სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბერას ბრაზილიაში გადასვლის მიზანი "მამისთვის გაქცევის გზის მომზადებაა" - რას წერენ უცხოური გამოცემები ბიძინა ივანიშვილის შვილებზე?
"ბერას ბრაზილიაში  გადასვლის მიზანი "მამისთვის გაქცევის გზის მომზადებაა" - რას წერენ უცხოური გამოცემები ბიძინა ივანიშვილის შვილებზე?

ბოლო ერთი თვეა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა დუღს. პარ­ლა­მენ­ტში მე­ო­რედ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კა­ნონ­მა, ამ­ჯე­რად შეც­ვლი­ლი სა­ხე­ლით "კა­ნო­ნი გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი, რო­გორც შარ­შან, წელ­საც ქუ­ჩა­ში გა­მო­იყ­ვა­ნა.

კა­ნო­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის აქ­ცი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად 29 აპ­რილს აქ­ცია გა­მარ­თა მმარ­თველ­მა პარ­ტი­ა­მაც და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ მხარ­დამ­ჭე­რად მი­აჩ­ნია, ქუ­ჩა­ში გა­იყ­ვა­ნა. ორ­შა­ბათს თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ში პრო­სამ­თავ­რო­ბო დე­მონ­სტრა­ცი­ას ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო, მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ მი­ტინ­გის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბი­დან ასო­ბით ავ­ტო­ბუ­სით ჩა­მო­იყ­ვა­ნა.

მი­ლი­არ­დე­რი­სა და ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი ვაჟი, ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მხარ­და­სა­ჭე­რად სამ­თავ­რო­ბო აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ეს პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა იყო, რო­დე­საც ივა­ნიშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი შვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა.

მას­ზე, რო­გორც ივა­ნიშ­ვი­ლის სხვა შვი­ლებ­ზე, ბე­რას­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. "ინ­სტაგ­რა­მის" პრო­ფი­ლი­დან ირ­კვე­ვა, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ხატ­ვით, მოგ­ზა­უ­რობს ხში­რად და გა­ტა­ცე­ბუ­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბით.

ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი­დან მე­დია ყვე­ლა­ზე ხში­რად ბე­რა­ზე წერს. ერთი თვის წინ, ბრი­ტა­ნულ­მა ტაბ­ლო­იდ­მა dailymail-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვრცე­ლი სტა­ტია რე­პერ ივა­ნიშ­ვილ­ზე, რო­მელ­მაც პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ოჯახ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად ბრა­ზი­ლი­ა­ში გა­და­ვი­და.

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ "ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ბრა­ზი­ლი­ა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად იმ მიზ­ნით გა­და­ვი­და, რომ თუ მა­მის ქო­ნე­ბას და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი და­ე­მუქ­რე­ბა, ქო­ნე­ბის ბრა­ზი­ლი­ა­ში გა­და­ტა­ნის­თვის შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი შექ­მნას".

გა­მო­ცე­მა სა­კუ­თარ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ბრა­ზი­ლი­ა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რობს, ურ­თი­ერ­თო­ბა­შია ად­გი­ლობ­რივ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან, ეს­წრე­ბა სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩებს მო­დელ ცოლ­თან ერ­თად, მი­ლი­ონ დო­ლარს რი­ცხავს ტრო­პი­კუ­ლი ტყის გა­და­სარ­ჩე­ნად, თუმ­ცა, უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მისი ბრა­ზი­ლი­ა­ში ყოფ­ნის რე­ა­ლუ­რი მი­ზა­ნი, "მა­მის­თვის გაქ­ცე­ვის გზის მომ­ზა­დე­ბაა", იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მხარ­და­ჭე­რა ძვი­რად და­უჯ­დე­ბა და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­იქ­ცეს.

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"რე­პე­რი იმ­დე­ნად ცნო­ბი­ლია თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში, რომ მას უბ­რა­ლოდ, ბე­რას სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. მა­მა­მი­სი ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რია, რო­მელ­მაც და­ა­არ­სა და დღემ­დე აკონ­ტრო­ლებს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას“, რომ­ლის სა­ხე­ლიც, თა­ვის დრო­ზე, ბე­რამ შე­არ­ჩია.

მი­ლი­არ­დე­რი გლო­ბა­ლუ­რი სამ­ხრე­თის ქვეყ­ნებს, რო­გო­რი­ცაა ბრა­ზი­ლია, ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო თავ­შე­საფ­რად მი­იჩ­ნევს თა­ვი­სი აქ­ტი­ვე­ბის­თვის. და მან დიდი შე­მო­წი­რუ­ლე­ბა გა­ი­ღო ბრა­ზი­ლი­ის ტყის აღ­დგე­ნის ფონდში ცნო­ბი­ლი ხან­ძრის შემ­დეგ. ბერა ასე­ვე ცხოვ­რობ­და ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, სა­დაც მე­გობ­რობ­და ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან, მათ შო­რის ზენ­და­ი­ას­თან. ბე­რას ჰყავს უმ­ცრო­სი ძმა ცოტ­ნე. ორი­ვე ბო­დი­ბილ­დე­რია და ხში­რად ერ­თად პო­ზი­რე­ბენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

ძმე­ბი სახ­ლში სწავ­ლობ­დნენ და ბავ­შვო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ატა­რებ­დნენ. მოგ­ზა­უ­რობ­დნენ ვერ­ტმფრე­ნით, მა­მის დაც­ვის გა­რე­მოც­ვა­ში და იშ­ვი­ა­თად ხვდე­ბოდ­ნენ სხვა ბავ­შვებს.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ცხოვ­რე­ბის წესი შორს არის მისი წარ­სუ­ლის­გან. ის კვე­ბავს ზებ­რებს პი­რად ზო­ო­პარკში, სა­დაც ასე­ვე ცხოვ­რო­ბენ: რვა ჯი­შის ფარ­შე­ვან­გი, ვარ­დის­ფე­რი ფლა­მინ­გო­ე­ბი და სხვა ეგ­ზო­ტი­კუ­რი ფრინ­ვე­ლე­ბი".

მისი სახ­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი ზვი­გე­ნის აკ­ვა­რი­უმს უკა­ვია და რო­გორც ამ­ბო­ბენ, სტუმ­რებს ასე ესალ­მე­ბა:

"კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა ჯე­იმს ბონ­დის სახ­ლში“.

მისი კა­ბი­ნე­ტის კედ­ლებ­ზე კი­დია მო­ნეს, პი­კა­სოს, ლუ­სი­ან ფრო­ი­დის და სხვა­თა ნა­მუ­შევ­რე­ბი. ძარ­ცვის ში­შით მან ბევრ სტუ­მარს უთხრა, რომ ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვა­რი ყალ­ბია, ორი­გი­ნა­ლე­ბი კი ლონ­დონ­ში ინა­ხე­ბა. თუმ­ცა მისი ყვე­ლა­ზე დიდი ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რო­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ეგ­ზო­ტი­კუ­რი ხე­ე­ბის შო­რე­უ­ლი ად­გი­ლე­ბი­დან ჩა­ტა­ნა­სა და ბა­ღის გა­შე­ნე­ბა­ში. "მე ნამ­დვი­ლად მიყ­ვარს დიდი ხე­ე­ბი", - თქვა ერთხელ მან, - "გი­გან­ტუ­რი ხე­ე­ბი ჩემი გა­სარ­თო­ბია", - წერს გა­მო­ცე­მა.

  • უტა და გვან­ცა

ივა­ნიშ­ვილს კი­დევ ორი შვი­ლი ჰყავს უტა და გვან­ცა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი. ისი­ნი უფ­რო­სე­ბი არი­ან და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის პე­რი­ოდ­ში აქ­ცი­ებ­ზე პე­რი­ო­დუ­ლად ჩნდე­ბოდ­ნენ.

AMBEBI.GE ორი წლის წინ, წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერ­და, რომ უტა ცოტა ხანს ჩი­ნეთ­ში, კერ­ძოდ კი ჰონგ-კონ­გში ცხოვ­რობ­და და სწავ­ლობ­და. ის სწავ­ლობ­და ასე­ვე ლი­ო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ძი­რი­თა­დად საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს, მაგ­რამ ცნო­ბი­ლია, რომ ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს.

უტა­ზე პე­რი­ო­დუ­ლად ჩნდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს მამა მას პრე­მი­ე­რო­ბის­თვის ამ­ზა­დებს. ამ თე­მა­ზე ჯერ კი­დევ მა­შინ წერ­დნენ, რო­დე­საც პრე­მი­ე­რო­ბი­დან გი­ორ­გი გა­ხა­რია თა­ვი­სი სურ­ვი­ლით წა­ვი­და, თუმ­ცა მა­შინ ივა­ნიშ­ვილ­მა პოსტზე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და­აბ­რუ­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა გვან­ცას, ის ივა­ნიშ­ვი­ლის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლია. წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ წლე­ბის წინ, რაც გვან­ცამ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და შტა­ტებ­ში გა­და­ვი­და, მას შემ­დეგ აღარ ჩა­მო­სუ­ლა. გო­გო­ნას ახა­ლი ფოტო, თუნ­დაც ბოლო წლებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღარ იძებ­ნე­ბა. რო­გორც ჩანს, გვან­ცა თავს არი­დებს სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბერას ბრაზილიაში გადასვლის მიზანი "მამისთვის გაქცევის გზის მომზადებაა" - რას წერენ უცხოური გამოცემები ბიძინა ივანიშვილის შვილებზე?

"ბერას ბრაზილიაში  გადასვლის მიზანი "მამისთვის გაქცევის გზის მომზადებაა" - რას წერენ უცხოური გამოცემები ბიძინა ივანიშვილის შვილებზე?

ბოლო ერთი თვეა, რაც საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა დუღს. პარლამენტში მეორედ დაბრუნებულმა კანონმა, ამჯერად შეცვლილი სახელით "კანონი გამჭვირვალობის შესახებ“ მოსახლეობის დიდი ნაწილი, როგორც შარშან, წელსაც ქუჩაში გამოიყვანა.

კანონის მოწინააღმდეგეების აქციების პარალელურად 29 აპრილს აქცია გამართა მმართველმა პარტიამაც და საზოგადოების ნაწილი, რომელიც საკუთარ მხარდამჭერად მიაჩნია, ქუჩაში გაიყვანა. ორშაბათს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში პროსამთავრობო დემონსტრაციას ათიათასობით ადამიანი დაესწრო, მმართველმა პარტიამ მიტინგის მონაწილეები საქართველოს რეგიონებიდან ასობით ავტობუსით ჩამოიყვანა.

მილიარდერისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი კანონპროექტის მხარდასაჭერად სამთავრობო აქციაში მონაწილეობდა. ეს პირველი საჯარო გამოსვლა იყო, როდესაც ივანიშვილის უმცროსი შვილი საზოგადოებაში გამოჩნდა.

მასზე, როგორც ივანიშვილის სხვა შვილებზე, ბერასგან განსხვავებით, ბევრი არაფერია ცნობილი. "ინსტაგრამის" პროფილიდან ირკვევა, რომ დაინტერესებულია ხატვით, მოგზაურობს ხშირად და გატაცებულია თავისუფალი საბრძოლო ხელოვნებით.

ივანიშვილის შვილებიდან მედია ყველაზე ხშირად ბერაზე წერს. ერთი თვის წინ, ბრიტანულმა ტაბლოიდმა dailymail-მ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია რეპერ ივანიშვილზე, რომელმაც პანდემიის დაწყებიდან მალევე საქართველო დატოვა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბრაზილიაში გადავიდა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ "ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში საცხოვრებლად იმ მიზნით გადავიდა, რომ თუ მამის ქონებას დასავლური სანქციები დაემუქრება, ქონების ბრაზილიაში გადატანისთვის შესაბამისი პირობები შექმნას".

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ივანიშვილი ბრაზილიაში გამორჩეული ცხოვრების წესით ცხოვრობს, ურთიერთობაშია ადგილობრივ ცნობილ ადამიანებთან, ესწრება საფეხბურთო მატჩებს მოდელ ცოლთან ერთად, მილიონ დოლარს რიცხავს ტროპიკული ტყის გადასარჩენად, თუმცა, უსაფრთხოების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მისი ბრაზილიაში ყოფნის რეალური მიზანი, "მამისთვის გაქცევის გზის მომზადებაა", იმ შემთხვევისთვის, თუ ბიძინა ივანიშვილს ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერა ძვირად დაუჯდება და იძულებული გახდება საქართველოდან გაიქცეს.

სტატიაში ვკითხულობთ:

"რეპერი იმდენად ცნობილია თავის ქვეყანაში, რომ მას უბრალოდ, ბერას სახელით იცნობენ. მამამისი ყოფილი პრემიერია, რომელმაც დააარსა და დღემდე აკონტროლებს პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნებას“, რომლის სახელიც, თავის დროზე, ბერამ შეარჩია.

მილიარდერი გლობალური სამხრეთის ქვეყნებს, როგორიცაა ბრაზილია, ყველაზე უსაფრთხო თავშესაფრად მიიჩნევს თავისი აქტივებისთვის. და მან დიდი შემოწირულება გაიღო ბრაზილიის ტყის აღდგენის ფონდში ცნობილი ხანძრის შემდეგ. ბერა ასევე ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში, სადაც მეგობრობდა ცნობილ ადამიანებთან, მათ შორის ზენდაიასთან. ბერას ჰყავს უმცროსი ძმა ცოტნე. ორივე ბოდიბილდერია და ხშირად ერთად პოზირებენ სოციალურ ქსელებში.

ძმები სახლში სწავლობდნენ და ბავშვობას საქართველოში ატარებდნენ. მოგზაურობდნენ ვერტმფრენით, მამის დაცვის გარემოცვაში და იშვიათად ხვდებოდნენ სხვა ბავშვებს.

ბიძინა ივანიშვილის ამჟამინდელი ცხოვრების წესი შორს არის მისი წარსულისგან. ის კვებავს ზებრებს პირად ზოოპარკში, სადაც ასევე ცხოვრობენ: რვა ჯიშის ფარშევანგი, ვარდისფერი ფლამინგოები და სხვა ეგზოტიკური ფრინველები".

მისი სახლის ცენტრალური ნაწილი ზვიგენის აკვარიუმს უკავია და როგორც ამბობენ, სტუმრებს ასე ესალმება:

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯეიმს ბონდის სახლში“.

მისი კაბინეტის კედლებზე კიდია მონეს, პიკასოს, ლუსიან ფროიდის და სხვათა ნამუშევრები. ძარცვის შიშით მან ბევრ სტუმარს უთხრა, რომ ყველა ნამუშევარი ყალბია, ორიგინალები კი ლონდონში ინახება. თუმცა მისი ყველაზე დიდი ექსტრავაგანტურობა გამოიხატება ეგზოტიკური ხეების შორეული ადგილებიდან ჩატანასა და ბაღის გაშენებაში. "მე ნამდვილად მიყვარს დიდი ხეები", - თქვა ერთხელ მან, - "გიგანტური ხეები ჩემი გასართობია", - წერს გამოცემა.

  • უტა და გვანცა

ივანიშვილს კიდევ ორი შვილი ჰყავს უტა და გვანცა ივანიშვილები. ისინი უფროსები არიან და "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში აქციებზე პერიოდულად ჩნდებოდნენ.

AMBEBI.GE ორი წლის წინ, წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ უტა ცოტა ხანს ჩინეთში, კერძოდ კი ჰონგ-კონგში ცხოვრობდა და სწავლობდა. ის სწავლობდა ასევე ლიონის უნივერსიტეტში. ძირითადად საფრანგეთში ცხოვრობს, მაგრამ ცნობილია, რომ ბევრს მოგზაურობს.

უტაზე პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია, რომ თითქოს მამა მას პრემიერობისთვის ამზადებს. ამ თემაზე ჯერ კიდევ მაშინ წერდნენ, როდესაც პრემიერობიდან გიორგი გახარია თავისი სურვილით წავიდა, თუმცა მაშინ ივანიშვილმა პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნა.

რაც შეეხება გვანცას, ის ივანიშვილის ერთადერთი ქალიშვილია. წყარო გვიყვება, რომ წლების წინ, რაც გვანცამ საქართველო დატოვა და შტატებში გადავიდა, მას შემდეგ აღარ ჩამოსულა. გოგონას ახალი ფოტო, თუნდაც ბოლო წლებში გადაღებული, სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. როგორც ჩანს, გვანცა თავს არიდებს საჯარო ცხოვრებას.