სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა" - აშშ-ის საელჩო
"საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა" - აშშ-ის საელჩო

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გმობს კრემ­ლის მიერ შთა­გო­ნე­ბულ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის" კა­ნონ­მდებ­ლო­ბის წინ წა­წე­ვას სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ყალბ ნა­რა­ტივს, რო­მელ­საც მის და­სა­ცა­ვად მი­მარ­თეს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, "მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი ცხა­დად ამ­ბო­ბენ, რომ კა­ნო­ნის მი­ზა­ნია, ჩა­ახ­შოს კრი­ტი­კუ­ლი ხმე­ბი და გა­ა­ნად­გუ­როს სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში მთავ­რო­ბის კონ­ტრო­ლის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლებს“.

"ეს კა­ნო­ნი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხი­ფა­თო გზა­ზე აყე­ნებს. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი შე­უ­სა­ბა­მოა დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს წევ­რო­ბის სა­ფუძ­ველ­შია და ძირს უთხრის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას. გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც არას­წო­რად წარ­მო­ა­ჩენს სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ურ მხარ­და­ჭე­რას - რა­საც ოც­და­თორ­მე­ტი წე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის შე­კა­ვე­ბის უნა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის უზ­რუნ­ველ­ვყოფთ - არ­სე­ბი­თად უთხრის ძირს იმ მტკი­ცე ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და ქარ­თველ ხალ­ხთან ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და.

ჩვენ ვდგა­ვართ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით და მხარს ვუ­ჭერთ მათ უფ­ლე­ბას, რომ გა­გო­ნი­ლი იყოს მათი ხმა. ვგმობთ ძა­ლა­დო­ბას მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც დე­მონ­სტრა­ცი­ებს აშუ­ქე­ბენ. ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბი­სა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ჩა­სახ­შო­ბად მი­უ­ღე­ბე­ლია. მო­ვუ­წო­დებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­აგ­რძე­ლონ გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა" - აშშ-ის საელჩო

"საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა" - აშშ-ის საელჩო

შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ "უცხოური გავლენის" კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს“.

"ეს კანონი და "ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. განცხადებები, რომელიც არასწორად წარმოაჩენს საქართველოში უცხოურ მხარდაჭერას - რასაც ოცდათორმეტი წელია საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერებისთვის უზრუნველვყოფთ - არსებითად უთხრის ძირს იმ მტკიცე ურთიერთობას, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან ჩამოგვიყალიბდა.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ გაგონილი იყოს მათი ხმა. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება“, - ნათქვამია განცხადებაში.