პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უჩვეულო ამბავი გადამხდა აქციაზე და უნდა მოვყვე... წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს" - რას წერს მოქალაქე?
"უჩვეულო ამბავი გადამხდა აქციაზე და უნდა მოვყვე... წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს" - რას წერს მოქალაქე?

წუ­ხან­დე­ლი აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე რობი ზა­რი­ძე უმ­ძი­მეს ღა­მეს იხ­სე­ნებს, როცა სპეც­რაზ­მის ალ­ყა­ში მო­ექ­ცა. ამ­ბობს, რომ წა­არ­თვეს ჩან­თა, გა­და­უგ­რი­ხეს ხე­ლე­ბი და წა­იყ­ვა­ნეს ე.წ. ფურ­გუნ­ში, სა­დაც უკა­ნო­ნოდ ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. მა­ნამ­დე კი მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

"უჩ­ვე­უ­ლო ამ­ბა­ვი გა­დამ­ხდა დღე­ვან­დელ აქ­ცი­ა­ზე და უნდა მოვ­ყვე. ცოტა ეჭვი მე­პა­რე­ბო­და, სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ ხალ­ხი რა­ტომ უნდა და­ა­კა­ვონ და სცე­მონ–მეთ­ქი, ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ.. წა­მებ­ში გა­მი­კე­თეს წრე, შე­მათ­რი­ეს კორ­დო­ნის შიგ­ნით და გა­და­მი­ა­რეს. არა­ფერს ვა­კე­თებ­დი. კე­დელს ვი­ყა­ვი აყუ­დე­ბუ­ლი და ცალ ფეხს ვას­ვე­ნებ­დი.

– რა რის გამო გცემთ ბიჭო, გკლავ­დნენ და გა­და­გარ­ჩი­ნე­თო –მე­უბ­ნე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლი (ან მე­თა­უ­რი), რო­მელ­მაც სპეც­რაზ­მე­ლებს უთხრა, კაი ეყო­ფაო და თვი­თო­ნაც მო­მა­ყო­ლა ერთი ორი წიხ­ლი. წა­მარ­თვეს ჩან­თა, გა­და­მიგ­რი­ხეს ხე­ლე­ბი და წა­მათ­რი­ეს ფურ­გუნ­ში. უკა­ნო­ნოდ ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და აყურ­ყუ­ტებ­დნენ იქ. ყვე­ლა ნა­ცე­მი იყო. სრუ­ლი კოშ­მა­რი ხდე­ბო­და.ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დე, ყვე­ლა შე­საძ­ლო კი­თხვა და­ვუს­ვი, რაც შე­იძ­ლე­ბო­და იმ მო­მენ­ტში გამ­ჩე­ნო­და და ერ­თა­დერ­თმა რა­მემ გაჭ­რა.

მა­ნამ­დეც ბევ­რჯერ ვახ­სე­ნე, ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ მეთ­ქი მაგ­რამ არ მი­უქ­ცე­ვი­ათ ყუ­რა­დღე­ბა. რომ ვუ­თხა­რი, პრეს­კარ­ტას გაჩ­ვე­ნებთ მეთ­ქი – იმან იმას გა­და­უ­ლა­პა­რა­კა,მერე "ის" მო­ვი­და, შე­მო­ი­ხე­და. ცო­ტა­თი და­ფა­ცურ­დნენ, ეგ გად­მო­იყ­ვა­ნე­თო, ვი­ღა­ცამ შე­მოს­ძა­ხა. დატ­რი­ალ­დნენ, მიდ­გნენ–მოდ­გე­ნენ და გა­და­წყვი­ტეს პატ­რუ­ლის­თვის ჩა­ვე­ბა­რე­ბი­ნე. ორმა ფორ­მი­ან­მა ჩა­მო­მიყ­ვა­ნა ფურ­გო­ნი­დან და და­მა­ტა­რებ­დნენ ამ პარ­ლა­მენ­ტთან, წინ – უკან. წინ –უკან.

–ე, ბიჭო უთხა­რი იმათ რა ვუ­ყოთ ამას.

–პატ­რულს ჩა­ა­ბა­რეთ, რა უნდა უყოთ

–არაა პატ­რუ­ლი (მთლი­ა­ნად პო­ლი­ცი­ის და სპეც­რაზ­მის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვართ. არც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბაა, არც პატ­რუ­ლი)კი­დევ ბევ­რი ახალ­გაზ­რდა ბიჭი იდგა, ალ­ბათ რე­ზერვში, და­დი­ოდ­ნენ პე­რი­მეტრზე, ბირ­ჟა­ობ­დნენ ვი­საც კი მივ­წვდი, ყვე­ლას ვე­ლა­პა­რა­კე. დაბ­ნე­უ­ლი სა­ხე­ე­ბი ჰქონ­დათ. ვერ გა­ე­გოთ, რატო და­მა­ტა­რებ­და ეს ორი კაცი წინ და უკან. ალ­ბათ ისაც ვერ გა­ე­გოთ, რა ხდე­ბო­და სა­ერ­თოდ და რა­ტომ უბ­რძა­ნებ­დნენ ბა­ტო­ნე­ბი ჯა­ლა­თო­ბას.

– ე ბიჭო მალე ქე­ნით რა, სად წა­ვიყ­ვა­ნოთ ეს? ბო­ლოს მო­დის პო­ლი­ცი­ის ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი სუს­ტი გა­ბღენ­ძი­ლი კაცი. ირო­ნი­უ­ლი ღი­მი­ლით.

– გა­გი­მარ­თლა, ახლა წა­იყ­ვა­ნეთ აქე­დან და გა­უშ­ვით. ქა­შუ­ე­თის ჩა­სახ­ვევ­თან მი­მიყ­ვა­ნეს და, რა თქმა უნდა, ვე­რა­ფერს გავ­ხდი. ტე­ლე­ფო­ნი და­მიბ­რუ­ნეს. ეკ­რა­ნი ჩამ­ტვრე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა. პი­რი­დან სის­ხლი გამ­დი­ო­და, ფე­ხებ­საც ძლივს მი­ვათ­რევ­დი. ქაშ­ვეთს ჩა­ვუ­ა­რე და სას­წრა­ფოს მან­ქა­ნას­თან გავ­ჩერ­დი.

აი ის, კორ­დო­ნებს მიღ­მა ტე­რი­ტო­რია, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი გა­ვა­ტა­რე – დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ბო­ლო იყო ჩემ­თვის. სა­დაც არც სი­ტყვა ჭრის, არც კა­ნო­ნი. იქ მხო­ლოდ ძა­ლა­უფ­ლე­ბას ჩა­ბღა­უ­ჭე­ბუ­ლი კა­ცუ­ნე­ბის უსას­რუ­ლო იერ­არ­ქი­აა და ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს იკად­რებს თა­ვი­სი ბა­ტო­ნის­თვის.მე არ მინ­და ასეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა და მე – მარ­ტო არ ვარ. ვერ დაგ­ვა­ჯე­რებთ რომ თეთ­რი შა­ვია და შავი თეთ­რი და ვერც იმას, რომ ქვე­ყა­ნას რუ­სე­თის­თვის ჩა­სა­ბა­რებ­ლად არ იმე­ტებთ.

ხან­და­ხან მარ­თლა ვფიქ­რობ, რომ აზრი არ აქვს და ვინც სულ ასე ფიქ­რობთ, გა­გა­ხა­რებთ და გე­ტყვით, რომ მასე გა­ყო­ლით, აზრი არა­ფერს აქვს.ბი­ძი­ნას იმ­პე­რი­აც და­ინ­გრე­ვა, პუ­ტი­ნი­საც, ამა­თი საყ­ვა­რე­ლი "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­აც" ჩა­მო­იშ­ლე­ბა და "ოზი­მა­ნი­დას" პე­დეს­ტა­ლი­ღა თუ დარ­ჩე­ბა მარ­ტო. სად­მე, გაშ­ლილ უდაბ­ნო­ში, მაგ­რამ,მოდი, დღეს რაც შეგ­ვიძ­ლია, გა­ვა­კე­თოთ და რო­გორ ქვე­ყა­ნა­შიც გვინ­და ცხოვ­რე­ბა, ისე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვიბ­რძო­ლოთ. სულ ცო­ტა­თი მა­ინც, რა­ღაც ვქნათ. ჩვე­ნი აზ­რის გა­მო­ხატ­ვით მა­ინც" - წერს ის.

ამ დრო­ის­თვის რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აღ­დგე­ნი­ლია სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბა.

  • რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე დარ­ჩე­ნილ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბაც იყო. და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მო­თხოვ­ნა, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ. პო­ლი­ცი­ამ აქ­ცი­ის ერთი მო­ნა­წი­ლე, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­კა­ა­ვა.

პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აქ­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე კვლავ რჩე­ბა.

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი ამ დრო­ის­თვის სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია. რო­გორც სპეც­რაზ­მი, ისე სხვა სა­პო­ლი­ციო და­ნა­ყო­ფე­ბი პარ­ლა­მენ­ტის ტე­რი­ტო­რი­ი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის წინ გა­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს აქ­ცია დღეს, 12:00 სა­ა­თი­დან კვლავ გა­ი­მარ­თე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტთან "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დაშ­ლა და­ახ­ლო­ე­ბით 21:30 სა­ა­თი­დან და­ი­წყო. სპეც­რაზმმა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ე.წ. წი­წა­კის სპრეი, წყლის ჭავ­ლი და ცრემლსა­დე­ნი გაზი არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნა. და­შავ­და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თაც პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა სას­წრა­ფოს ბრი­გა­დებ­მა ად­გილ­ზე­ვე აღ­მო­უ­ჩი­ნეს. აქ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას არა­ერ­თი მო­მი­ტინ­გეც და­ა­კა­ვეს.

ავტორი:

"უჩვეულო ამბავი გადამხდა აქციაზე და უნდა მოვყვე... წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს" - რას წერს მოქალაქე?

"უჩვეულო ამბავი გადამხდა აქციაზე და უნდა მოვყვე... წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს" - რას წერს მოქალაქე?

წუხანდელი აქციის ერთ-ერთი მონაწილე რობი ზარიძე უმძიმეს ღამეს იხსენებს, როცა სპეცრაზმის ალყაში მოექცა. ამბობს, რომ წაართვეს ჩანთა, გადაუგრიხეს ხელები და წაიყვანეს ე.წ. ფურგუნში, სადაც უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული ადამიანები. მანამდე კი მისი ინფორმაციით, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"უჩვეულო ამბავი გადამხდა დღევანდელ აქციაზე და უნდა მოვყვე. ცოტა ეჭვი მეპარებოდა, სრულიად უმიზეზოდ ხალხი რატომ უნდა დააკავონ და სცემონ–მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ.. წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს. არაფერს ვაკეთებდი. კედელს ვიყავი აყუდებული და ცალ ფეხს ვასვენებდი.

– რა რის გამო გცემთ ბიჭო, გკლავდნენ და გადაგარჩინეთო –მეუბნება პოლიციელი (ან მეთაური), რომელმაც სპეცრაზმელებს უთხრა, კაი ეყოფაო და თვითონაც მომაყოლა ერთი ორი წიხლი. წამართვეს ჩანთა, გადამიგრიხეს ხელები და წამათრიეს ფურგუნში. უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული ადამიანები და აყურყუტებდნენ იქ. ყველა ნაცემი იყო. სრული კოშმარი ხდებოდა.ყველაფერი ვცადე, ყველა შესაძლო კითხვა დავუსვი, რაც შეიძლებოდა იმ მომენტში გამჩენოდა და ერთადერთმა რამემ გაჭრა.

მანამდეც ბევრჯერ ვახსენე, ჟურნალისტი ვარ მეთქი მაგრამ არ მიუქცევიათ ყურადღება. რომ ვუთხარი, პრესკარტას გაჩვენებთ მეთქი – იმან იმას გადაულაპარაკა,მერე "ის" მოვიდა, შემოიხედა. ცოტათი დაფაცურდნენ, ეგ გადმოიყვანეთო, ვიღაცამ შემოსძახა. დატრიალდნენ, მიდგნენ–მოდგენენ და გადაწყვიტეს პატრულისთვის ჩავებარებინე. ორმა ფორმიანმა ჩამომიყვანა ფურგონიდან და დამატარებდნენ ამ პარლამენტთან, წინ – უკან. წინ –უკან.

–ე, ბიჭო უთხარი იმათ რა ვუყოთ ამას.

–პატრულს ჩააბარეთ, რა უნდა უყოთ

–არაა პატრული (მთლიანად პოლიციის და სპეცრაზმის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვართ. არც სასწრაფო დახმარებაა, არც პატრული)კიდევ ბევრი ახალგაზრდა ბიჭი იდგა, ალბათ რეზერვში, დადიოდნენ პერიმეტრზე, ბირჟაობდნენ ვისაც კი მივწვდი, ყველას ველაპარაკე. დაბნეული სახეები ჰქონდათ. ვერ გაეგოთ, რატო დამატარებდა ეს ორი კაცი წინ და უკან. ალბათ ისაც ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა საერთოდ და რატომ უბრძანებდნენ ბატონები ჯალათობას.

– ე ბიჭო მალე ქენით რა, სად წავიყვანოთ ეს? ბოლოს მოდის პოლიციის ფორმაში ჩაცმული სუსტი გაბღენძილი კაცი. ირონიული ღიმილით.

– გაგიმართლა, ახლა წაიყვანეთ აქედან და გაუშვით. ქაშუეთის ჩასახვევთან მიმიყვანეს და, რა თქმა უნდა, ვერაფერს გავხდი. ტელეფონი დამიბრუნეს. ეკრანი ჩამტვრეული აღმოჩნდა. პირიდან სისხლი გამდიოდა, ფეხებსაც ძლივს მივათრევდი. ქაშვეთს ჩავუარე და სასწრაფოს მანქანასთან გავჩერდი.

აი ის, კორდონებს მიღმა ტერიტორია, სადაც დაახლოებით ნახევარი საათი გავატარე – დღევანდელი საქართველოს სიმბოლო იყო ჩემთვის. სადაც არც სიტყვა ჭრის, არც კანონი. იქ მხოლოდ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული კაცუნების უსასრულო იერარქიაა და ყველა ყველაფერს იკადრებს თავისი ბატონისთვის.მე არ მინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება და მე – მარტო არ ვარ. ვერ დაგვაჯერებთ რომ თეთრი შავია და შავი თეთრი და ვერც იმას, რომ ქვეყანას რუსეთისთვის ჩასაბარებლად არ იმეტებთ.

ხანდახან მართლა ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს და ვინც სულ ასე ფიქრობთ, გაგახარებთ და გეტყვით, რომ მასე გაყოლით, აზრი არაფერს აქვს.ბიძინას იმპერიაც დაინგრევა, პუტინისაც, ამათი საყვარელი "გლობალური ომის პარტიაც" ჩამოიშლება და "ოზიმანიდას" პედესტალიღა თუ დარჩება მარტო. სადმე, გაშლილ უდაბნოში, მაგრამ,მოდი, დღეს რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ და როგორ ქვეყანაშიც გვინდა ცხოვრება, ისეთი საქართველოსთვის ვიბრძოლოთ. სულ ცოტათი მაინც, რაღაც ვქნათ. ჩვენი აზრის გამოხატვით მაინც" - წერს ის.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე აღდგენილია სატრანსპორტო მოძრაობა.

  • რუსთაველის გამზირზე დარჩენილ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც იყო. დაპირისპირების მიზეზი გახდა სამართალდამცავების მოთხოვნა, რომ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ. პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე, სავარაუდოდ, დაკაავა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის რამდენიმე მონაწილე კვლავ რჩება.

რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის საპოლიციო ძალებისგან თავისუფალია. როგორც სპეცრაზმი, ისე სხვა საპოლიციო დანაყოფები პარლამენტის ტერიტორიიდან დაახლოებით ერთი საათის წინ გაიყვანეს. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს აქცია დღეს, 12:00 საათიდან კვლავ გაიმართება.

პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების დაშლა დაახლოებით 21:30 საათიდან დაიწყო. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ 6 საათის განმავლობაში ე.წ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი არაერთხელ გამოიყენა. დაშავდა ათეულობით ადამიანი, რომელთაც პირველადი დახმარება სასწრაფოს ბრიგადებმა ადგილზევე აღმოუჩინეს. აქციის მსვლელობისას არაერთი მომიტინგეც დააკავეს.