პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ამოვიცნოთ ტროლები და ბოტები სოცქსელებში? - "ნერვს არ ვიტოკებთ, ვავლენთ და ვბლოკავთ"
როგორ ამოვიცნოთ ტროლები და ბოტები სოცქსელებში? - "ნერვს არ ვიტოკებთ, ვავლენთ და ვბლოკავთ"

"რა­დიო პა­ლიტ­რის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ანა მარ­შა­ნია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"რო­გორ ამო­ვიც­ნოთ ტრო­ლე­ბი და ბო­ტე­ბი? - პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით, სა­ჭი­რო, აქ­ტუ­ა­ლუ­რი რჩე­ვე­ბი ჩა­მოვ­წე­რე და გა­მო­გად­გე­ბათ, გა­გი­ზი­ა­რებთ:

1. რო­გორც წესი, ტრო­ლებ­სა და ბო­ტებს ერთი სტი­ლის პრო­ფი­ლე­ბი აქვთ და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან მსგავ­სი სა­ხე­ლე­ბით: Nino Nino; Gio Giorgi; ან რა­ღაც ასე­თი (პი­რო­ბი­თად) - აქ სიყ­ვა­რუ­ლია; ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­ლაქ­ტი­კა; გა­და­რე­უ­ლი ქარ­თვე­ლი; სამ­შობ­ლოს ერ­თგუ­ლი და სხვა.

2. უმე­ტე­სად, არ აქვთ პრო­ფი­ლის ფოტო და არც ქა­ვერ ფოტო უყე­ნი­ათ.

3. თუ ფო­ტო­ე­ბის და­დე­ბა მა­ინც გა­და­წყვი­ტეს, პრი­ო­რი­ტეტს ოდრი ჰე­პ­ბერნს, პე­ი­ზა­ჟებს, ფლო­რას, ფა­უ­ნა­სა და მსგავს მი­მარ­თუ­ლე­ბებს ანი­ჭე­ბენ.

4. ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი და ჩვენ­ნა­ი­რი, მაგ­რამ მა­ინც გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხე­ლე­ბი­თაც გვხვდე­ბი­ან - (პი­რო­ბი­თად) თა­მარ გი­ორ­გა­ძე, დათო კა­პა­ნა­ძე, გი­ორ­გი ბე­რი­ძე... ხომ ნამ­დვი­ლი გვე­გო­ნე­ბა? ფო­ტოც ვი­ღა­ცის­გან მო­პა­რუ­ლი, რე­ა­ლუ­რი უდევს - მაგ­რამ მა­ინც ტრო­ლია.

5. კე­დე­ლი ძი­რი­თა­დად ჩა­კე­ტი­ლი და არაფ­რის მთქმე­ლი აქვთ. ვერ ნა­ხავთ პოსტს ვე­რა­ფერ­ზე. როცა ჩა­ს­ქ­რო­ლავთ, მათ აქ­ტი­ვო­ბებ­ში წამ­ლად, NBAvoteZazaPachulia-ც კი არ შეგ­ხვდე­ბათ.

6. სიმ­ბო­ლუ­რად აქ­ტი­უ­რე­ბიც არი­ან. ძი­რი­თა­დად, რო­მე­ლი­მე დღე­სას­წა­უ­ლის მი­სა­ლო­ცი ქარ­დის ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის ცი­ტა­ტის, ასე­ვე, youtube-დან რო­მე­ლი­მე ტრე­კის გა­ზი­ა­რე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან.

7. იმის გამო, რომ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი და ად­ვი­ლად მო­სა­ძებ­ნე­ბი არ არი­ან, ეს კა­ტე­გო­რია, უმე­ტეს­წი­ლად, გა­მო­ირ­ჩე­ვა სი­ძულ­ვი­ლის ენით, ბოღ­მით, უკი­დე­გა­ნო ბილ­წის­ტყვა­ო­ბით, უხე­შო­ბით. იგი­ნე­ბი­ან, ილან­ძღე­ბი­ან და ბო­ლომ­დე თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლე­ბი რჩე­ბი­ან.

8. თუ ტრო­ლე­ბი­სა და ბო­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა გსურთ, სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ არ მო­გა­ტყუ­ოთ. პი­რა­დად მე, რო­მე­ლი­მე მათ­გან­თან შე­საძ­ლოა 300-400 "სა­ერ­თო მე­გო­ბა­რიც“ კი მყავ­დეს, მაგ­რამ მის მიერ მე­გობ­რო­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბის შემ­დეგ, ჩემ­გან დას­ტუ­რის მი­ცე­მამ­დე, ამ სა­ერ­თო სა­მა­სი­ვე მე­გო­ბარს რომ მივ­წე­რო, აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ არც ერთი მათ­გა­ნი არ იც­ნობს და ყვე­ლამ "ერ­თმა­ნე­თის ხათ­რით“ და­ი­მა­ტა.

9. ტრო­ლე­ბი­სა და ბო­ტე­ბის ან­გა­რი­შე­ბი შე­იძ­ლე­ბა შექ­მნი­ლი იყოს წლე­ბის წინ, თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან, პე­რი­ო­დუ­ლად, ცუ­კერ­ბერ­გი დიდ წმენ­დას ატა­რებს ხოლ­მე, ყალ­ბი პრო­ფი­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ახა­ლია.

10. ტრო­ლე­ბი და ბო­ტე­ბი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შევ­სე­ბა­ზე თავს არ იწუ­ხე­ბენ, მაგ­რამ ღი­მი­ლით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მათ ნა­წილს, სა­მუ­შაო ველ­ში facebook აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი.

11. დააა ბო­ლოს, ჩემი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ხერ­ხი მათ გა­მო­სავ­ლე­ნად, მა­თი­ვე ფო­ტო­ებ­ზე კო­მენ­ტა­რე­ბი და ემო­ცი­ე­ბია. აი, ჩვენ ხომ გვაქვს პრო­ფი­ლის ფო­ტო­ებ­ზე 20, 200 თუ 2000 ლა­ი­ქი? ამავდრო­უ­ლად, და­ქა­ლი, თა­ნამ­შრო­მე­ლი, დედა, დე­ი­და, მე­ზო­ბე­ლი ხომ გვი­წერს: "ნინო, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხარ“, "თაკო, ანა­თებ“, "მო­მე­ნატ­რე, ძმაო“ ; "გიო, გე­ნაც­ვა­ლე, მა­მი­დას სიმ­პა­თი­უ­რო ბიჭო“. "ეგ ფერი ძა­ლი­ან გიხ­დე­ბა­ა­აა“ და ა.შ. აი, ტრო­ლებ­სა და ბო­ტებს “მომ­კი­თხა­ვი და მყვა­რე­ბე­ლი“ არა­ვინ ჰყავს. პი­რო­ბი­თად "თა­მუ­ნა გი­ორ­გა­ძის“ პრო­ფი­ლის ფო­ტოს ქვეშ აქ­ტი­ვო­ბა არაა და დიდი დიდი, მე­გო­ბა­რი ტრო­ლის მფეთ­ქა­ვი გუ­ლის ემო­ჯი ან მბრუ­ნა­ვი წარ­წე­რა super შეგ­ხვდეთ. ვგო­ნებ, ძა­ლი­ან სა­ჭი­რო თე­მა­ზე, ფრი­ად აქ­ტუ­ა­ლუ­რი რჩე­ვე­ბი შე­მოგ­თა­ვა­ზეთ. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ამ პოს­ტის სი­ახ­ლო­ვე­შიც მოგ­როვ­დნენ, თუმ­ცა, აბა, რის­თვის გა­ვი­სარ­ჯე? - აგერ, მრავ­ლად არის მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის გზე­ბი და უკვე ვი­ცით, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ - ნერვს არ ვი­ტო­კებთ, ვავ­ლენთ და ვბლო­კავთ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როგორ ამოვიცნოთ ტროლები და ბოტები სოცქსელებში? - "ნერვს არ ვიტოკებთ, ვავლენთ და ვბლოკავთ"

როგორ ამოვიცნოთ ტროლები და ბოტები სოცქსელებში? - "ნერვს არ ვიტოკებთ, ვავლენთ და ვბლოკავთ"

"რადიო პალიტრის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ანა მარშანია "ფეისბუქის" პირად გვერდზე საინტერესო და სასარგებლო პოსტს აქვეყნებს.

"როგორ ამოვიცნოთ ტროლები და ბოტები? - პირადი გამოცდილებით, საჭირო, აქტუალური რჩევები ჩამოვწერე და გამოგადგებათ, გაგიზიარებთ:

1. როგორც წესი, ტროლებსა და ბოტებს ერთი სტილის პროფილები აქვთ და სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულები არიან მსგავსი სახელებით: Nino Nino; Gio Giorgi; ან რაღაც ასეთი (პირობითად) - აქ სიყვარულია; ბედნიერების გალაქტიკა; გადარეული ქართველი; სამშობლოს ერთგული და სხვა.

2. უმეტესად, არ აქვთ პროფილის ფოტო და არც ქავერ ფოტო უყენიათ.

3. თუ ფოტოების დადება მაინც გადაწყვიტეს, პრიორიტეტს ოდრი ჰეპბერნს, პეიზაჟებს, ფლორას, ფაუნასა და მსგავს მიმართულებებს ანიჭებენ.

4. ძალიან ბუნებრივი და ჩვენნაირი, მაგრამ მაინც გამოგონილი სახელებითაც გვხვდებიან - (პირობითად) თამარ გიორგაძე, დათო კაპანაძე, გიორგი ბერიძე... ხომ ნამდვილი გვეგონება? ფოტოც ვიღაცისგან მოპარული, რეალური უდევს - მაგრამ მაინც ტროლია.

5. კედელი ძირითადად ჩაკეტილი და არაფრის მთქმელი აქვთ. ვერ ნახავთ პოსტს ვერაფერზე. როცა ჩასქროლავთ, მათ აქტივობებში წამლად, NBAvoteZazaPachulia-ც კი არ შეგხვდებათ.

6. სიმბოლურად აქტიურებიც არიან. ძირითადად, რომელიმე დღესასწაულის მისალოცი ქარდის ან ცნობილი ადამიანის ციტატის, ასევე, youtube-დან რომელიმე ტრეკის გაზიარებით შემოიფარგლებიან.

7. იმის გამო, რომ იდენტიფიცირებულები და ადვილად მოსაძებნები არ არიან, ეს კატეგორია, უმეტესწილად, გამოირჩევა სიძულვილის ენით, ბოღმით, უკიდეგანო ბილწისტყვაობით, უხეშობით. იგინებიან, ილანძღებიან და ბოლომდე თავზეხელაღებულები რჩებიან.

8. თუ ტროლებისა და ბოტების გამოვლენა გსურთ, საერთო მეგობრების რაოდენობამ არ მოგატყუოთ. პირადად მე, რომელიმე მათგანთან შესაძლოა 300-400 "საერთო მეგობარიც“ კი მყავდეს, მაგრამ მის მიერ მეგობრობის შემოთავაზების შემდეგ, ჩემგან დასტურის მიცემამდე, ამ საერთო სამასივე მეგობარს რომ მივწერო, აღმოჩნდება, რომ არც ერთი მათგანი არ იცნობს და ყველამ "ერთმანეთის ხათრით“ დაიმატა.

9. ტროლებისა და ბოტების ანგარიშები შეიძლება შექმნილი იყოს წლების წინ, თუმცა, ვინაიდან, პერიოდულად, ცუკერბერგი დიდ წმენდას ატარებს ხოლმე, ყალბი პროფილების დიდი ნაწილი ახალია.

10. ტროლები და ბოტები ბიოგრაფიული მონაცემების შევსებაზე თავს არ იწუხებენ, მაგრამ ღიმილით უნდა აღინიშნოს, რომ მათ ნაწილს, სამუშაო ველში facebook აქვს მითითებული.

11. დააა ბოლოს, ჩემი ყველაზე საყვარელი ხერხი მათ გამოსავლენად, მათივე ფოტოებზე კომენტარები და ემოციებია. აი, ჩვენ ხომ გვაქვს პროფილის ფოტოებზე 20, 200 თუ 2000 ლაიქი? ამავდროულად, დაქალი, თანამშრომელი, დედა, დეიდა, მეზობელი ხომ გვიწერს: "ნინო, ძალიან ლამაზი ხარ“, "თაკო, ანათებ“, "მომენატრე, ძმაო“ ; "გიო, გენაცვალე, მამიდას სიმპათიურო ბიჭო“. "ეგ ფერი ძალიან გიხდებაააა“ და ა.შ. აი, ტროლებსა და ბოტებს “მომკითხავი და მყვარებელი“ არავინ ჰყავს. პირობითად "თამუნა გიორგაძის“ პროფილის ფოტოს ქვეშ აქტივობა არაა და დიდი დიდი, მეგობარი ტროლის მფეთქავი გულის ემოჯი ან მბრუნავი წარწერა super შეგხვდეთ. ვგონებ, ძალიან საჭირო თემაზე, ფრიად აქტუალური რჩევები შემოგთავაზეთ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პოსტის სიახლოვეშიც მოგროვდნენ, თუმცა, აბა, რისთვის გავისარჯე? - აგერ, მრავლად არის მათი იდენტიფიცირების გზები და უკვე ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ - ნერვს არ ვიტოკებთ, ვავლენთ და ვბლოკავთ".