სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველმა ხალხმა იცის, რა არის რუსეთი და მისი არაფერი სურს" - კინზინგერი
"ქართველმა ხალხმა იცის, რა არის რუსეთი და მისი არაფერი სურს" - კინზინგერი

ქარ­თველ­მა ხალ­ხმა იცის, რა არის რუ­სე­თი და მისი არა­ფე­რი სურს. ცოტა ხნის წინ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” და მის­მა დე ფაქ­ტო ლი­დერ­მა, ოლი­გარ­ქმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნონ, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფი­ლი ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნი, ადამ კინ­ზინ­გე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში აცხა­დებს.

  • მისი თქმით, 2008 წელს, რო­დე­საც მსოფ­ლიო ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებს ადევ­ნებ­და თვალს, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი მი­ზე­ზით შე­მო­იჭ­რა, მას ჰქონ­და შიში, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი და აყ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო შთა­ა­გო­ნებ­და მის სა­კუ­თარ ხალ­ხს რუ­სეთ­ში.

ყო­ფი­ლი კონ­გრეს­მე­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ქარ­თვე­ლებ­მა მა­მა­ცუ­რად იბ­რძო­ლეს და რუ­სე­თის ჯა­რე­ბის ნა­წილ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა, თუმ­ცა რუ­სე­თი დღე­საც აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% ოკუ­პა­ცი­ას.

"ქარ­თველ­მა ხალ­ხმა იცის, რა არის რუ­სე­თი და მისი არა­ფე­რი სურს. ცოტა ხნის წინ “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” და მის­მა დე ფაქ­ტო ლი­დერ­მა, ოლი­გარ­ქმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნონ. ტყუ­ი­ლე­ბი­სა და პრო­პა­გან­დის გაშ­ლით, თით­ქოს აშშ ცდი­ლობს, სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთს და­ა­პი­რის­პი­როს უკ­რა­ი­ნის გამო. ეს აშ­კა­რად სი­გი­ჟეა. მათ ხე­ლახ­ლა წა­რად­გი­ნეს “უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი”, რო­მელ­მაც უნდა აი­ძუ­ლოს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი აგენ­ტე­ბად და­რე­გის­ტრირ­დნენ.

კა­ნო­ნი, რო­მელ­საც მხარს უჭე­რენ და რო­მე­ლიც "მო­ი­ხარ­შა" "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ბა­ტო­ნე­ბის მიერ მოს­კოვ­ში. სა­პა­სუ­ხოდ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ქუ­ჩებ­ში გა­მო­ვი­და, მოხ­და სას­ტი­კი დარ­ბე­ვა. მაგ­რამ ამან მხო­ლოდ გა­ამ­ყა­რა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სიმ­ტკი­ცე და კი­დევ მეტი ადა­მი­ა­ნი გა­მო­იყ­ვა­ნა ქუ­ჩებ­ში. ახლა ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ და მთავ­რო­ბა­ში აღარ ვარ, მაგ­რამ კარ­გად ვიც­ნობ სა­ქარ­თვე­ლოს და მის ხალ­ხს და მე მიყ­ვარს ეს ქვე­ყა­ნა. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბა­რი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მო­კი­თხვას გა­დავ­ცემ ქუ­ჩებ­ში გა­მო­სულ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან სას­ტიკ ზე­წო­ლას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან. ამე­რი­კა, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­პა, თქვენს გვერ­დი­თაა. თქვენს ხმას, ქარ­თვე­ლე­ბის ხმას, ვე­რას­დროს ჩა­ახ­შო­ბენ”, - აცხა­დებს კინ­ზინ­გე­რი.

მისი თქმით, „ამე­რი­კა დგას სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამე­რი­კის გვერ­დით“.

„ჩვე­ნი ალი­ან­სი გაგ­რძელ­დე­ბა და რუ­სე­თის მცდე­ლო­ბა, ქვე­ყა­ნა­ზე კონ­ტრო­ლი და­ა­წე­სოს, ჩა­ვარ­დე­ბა“, - აცხა­დებს კინ­ზინ­გე­რი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
3

ამერიკის დახმარება იმას გავს,ბავშვს რომ ფოჩიანი კანფეტით ატყუებენ!

 

კახა
3

გუშინ 3- მაისს. ნიგერში ამერიკის სამხედრო ბაზაზე შევიდნენ რუსი სამხედროები. დღეს 4-მაისს ამერიკელი სამხედროები იძულებულნი არიან დატოვონ ნიგერი სახელმწიფო. ჩვენს ქვეყანაში ამერიკის ბაზები არ არსებობს. რუსული ტანკები კი თბილისიდან 35- კილომეტრში დგანან! ფრთხილად ახალგაზრდებო. ფრთხილად თქვენი პროვოკაციით რუსებს არ ამოაქოქინოდ სამხედრო ტექნიკა. მერე უკვე ქართველი ხალხი თქვენ გამოგაცხადებთ მტრად!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ქართველმა ხალხმა იცის, რა არის რუსეთი და მისი არაფერი სურს" - კინზინგერი

"ქართველმა ხალხმა იცის, რა არის რუსეთი და მისი არაფერი სურს" - კინზინგერი

ქართველმა ხალხმა იცის, რა არის რუსეთი და მისი არაფერი სურს. ცოტა ხნის წინ „ქართულმა ოცნებამ” და მისმა დე ფაქტო ლიდერმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო რუსეთთან შესაბამისობაში მოიყვანონ, - ამის შესახებ ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

  • მისი თქმით, 2008 წელს, როდესაც მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებს ადევნებდა თვალს, ვლადიმერ პუტინი საქართველოში ერთი მიზეზით შემოიჭრა, მას ჰქონდა შიში, რომ თავისუფალი და აყვავებული საქართველო შთააგონებდა მის საკუთარ ხალხს რუსეთში.

ყოფილი კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ქართველებმა მამაცურად იბრძოლეს და რუსეთის ჯარების ნაწილმა საქართველო დატოვა, თუმცა რუსეთი დღესაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციას.

"ქართველმა ხალხმა იცის, რა არის რუსეთი და მისი არაფერი სურს. ცოტა ხნის წინ “ქართულმა ოცნებამ” და მისმა დე ფაქტო ლიდერმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო რუსეთთან შესაბამისობაში მოიყვანონ. ტყუილებისა და პროპაგანდის გაშლით, თითქოს აშშ ცდილობს, საქართველო რუსეთს დააპირისპიროს უკრაინის გამო. ეს აშკარად სიგიჟეა. მათ ხელახლა წარადგინეს “უცხოური აგენტების შესახებ კანონი”, რომელმაც უნდა აიძულოს არასამთავრობო ორგანიზაციები აგენტებად დარეგისტრირდნენ.

კანონი, რომელსაც მხარს უჭერენ და რომელიც "მოიხარშა" "ქართული ოცნების” ბატონების მიერ მოსკოვში. საპასუხოდ, ქართველი ხალხი ქუჩებში გამოვიდა, მოხდა სასტიკი დარბევა. მაგრამ ამან მხოლოდ გაამყარა ქართველი ხალხის სიმტკიცე და კიდევ მეტი ადამიანი გამოიყვანა ქუჩებში. ახლა ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მთავრობაში აღარ ვარ, მაგრამ კარგად ვიცნობ საქართველოს და მის ხალხს და მე მიყვარს ეს ქვეყანა. როგორც საქართველოს მეგობარი ჯგუფის ხელმძღვანელი, მოკითხვას გადავცემ ქუჩებში გამოსულ ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხრიდან სასტიკ ზეწოლას ეწინააღმდეგებიან. ამერიკა, ისევე როგორც ევროპა, თქვენს გვერდითაა. თქვენს ხმას, ქართველების ხმას, ვერასდროს ჩაახშობენ”, - აცხადებს კინზინგერი.

მისი თქმით, „ამერიკა დგას საქართველოს გვერდით და ქართველი ხალხი ამერიკის გვერდით“.

„ჩვენი ალიანსი გაგრძელდება და რუსეთის მცდელობა, ქვეყანაზე კონტროლი დააწესოს, ჩავარდება“, - აცხადებს კინზინგერი.