სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ?
რა ხდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ?

პარ­ლა­მენ­ტში, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მე­ო­რე მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

"სა­კი­თხი პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის დღის წეს­რიგ­ში ასა­ხუ­ლია. რო­გორც სე­სი­ა­ზე ით­ქვა, გან­ხილ­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა, რა პრო­ცე­სიც ორი-სამი დღე შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს", - გა­ნა­ცხა­და უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

მისი გან­ცხა­დე­ბით, მათ არ­სად ეჩ­ქა­რე­ბათ.

“არ­სად გვეჩ­ქა­რე­ბა! ორი თუ სამი დღე - რამ­დე­ნიც არ უნდა დას­ჭირ­დეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, მუხ­ლობ­რი­ვად მივ­ყვეთ. გუნ­დის სა­ხე­ლით გე­უბ­ნე­ბით, არ­სად არ ვიჩ­ქა­რებთ. გან­ხილ­ვას შე­იძ­ლე­ბა სამი დღეც დას­ჭირ­დეს, მაგ­რამ არ­სად არ გვეჩ­ქა­რე­ბა და რამ­დე­ნი დღეც დას­ჭირ­დე­ბა, პრობ­ლე­მა არ არის ვი­მუ­შა­ოთ დე­ტა­ლუ­რად - კი­დევ ერთხელ და­ვე­ლო­დე­ბით, რუ­სუ­ლი ან ცუდი რა არის. იქ­ნებ რო­მე­ლი­ღა­ცამ რა­ღაც­ნა­ი­რად ამოთ­ქვათ!“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე.

  • თქვენ ხართ დას­რუ­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, გუ­შინ ეს დას­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და, გა­ფორმ­დე­ბა არ­ჩევ­ნებ­ზე, - ამის შე­სა­ხებ "ლე­ლოს“ ერთ-ერ­თმა წევ­რმა, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, შე­ში­ნე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის გა­უქ­მე­ბას, დიქ­ტა­ტუ­რის დამ­ყა­რე­ბას, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გა­უქ­მე­ბას და ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­ზე უა­რის თქმას ჰპირ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

"ვფიქ­რობ, გუ­შინ­დე­ლი დღე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან დღედ შევა ჩვე­ნი ქვეყ­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­ში. გუ­შინ ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, რომ ივა­ნიშ­ვილს და მის რუ­სულ რე­ჟიმს ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ნა­ი­რი მო­მა­ვა­ლი არ აქვს. არ აქვს მო­მა­ვა­ლი იმი­ტომ, რომ გუ­შინ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ბე­და და დად­გა იქ, სა­დაც ქარ­თვე­ლებ­მა სის­ხლი დაღ­ვა­რეს სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში. გა­მოგ­ვი­ცხა­და, რომ აპი­რებს პრო­ვინ­ცი­ულ ლუ­კა­შენ­კოდ გა­დაქ­ცე­ვას. აპი­რებს უარი თქვას ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფო­ზე. უარი თქვას ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­ზე. გუ­შინ ბევ­რი კო­მი­კუ­რი გა­მოს­ვლა ვი­ხი­ლეთ, მათ შო­რის ვი­ღაც ნორ­ჩი "ლე­ნი­ნე­ლე­ბი“ მო­გიგ­რო­ვე­ბი­ათ და გა­და­წყვი­ტეთ, რომ "ჯენ­ზის“ თა­ვი­სუ­ფალ თა­ო­ბას ნორ­ჩი "ლე­ნი­ნე­ლე­ბის“ ყალ­ბი პა­თე­ტი­კით რა­ღა­ცას გა­ა­გე­ბი­ნებ­დით. თქვენ ამ ხალ­ხის არ გეს­მით იმი­ტომ, რომ არ იცით, რა არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა, ვინც აქ სხედ­ხართ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მო­ნო­ბა­ში ხართ გა­ყი­დუ­ლი“, - მი­მარ­თა სა­მა­დაშ­ვილ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს.

მისი შე­ფა­სე­ბით, გუ­შინ­დელ შეკ­რე­ბა­ზე ყვე­ლა­ზე კო­მი­კუ­რი იყო თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გა­მოს­ვლა, რო­მელ­მაც მი­მარ­თა ხალ­ხს და უთხრა, რომ "თბი­ლი­სი აქ დგას".

"თბი­ლი­სი გუ­შინ არ იდგა, მაგ­რამ არც თბი­ლი­სი დად­გე­ბა, არც ქუ­თა­ი­სი, არც ბა­თუ­მი, არც თე­ლა­ვი დად­გე­ბა, არა­ვინ დად­გე­ბა მო­ღა­ლა­ტე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უკან“, - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

  • სხდო­მა­ზე ხა­ბე­იშ­ვილ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­მარ­თა, რომ მათი წამმ­ზო­მი ჩარ­თუ­ლია და ქარ­თველ ხალ­ხს ერთი სული აქვს, რო­დის მო­ი­შო­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან.

რო­გორც ხა­ბე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ძა­ლი­ან მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლი იყო გუ­შინ­დე­ლი დღე, როცა ნაც­ვლად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხალ­ხს პრობ­ლე­მებ­ზე და­ლა­პა­რა­კე­ბო­და, ფაქ­ტობ­რი­ვად დას­ცი­ნა.

"სად აქვს, სად იტევს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ხე­ლა ნე­გა­ტივს, ამ­ხე­ლა ბოღ­მას. რა­ტომ აკე­თებს ივა­ნიშ­ვი­ლი მუდ­მი­ვად იმას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ყოს. სად იყო ხალ­ხის პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი? სად იყო პო­ზი­ტი­ვი, სად იყო ერ­თო­ბა? მუდ­მი­ვად დამ­ცი­ნა­ვი სა­უ­ბა­რი: - ვი­ცო­დი, ამ კა­ნონს რომ შე­მო­ი­ტან­დნენ, ამას რა მოჰ­ყვე­ბა, მაგ­რამ ახლა მე ამ ახალ­გაზ­რდებს დავღ­ლი და მერე წელ­ში გა­დავ­ტე­ხავ! მა­ინც იმას გა­ვა­კე­თებ, რაც მინ­და! მე გე­ნი­ო­სი ვარო! - ამ ადა­მი­ანს მგო­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ცოტა არე­უ­ლი აქვს და თქვენს ად­გი­ლას, ამ კაცს მივ­ხე­დავ­დი.

მი­ლი­არ­დე­რი კაცი იმ ადა­მი­ა­ნე­ბით იყო გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ცალ-ცალი ფეხ­საც­მლით რომ მოხ­ვე­დით და ახლა მი­ლი­ო­ნე­რე­ბი ხართ - პე­დეს­ტალ­ზე იდე­ქით მი­ლი­ო­ნე­რე­ბი, გა­ლა­მა­ზე­ბულ-გა­სუ­ქე­ბუ­ლე­ბი, კარ­გად ნა­ჭამ-ნას­ვა­მი და ქვე­მოთ იდგა ხალ­ხი, რო­მელ­საც 300, 400, 500 ლარ­ზე ამუ­შა­ვებთ. ეს ავ­ტო­ბუ­სე­ბი ამ ხალ­ხს და­უ­ქი­რა­ვეთ იმი­ტომ, რომ თა­ვად­ვე იცით, რომ მათ თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა მარ­თლაც რომ უნ­დო­დეთ, გზის ფუ­ლიც არა აქვთ რომ ბა­თუ­მი­დან, ზუგ­დიდ­თან და სხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ.

გა­და­ას­წა­რით ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას, გა­და­ას­წა­რით რუ­სეთს“, - მი­მარ­თა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რებს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

"გუ­შინ ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იხი­ლა სცე­ნა­ზე ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის წინ სა­ხელ­და­ხე­ლოდ ხე­ლოვ­ნუ­რად ჰყავ­დათ პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ ტაში და­ეკ­რათ; მე ვი­ხი­ლე სუს­ტი, უფე­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, რა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს; მე ვი­ხი­ლე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც იკად­რა, თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რი, მი­ლი­არ­დე­რი ადა­მი­ა­ნი ჩა­უ­ყე­ნა ამ გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ, მარ­თლა კა­პი­კებ­ზე მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს წინ",- ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის“ წევ­რმა, დე­პუ­ტატ­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის თქმით, მან გუ­შინ თა­ვად გა­ი­ა­რა აქ­ცი­ა­ზე და ნახა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც არ იცოდ­ნენ, რა მიზ­ნით ჩა­მო­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, ჩვენს თავ­დაც­ვის ძა­ლებს მი­ვუ­ლო­ცო დღე­ვან­დე­ლი დღე. ისი­ნი არი­ან ჩვე­ნი მთლი­ა­ნო­ბის, ერ­თო­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­რან­ტი და ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რე­ბენ სა­უ­კე­თე­სოს და იმ­სა­ხუ­რე­ბენ დე­მოკ­რა­ტი­ულ, ერ­თი­ან, ევ­რო­პულ და რაც მთა­ვა­რია, პატ­რი­ო­ტულ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბას. აი, ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი ნამ­დვი­ლად არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ჩვენ ვი­ხი­ლეთ გუ­შინ იმ მო­წყო­ბილ სცე­ნა­ზე, რო­მელ­საც მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იცავ­და პო­ლი­ცია და შემ­დეგ თქვენს სა­კუ­თარ მო­წყო­ბილ სცე­ნას, კი­ნო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რით ამოწ­მებ­დით, იმი­ტომ, რომ თქვენ­სა­ვე პო­ლი­ცი­ას არ ენ­დო­ბო­დით. მე გა­ვი­ა­რე გუ­შინ ამ ხალ­ხში, თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, შე­მო­ფარ­გლულ ად­გი­ლას რომ იყა­ვით და სცე­ნა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უკან ვინ დად­გე­ბო­და, ამა­ში ეცი­ლე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, რომ კარ­გად გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით თქვე­ნი პატ­რო­ნის უკან. ეს იყ­ვნენ ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა დახ­ვდე­ბო­დათ სახ­ლში კვლავ. ბორ­ჯო­მი­დან, თე­ლა­ვი­დან, ყვარ­ლი­დან, გურ­ჯა­ა­ნი­დან, აჭა­რი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეთ მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ბა­ღის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მი­ა­ტო­ვე­ბი­ნეთ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, იმის­თვის, რომ ერთი სა­ა­თი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის მო­ეს­მი­ნათ. მაგ­რამ მე ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლის­ტკი­ვი­ლის. ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა რის­თვის იყო, ვერ გა­ე­გოთ და არ იცოდ­ნენ რე­ა­ლუ­რად, მაგ­რამ, სცე­ნა­ზე მათ და­ი­ნა­ხეს შე­ში­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი პა­რა­ნო­ი­და­ლუ­რი ში­შის გამო, მთე­ლი და­სავ­ლურ სამ­ყა­როს, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას ომი გა­მო­უ­ცხა­და“, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, გუ­შინ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ომი გა­მო­უ­ცხა­და სა­კუ­თარ თავს და იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლებ­საც ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი შე­ე­წირ­ნენ.

"სა­ქარ­თვე­ლო გა­ცი­ლე­ბით უფრო დი­დია, ვიდ­რე ის თქვე­ნი "ლი­ბე­რა­ლუ­რი ბაბ­ლი“, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ამოტ­რი­ა­ლე­ბა უნდა. ვერ ამო­ატ­რი­ა­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს!" - ასე მი­მარ­თა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა, ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ოპო­ზი­ცი­ას.

მი­სი­ვე თქმით, "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია“ არის ოპო­ზი­ცი­ის შეკ­რუ­ლი წრე და­წყე­ბუ­ლი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნით და დამ­თავ­რე­ბუ­ლი მათი წამ­ქე­ზებ­ლე­ბით.

"ერთი რამ იცო­დეთ ძა­ლი­ან კარ­გად, სა­ქარ­თვე­ლო გა­ცი­ლე­ბით უფრო დი­დია, ვიდ­რე ის თქვე­ნი "ლი­ბე­რა­ლუ­რი ბაბ­ლი“, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ამოტ­რი­ა­ლე­ბა უნდა. ვერ ამო­ატ­რი­ა­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს! სა­ქარ­თვე­ლომ გა­მო­ი­ა­რა ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა ის უბე­დუ­რი მახე, რო­მე­ლიც თქვენ და თქვენ­მა პატ­რო­ნებ­მა და­უ­გეთ სა­ქარ­თვე­ლოს, თუნ­დაც არ­ჩევ­ნე­ბის არა­ღი­ა­რე­ბით, ხე­ლოვ­ნუ­რად შე­მოგ­დე­ბუ­ლი ამ "არა­სამ­თავ­რო­ბო­თა“ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით, რე­ვო­ლუ­ცი­ის ტრი­გე­რე­ბით. და­უმ­თავ­რე­ბე­ლი შე­მოგ­ზავ­ნა დი­ვერ­სან­ტე­ბი­სა და პა­რა­ნო­ი­კე­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­თაც რე­ვო­ლუ­ცია უნდა გა­მო­ეწ­ვი­ათ აქ. რო­მელ­საც უნდა, აქ უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად, ის სა­ში­ნე­ლე­ბა დაგვტყდო­მო­და ჩვენ. ვინ არის "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია“? აი, ეს შეკ­რუ­ლი წრე არის თა­ვი­სი პუ­ტი­ნით და­წყე­ბუ­ლი და თა­ვის ამ წამ­ქე­ზებ­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ეს კარ­გად გა­ი­გეთ! სა­ქარ­თვე­ლომ ეს იცის! ის­ტო­რი­უ­ლად იცის ეს იმ ხალ­ხმა, რო­მე­ლიც თქვენ ასე გე­ზი­ზღე­ბათ! გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს! გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს ჯარს! ღმერ­თი ფა­რავ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს და მის ყვე­ლა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს!“ - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბოროტი ქირურგი რინოპლასტიკოსი
5

ვიცოდი რასაც ვაკეთებდი...

4141
33

ესენი თხრიან თხრიან და სიკვდილს ან ციხეს გამოთხრიან თუ მაგრად დაუდგა ოპოზიცია და ხალხი მათ შორის ძალათი მოყვანილებიც

ავტორი:

რა ხდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ?

რა ხდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ?

პარლამენტში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.

"საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია. როგორც სესიაზე ითქვა, განხილვა პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დაიწყება, რა პროცესიც ორი-სამი დღე შეიძლება გაგრძელდეს", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი განცხადებით, მათ არსად ეჩქარებათ.

“არსად გვეჩქარება! ორი თუ სამი დღე - რამდენიც არ უნდა დასჭირდეს ჩვეულებრივად, მუხლობრივად მივყვეთ. გუნდის სახელით გეუბნებით, არსად არ ვიჩქარებთ. განხილვას შეიძლება სამი დღეც დასჭირდეს, მაგრამ არსად არ გვეჩქარება და რამდენი დღეც დასჭირდება, პრობლემა არ არის ვიმუშაოთ დეტალურად - კიდევ ერთხელ დაველოდებით, რუსული ან ცუდი რა არის. იქნებ რომელიღაცამ რაღაცნაირად ამოთქვათ!“, - განაცხადა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

  • თქვენ ხართ დასრულებული პოლიტიკური ძალა, გუშინ ეს დასრულება გაფორმდა, გაფორმდება არჩევნებზე, - ამის შესახებ "ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, შეშინებული მთავრობა საქართველოში დემოკრატიის გაუქმებას, დიქტატურის დამყარებას, ქართული სახელმწიფოს გაუქმებას და ქვეყნის ევროპულ მომავალზე უარის თქმას ჰპირდება საზოგადოებას.

"ვფიქრობ, გუშინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვან დღედ შევა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. გუშინ ჩვენ დავინახეთ, რომ ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს ამ ქვეყანაში არანაირი მომავალი არ აქვს. არ აქვს მომავალი იმიტომ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გაბედა და დადგა იქ, სადაც ქართველებმა სისხლი დაღვარეს საკუთარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. გამოგვიცხადა, რომ აპირებს პროვინციულ ლუკაშენკოდ გადაქცევას. აპირებს უარი თქვას ქართულ სახელმწიფოზე. უარი თქვას ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. გუშინ ბევრი კომიკური გამოსვლა ვიხილეთ, მათ შორის ვიღაც ნორჩი "ლენინელები“ მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ "ჯენზის“ თავისუფალ თაობას ნორჩი "ლენინელების“ ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით. თქვენ ამ ხალხის არ გესმით იმიტომ, რომ არ იცით, რა არის თავისუფლება. უკლებლივ ყველა, ვინც აქ სხედხართ, ბიძინა ივანიშვილის მონობაში ხართ გაყიდული“, - მიმართა სამადაშვილმა უმრავლესობის წევრებს.

მისი შეფასებით, გუშინდელ შეკრებაზე ყველაზე კომიკური იყო თბილისის მერის, კახა კალაძის გამოსვლა, რომელმაც მიმართა ხალხს და უთხრა, რომ "თბილისი აქ დგას".

"თბილისი გუშინ არ იდგა, მაგრამ არც თბილისი დადგება, არც ქუთაისი, არც ბათუმი, არც თელავი დადგება, არავინ დადგება მოღალატე ხელისუფლების უკან“, - განაცხადა სამადაშვილმა.

  • სხდომაზე ხაბეიშვილმა უმრავლესობის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათი წამმზომი ჩართულია და ქართველ ხალხს ერთი სული აქვს, როდის მოიშორებს ხელისუფლებიდან.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ძალიან მძიმე საყურებელი იყო გუშინდელი დღე, როცა ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ხალხს პრობლემებზე დალაპარაკებოდა, ფაქტობრივად დასცინა.

"სად აქვს, სად იტევს ხელისუფლება ამხელა ნეგატივს, ამხელა ბოღმას. რატომ აკეთებს ივანიშვილი მუდმივად იმას, რომ საზოგადოება დაყოს. სად იყო ხალხის პრობლემებზე საუბარი? სად იყო პოზიტივი, სად იყო ერთობა? მუდმივად დამცინავი საუბარი: - ვიცოდი, ამ კანონს რომ შემოიტანდნენ, ამას რა მოჰყვება, მაგრამ ახლა მე ამ ახალგაზრდებს დავღლი და მერე წელში გადავტეხავ! მაინც იმას გავაკეთებ, რაც მინდა! მე გენიოსი ვარო! - ამ ადამიანს მგონი ფსიქოლოგიურად ცოტა არეული აქვს და თქვენს ადგილას, ამ კაცს მივხედავდი.

მილიარდერი კაცი იმ ადამიანებით იყო გარშემორტყმული, ხელისუფლებაში ცალ-ცალი ფეხსაცმლით რომ მოხვედით და ახლა მილიონერები ხართ - პედესტალზე იდექით მილიონერები, გალამაზებულ-გასუქებულები, კარგად ნაჭამ-ნასვამი და ქვემოთ იდგა ხალხი, რომელსაც 300, 400, 500 ლარზე ამუშავებთ. ეს ავტობუსები ამ ხალხს დაუქირავეთ იმიტომ, რომ თავადვე იცით, რომ მათ თქვენი მხარდაჭერა მართლაც რომ უნდოდეთ, გზის ფულიც არა აქვთ რომ ბათუმიდან, ზუგდიდთან და სხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ.

გადაასწარით ჩრდილოეთ კორეას, გადაასწარით რუსეთს“, - მიმართა “ქართული ოცნების“ წევრებს ლევან ხაბეიშვილმა.

"გუშინ ძალიან ბევრმა ადამიანმა იხილა სცენაზე ადამიანი, რომლის წინ სახელდახელოდ ხელოვნურად ჰყავდათ პარტიული აქტივი მობილიზებული იმისთვის, რომ ტაში დაეკრათ; მე ვიხილე სუსტი, უფერული ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა პრობლემები აქვთ დღეს საქართველოს მოქალაქეებს; მე ვიხილე ადამიანი, რომელმაც იკადრა, თავისი ოჯახის წევრი, მილიარდერი ადამიანი ჩაუყენა ამ გაუბედურებულ, მართლა კაპიკებზე მცხოვრებ ადამიანებს წინ",- ამის შესახებ "ევროოპტიმისტების“ წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, მან გუშინ თავად გაიარა აქციაზე და ნახა ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ, რა მიზნით ჩამოიყვანეს თბილისში.

"პირველ რიგში, მინდა, ჩვენს თავდაცვის ძალებს მივულოცო დღევანდელი დღე. ისინი არიან ჩვენი მთლიანობის, ერთობისა და დამოუკიდებლობის გარანტი და ნამდვილად იმსახურებენ საუკეთესოს და იმსახურებენ დემოკრატიულ, ერთიან, ევროპულ და რაც მთავარია, პატრიოტულ საქართველოში ცხოვრებას. აი, ჩვენი ჯარისკაცები ნამდვილად არ იმსახურებენ იმ ადამიანს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გუშინ იმ მოწყობილ სცენაზე, რომელსაც მთელი კვირის განმავლობაში იცავდა პოლიცია და შემდეგ თქვენს საკუთარ მოწყობილ სცენას, კინოლოგიური სამსახურით ამოწმებდით, იმიტომ, რომ თქვენსავე პოლიციას არ ენდობოდით. მე გავიარე გუშინ ამ ხალხში, თქვენგან განსხვავებით, შემოფარგლულ ადგილას რომ იყავით და სცენაზე ბიძინა ივანიშვილის უკან ვინ დადგებოდა, ამაში ეცილებოდით ერთმანეთს, რომ კარგად გამოჩენილიყავით თქვენი პატრონის უკან. ეს იყვნენ ჩამოყვანილი ადამიანები, რომლებსაც უამრავი პრობლემა დახვდებოდათ სახლში კვლავ. ბორჯომიდან, თელავიდან, ყვარლიდან, გურჯაანიდან, აჭარიდან ჩამოიყვანეთ მასწავლებლები და ბაღის მასწავლებლები, მიატოვებინეთ სკოლის მოსწავლეები, იმისთვის, რომ ერთი საათი ბიძინა ივანიშვილისთვის მოესმინათ. მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის ამ ადამიანების გულისტკივილის. ყველა მეუბნებოდა, რომ ეს ღონისძიება რისთვის იყო, ვერ გაეგოთ და არ იცოდნენ რეალურად, მაგრამ, სცენაზე მათ დაინახეს შეშინებული ადამიანი, რომელმაც საკუთარი პარანოიდალური შიშის გამო, მთელი დასავლურ სამყაროს, ცივილიზაციას ომი გამოუცხადა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი შეფასებით, გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ომი გამოუცხადა საკუთარ თავს და იმ ღირებულებებს, რომლებსაც ქართველი სამხედროები შეეწირნენ.

"საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის თქვენი "ლიბერალური ბაბლი“, რომელსაც საქართველოს ამოტრიალება უნდა. ვერ ამოატრიალებთ საქართველოს!" - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.

მისივე თქმით, "გლობალური ომის პარტია“ არის ოპოზიციის შეკრული წრე დაწყებული რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით და დამთავრებული მათი წამქეზებლებით.

"ერთი რამ იცოდეთ ძალიან კარგად, საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის თქვენი "ლიბერალური ბაბლი“, რომელსაც საქართველოს ამოტრიალება უნდა. ვერ ამოატრიალებთ საქართველოს! საქართველომ გამოიარა ამ წლების განმავლობაში ყველა ის უბედური მახე, რომელიც თქვენ და თქვენმა პატრონებმა დაუგეთ საქართველოს, თუნდაც არჩევნების არაღიარებით, ხელოვნურად შემოგდებული ამ "არასამთავრობოთა“ გაყალბებული მაჩვენებლებით, რევოლუციის ტრიგერებით. დაუმთავრებელი შემოგზავნა დივერსანტებისა და პარანოიკებისა საქართველოში, რომელთაც რევოლუცია უნდა გამოეწვიათ აქ. რომელსაც უნდა, აქ უკრაინასთან ერთად, ის საშინელება დაგვტყდომოდა ჩვენ. ვინ არის "გლობალური ომის პარტია“? აი, ეს შეკრული წრე არის თავისი პუტინით დაწყებული და თავის ამ წამქეზებლებით დამთავრებული. ეს კარგად გაიგეთ! საქართველომ ეს იცის! ისტორიულად იცის ეს იმ ხალხმა, რომელიც თქვენ ასე გეზიზღებათ! გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს საქართველოს ჯარს! ღმერთი ფარავდეს საქართველოს და მის ყველა თანამოქალაქეს!“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

იხილეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"