სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღშფოთებული ვარ პოლიციის ძალადობით...ირაკლი კობახიძე, გაიწვიე ეს კანონი" - მწვავე გამოხმაურებები ევროპარლამენტიდან და გერმანიის პარლამენტიდან
"აღშფოთებული ვარ პოლიციის ძალადობით...ირაკლი კობახიძე, გაიწვიე ეს კანონი" - მწვავე გამოხმაურებები ევროპარლამენტიდან და გერმანიის პარლამენტიდან

"სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვე­ყა­ნაა და მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ვუ­წო­დებ, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, ჯო­ზეფ ბო­რე­ლი აცხა­დებს.

„მე მკაც­რად ვგმობ ძა­ლა­დო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მონ­სტრან­ტე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მშვი­დო­ბი­ან დე­მონ­სტრა­ცი­ას ახ­დენ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვე­ყა­ნაა და მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ვუ­წო­დებ, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს, მისი ჩახ­შო­ბის­თვის ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია“, - წერს ჯო­ზეფ ბო­რე­ლი X-ზე.

  • "ჩვენ ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზე უნდა ვი­სა­უბ­როთ", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა, ვი­ო­ლა ფონ კრა­მონ­მა POLITICO-ს გა­ნუ­ცხა­და.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დე­მონ­სტრან­ტე­ბის და­საშ­ლე­ლად წყლის ჭავ­ლი გა­მო­ი­ყე­ნა. სპეც­რაზმმა ხალ­ხს გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე რამ­დენ­ჯერ­მე შე­უ­ტია. ათო­ბით ადა­მი­ანს სცე­მეს და უკან და­ა­ხე­ვი­ნეს. ქა­ოსს, იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც დე­მონ­სტრან­ტე­ბი იდ­გნენ, ცრემლსა­დე­ნი გაზი და­ე­მა­ტა.

მა­შინ რო­დე­საც სპეც­რაზ­მი თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბის გაწ­მენ­დას აგ­რძე­ლებ­და, გერ­მა­ნელ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის წევ­რმა, ვი­ო­ლა ფონ კრა­მონ­მა სა­მე­ზობ­ლო­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კო­მი­სი­ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, ხერტ იან კო­ოპ­მანს, მო­უ­წო­და, რომ დე­მონ­სტრან­ტე­ბის დარ­ბე­ვის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან მკაც­რი პო­ზი­ცია და­ი­ჭი­როს“, - წერს POLITICO.

"მან უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ იქ­ნე­ბა. ყვე­ლა კრი­ტე­რი­უ­მი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს, არ დაკ­მა­ყო­ფილ­და და ეს ახა­ლი ეს­კა­ლა­ცია ყვე­ლა იმ სა­მო­ქა­ლა­ქო სტან­დარტს აშ­კა­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. ჩვენ ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზე უნდა ვი­სა­უბ­როთ“, - გა­ნა­ცხა­და ვი­ო­ლა ფონ კრა­მონ­მა.

  • "აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვარ, თბი­ლის­ში, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ცი­ის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბით, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი, მი­რი­ამ ლექსმა­ნი სპეც­რაზ­მის მიერ დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას.

„აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვარ, თბი­ლის­ში, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ცი­ის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბით. ეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო არ არის. სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვის ნაც­ვლად, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ძა­ბუ­ლო­ბა­სა და პო­ლა­რი­ზა­ცი­ას ამ­წვა­ვებს და სა­ქარ­თვე­ლო რუ­სუ­ლი სტი­ლის ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის­კენ მიჰ­ყავს“, - წერს მი­რი­ამ ლექსმა­ნი X-ზე.

  • "ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, გა­იწ­ვიე „უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის“ შე­სა­ხებ კა­ნო­ნი" - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის (ბუნ­დეს­ტა­გი) სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მა­იკლ როთი აცხა­დებს.

"ძვირ­ფა­სო ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, შენი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის ქუ­ჩებ­ში მშვი­დო­ბი­ან დე­მონ­სტრა­ცი­ებს აწყო­ბენ, ძა­ლა­დო­ბა სას­წრა­ფოდ შე­წყვი­ტე. გა­იწ­ვიე „უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის“ შე­სა­ხებ კა­ნო­ნი. არ გა­ა­ნად­გუ­რო სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი, რო­მე­ლიც ევ­რო­პის გულ­შია!“ - წერს მა­იკლ როთი X-ზე.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხერტ იან კო­ოპ­მან­სი სა­ქარ­თვე­ლოს 1-2 მა­ისს ეწ­ვე­ვა.

ავტორი:

"აღშფოთებული ვარ პოლიციის ძალადობით...ირაკლი კობახიძე, გაიწვიე ეს კანონი" - მწვავე გამოხმაურებები ევროპარლამენტიდან და გერმანიის პარლამენტიდან

"აღშფოთებული ვარ პოლიციის ძალადობით...ირაკლი კობახიძე, გაიწვიე ეს კანონი" - მწვავე გამოხმაურებები ევროპარლამენტიდან და გერმანიის პარლამენტიდან

"საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს.

„მე მკაცრად ვგმობ ძალადობას საქართველოში დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ მშვიდობიან დემონსტრაციას ახდენდნენ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს, მისი ჩახშობისთვის ძალის გამოყენება მიუღებელია“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.

  • "ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უნდა ვისაუბროთ", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა POLITICO-ს განუცხადა.

"ხელისუფლებამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. სპეცრაზმმა ხალხს გაფრთხილების გარეშე რამდენჯერმე შეუტია. ათობით ადამიანს სცემეს და უკან დაახევინეს. ქაოსს, იმ ადგილებში, სადაც დემონსტრანტები იდგნენ, ცრემლსადენი გაზი დაემატა.

მაშინ როდესაც სპეცრაზმი თბილისის ცენტრალური ქუჩების გაწმენდას აგრძელებდა, გერმანელმა ევროპარლამენტარმა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორს, ხერტ იან კოოპმანს, მოუწოდა, რომ დემონსტრანტების დარბევის შემდეგ საქართველოს მთავრობასთან მკაცრი პოზიცია დაიჭიროს“, - წერს POLITICO.

"მან უნდა გამოაცხადოს, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა არ იქნება. ყველა კრიტერიუმი, რომელსაც საქართველო უნდა აკმაყოფილებდეს, არ დაკმაყოფილდა და ეს ახალი ესკალაცია ყველა იმ სამოქალაქო სტანდარტს აშკარად ეწინააღმდეგება, რომელსაც საქართველო უნდა აკმაყოფილებდეს. ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უნდა ვისაუბროთ“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

  • "აღშფოთებული ვარ, თბილისში, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალადობის ამსახველი კადრებით, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

„აღშფოთებული ვარ, თბილისში, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალადობის ამსახველი კადრებით. ეს სამართალდამცავი ორგანო არ არის. სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაძაბულობასა და პოლარიზაციას ამწვავებს და საქართველო რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს“, - წერს მირიამ ლექსმანი X-ზე.

  • "ირაკლი კობახიძე, გაიწვიე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი" - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგი) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი აცხადებს.

"ძვირფასო ირაკლი კობახიძე, შენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის ქუჩებში მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობენ, ძალადობა სასწრაფოდ შეწყვიტე. გაიწვიე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი. არ გაანადგურო საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის გულშია!“ - წერს მაიკლ როთი X-ზე.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ხერტ იან კოოპმანსი საქართველოს 1-2 მაისს ეწვევა.