანიშნული „პრეზიდენტები“, „დემოკრატიის შუქურები“ მორჩა! ჩაბარდა ისტორიას კოლონიალიზმი! XXI საუკუნეა! გამოფხიზლდით! დღევანდელ მსოფლიოს სჭირდება პარტნიორობა და არა ბატონყმობა! ყურადიღეთ საფრანგეთის აფრიკული გამოცდილება! ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისია! სხვათა შორის მისტერ მილერ, მისტერ კირბი და მისს დენიგან, ხომ არ გინახავთ გუშინ როგორ პირუტყვებივით ექცეოდა საფრანგეთის პოლიცია დემონსტრანტებს, რა სისასტიკით სცემდნენ, ძაღლებს უქსევდნენ ადამიანებს, ხელკეტებით ცხვირ-პირს უმტვრევდნენ?!" - ამბობს ხაინდარა.