კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის განცხადება, რომლის მიზანია ხელისუფლების კიდევ უფრო დემორალიზება მოახდინოს" - რას შეიძლება გულისხმობდეს "ანონიმუსის" მუქარა და რაზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება
"ეს არის განცხადება, რომლის მიზანია ხელისუფლების კიდევ უფრო დემორალიზება მოახდინოს" - რას შეიძლება გულისხმობდეს "ანონიმუსის" მუქარა და რაზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება

"უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ხე­ლახ­ლა ინი­ცი­ი­რე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად გარ­თულ­და. 15 აპ­რი­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ქუ­ჩა­ში აპ­რო­ტეს­ტებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მხო­ლოდ ერთს, ამ კა­ნო­ნის არ მი­ღე­ბას ითხოვს. უკი­დუ­რე­სად კრი­ტი­კუ­ლია ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც, თუმ­ცა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" არაფ­რის გა­გო­ნე­ბა არ სურს. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე იყო 30 აპ­რი­ლის ღამე, რო­დე­საც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მშვი­დო­ბი­ან პრო­ტეს­ტან­ტებს და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

დღეს დი­ლით, ჰა­კე­რულ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ანო­ნი­მუს­მა“ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მის­მარ­თით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია:

"აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე თავ­დას­ხმას მოჰ­ყვე­ბა თქვე­ნი მთავ­რო­ბის ყვე­ლა წარ­მო­მად­გენ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა“.

რას ნიშ­ნავს ეს გან­ცხა­დე­ბა, ან რა ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­უ­ბა­რი, ასე­ვე, გუ­შინ­დე­ლი აქ­ცი­ის დარ­ბე­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ambebi.ge-ს პო­ლი­ტო­ლო­გი, GIPA-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ესა­უბ­რა:

- ზო­გა­დად, “ანო­ნი­მუს­ზე“ მა­ინც და მა­ინც დიდი წარ­მოდ­გე­ნის არ ვარ. ეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, თუ კარ­გად მახ­სოვს, 2009 - 2010-იან წლებ­ში შე­იქ­მნა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და, გარ­კვე­ულ­წი­ლად ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­ზე, მათ შო­რის, ჰქონ­და კავ­ში­რი უოლ სტრი­ტის მოვ­ლე­ნებ­თან და იყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბა, შუა რგო­ლი ინ­ტერ­ნეტ­სა და სოცქსე­ლებს შო­რის. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა, "ანო­ნი­მუ­სი“ შე­ე­ცა­და რუ­სე­თის ან­გა­რი­შებ­თან და აგენ­ტე­ბის სი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია გა­ე­სა­ჯა­რო­ე­ბი­ნა, თუმ­ცა ვნა­ხეთ, ეს არ მოხ­და. ამი­ტომ გი­თხა­რით, რომ მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე არ მაქვს ასე­თი მა­ღა­ლი წარ­მოდ­გე­ნა. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნია უთხრას სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თქვენს გვერ­დით ვარ­თო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კი­დევ უფრო დე­მო­რა­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნოს. მათი პრაქ­ტი­კუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ვიცი რო­გო­რია, რამ­დე­ნად ძლი­ე­რი წვდო­მა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ყვე­ლა მო­ნა­ცემ­ზე, რო­გორც ისი­ნი აცხა­დე­ბენ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში...

- რას ფიქ­რობთ, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე?

- რა­საც ახლა ვუ­ყუ­რებ, ჩემ­თვის ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ი­ცი­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, იმი­ტომ, რომ სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, მით უმე­ტეს მო­მა­ვალ­ზე, ახალ­გაზ­რდებ­ზე ძა­ლა­დო­ბა იმ ფორ­მით, რა­საც ვხე­დავთ, არის სა­ში­ნე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სიგ­ნა­ლი, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, არა­მედ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად კურ­სი შე­იც­ვა­ლა და ის სწო­რე­ბას აკე­თებს ბე­ლო­რუს­ზე, ყირ­გი­ზეთ­ზე, ტა­ჯი­კეთ­ზე. ეს იმ სიგ­ნალ­საც იძ­ლე­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩა­მო­შორ­დე­ბა და­სავ­ლურ კურსს. ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ამ ნა­ბიჯს დგამს, ეს ნიშ­ნავს, რომ ის ვა ბანკზე წა­ვი­და. თუ ეს კა­ნო­ნი არ გა­იწ­ვი­ეს, ამით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ბო­ლოო ჯამ­ში დიქ­ტა­ტუ­რას, რეპ­რე­სი­ულ პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგს და­ამ­ყა­რებს, ან ისი­ნი ამას ვერ შეძ­ლე­ბენ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა. მათ თა­ვად აწი­ეს დონე აქამ­დე, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე არ იყო - რამ­დე­ნი­მე თვის წინ ღიად ვფიქ­რობ­დი იმა­საც, რომ რა­ღაც მო­მენ­ტში მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნებს მო­ი­გებ­და, თან - პირ­წმინ­დად. ახლა იმას ვფიქ­რობ, სა­ერ­თოდ მივ­ლენ თუ არა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად თვი­თონ და­ა­ყე­ნეს დღის წეს­რიგ­ში. სწო­რედ ეს მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ამ კა­ნო­ნის შე­მო­ტა­ნა მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა. ეს ორ ვა­რი­ანტზე მი­ა­ნიშ­ნებს: მათ ან რე­ა­ლო­ბის აღ­ქმა აქვთ და­კარ­გუ­ლი, ჰგო­ნი­ათ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მათ ხელ­შია და ამას მარ­თლა ვი­ღა­ცე­ბი მო­უ­წო­ნებ­დნენ, ან ღიად მე­ო­რე ვა­რი­ან­ტია - მათ ამ ყვე­ლაფ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას რუ­სე­თი კარ­ნა­ხობს... ან სა­ხე­და­კარ­გუ­ლებს თვი­თონ სჯე­რათ, რომ ეს კა­ნო­ნი მათ ძა­ლა­უფ­ლე­ბას გა­ნამ­ტკი­ცებ­და.

ესე­ნი თუ კა­ნონს არ გა­იწ­ვე­ვენ, ყვე­ლა სცე­ნა­რი შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს. შე­საძ­ლოა, მათ ამ შემ­თხვე­ვა­ში კი­დევ უფრო ხის­ტი ძალა გა­მო­ი­ყე­ნონ, რო­მე­ლიც ზო­გა­დად, უზარ­მა­ზარ რისკთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ამას ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერი­დე­ბა ხოლ­მე. მაგ­რამ თუკი ამათ შეძ­ლეს და ხის­ტი ძა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­ახ­შეს დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი, ეს სა­ბო­ლოო ჯამ­ში დე­მოკ­რა­ტი­ულ ლე­გი­ტი­მა­ცი­ას ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნებს - სა­ხალ­ხო ლე­გი­ტი­მა­ცია მათ აღარ ექ­ნე­ბათ, ამას­თა­ნა­ვე, ეს მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა პრო­რუ­სუ­ლი კურ­სის მქო­ნე ძა­ლა­დობ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც რო­გორც ფე­ო­და­ლიზ­მში, ერთი ადა­მი­ა­ნი წარ­მარ­თავს ყვე­ლა­ფერს. ამ ყვე­ლაფ­რის მოხ­დე­ნის შან­სი არ­სე­ბობს, ეს არ არის შო­რე­უ­ლი და დის­ტან­ცი­უ­რი რა­ღაც, ვნა­ხოთ, ჯერ­ჯე­რო­ბით სუ­რა­თი ისე­თია, რომ ერთ მხა­რეს დგას სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქ­ცი­ა­ზე იძუ­ლე­ბით ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტე­ლი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით და მე­ო­რე მხა­რეს დგას სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა, ახალ­გაზ­რდო­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია, სა­ქარ­თვე­ლოს მო­კავ­ში­რე­ე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის პრო­ცე­სებ­ში ჩა­რე­ვას, ის დიდ ომ­შია ჩარ­თუ­ლი. მას თუ აქ ღრმად შე­მოს­ვლა უნდა, ის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ისე­დაც შე­მო­სუ­ლია, ვხე­დავთ, სად დგა­ნან და კი­დევ უფრო წინ წა­მოს­ვლა თუ უნ­დათ, ამას ისე­დაც გა­ა­კე­თე­ბენ. მაგ­რამ ახლა რუ­სეთს რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა აქვს. შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მარ­თლა სჯე­რო­დეს, რომ რუ­სე­თი უძ­ლე­ვე­ლი ძა­ლაა, სი­ნამ­დვი­ლე­ში უძ­ლე­ვე­ლი ძა­ლე­ბი, უბ­რა­ლოდ, არ არ­სე­ბო­ბენ.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თუ წინა თვეს, მარ­ტში 5-ბა­ლი­ა­ნი შკა­ლით 4-ს მა­ინც და­უ­წერ­დნენ, ახლა მან და­სავ­ლე­თის მი­მართ ისე­თი ხის­ტი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა, შე­საძ­ლოა მი­ვი­ღოთ პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი მათ ფი­ნან­სებ­თან, გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან, ქო­ნე­ბას­თან ა.შ. და­კავ­ში­რე­ბით. ეს არ არის პირ­ვე­ლი მსოფ­ლი­ო­ში, ეს ვი­ხი­ლეთ მოლ­დო­ვა­შიც, ბე­ლა­რუს­შიც, სა­დაც და­სავ­ლე­თის მხრი­დან ერ­თნა­ი­რი მე­თო­დი იყო - ხან­გრძლი­ვი დრო­ით მოთ­მი­ნე­ბა და დაკ­ვირ­ვე­ბა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­და­იდ­გა სან­ქცი­რე­ბის ნა­ბი­ჯე­ბი და ისი­ნი გა­მო­ცხა­დე­ბულ იქ­ნებ პერ­სო­ნა ნონ გრა­ტად. ამ შემ­თხვე­ვა­ში "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ აქვს და­სა­კარ­გი იმი­ტომ, რომ მათი მთე­ლი ქო­ნე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბა და სხვ. ევ­რო­პას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მუდ­მი­ვად იქ და­დი­ან და ბევ­რს კარ­გა­ვენ. ამი­ტომ უც­ნა­ურ მოვ­ლე­ნას ვა­დევ­ნებთ თვალს, რაც მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი კი არა, შე­იძ­ლე­ბა უფრო მე­ტად რუ­სე­თის მხრი­დან და­ვა­ლე­ბა იყოს, რო­მელ­საც ას­რუ­ლე­ბენ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აქ არის პერ­სო­ნა­ლუ­რი მუ­ქა­რე­ბი კრემ­ლის მხრი­დან. ზო­გა­დად, რუ­სეთს ახა­სი­ა­თებს ასე­თი მუ­ქა­რე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თუკი მარ­თლა ტყვედ ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და თუ მას არ სურს რუ­სულ თა­მაშს აჰ­ყვეს, გა­მო­ვი­დეს და თქვას, რომ ისი­ნი რუ­სე­თის ტყვე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვონ სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში დგას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მხარს და­უ­ჭერს, რომ გა­მო­იხ­სნას რუ­სუ­ლი ტყვე­ო­ბი­დან.

მარ­ტის ბო­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი იყო სრუ­ლი­ად მკვდა­რი, პი­რი­ქით, იყო იმის გან­ცდა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და სუ­პერ მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე, მალე მთე­ლი ქვე­ყა­ნა ფეხ­ბურთში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტით იცხოვ­რებ­და... რო­დე­საც ეს რუ­სუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი შე­მო­აბ­რუ­ნეს, ამ ყვე­ლაფ­რის ერ­თი­ა­ნად ნგრე­ვა მოხ­და. ვფიქ­რობ, ეს თა­ვად "ოც­ნე­ბა­ში“ არ ჰქონ­დათ და­გეგ­მი­ლი, მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი დე­კემ­ბერ-იან­ვარ­ში იყო იმ პა­თო­სით, რა სი­სუ­ლე­ლეა, ამ კა­ნონს არ შე­მო­ვაბ­რუ­ნებ­თო და ახლა ხდე­ბა მისი შე­მობ­რუ­ნე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არც არა­ფერ­ში აწყობ­და. თუკი ეს კა­ნო­ნი რა­მე­ში სჭირ­დე­ბო­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თებ­და. არის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი - ადა­მი­ა­ნი როცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, რე­ა­ლო­ბის აღ­ქმას კარ­გავს..

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ცოტა დრო­ღა დარ­ჩა იმ გა­გე­ბით, რომ ხალ­ხი უფრო და უფრო უკ­მა­ყო­ფი­ლო ხდე­ბა, საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა უფრო ზვირთდე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ მკაც­რი ხდე­ბა და არა მარ­ტო ნე­იტ­რა­ლუ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი, "ოც­ნე­ბის“ მომ­ხრე­ე­ბის ნა­წი­ლიც ხვდე­ბა, რომ ერთ მხა­რეს დგას ახალ­გაზ­რდო­ბა, მათი მე­გობ­რე­ბი, ნაც­ნო­ბე­ბი, ისი­ნი, ვი­საც ასე­ვე მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად აცხა­დებს ახალ­გაზ­რდო­ბა. რთუ­ლია, როცა მო­ღა­ლა­ტეს გი­წო­დე­ბენ და თან სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვის გამო. რო­დე­საც რუ­სე­თის გამო ხალ­ხს სცე­მენ და მერე ამ ყვე­ლა­ფერს უწო­ნებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, პრო­რუ­სულ მო­ღა­ლა­ტე­ობ­რივ პო­ლი­ტი­კა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, ამი­ტო­მაც ვი­მე­ო­რებ, დღეს ძა­ლი­ან რთუ­ლია, იყო "ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რი...

ვხე­დავთ, ამ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახალ­გაზ­რდო­ბას გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს რა შე­საძ­ლო საფრ­თხე­ე­ბი არ­სე­ბობს. "ღირ­სე­ბით ევ­რო­პის­კენ“, "მა­მუ­ლი, ენა სარ­წმუ­ნო­ე­ბა“ და სხვა ცა­რი­ე­ლი სი­ტყვე­ბი არა­ვის სჯე­რა, ამ ფრა­ზე­ბის უკან არა­ფე­რი დგას. ეს ლო­ზუნ­გე­ბი მარ­თლა ხომ არ ეფუძ­ნე­ბა ევ­რო­პის­კენ წას­ვლას? ის ცა­რი­ე­ლია, ამი­ტომ არ გა­მოვ­რი­ცხავ მალე ისე­თი რა­ღა­ცე­ბი შე­მო­აგ­დონ, რო­გო­რი­ცაა: თუ რუ­სეთ­თან ახ­ლოს ვიქ­ნე­ბით, აფხა­ზეთს ვიბ­რუ­ნებთ, აფხა­ზე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან გვიჯ­დე­ბი­ა­ნო... შე­იძ­ლე­ბა ეს ცა­რი­ე­ლი პრო­პა­გან­და ვი­ხი­ლოთ, მაგ­რამ რუ­სეთ­მა ერთი მოლ­დო­ვას და­უბ­რუ­ნა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დნესტრის­პი­რე­თი და მე­ო­რე, სა­ქარ­თვე­ლოს და­უბ­რუ­ნებს რა­მეს. ჰი­პო­თე­ზუ­რა­დაც კი გა­მო­რი­ცხუ­ლია, ვინ­მე რა­ი­მე მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე წა­მო­ვი­დეს, ეს მხო­ლოდ პრო­პა­გან­და იქ­ნე­ბა, ვინ რისი გამ­კე­თე­ბე­ლია? რუ­სე­თის მიერ ამის პრე­ცე­დენ­ტი არ არ­სე­ბობს - პრე­ზი­დენტ იგორ დო­დო­ნის პე­რი­ოდ­ში მოლ­დო­ვა ბო­ლომ­დე გა­უწ­ვა, და­უ­ჩო­ქა რუ­სეთს, მზად ვარ შენი ვი­ყოო, მაგ­რამ სა­ერ­თოდ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. რუ­სე­თის მიდ­გო­მა სხვა­ნა­ი­რია, ის რაც მეტ სი­სუს­ტეს ხე­დავს, უფრო მე­ტად სჯე­რა, რომ სწორ გზა­ზე დგას. რუ­სე­თი არ არის რა­ღაც რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ძალა, ის არის ემო­ცი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იმ­პე­რია, რო­მელ­საც ღრმად აქვს ჩამ­ჯდა­რი იმ­პე­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტრავ­მა და ფიქ­რობს, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გი პო­ლი­ტი­კაა, როცა სჯის... რა­საც ახლა ვხე­დავთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის რუ­სე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ში ჩაგ­დე­ბის უგუ­ნუ­რი მცდე­ლო­ბა. მათ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ჰქონ­დათ, მაგ­რამ რუ­სეთ­მა იჩ­ქა­რა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, ჩათ­ვა­ლა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომს იგებს და შე­უძ­ლია ყველ­გან, სა­დაც მას მო­უნ­დე­ბა, ათა­მა­შოს კუნ­თე­ბი, რა­შიც ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ცდე­ბა...

იხი­ლეთ ასე­ვე:

Ambebi.ge-ს გან­ცხა­დე­ბა:

ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ambebi.ge -ს კო­მენ­ტა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა ტროლ-ბო­ტე­ბის შტურ­მის სა­მიზ­ნე გახ­და, ამი­ტო­მაც დრო­ე­ბით ვთი­შავთ კო­მენ­ტა­რე­ბის ფუნ­ქცი­ას ჩვენს სა­იტ­ზე. დრო­ე­ბი­თი შე­ზღუდ­ვის­თვის ბო­დიშს ვუხ­დით პა­ტი­ო­სან მკი­თხველს, ვი­საც ambebi-ge -ს სა­შუ­ა­ლე­ბით სურს აზ­რის გა­მოთ­ქმა.

ავტორი:

"ეს არის განცხადება, რომლის მიზანია ხელისუფლების კიდევ უფრო დემორალიზება მოახდინოს" - რას შეიძლება გულისხმობდეს "ანონიმუსის" მუქარა და რაზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება

"ეს არის განცხადება, რომლის მიზანია ხელისუფლების კიდევ უფრო დემორალიზება მოახდინოს" - რას შეიძლება გულისხმობდეს "ანონიმუსის" მუქარა და რაზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირების შემდეგ საქართველოში ვითარება უკიდურესად გართულდა. 15 აპრილიდან მოყოლებული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ქუჩაში აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას და მხოლოდ ერთს, ამ კანონის არ მიღებას ითხოვს. უკიდურესად კრიტიკულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების გამოხმაურებაც, თუმცა "ქართულ ოცნებას" არაფრის გაგონება არ სურს. განსაკუთრებით მძიმე იყო 30 აპრილის ღამე, როდესაც სამართალდამცავები მშვიდობიან პროტესტანტებს დაუპირისპირდნენ.

დღეს დილით, ჰაკერულმა გაერთიანება "ანონიმუსმა“ "ქართული ოცნების“ მისმართით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:

"აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება თქვენი მთავრობის ყველა წარმომადგენლის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება“.

რას ნიშნავს ეს განცხადება, ან რა ინფორმაციაზე შეიძლება იყოს საუბარი, ასევე, გუშინდელი აქციის დარბევასა და საქართველოში პოლიტიკური პროცესების სავარაუდო განვითარებაზე ambebi.ge-ს პოლიტოლოგი, GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე ესაუბრა:

- ზოგადად, “ანონიმუსზე“ მაინც და მაინც დიდი წარმოდგენის არ ვარ. ეს გაერთიანება, თუ კარგად მახსოვს, 2009 - 2010-იან წლებში შეიქმნა, რომელიც მიზნად ისახავდა, გარკვეულწილად ზემოქმედება მოეპოვებინა პოლიტიკურ დღის წესრიგზე, მათ შორის, ჰქონდა კავშირი უოლ სტრიტის მოვლენებთან და იყო განსხვავებული მოძრაობა, შუა რგოლი ინტერნეტსა და სოცქსელებს შორის. მოგვიანებით, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, "ანონიმუსი“ შეეცადა რუსეთის ანგარიშებთან და აგენტების სიებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაესაჯაროებინა, თუმცა ვნახეთ, ეს არ მოხდა. ამიტომ გითხარით, რომ მათ შესაძლებლობებზე არ მაქვს ასეთი მაღალი წარმოდგენა. ეს არის პოლიტიკური განცხადება, რომლის მიზანია უთხრას საზოგადოებას, თქვენს გვერდით ვართო და ხელისუფლების კიდევ უფრო დემორალიზება მოახდინოს. მათი პრაქტიკული შესაძლებლობა არ ვიცი როგორია, რამდენად ძლიერი წვდომა შეიძლება ჰქონდეს ყველა მონაცემზე, როგორც ისინი აცხადებენ, ყოველ შემთხვევაში...

- რას ფიქრობთ, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე?

- რასაც ახლა ვუყურებ, ჩემთვის ეს არის პოლიტიკური სუიციდი ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ, რომ საკუთარ მოსახლეობაზე, მით უმეტეს მომავალზე, ახალგაზრდებზე ძალადობა იმ ფორმით, რასაც ვხედავთ, არის საშინელი პოლიტიკური სიგნალი, არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისთვის, არამედ იმისთვის, რომ საქართველომ ოფიციალურად კურსი შეიცვალა და ის სწორებას აკეთებს ბელორუსზე, ყირგიზეთზე, ტაჯიკეთზე. ეს იმ სიგნალსაც იძლევა, რომ საქართველო, საბოლოო ჯამში, ჩამოშორდება დასავლურ კურსს. ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომელიც ამ ნაბიჯს დგამს, ეს ნიშნავს, რომ ის ვა ბანკზე წავიდა. თუ ეს კანონი არ გაიწვიეს, ამით ხელისუფლება საბოლოო ჯამში დიქტატურას, რეპრესიულ პოლიტიკურ დღის წესრიგს დაამყარებს, ან ისინი ამას ვერ შეძლებენ და ხელისუფლება შეიცვლება. მათ თავად აწიეს დონე აქამდე, რომელიც მანამდე არ იყო - რამდენიმე თვის წინ ღიად ვფიქრობდი იმასაც, რომ რაღაც მომენტში მოქმედი ხელისუფლება არჩევნებს მოიგებდა, თან - პირწმინდად. ახლა იმას ვფიქრობ, საერთოდ მივლენ თუ არა არჩევნებამდე. ეს ყველაფერი მოულოდნელად თვითონ დააყენეს დღის წესრიგში. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ ამ კანონის შემოტანა მათი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ეს ორ ვარიანტზე მიანიშნებს: მათ ან რეალობის აღქმა აქვთ დაკარგული, ჰგონიათ, რომ ყველაფერი მათ ხელშია და ამას მართლა ვიღაცები მოუწონებდნენ, ან ღიად მეორე ვარიანტია - მათ ამ ყველაფრის განხორციელებას რუსეთი კარნახობს... ან სახედაკარგულებს თვითონ სჯერათ, რომ ეს კანონი მათ ძალაუფლებას განამტკიცებდა.

ესენი თუ კანონს არ გაიწვევენ, ყველა სცენარი შეიძლება განიხილებოდეს. შესაძლოა, მათ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ხისტი ძალა გამოიყენონ, რომელიც ზოგადად, უზარმაზარ რისკთან არის დაკავშირებული და ამას ყველა ხელისუფლება ერიდება ხოლმე. მაგრამ თუკი ამათ შეძლეს და ხისტი ძალების გამოყენებით ჩაახშეს დემონსტრაციები, ეს საბოლოო ჯამში დემოკრატიულ ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ დააყენებს - სახალხო ლეგიტიმაცია მათ აღარ ექნებათ, ამასთანავე, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო გახდება პრორუსული კურსის მქონე ძალადობრივი სახელმწიფო, სადაც როგორც ფეოდალიზმში, ერთი ადამიანი წარმართავს ყველაფერს. ამ ყველაფრის მოხდენის შანსი არსებობს, ეს არ არის შორეული და დისტანციური რაღაც, ვნახოთ, ჯერჯერობით სურათი ისეთია, რომ ერთ მხარეს დგას საქართველოს ხელისუფლება აქციაზე იძულებით ჩამოყვანილი ადამიანებით, რუსეთის ხელისუფლების პოლიტელიტის წარმომადგენლებით და მეორე მხარეს დგას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ახალგაზრდობა, საერთაშორისო მედია, საქართველოს მოკავშირეები.

რაც შეეხება რუსეთის პროცესებში ჩარევას, ის დიდ ომშია ჩართული. მას თუ აქ ღრმად შემოსვლა უნდა, ის საქართველოს ტერიტორიაზე ისედაც შემოსულია, ვხედავთ, სად დგანან და კიდევ უფრო წინ წამოსვლა თუ უნდათ, ამას ისედაც გააკეთებენ. მაგრამ ახლა რუსეთს რთული ვითარება აქვს. შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებას მართლა სჯეროდეს, რომ რუსეთი უძლეველი ძალაა, სინამდვილეში უძლეველი ძალები, უბრალოდ, არ არსებობენ.

ხელისუფლებას თუ წინა თვეს, მარტში 5-ბალიანი შკალით 4-ს მაინც დაუწერდნენ, ახლა მან დასავლეთის მიმართ ისეთი ხისტი დამოკიდებულება გამოავლინა, შესაძლოა მივიღოთ პერსონალური სანქციები მათ ფინანსებთან, გადაადგილებასთან, ქონებასთან ა.შ. დაკავშირებით. ეს არ არის პირველი მსოფლიოში, ეს ვიხილეთ მოლდოვაშიც, ბელარუსშიც, სადაც დასავლეთის მხრიდან ერთნაირი მეთოდი იყო - ხანგრძლივი დროით მოთმინება და დაკვირვება, საბოლოო ჯამში გადაიდგა სანქცირების ნაბიჯები და ისინი გამოცხადებულ იქნებ პერსონა ნონ გრატად. ამ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი რამ აქვს დასაკარგი იმიტომ, რომ მათი მთელი ქონება, ჯანმრთელობა, მოგზაურობა და სხვ. ევროპასთან არის დაკავშირებული, მუდმივად იქ დადიან და ბევრს კარგავენ. ამიტომ უცნაურ მოვლენას ვადევნებთ თვალს, რაც მაფიქრებინებს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების სურვილი კი არა, შეიძლება უფრო მეტად რუსეთის მხრიდან დავალება იყოს, რომელსაც ასრულებენ. დარწმუნებული ვარ, აქ არის პერსონალური მუქარები კრემლის მხრიდან. ზოგადად, რუსეთს ახასიათებს ასეთი მუქარები. საქართველოს ხელისუფლებას თუკი მართლა ტყვედ ჰყავს აყვანილი რუსეთის ხელისუფლებას და თუ მას არ სურს რუსულ თამაშს აჰყვეს, გამოვიდეს და თქვას, რომ ისინი რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან და დახმარება სთხოვონ საკუთარ მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, ის ასიათასობით ადამიანი, რომელიც ქუჩაში დგას, ხელისუფლებას მხარს დაუჭერს, რომ გამოიხსნას რუსული ტყვეობიდან.

მარტის ბოლოს პოლიტიკური დღის წესრიგი იყო სრულიად მკვდარი, პირიქით, იყო იმის განცდა, რომ ხელისუფლება იქნებოდა სუპერ მოწოდების სიმაღლეზე, მალე მთელი ქვეყანა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატით იცხოვრებდა... როდესაც ეს რუსული კანონპროექტი შემოაბრუნეს, ამ ყველაფრის ერთიანად ნგრევა მოხდა. ვფიქრობ, ეს თავად "ოცნებაში“ არ ჰქონდათ დაგეგმილი, მათი განცხადებები დეკემბერ-იანვარში იყო იმ პათოსით, რა სისულელეა, ამ კანონს არ შემოვაბრუნებთო და ახლა ხდება მისი შემობრუნება. სავარაუდოდ, ეს საქართველოს ხელისუფლებას არც არაფერში აწყობდა. თუკი ეს კანონი რამეში სჭირდებოდა, ხელისუფლება ამას არჩევნების შემდეგ გააკეთებდა. არის მეორე ვარიანტი - ადამიანი როცა წლების განმავლობაში იმყოფება ხელისუფლებაში, რეალობის აღქმას კარგავს..

ხელისუფლებას ცოტა დროღა დარჩა იმ გაგებით, რომ ხალხი უფრო და უფრო უკმაყოფილო ხდება, საპროტესტო ტალღა უფრო ზვირთდება, ხელისუფლების მიმართ მკაცრი ხდება და არა მარტო ნეიტრალური ამომრჩეველი, "ოცნების“ მომხრეების ნაწილიც ხვდება, რომ ერთ მხარეს დგას ახალგაზრდობა, მათი მეგობრები, ნაცნობები, ისინი, ვისაც ასევე მოღალატეებად აცხადებს ახალგაზრდობა. რთულია, როცა მოღალატეს გიწოდებენ და თან საფუძვლიანი ეჭვის გამო. როდესაც რუსეთის გამო ხალხს სცემენ და მერე ამ ყველაფერს უწონებ ხელისუფლებას, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პრორუსულ მოღალატეობრივ პოლიტიკაზე მიანიშნებს, ამიტომაც ვიმეორებ, დღეს ძალიან რთულია, იყო "ოცნების“ მხარდამჭერი...

ვხედავთ, ამ კანონთან დაკავშირებით ახალგაზრდობას გაცნობიერებული აქვს რა შესაძლო საფრთხეები არსებობს. "ღირსებით ევროპისკენ“, "მამული, ენა სარწმუნოება“ და სხვა ცარიელი სიტყვები არავის სჯერა, ამ ფრაზების უკან არაფერი დგას. ეს ლოზუნგები მართლა ხომ არ ეფუძნება ევროპისკენ წასვლას? ის ცარიელია, ამიტომ არ გამოვრიცხავ მალე ისეთი რაღაცები შემოაგდონ, როგორიცაა: თუ რუსეთთან ახლოს ვიქნებით, აფხაზეთს ვიბრუნებთ, აფხაზები მოლაპარაკების მაგიდასთან გვიჯდებიანო... შეიძლება ეს ცარიელი პროპაგანდა ვიხილოთ, მაგრამ რუსეთმა ერთი მოლდოვას დაუბრუნა ოკუპირებული დნესტრისპირეთი და მეორე, საქართველოს დაუბრუნებს რამეს. ჰიპოთეზურადაც კი გამორიცხულია, ვინმე რაიმე მოლაპარაკებაზე წამოვიდეს, ეს მხოლოდ პროპაგანდა იქნება, ვინ რისი გამკეთებელია? რუსეთის მიერ ამის პრეცედენტი არ არსებობს - პრეზიდენტ იგორ დოდონის პერიოდში მოლდოვა ბოლომდე გაუწვა, დაუჩოქა რუსეთს, მზად ვარ შენი ვიყოო, მაგრამ საერთოდ არაფერი შეცვლილა. რუსეთის მიდგომა სხვანაირია, ის რაც მეტ სისუსტეს ხედავს, უფრო მეტად სჯერა, რომ სწორ გზაზე დგას. რუსეთი არ არის რაღაც რაციონალური ძალა, ის არის ემოციებზე დაფუძნებული იმპერია, რომელსაც ღრმად აქვს ჩამჯდარი იმპერიასთან დაკავშირებული ტრავმა და ფიქრობს, რომ ყველაზე კარგი პოლიტიკაა, როცა სჯის... რასაც ახლა ვხედავთ, ეს ყველაფერი არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელში ჩაგდების უგუნური მცდელობა. მათ ამის შესაძლებლობა არჩევნების შემდეგ ჰქონდათ, მაგრამ რუსეთმა იჩქარა არჩევნებამდე საქართველოში ამ კანონის მიღება, ჩათვალა, რომ უკრაინაში ომს იგებს და შეუძლია ყველგან, სადაც მას მოუნდება, ათამაშოს კუნთები, რაშიც ძალიან, ძალიან ცდება...

იხილეთ ასევე:

Ambebi.ge-ს განცხადება:

ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ambebi.ge -ს კომენტარების განყოფილება ტროლ-ბოტების შტურმის სამიზნე გახდა, ამიტომაც დროებით ვთიშავთ კომენტარების ფუნქციას ჩვენს საიტზე. დროებითი შეზღუდვისთვის ბოდიშს ვუხდით პატიოსან მკითხველს, ვისაც ambebi-ge -ს საშუალებით სურს აზრის გამოთქმა.